ვარსკვლავების მატჩში მონაწილე გუნდების შემადგენლობა ცნობილია – კალაძე თამაშობს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და კახა კალაძის დახმარებით, 29 სექტემბერს თბილისში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების საქველმოქმედო მატჩი გაიმართება. საიაში განგვიმარტეს, რომ თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი ამ ღონისძიებაში მონაწილეობით საარჩევნო კანონს დაარღვევს, თუმცა კახა კალაძე ხვალ მაინც ითამშებს. ცნობილია გუნდების სრული შემადგენლობა, რომლებიც საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. მათ ოტო რეჰაგელი და ალექსანდრე ჩივაძე უხელმძღვანელებენ. „GFF XI” მეკარეები: …

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები თბილისში ხვალ ჩამოვლენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, თბილისში დაგეგმილი საქველმოქმედო მატჩისთვის მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ხვალ (ანუ თამაშის დღეს) ჩამოვლენ. ამასთან დაკავშირებით პირველი პოსტი სოციალურ ქსელში რივალდომ დაწერა, რომელიც ფრანკფურტიდან მილანის გავლით მოემგზავრება საქართველოს დედაქალაქში. როგორც ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ინსტაგრამზე წერს, ფრანკფურტიდან დღეს მილანში ჩაფრინდება, ხვალ კი საქართველოში იქნება, თუ ამას ღმერთი ინებებს. სავარაუდოდ, რივალდო მილანიდან თბილისში ფეხბურთის იტალიელ ვარსკვლავებთან ერთად ჩამოფრინდება. …

მსოფლიოს ფეხბურთის ვარსკვლავები საქართველოსთვის – საქველმოქმედო მატჩი თბილისში [ვიდეო]

29 სექტემბერს დინამო არენაზე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ამხანაგურ მატჩს გამართავენ, ხოლო ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, თამაში 21:00 საათზე დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ტოტი, ძანეტი, შევჩენკო, ბაჯო, კრესპო, კოსტაკურტა, პუიოლი, რივალდო, დიდა და სხვა მსოფლიო დონის ვარსკვლავები. საქველმოქმედო მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე ონლაინ არის შესაძლებელი, …

ათასამდე სკოლის I და II კლასის მოსწავლეები ფეხბურთს უფასოდ ისწავლიან – კობიაშვილი

ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფეხბურთის ფედერაცია სექტემბერში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის ახალ პროექტს იწყებს, რომელიც სკოლებში I-II კლასის მოსწავლეებისთვის ფეხბურთის უფასოდ სწავლებას ითვალისწინებს. “დაახლოებით 1000 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, როგორც ბიჭებს, ასევე გოგონებს, ექნებათ შესაძლებლობა, აბსოლუტურად უფასოდ ითამაშონ ფეხბურთი. ამ სკოლებში მათი სპორტის მასწავლებლები გადამზადდნენ სპეციალური კურსით. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი,” – განაცხადა ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის …

კობიაშვილი: ფეხბურთის ფედერაციის ვალი წელიწადნახევაში 8 მლნ ლარით შემცირდა

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, მისი გუნდს ფედერაციაში 17 მილიონი ლარის საგარეო და საშინაო ვალი დახვდათ, რაც წელიწადნახევარში 8 მილიონი ლარით შემცირდა. ამის შესახებ მან GFF-ს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. “ჩვენ ფედერაციაში დაგვხვდა 17 მილიონი ლარის საგარეო და საშინაო ვალი. წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც ჩვენ ფედერაციაში მოვედით, ეს ვალი დაახლოებით 8 მილიონი ლარით შემცირდა. ამ …

ტრავმები უხარისხო მოედნებისა და არასწორი ვარჯიშისგან – პრობლემები ბავშვთა ფეხბურთში

სპორტსმენები და მწვრთნელები საუბრობენ, რომ უხარისხო საფეხბურთო მოედნებზე თამაში და არასწორი ვარჯიში იწვევს ტრავმებს ადრეულ ასაკში, რის გამოც ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების დიდი ნაწილი ნაადრევად ასრულებს კარიერას. რა იწვევს მოზარდ ფეხბურთელებში ტრავმებს? სამკურნალო ფიზკულტურისა და სპორტის ექიმი, დიმიტრი ზაალიშვილი ამბობს, რომ ბავშვთა ფეხბურთში ტრავმებს, პირველ რიგში, მოედნის საფარი იწვევს, თუმცა დაზიანებები შესაძლოა არასათანადო კვებამ და არასპორტულმა …

თორნიკე ოქრიაშვილი და გულნარა გაბელია – 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2016 წლის საუკეთესო კაც ფეხბურთელად თორნიკე ოქრიაშვილი, ხოლო ქალ ფეხბურთელად გულნარა გაბელია დაასახელა. დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართა. თორნიკე ოქრიაშვილი 2016 წელს “კრასნოდარში” გადავიდა, სადაც ცხრა თამაში ჩაატარა და რუსეთის ჩემპიონატში ერთი გოლი გაიტანა. სწორედ ოქრიაშვილი გახდა ამ წელს სენსაციური გოლის ავტორიც, როცა საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ესპანეთი საკუთარ მოედანზე დაამარცხა. ძალიან გახარებული ვარ და …

ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომას არ აპირებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი გეგმავს, რომ იყოს “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატიც და ამავდროულად, არ დატოვოს პრეზიდენტის პოსტი ფეხბურთის ფედერაციაში. ამის შესახებ მან განცხადება ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. “ვრჩები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იგივე ტემპით, იგივე რეჟიმში გავაგრძელებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ დიდი ცვლილებების მისაღწევად, რაც …

Exit mobile version