ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ლარი დოლართან მიმართებაში დღითიდღე უფასურდება. ფინანსთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის თქმით, ეს ლარის მოკლევადიანი რყევაა, რაც განპირობებულია ბაზარზე მოქმედი სუბიექტების მოკლევადიანი ქცევით. ხოლო მეორე მოადგილის განცხადებით, მოკლევადიან პერიოდში იგულისხმება 1 წლამდე პერიოდი. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ფუნდამენტური ფაქტორები, რამაც უნდა უზრუნველყოს გრძელვადიან პერიოდში ლარის სტაბილურობა, გაუმჯობესებულია. “ვინაიდან ფუნდამენტური …
Tag Archives: ფინანსთა სამინისტრო
2018 წლის ბიუჯეტში გამოყოფილი 4 მლნ ფაროსანასთან საბრძოლველად არასაკმარისია – ენმ
საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ აზიური ფაროსანასთან საბრძოლველად 2018 წლის ბიუჯეტში 4 მილოონი ლარია გამოყოფილი, რაც, საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, მავნებელთან საბრძოლველად არასაკმარისია. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა იკითხეს, რატომ გამოიყო მწერთან საბრძოლველად ასე მცირე თანხა, რაზეც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ უპასუხა: “4 მილიონი ლარის გარდა, რომელიც ბიუჯეტშია გათვალისწინებული, იუ-ეს-ეი -დი აქტიურად …
Continue reading “2018 წლის ბიუჯეტში გამოყოფილი 4 მლნ ფაროსანასთან საბრძოლველად არასაკმარისია – ენმ”
ფინანსთა სამინისტრო: გვარამია ცრუობს, თითქოს ქუმსიშვილმა კანონი დაარღვია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ნიკა გვარამიას განცხადება იმის შესახებ, თითქოს დიმიტრი ქუმსიშვილმა დაარღვია კანონი და გათქვა რუსთავი 2–ის კონფედენციალური ფინანსური ინფორმაცია, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. “საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის 1¹ ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო საიდუმლოებას არ განეკუთვნება და საჯაროა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, საქართველოს პირველი ვიცეპრემიერის, ფინანსთა მინისტრის …
Continue reading “ფინანსთა სამინისტრო: გვარამია ცრუობს, თითქოს ქუმსიშვილმა კანონი დაარღვია”
კომიტეტმა ეროვნული ბანკისთვის ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმის დაბრუნებას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის ინიციატივით ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს პირველი მოსმენით ერთხმად დაუჭურა მხარი, რომლის თანახმადაც საფინანსო სექტორზე ზედამხედველობა 2015 წელს შექმნილი სააგენტოდან ისევ ეროვნული ბანკის კომპეტენციას უბრუნდება. კანონპროექტის განხილვა იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. როგორც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ოთო კახიძე აცხადებს, ეს არის კლასიკური ნიმუში მთავრობის უპასუხისმგებლობის. “მათ ჯერ 2 წლის წინ …
IMF საქართველოში 3-წლიან პროგრამას 285 მლნ. დოლარით დააფინანსებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის დონეზე საქართველოში სამწლიანი პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. პროგრამა დაფინანსდება 285 მილიონი აშშ დოლარით გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით. ამის შესახებ დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს. საქართველოს ხელისუფლების მოწვევით 15 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში …
Continue reading “IMF საქართველოში 3-წლიან პროგრამას 285 მლნ. დოლარით დააფინანსებს”
უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახური აცხადებს, ბრალდებულმა საკუთარ სავაჭრო ობიექტში სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე მალულად გაასაღა მარკირებას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი “მასტერი.” საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 და …
Continue reading “უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს”
გალარების ერთჯერადი პროგრამა 17 იანვრიდან დაიწყება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 იანვრიდან გალარების ერთჯერადი პროგრამა დაიწყება. ფიზიკური პირები, ვისაც 2015 წლის პირველ იანვრამდე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი საბანკო სესხები უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ აღებული, კონვერტაციას ეროვნული ვალუტის სესხებად შეძლებენ. აღნიშნულ სესხებზე წინასწარ დაფარვის საკომისიო გაუქმდება. გალარების აქციას ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი. სამინისტროში აცხადებენ, რომ სუბსიდირება ეხება საბანკო სესხის ძირითადი თანხის …
Continue reading “გალარების ერთჯერადი პროგრამა 17 იანვრიდან დაიწყება”
უძრავ ქონებაზე და რეკლამირებისას შესაძლოა უცხოურ ვალუტაში ფასის გამოხატვა აიკრძალოს
მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტის თანახმად, ქონების რეალიზაციისა და რეკლამირებისას ფასი მხოლოდ ლარში უნდა გამოისახოს, ხოლო ონლაინ-სესხები რეგულირების ქვეშ მოექცევა. კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ე.წ. ლარიზაციის პროგრამას შეეხება, დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს. მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევისას, …
რომან გოცირიძე: ლარის გაუფასურება ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის ბრალია
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ლარის გაუფასურება ეროვნული ბანკის და ფინანსთა სამინისტროს ბრალია. ამის შესახებ მან საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მიმდინარე წელს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსების გაზრდაზე მსჯელობდნენ. “პარლამენტის სხდომაზე ორი დამნაშავე ერთსაათიანი ინტერვალის ფარგლებში გამოხვედით. ერთი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც ლარის გაუფასურებაშია დამნაშავე, და მეორე, ფინანსთა სამინისტრო, რომელიც ასევე დამნაშავეა ლარის გაუფასურებაში,” – …
Continue reading “რომან გოცირიძე: ლარის გაუფასურება ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის ბრალია”
თაბუაშვილი ლარის გაუფასურებაზე: არ დაიჯეროთ, ყველაფერი კარგად იქნება [ვიდეო]
“არ დაიჯეროთ, ყველაფერი კარგად იქნება” – ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით გააკეთა. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 13 დეკემბრიდან ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში თითქმის სამი თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარი 2.6154 ლარი ღირს, ხოლო 1 ევროს ფასი 2.7713 ლარია. კონკრეტულად, ეროვნული ბანკის ახალი მონაცემებით, 13 დეკემბერს ლარი დოლართან მიმართებაში 0.0267 პუნქტით, ხოლო …
Continue reading “თაბუაშვილი ლარის გაუფასურებაზე: არ დაიჯეროთ, ყველაფერი კარგად იქნება [ვიდეო]”
ფინანსთა სამინისტროს განმარტება საბიუჯეტო კოდექსის დარღვევის გამო
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, 2017 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი საქართველოს მთავრობას პარლამენტისთვის უნდა წარედგინა არაუგვიანეს 5 ნოემბრისა, ხოლო, თავის მხრივ, დოკუმენტი პლენარულ სხდომაზე უნდა განხილულიყო არაუგვიანეს 15 ნოემბრისა, შემგეგ კი შენიშვნებით კვლავ მთავრობაში უკან დაბრუნებულიყო. თუმცა ფინანსთა სამინსიტრომ პარლამენტს ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი არ გადაუგზავნა, რაც ნიშნავს, რომ სამინისტრომ კანონი დაარღვია. “ვინაიდან 2016 …
Continue reading “ფინანსთა სამინისტროს განმარტება საბიუჯეტო კოდექსის დარღვევის გამო”
ფინანსთა სამინისტრომ ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, უწყების საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. სამინისტროს განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე დაგეგმილი ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულთა დაკავება მოხდა უშუალოდ ყალბი კუპიურების გასაღების დროს: “გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკიდან …
Continue reading “ფინანსთა სამინისტრომ ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა”
MDF ცესკოს და GNCC-ს მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროს, ვიდეორგოლი შეისწავლოს
მედიის განვითარების ფონდი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას 2016 წლის 16-17 ივლისს ტელეკომპანიების- რუსთავი 2-ის, იმედისა და მაესტროს ეთერში განთავსებული ვიდეორგოლის საარჩევნო და მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის თხოვნით მიმართავს. სადავო ვიდეორგოლს, რომელიც ტელევიზიებში ფინანსთა სამინისტროს მიერ განთავსდა, მინიჭებული აქვს სოციალური რეკლამის სტატუსი. მედიის განვითარების ფონდის აზრით, …
Continue reading “MDF ცესკოს და GNCC-ს მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროს, ვიდეორგოლი შეისწავლოს”
ფინანსთა სამინისტრო: ცენტრ პოინტის საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს მიმართ 61 მლნ ლარია
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ არასრულყოფილია განცხადება იმის შესახებ, რომ ფინანსთა სამინისტროს “ცენტრ პოინტის” ვალი აქვს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრ პოინტის დამფუძნებელმა ვახტანგ რჩეულიშვილმა განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს კომპანიის დავალიანება აქვს 20 მილიონი ლარის ოდენობით. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს, გუკა რჩეულიშვილს, ,,ცენტრ პოინტი აჭარის“ დირექტორებს, ირაკლი მინდელს და სალომე ჩარკვიანს ბრალი …
სავარაუდოდ მეორეული ტექნიკის გაყიდვისათვის “აიფონ პლუსს” საგამოძიებო სამსახური ამოწმებს
ფინანსთა საინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს “აიფონ პლუსის” და შპს “ეფლსიტის” საქმიანობას ამოწმებს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მაღაზიების ქსელში სავარაუდოდ უკვე გამოყენებული მობილური ტელეფონები იყიდებოდა და არსებობს ფაქტის დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნა. ამას არ ეთანხმებიან თავად კომპანიაში და აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები კომპანიის დისკრედიტაციის მცდელობაა. “სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, აიფონის ბრენდის რამდენიმე მოდელი არ არის ქარხნულად ახალი …
1 ივნისიდან საგადასახადო კოდექში ცვლილებების შესახებ კანონი ამოქმედდა
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 1 ივნისიდან ძალაში შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონი, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმასა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს ითვალისწინებს. ცვლილებების შედეგად: საგადასახადო დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით; დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელი ძირითადი საშუალებების იმპორტი განთავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისაგან; მოხდება 100 000-მდე გადამხდელისთვის უიმედო საგადასახადო …
Continue reading “1 ივნისიდან საგადასახადო კოდექში ცვლილებების შესახებ კანონი ამოქმედდა”
მოგების გადასახადი შესაძლოა 2017 წლიდან გაუქმდეს
თუკი პარლამენტმა მთავრობის მიერ ინცირებული კანონპროექტს მხარი დაუჭირა, 2017 წლიდან საქართველოში მოგების გადასახადი გაუქმდება. ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედებაზე განაცხადი მთავრობამ იანვარში გააკეთა. პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებათა პაკეტი, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო, სავარაუდოდ, მიმდინარე სასესიო კვირაში განიხილავს. ცვლილება, მისი დამტკიცების შემთხვევაში, ძალაში 2017 წლის 1 იანვარს შევა. პროექტის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიები მოგების …
Continue reading “მოგების გადასახადი შესაძლოა 2017 წლიდან გაუქმდეს”
სამინისტრო: 2016 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი თანხა შევიდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა. სამინისტროს ცნობით, იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულმა თანხამ სულ შეადგინა 2, 189 მლნ ლარი, რაც პირველი კვარტლის გეგმას 40 მლნ ლარით აღემატება, ხოლო შესრულების მაჩვენებელი 101,9%-ს შეადგენს. მინისტრის, ნოდარ ხადურის ინფორმაციით, ასევე გადაჭარბებულია ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებიც. გადასახადების სახით პირველ კვარტალში მიღებულმა …
Continue reading “სამინისტრო: 2016 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი თანხა შევიდა”
EBRD-მა ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის 2,2 მლნ ევრო გამოყო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ქობულეთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის 2,2 მილიონი ევრო გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ნოდარ ხადურმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ ხელი მოაწერეს „ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის“ 2,2 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც მიმართული იქნება ქობულეთის …
Continue reading “EBRD-მა ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის 2,2 მლნ ევრო გამოყო”
ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ათი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თაღლითობისა და ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ათი წევრი. საერთო ჯამში, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ თაღლითურად მითვსებული თანხა 1 500 000 ლარს აღემატება. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებული პირები უკანონოდ ეუფლებოდნენ ამერიკის, კანადის, ბრაზილიის, მექსიკის, ჰავაის კუნძულების და სამხრეთ კორეის მოქალაქეთა …
Continue reading “ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ათი პირი დააკავეს”