რატომ არ ასაჯაროებს მთავრობა ნამახვანჰესზე მნიშვნელოვან დასკვნებს

ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები ამ დრომდე არ ასაჯაროებენ ნამახვანჰესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საჯარო ინფორმაციას — ხარჯთსარგებლიანობის ანალიზსა და პროექტის შესახებ დასკვნას. სპეციალისტების ნაწილის შეფასებით, ეს დოკუმენტები: ან არ არსებობს, რაც კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს და კონტრაქტის გაუქმების საფუძველი შეიძლება იყოს; ან იმდენად კრიტიკულია და მნიშვნელოვან კონტრარგუმენტებს შეიცავს პროექტის არსებული სახით განხორციელების წინააღმდეგ, რომ სახელმწიფოს მათი გასაჯაროება არ …

ეკონომიკის აღდგენის პროცესი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო — მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მიმდინარე წლის მარტში ეკონომიკის 4%-იან ზრდას ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენის პროცესის იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოლოდინი იყო. საქართველოს ეკონომიკა 2020 წლის მარტის შემდეგ პირველად გასულ თვეს გაიზარდა, თუმცა პირველ კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა. “რეალურად, პირველი შემთხვევაა პანდემიის დაწყების შემდგომ, როცა დადებითი დინამიკა ფიქსირდება ეკონომიკურ ზრდაში. …

მთავრობამ $500 მლნ-ის ვალი აიღო, საპროცენტო განაკვეთი 2,75%-ია

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სამინისტრომ დაასრულა 5-წლიანი 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება, რომლის საპროცენტო განაკვეთმა 2,75%-ია. როგორც დღეს, 16 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა თქვა, საერთაშორისო ინვესტორების მხირდან მთავრობის მიერ გამოშვებულ ობლიგაციების მიმართ დიდი ინტერესი იყო, რაც საქართველოს ეკონომიკისადმი ნდობაზე მოუთითებს, რაც ასევე აისახა დაბალ საპროცენტო განაკვეთზეც. “მოთხოვნამ დაახლოებით 4-ჯერ გადააჭარბა გამოცხადებულ თანხას, …

ფინანსთა მინისტრად ლაშა ხუციშვილი დაინიშნა, იუსტიციის – რატი ბრეგაძე

ფინანსთა მინისტრად ლაშა ხუციშვილი დაინიშნა, ხოლო იუსტიციის მინისტრად – რატი ბრეგაძე. მთავრობაში ახალი კადრების შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. [მასალა განახლდება] გუშინ, 31 მარტს ფინანსთა მინისტრობის თანამებობიდან ივანე მაჭავარიანი გადადგა. როგორც პირველ აპრილს ღარიბაშვილმა განაცხადა, მაჭავარიანს ჯერ კიდევ დეკემბერში ჰქონდა ეს გადაწყვეტილება მიღებული. რაც შეეხება იუსტიციის ყოფილ მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძეს, ის ჰააგის სასამართლოს …

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით, თურქეთის მოქალაქე დააკავეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მიმდინარე წლის იანვარში, გაასაღა 20 000 აშშ დოლარის ოდენობის სხვადასხვა ნომრის მქონე 200 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა, რომელიც შემდგომში ამოღებულ იქნა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად. გამოძიება …

“ოცნების” დეპუტატებთან დისკუსია დაცლილი იყო პოპულიზმისგან — მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის წარდგენისას, რომელსაც მხოლოდ “ქართული ოცნების” წევრები ესწრებოდნენ, “პოპულიზმისგან დაცლილი” დისკუსია გაიმართა. მან ამის გამო უმრავლესობის დეპუტატებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ  მსგავსი  მაღალკვალიფიციური დისკუსია ბევრ ევროპულ ქვეყანას შეშურდება. მაჭავარიანის თქმით, სწორედ ეს პირობა არის მთავარი დამაიმედებელი, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან გამოვა. “თითოეულ დეპუტატს მინდა მადლობა გადავუხადო …

ჩვენთან ჩინოვნიკებს ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ, 21-ე საუკუნის გამოწვევებს ვერ პასუხობს — მაჭავარიანი

ფინანსათა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ მსოფლიოს ქვეყნებს შორის საქართველოში ბიუროკრატიული ხარჯების მაჩვენებელი ერთ-ერთი დაბალია. ამის შესახებ მან პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის პროქტის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, არის რესურსი, რომ სახელმწიფო მოხელეები შეამცირონ, თუმცა მათი შემცირების ხარჯზე გამოთავისუფლებული თანხით ტექნოლოგიები უნდა დანერგონ. ამიტომ, მისი თქმით, ბიუროკრატიის შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული ფული ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად ვერ გამოდგება. …

300-ლარიანი კომპენსაციის მოთხოვნით 14 300-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა – მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ცნობით, 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მიღების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურში ამ დროისთვის 14 300-ზე განაცხადი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მთავრობის ცნობით, აღნიშნული განაცხადები ჯანდაცვის სამინისტროს უკვე გადაეგზავნა და კომპენსაციების გაცემა უახლოეს პერიოდში დაიწყება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, განაცხადებში წარდგენილი ინფორმაციების საფუძველზე შემოსავლების სამსახური ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა პირი მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული …

მიწისქვეშა გაზსაცავის და ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის კრედიტი COVID-19-თან ბრძოლას მოხმარდება

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KFW) შეთანხმებით ორი პროექტის დასაფინანსებლად აღებული სესხი კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება. როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ და პარლამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტში ვკითხულობთ, ამ მიზნით დანიშნულებმა 180 მილიონი ევროს ოდენობის სესხმა შეიცვალა: “ფინანსური რესურსების ძიების პროცესში გაირკვა, რომ შესაძლებელი იყო თანხების გამოთავისუფლება და გადაწყდა შეცვლილიყო ორი სასესხო შეთნხმება, რომელთაგან ერთი ეხება KFW-სა …

“ეს ნიშნავს ჩვენი პარტნიორების ნდობას” – კაკაურიძე გაზრდილ ვალზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე საგარეო ვალზე საუბრისას აღნიშნავს, რომ კორონავირუსის კრიზისის დროს საქართველოს მთავრობამ შეძლო დიდი მოცულობით რესურსის მობილიზება. „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო ფრაქციების სხდომაზე, სადაც ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, დეპუტატებმა კაკაურიძეს ჰკითხეს, რამდენი პროცენტი იყო სახელმწიფო ვალის ფარდობის მაჩვენებელი მშპ-სთან 2012 წელს, როდესაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, და დღეს. ფინანსთა მინისტრის თქმით, 2012 …

საქართველო გერმანული ბანკისგან 90 მლნ ევროს სესხს მიიღებს

საქართველომ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW) 90 მილიონი ევროს მიღების თაობაზე სასესხო შეთანხმება გააფორმა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა კლაუს ფაიგელმა. აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს საბიუჯეტო მხარდაჭერას და მიიმართება COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული  შედეგების აღმოსაფხვრელად. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, KFW-სთან ხელმოწერილი ხელშეკრულება იმ ფინანსური …

დაჯარიმდება კომპანია, რომელიც დასაქმებულების დახმარებაზე არასწორ ინფორმაციას წარადგენს – მინისტრი

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოს არასწორ ინფორმაციას მიაწვდიან იმ დასაქმებულების შესახებ, ვინც დროებითი ანაზღაურების გარეშე მუშაობს ან უხელფასო შვებულებაშია, დაჯარიმდებიან გათვალისწინებული შეღავათის ორმაგი ოდენობით. ამის შესხებ მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. “ჩვენ, ერთი მხრივ, გვექნება შეღავათი საშემოსავლო გადასახადზე კომპანიებისთვის და, მეორე მხრივ, გვექნება 6 თვის განმავლობაში, ჯამში, 1200 ლარის დახმარება იმ …

როგორ მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას უხელფასოდ დარჩენილები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურ 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ ის დაქირავებით დასაქმებულები, რომლებსაც 2020 წლის პირველ სამ თვეში ერთხელ მაინც აქვთ ხელფასი აღებული, შემდეგ თვეებში კი ვეღარ იღებენ. როგორც მან განმარტა, ამ ნაწილში საუბარია დაქირავებით დასაქმებულებზე, რომლებსაც აღარ ერიცხებათ ხელფასი — ეს აერთიანებს იმ ადამიანებს, ვინც სამსახურიდან გაათავისუფლეს, უხელფასო …

მაჭავარიანი: მოლაპარაკებები გვაქვს დონორებთან დახმარების მობილიზებისთვის

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან ინტენსიურ კომუნიკაციაშია, რათა ეკონომიკის მხარდამჭერი ღონისძიებები შემუშავდეს. ფინანსთა მინისტრის თქმით, მსოფლიოს ეკონომიკა საკმაოდ მნიშვნელოვანი გლობალური შენელების წინაშე დგას და ყველაზე მძიმე დარტყმას მიიღებს ეკონომიკის ისეთი მნიშვნელოვანი სექტორი, როგორიც არის ტურიზმი და მასთან მომიჯნავე სექტორები: “ამ კუთხით საქართველო შედარებით უფრო მოწყვლადია, რადგან ეს …

გრიგოლია: შეხვედრაზე მაჭავარიანმა მის წინამორბედებზე თქვა, უტრაკოები იყვნენო

ტელეკომპანია პირველის გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია ამბობს, რომ ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დღეს, 27 დეკემბერს, ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა თავის წინამორბედ მინისტრებზე საუბრისას უცენზურო ტერმინოლოგია გამოიყენა და თქვა, რომ ისინი “უტრაკოები იყვნენ”. ინგა გრიგოლიამ მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. “შეხვედრა რომ დავტოვე, მერე გავიგე. გაინტერესებთ, ვანო მაჭავარიანი რა სიტყვებს ეუბნებოდა მედიამენეჯერებს? წინამორბედებზე მან თქვა ეს სიტყვა, ისინი …

უსამართლო დისბალანსი უნდა აღმოიფხვრას – ინტერვიუ ნინო ჯანგირაშვილთან

შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიის ანგარიშზე ინკასოს დადების შემდეგ ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ ტელევიზია მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისგან გავიგეთ, რომ ხვალ ფინანსთა მინისტრი ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. რა მოთხოვნებს დააყენებს ტელეკომპანია “კავკასია” მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, როგორ აპირებს ტელეარხი ინკასოს პირობებში მუშაობის გაგრძელებას, ამ და სხვა საკითხებზე ნეტგაზეთი ნინო ჯანგირაშვილს ესაუბრა. პირველ რიგში, მინდა …

რ2-ის, ტვ პირველის და “კავკასიის” ანგარიშებს ინკასო დაედო

ტელეკომპანიების: ტვ პირველის, კვაკასიისა და რუსთავი 2-ის ანგარიშებს ინკასო დაედოთ. ნეტგაზეთი სხვა ტელევიზიებთანაც ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას. რა არის ინკასო? – კანონმდებლობით, თუ გადამხდელი დადგენილ ვადებში არ შეასრულებს ბიუჯეტის წინაშე არსებულ ვალდებულებებს, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული დავალიანების ფარგლებში საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწეროს დავალიანების ოდენობის თანხები. შესაბამისი გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ მიიღო, რომელმაც ტელეკომპანიებს მიმდინარე, ანუ 1 ოქტომბრიდან …

ყველა ტელევიზია ჩაგვაყენეთ თანაბარ მდგომარეობაში – “კავკასია”

ტელეკომპანია „კავკასია“ ამბობს, რომ ბიუჯეტის წინაშე დავალიანებას მანამ არ დაფარავს, სანამ იმავეს სხვა ტელეკომპანიები არ გააკეთებენ. ამ განცხადებით „კავკასია“ ფინანსთა სამინისტროს გამოეხმაურა, რომელიც ტელემაუწყებლებს ერთი დღის ვადას აძლევს 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაგროვილი დავალიენების ძირი თანხის დასაფარად. „2019 წლის 14 აგვისტოს ჩვენთვის თქვენი განცხადებიდან გახდა ცნობილი იმ დავალიანების მოცულობის შესახებ, რომელიც ბიუჯეტის წინაშე სამ ტელეკომპანიას …

ფინანსთა სამინისტრო ტელევიზიებს დავალიანების ძირის დასაფარად ერთ დღეს აძლევს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ტელემაუწყებლებს ერთი დღის ვადას აძლევს 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაგროვილი დავალიენების ძირი თანხის დასაფარად. სამინისტროში აცხადებენ, რომ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჯერ კიდევ 2019 წლის 14 აგვისტოს საჯარო განცხადებით მიმართა ტელემაუწყებლებს, წლების განმავლობაში დაგროვილი საგადასახდო დავალიანების შესახებ, წარმოედგინათ ვალის რესტრუქტურიზაციაზე წინადადებები, ასევე, დაეწყოთ მიმდინარე დავალიანებების გადახდა. ვალის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით განცხადებაში ვკითხულობთ, რომ …

საბანკო სესხების აღება მოქალაქეების ნაწილისთვის კვლავ მარტივდება

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა ამბობს, რომ ე.წ საბანკო რეგულაციების მნიშვნელოვანი გამარტივება იგეგმება. მთავარი ცვლილება დადგენილ კოეფიციენტებს შეეხება, რომლითაც განსაზღვრულია, მოქალაქემ შემოსავლის რა ნაწილი უნდა მიმართოს სესხის მომსახურებაზე. ნიკოლოზ გაგუა ნეტგაზეთს ეუბნება, რომ შემოსავლების კატეგორია ოთხიდან ორ ჯგუფამდე მცირდება. 1000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში 35% იქნება PTI კოეფიცინტი, ანუ თანხის ოდენობა, რისი მიმართვაც მოქალაქეს სესხის დასაფარად …

საქართველო 180 მლნ ევროს KfW-სა და AFD -სგან ისესხებს

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და  საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) საქართველოს, ჯამში, 180 მლნ ევროს ღირებულების სესხს გამოუყოფს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 60 მილიონი ევრო ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე დაიხარჯება. “პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ქალაქ ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების: დაბა ხელვაჩაურის, მეჯინისწყალის, კახაბერის, ადლია – აეროპორტის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლების წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე, სამარაგო რეზერვუარის …

ბიზნესგაერთიანებები “ოქროს სიასთან” დაკავშირებით პრემიერს მიმართავენ

ბიზნესგაერთიანებების ინფორმაციით, ამ დრომდე არ მიუღიათ საპასუხო წერილი ფინანსთა მინისტრისგან “ოქროს სიასთან” დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ისინი მინისტრისგან „ოქროს სიისა“ და სხვა საბაჟო შეღავათების გაუქმების დასაბუთებას ითხოვდნენ. გავრცელებულ მიმართვაში წერია, რომ 10 ბიზნესგაერთიანება პრემიერს სთხოვს, უახლოეს დღეებში გამართოს შეხვედრა, რომელსაც ბიზნესისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან. “ბატონო მამუკა სამწუხაროდ, ბიზნესგაერთიანებებს დღემდე არ მიგვიღია პასუხი წერილზე, რომელშიც …

ენერგეტიკისა და განათლების სექტორში საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის ფინანსური ხელშეკრულებები გაფორმდა

15 ივნისს, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) თბილისის ოფისის დირექტორმა, კლაუს ფაიგელმა ხელი მოაწერეს ფინანსურ ხელშეკრულებებს. გერმანიის მთავრობის მიერ „ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი 100 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი, მიიმართება ქვეყნისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულების – ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებასა და  ენერგეტიკული სისტემის …

ბიზნესგაერთიანებები მინისტრისგან “ოქროს სიაზე” მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას ითხოვენ

10 ბიზნესგაერთიანება ერთობლივი წერილით მიმართავს ფინანსთა მინისტრს 2019 წლის 31 მაისს გამოქვეყნებული ბრძანების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, უქმდება ე.წ ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათები. ბიზნესგაერთიანებები მინისტრისგან მოითხივენ განმარტოს: ამ გადაწყვეტილებების მიღების მიზეზები და არგუმენტაცია; რა ფისკალურ ეფექტს ელოდება სამინისტრო მათი ძალაში შესვლის შემდეგ; რითი იყო გამოწვეული ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე აღნიშნული გადაწყვეტილებების მყისიერად მიღება. “ბოლო წლებში მიმდინარე …

Exit mobile version