კობახიძე: მე ისიც არ მომეწონა, წამებაში მსჯავრდებული პირები რომ გაათავისუფლეს

საქართველოს პროკურატურა ფარული ჩანაწერების მოპოვებისა და გავრცელების საქმეზე დაკავებულ 3 პირს საპროცესო შეთანხმებას უფორმებს და მათ წინააღმდეგ გამოძიებას წყვეტს.  “ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის წევრი მანანა კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლება განსხვავებული მიდგომის მომხრეა. “ჩვენ ცვლილება შევიტანეთ კანონში და პირადი, ან ოჯახური საიდუმლოს გამჟღავნებისთვის სანქციები გავამკაცრეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ასეთი დანაშაულის მიმართ შეუწყნარებელია. ამ ფონზე, …

თავდაცვის მინისტრი: მეც ვიყავი ბინძური შანტაჟის მსხვერპლი და ველოდები პასუხს პროკურატურისგან

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჯერ ფეისბუკში გამოაქვეყნა პოსტი, ხოლო შემდეგ რუსთავი 2-ისთვის მიცემულ სატელევიზიო კომენტარში განაცხადა, რომ შეკითხვები აქვს პროკურატურასთან, თუ რატომ ხდება საპროცესო გარიგების გაფორმება ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ პირებთან. “მე მოთმინებით ველოდები გამოძიების დამთავრებას იმიტომ, რომ მეც ვიყავი აი, ამ ბინძური შანტაჟის, დადგმული სპექტაკლების ერთ-ერთი მსხვერპლი, მე ველოდები პასუხს პროკურატურისგან. დღეს საინფორმაციო …

ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ 3 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

საქართველოს პროკურატურა ფარული ჩანაწერების მოპოვებისა და გავრცელების საქმეზე დაკავებულ 3 პირს საპროცესო შეთანხმებას უფორმებს და მათ წინააღმდეგ გამოძიებას წყვეტს. ინგა ჩატოიანთან, გელა ღურწკაიასთან და ნიკოლოზ ხაჭაპურიძესთან პროკურატურა საპროცესო შეთანმხების შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს, მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ სამივე მათგანი გამოძიებასთან თანამშრომლობს და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. კიდევ 2 დაკავებულის, ზურაბ ჯამალაშვილისა და ირაკლი ფხალაძის ადვოკატები კი პროკურატურას მათთან გარიგებაში …

პრემიერი ფარულ ჩანაწერებზე: მე ვარ გარანტი იმისა, რომ საძინებლებში ძრომიალი დამთავრდება

საქართველოს პრემირ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სხვადასხვა ტელეარხების წამყვანთა შეკითხვებს პასუხობს. კვირიკაშვილის თქმით, ფარული ვიდეო/აუდიომასალების გავრცელების ფაქტზე გამოძიება ამ ეტაპზე ორი მიმართულებით მიმდინარეობს და, როგორც პრემიერი აცხადებს, მისი მთავარი მიზანია, მსგავსი პრეცედენტის განმეორება აღარ დაუშვას: “მე არ ვიცნობ გამოძიების ყველა დეტალს, როგორ მივიდა პროკურატურა ამ ადამიანებამდე, ვინც ჩართული იყვნენ ამის ორგანიზებაში. გამოძიება დღეს მიდის ორი მიმართულებით: ერთი …

ლორთქიფანიძე: ერთდროულად ორი შეყვარებული თუ ჰყავს ადამიანს, მხარს ვერ დავუჭერ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დათო ლორთქიფანიძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მეჭიაურის განცხადების პათოსს “გაჭრით” არ იზიარებს. მისი თქმით, საზოგადოებამ თვითნ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. “განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში, არჩევით თანამდებობებზე, თუ ვინ შეიძლება იყოს მხარდაჭერილი არჩევნებზე,” – განმარტავს ლორთქიფანიძე. როგორც დეპუტატი აცხადებს, პირადი ცხოვრება არის ხელშეუხებელი, თუმცა ასევე არის მორალი, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: “მე ვთქვი და ვიმეორებ, ყველა შეყვარებულს მხარს …

ეკა გიგაური მეჭიაურის განცხადებას არაეთიკურს და არასახელმწიფოებრივს უწოდებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებას ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით არაეთიკურს და ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს. როგორც გიგაურმა ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, არსებობს ეთიკასთან დაკავშირებით რეგულაციები და მსგავს განცხადებებს უნდა მოჰყვეს რეაგირება პარლამენტის მხრიდან. „თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე ვიტყოდი, რომ ფაქტიურად იგი ხდება იმ ჯგუფის თანამონაწილე, რომლებმაც ატვირთეს ის კადრები. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. …

პირადი ცხოვრების ხელყოფის დანაშაული 2012 წელს ამნისტირებულია

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი ათასობით ფაილი წინა ხელისუფლების პირობებში ჩაიწერა, თუმცა კანონის იმ მუხლის ამნისტია, რომელიც პირადი ცხოვრების ხელყოფას ეხება, 2012 წელს სწორედ “ქართული ოცნების” დამსახურებით მოხდა. 2012 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ამნისტიის კანონში ნათქვამია: გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის …

საპატრიარქო ფარულ ჩანაწერებზე: ეს არის გამიზნული ბოროტება და დანაშაული ქვეყნის წინააღმდეგ

საქართველოს საპატრიარქო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების ტირაჟირებას ეხმაურება. საპატრიარქოს განცხადებას ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ: “ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ვგმობთ ყოველგვარი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებისა და გასაჯაროების ფაქტს და მივიჩნევთ, რომ ასეთი ქმედება არის გამიზნული ბოროტება და დანაშაული, როგორც ამა თუ იმ პიროვნების, ისე ქვეყნის წინააღმდეგ. ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ ქრისტიანული სამყარო, ისევე როგორც …

Exit mobile version