რატომ ითხოვენ კომპანიები “ოქროს სიაზე” მაჭავარიანის გადაწყვეტილების ამოქმედების გადავადებას

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ დღეს, 11 ივნისს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს “ოქროს სიასთან” დაკავშირებით მიმართა. ბიზნესომბუდსმენი პრემიერისგან ამ გადაწყვეტილების ამოქმედების ვადის გადაწევას ან “ოქროს სიის” წევრებისთვის 30-დღიანი ვადის უცვლელად დატოვებას ითხოვს. “მტკივნეული საკითხი ამ გადაწყვეტილების არის ის, რომ ბიზნესისთვის სიურპრიზი იყო და ახლა მათ უწევთ მთლიანი ფინანსების გადაწყობა, რაც საკმაოდ რთულია. ამიტომ გადავწყვიტეთ დღესვე მივმართოთ მთავრობას, რომ …

მაჭავარიანი: სავალუტო ფონდის განსაზღვრული ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის 4.6 პროცენტია

“საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე შევთანხმდით, ” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ. მისი განცხადებით, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” საქართველოში მიმდინარე პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესოა და მთლიანად ეყრდნობა საქართველოს მთავრობისრეფორმების დღის წესრგის. „საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ჩვენ დავადასტურეთ პრინციპულობა იმ ძირითადი ფისკალური …

ვახტანგ ლაშქარაძე ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის აქტუალურ თემაზე, შემოსავლების სამსახურის უფროსისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ. მხარეებმა პრობლემატური საკითხების, კერძოდ, საბაჟო და საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით ისაუბრეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ვახტანგ ლაშქარაძემ აღნიშნა, რომ …

ივანე მაჭავარიანი: მსოფლიო ბანკი მიესალმება მთავრობის ინიცირებულ განათლების რეფორმას

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც მონაწილეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში. ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი შეხვდა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე–პრეზიდენტს, სირილ მიულერსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, კოენ დევიდს. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსთან თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრაზე პოზიტიურად …

ვახტანგ ლაშქარაძე ადვოკატთა და პატენტრწმუნებულთა ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილებ ზურაბ ძნელაშვილმა, მორიგი სამუშაო შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს პატენტრწმუნებულთა ეროვნული   ასოციაციის წარმომადგენლებთან გამართეს. შეხვედრას შემოსავლების სამსახურის საბაჟო, იურიდიული და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ძირითადი საკითხები კონტრაფაქციული საქონლის კონტროლსა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას ეხებოდა. შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ ასოციაციების წარმომადგენლებთან …

2 – 25 აპრილს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 30 ლოკაციაზე მოემსახურება

2 – 25 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – გადასახადის გადამხდელებს 30 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.  N …

შემოსავლების სამსახურმა CAREC-ის პროექტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

25 მარტს, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“, „SPS სისტემის მოდერნიზაცია ვაჭრობის გამარტივებისათვის“ – პროექტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერითა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით, სამუშაო შეხვედრა „მავნე ორგანიზმებზე რეგიონალური ზედამხედველობის პოლიტიკის საკითხებზე დიალოგი“ დაიწყო. სამუშაო შეხვედრა, რომელსაც CAREC-ის წევრი ქვეყნების, კერძოდ: საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ავღანეთის, პაკისტანისა და ჩინეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, შემოსავლების …

ევროკავშირის პროექტი საწარმოთა გამჭვირვალობის მხარდასაჭერად

საქართველოში დაიწყო ევროკავშირის დაძმობილების ახალი პროექტი „ფინანსური აღრიცხვის და აუდიტის ხარისხის ამაღლება საქართველოში“, რომლის მთავარი პარტნიორი ქვეყანა საბერძნეთია. პროექტი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გახსნა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.  როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის დაძმობილების პროექტი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ფინანსური აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ხარისხის ამაღლების პროცესში.  „აღნიშნული რეფორმა, ხელს უწყობს გაუმჯობესებული …

საქართველოში დიდი ოდენობით უაქციზო და არადეკლარირებული სიგარეტი შემოჰქონდათ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 16-18 მარტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში და წალენჯიხის რაიონ სოფელ ფახულანში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 31,040 ღერი) შენახვა- გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის …

შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა უწყებაში არსებულ გამოწვევებსა და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. ვახტანგ ლაშქარაძემ აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის უმთავრესი ღირებულებებია პარტნიორობა და გამჭვირვალობა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ უწყების სტრატეგიულ ამოცანად კვლავ რჩება, არა მხოლოდ საგადასახადო კანონდარღვევათა ადმინისტრირება, არამედ მათი პრევენცია: …

ივანე მაჭავარიანი ჰონგ-კონგის მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანს შეხვდა

დღეს, 19 მარტს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი  ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანს, ედვარდ იაუს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით მყოფ ჰონგ-კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს (HKTDC) უმაღლესი რანგის ბიზნეს-დელეგაციას ხელმძღვანელობს. დელეგაციის ვიზიტის მიზანი, საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობა და შესაძლო ბიზნეს-კავშირების დამყარებაა ქართველ პარტნიორებთან. მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი და ხაზი გაუსვეს საქართველოსა …

თბილისში, სამეგრელოსა და აჭარაში 2397 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში, სამეგრელოსა და აჭარაში სარეალიზაციოდ განკუთვნილი 2 397 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტრო-სიგარეტისთვის განკუთვნილი 4 470 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოიღო. უწყების განცხადებით, უაქციზო პროდუქციის ღირებულება 33 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების …

ბრალდებები უსაფუძვლოა – ფინანსთა სამინისტრო სოფრომაძეს პასუხობს

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 20 თებერვალს შემოსავლების სამსახურმა დაიწყო “ფრესკოს“ საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. სამინისტროს ცნობით, შემოწმების შედეგად, შემდგარია საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი, რომელსაც  ვასილ სოფრომაძე არ ეთანხმება. “ამ ეტაპზე, დავას განიხილავს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო, რომლის გადაწყვეტილებაც, საჭიროების შემთხვევაში, გადამხდელს ასევე შეუძლია გაასაჩივროს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს ფორტში, სადაც წარმოდგენილნი არიან როგორც სხვადასხვა …

რა საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს სახელმწიფო ტრანსნაციონალურ კომპანიებს

ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებიც საქართველოში გახსნიან მთავარ ოფისებს, ინოვაციურ ცენტრებს, ლაბორატორიებს, სავარაუდოდ,  საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ეს კომპანიები საერთაშორისო კომპანიის სტატუსს მიიღებენ, რის შედეგადაც შემდეგი გადასახადებისგან გათავისუფლდებიან: [checklist] დღგ-სგან, მის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ მომსახურების  გაწევისას; დაქირავებული პირისათვის ხელფასის გაცემისას საშემოსავლო გადასახადის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ვალდებულებისგან; ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისგან, თუ …

სესხების პატიების პროცესი 15-31 დეკემბერს წარიმართება – ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის თქმით, სესხების განულების პროცესი შავ სიაში მყოფ მოქალაქეთა მიმართ,  გეგმის შესაბამისად, 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე წარიმართება. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტში მონაწილეობის სურვილს “სესხის ამომღები” სხვა ორგანიზაციებიც გამოთქვამენ, რომლებიც აქამდე არ იყვნენ მასში ჩართულნი. “აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ბაზების ფორმირებასთან მიმართებაში. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი კრედიტორებისგან, ესენი …

მინისტრი იმ პირს ხვდება, რომელიც თვითდაზიანების მიყენებით იმუქრებოდა

ლილოში სატვირთო ავტომანქანების მძღოლების აქციაზე ფინანსთა მინისტრი მივიდა. ის ადამიანი, რომელიც შენობის სახურავზე იყო ასული და თვითმკვლელობით იმუქრებოდა, შენობიდან ჩამოვიდა და ამ წუთებში მინისტრს ხვდება. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. ხორბლის გადატანაზე დაწესებული შეზღუდვის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე შენობის სახურავზე ავიდა და თავის დაწვით იმუქრებოდა. ის ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა. ადგილზე მობილიზებულია …

ხორბლის შემომტანი სატვირთოს მძღოლების ულტიმატუმი ფინანსთა მინისტრს

სატვირთო ავტომობილების მძღოლები, რომლებიც რამდენიმე დღეა ითხოვენ ხორბლის გადაზიდვის შეზღუდვის შესახებ ბრძანების გაუქმებას, ფინანსთა მინისტრს შეხვდნენ, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მძღოლებმა, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ, მინისტრს ერთსაათიანი ულტიმატუმი წაუყენეს. ამის შესახებ ერთ-ერთმა მათგანმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა. მძღოლების პროტესტი მინისტრის ბრძანებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, პირველი ოქტომბრიდან იკრძალება ხმელეთით ხორბლის ავტოტრანსპორტით შემოტანა. ფინანსთა სამინისტროს …

საპენსიო სააგენტოს დირექტორს ხელფასი 10 ათასიდან 15 ათას ლარამდე ექნება

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საპენსიო სააგენტოს დირექტორს ეძებს, რომლის ხელფასიც 10 000 ლარიდან 15 000 ლარამდე იქნება. ვაკანსია Hr.gov.ge-ზე დღეს გამოქვეყნდა. საპენსიო სააგენტოს დირექტორს მოეთხოვება ბაკალავრის ხარისხი, იყოს საქართველოს მოქალაქე, იცოდეს საოფისე კომპიუტერული პროგრამები. მისი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში 5 [ან მეტი] წელი უნდა იყოს. რაც შეეხება ფუნქციებს, ფინანსთა სამინისტრო დირექტორის მოვალეობებს შემდეგნაირად აყალიბებს. საპენსიო სააგენტოს დირექტორის …

მანქანას ლომბარდში ვერ დააგირავებთ – კიდევ რა იგეგმება სესხებთან დაკავშირებით

ფინანსთა სამინისტრო საფინანსო სექტორისთვის ახალი რეგულაციების დაწესებას გეგმავს. რეგულაციების შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 29 მაისს ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ახალი წესები მთელ ფინანსურ სექტორზე გავრცელდება. სამინისტროში ცვლილებებს საფინანსო სექტორში სამართლიანი წესების შემოღებითა და მომხმარებელთა უფლებების დაცვით ხსნიან. სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, თანხის გადაუხდელობის გამო, მხოლოდ დაგირავებული ნივთი დაყადაღდება და ყადაღა სხვა ქონებაზე არ გავრცელდება. …

ვადაგადაცილებულ სესხზე ჯარიმის დაანგარიშების წესი შესაძლოა შეიცვალოს

ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმის დაწესების წესი იცვლება და მასზე ლიმიტი წესდება. ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ვადის გადაცილების შემთხვევაში ჯარიმის დაანგარიშებისას სესხის ნარჩენი თანხიდან  ჯარიმა დარჩენილი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს. “გაუქმდება ნეგატიური პრაქტიკა, როდესაც ჯარიმა იანგარიშებოდა არა დარჩენილი თანხიდან, არამედ სასტარტო თანხიდან. მაგალითად, თუ მომხმარებელს სესხი ჰქონდა 1000 ლარი და მან …

ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი ქართულ ეკონომიკაში 64.9%-ია – პუბლიკაცია IMF-ის საიტზე

ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი საქართველოს ეკონომიკაში საკმაოდ მაღალია. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საიტზე გამოქვეყნებულ სამუშაო ნაშრომში წერია. ფინანსთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ნაშრომი ავტორთა ინდივიდუალურ მოსაზრებებს წარმოადგენს და “კვლევა ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს ქვეყნის იმიჯზე”. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ლეანდრო მედინასა და ფრიდრიხ შნაიდერის ნამშრომის სამუშაო ვერსიას აქვეყნებს, სახელწოდებით “ჩრდილოვანი ეკონომიკა მთელ მსოფლიოში – რა ვისწავლეთ უკანასკენელი 20 წლის …

რას გულისხმობს საგადასახადო რეფორმა მცირე მეწარმეებისთვის

ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომლითაც მცირე მეწარმეებს საგადასახადო შეღავათაები დაუწესდებათ. მოქმედი კანონმდებლობით მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭება მეწარმეს, რომლის ეკონომიკური საქმიანობიდან წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება. დაგეგმილი ცვლილებით, მცირე ბიზნესის სტატუსი 500 ათას ლარამდე ბრუნვის საწარმოსაც მიენიჭება. მოქმედი სისტემით მცირე ბიზნესის შემოსავალი 5%-ით იბეგრება. ცვლილებების შემდეგ მცირე ბიზნესის წლიური …

ბიზნესი ავანსის დღგ-ით დაბეგვრის წინააღმდეგია

დამატებითი ღირებულების გადასახადით (დღგ) არ უნდა იბეგრებოდეს ავანსი, ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რაც ბიზნესასოციაციის წევრებმა ფინანსთა მინისტრთან შეხვედრისას განიხილეს 11 დეკემბერს. ბიზნესმენ სოსო ფხაკაძის განმარტებით, ავანსის არდაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძისგან დახმარების პირობა მიიღეს. “მამუკა ბახტაძე ბიზნესის წიაღიდან მოვიდა. ის ასევე იყო ჩვენი ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ძალიან კარგად ესმის ის პრობლემატიკა და მიღწევები, …

ბახტაძე: მთავარი ორიენტირი იქნება ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა

ახლად დანიშნულმა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრომ ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი განახორციელა. “ძირითადი პარამეტრები, როგორც ბიუჯეტის, ასევე მომავალი ხარჯები, შეთანხმებულია საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტიტებთან. ჩვენ ამ პოზიტიურ გეზს აუცილებლად გავაგრძელებთ. მიდგომაში მთავარი ორიენტირი იქნება ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მოხდეს ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია და, ამავე დროს, …

Exit mobile version