Beselias Kadrebi – პოპულარული ძებნის საგანი Youtube-ზე საქართველოდან

Beselias Kadrebi – ბოლო 30 დღის განმავლობაში Youtube.com-ზე საქართველოდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძებნის საგანია. ამ პერიოდში პოპულარობის მიხედვით 10 ყველაზე ზრდადი ძებნის საგნიდან 2 სწორედ აღნიშნულ კადრებს ეხება. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშულ პერიოდში საქართველოდან ინტერნეტის მომხმარებლების მნიშვნელოვანი რაოდენობა ეძებდა ზემოხსენებულ კადრებს Youtube.com-ზე. ამ პერიოდში ფარული კადრების ზრდადი პოპულარობა Youtube.com-ზე სერიალ ნაადრევ ფრინველს ჩამორჩება. Youtube.com-ზე და არც …

არ მინდა ვატარო მათი ტკივილი – ბესელია კადრების საქმის ბრალდებულებზე

ეკა ბესელია ეხმიანება იმ ახალგაზრდა ქალის ისტორიას, რომელიც სავარაუდოდ უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის პირადი კადრების გავრცელების საქმეზე დააკავეს. როგორც ეკა ბესელია წერს, მისთვის ძალიან ემოციური იყო უკანონო ჩანაწერის გავრცელების გამო რამდენიმე ახალგაზრდის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, ხოლო ახალგაზრდა გოგონას შესახებ ისტორია თავისი ტკივილით და განცდით – სულისშემძვრელი. დეპუტატის განცხადებით, არ არის მისი ამოცანა და სურვილი, გაუბედურებული …

პირადი ცხოვრების კადრები სომხეთის ციხის პატიმარმა ატვირთა ფეისბუკზე — შსს

შსს-ის ცნობით, 28 იანვრიდან მიმდინარე გამოძიებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ პირადი ცხოვრების კადრები სომხეთის ციხიდან ატვირთეს ფეისბუკზე. თუმცა შსს-ს არ დაუზუსტებია, არის თუ არა ეს ადამიანი ვიდეოს გავრცელების პირველწყარო. სამინისტრომ ეს ინფორმაცია 9 თებერვალს გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია რუსთავი2-მა დააანონსა “შაბათის კურიერის” სიუჟეტი, სადაცამაზეა საუბარი. შსს აცხადებს, რომ “ფეისბუკის” ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისა და გამოძიების შედეგად …

ოპოზიცია ფარული კადრების საქმეზე გენპროკურორის და სუს-ის უფროსის პარლამენტში მისვლას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობას წინადადებით მიმართავს, ფარული ჩანაწერების საქმეზე გენერალურ პროკურორს და სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მოუსმინონ პარლამენტში, იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის ახალი რეგლამენტით, შესაძლებელი აღარ არის მთავარი პროკურორის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფრაქციის ფორმატში პარლამენტში დაბარება, “ევროპული საქართველოს” წევრმა, ოთარ კახიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის …

ფარული ჩანაწერების საქმე: ერთ-ერთი დაკავებული პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებს

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქე, ზურაბ სოლომნიშვილი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ ზურაბ სოლომნიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 თებერვალს შეუფარდა პატიმრობა. „განჩინება, მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებელია”, – აცხადებს სოლომნიშვილის ადვოკატი მუხრან ღურწკაია რუსთავი2-თან საუბარში. მისი თქმით, სოლომნიშვილის მხრიდან მოწმეებზე ზეწოლის, ახალი დანაშაულის ჩადენის ან მიმალვის “არანაირი საფრთხე” არ …

ფარული ჩანაწერის საქმეზე დაკავებულ 2 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, 7-ს – გირაო

თბილისის საქალაქო სასამართლომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებულთაგან ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, 7-ს კი 2 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში წარიმართა. როგორც სხდომის შემდეჰ პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა განაცხადა, “საქმეში არიან პირები, რომლებმაც სხვა პირებს გაუგზავნეს ეს ჩანაწერები”. “რაც შეეხება სულ თავს და თავს, ანუ საწყისს, ამასთან …

ოპოზიციას ნაკლებად ჰქონდა მოტივაცია, ბესელიას ფარული ჩანაწერები გაევრცელებინა – ფოფხაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გედევან ფოფხაძის აზრით, დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების მოტივაცია “ნაციონალურ მოძრაობას” ნაკლებად ჰქონდა და ეს ფაქტი  მოსამართლეების საკითხს უკავშირდება. ამის შესახებ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 7 საათიან შეხვედრაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, ფოფხაძის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას საუბარი მხოლოდ ირიბად შეეხო. …

სასამართლოს ჯგუფთან კონფლიქტში შესვლას დაემთხვა ეს ამბავი – ბესელია ჩანაწერის გავრცელებაზე

საქართველოს პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ისაუბრა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ  პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ყველაზე მეტად თავად ეკა ბესელია დარჩა მოგებული, “ლუსტრირებაზე მეტია”. “ეს არ არის ახალი ჩანაწერი. მე ვთქვი როგორც ფაქტი, რომ ეს მასალა თუ ეს დოკუმენტი დევს სისხლის სასმართლის საქმეში, …

სოლიდარულები ვართ ეკა ბესელიას მიმართ – “ქართული ოცნება” ფარულ ჩანაწერზე

ფრაქცია “ქართული ოცნება” დეპუტატ ეკა ბესელიას სოლიდარობას უცხადებს და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე “მყისიერ რეაგირებას” ითხოვს. “რამდენიმე დღეა არ წყდება ინფორმაციის გაშუქება იმის შესახებ, რომ ხდება ჩვენი ფრაქციის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება. დღემდე ის საკითხიც კი, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტს ადგილი, ეჭვქვეშ იდგა. თუმცა დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ …

რუსთავი 2: სუბელიანის თანახმად, “ოცნების” ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა ლაშა ნაცვლიშვილია

ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს კიდევ ნაწყვეტებს ფარული აუდიოჩანაწერებიდან, სადაც, რ2-ის ცნობით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დაკავებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ესაუბრება, ერთ შემთხვევაში პარლამენტარ ვიქტორ ჯაფარიძეს, მეორე ჩანაწერში კი ნდობით აღჭურვილ პირს, დავით ცუხიშვილს. რუსთავი2-ის ცნობით, სუბელიანის თანახმად, “ქართულ ოცნებაში” ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა არის ლაშა ნაცვლიშვილი, რუსთავი2-ის თანახმად, “მმართველი პარტიის …

საზოგადოება აფასებს, სად გადის ზღვარი რეალობასა და მისტიკას შორის – პრემიერი ჩანაწერებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მირზა სუბელიანის მიერ დასახელებული ფაქტების დიდი ნაწილი არის ილუზია. მისი თქმით, საზოგადოება კარგად აფასებს, თუ სად გადის ზღვარი რეალობასა და მისტიკას შორის. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ საქმე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტების აღრევასთან, რის მაგალითადაც კახი კახიშვილის დღევანდელი განცხადება მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრსა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ფიზიკური ინტერაქციაც …

თუ სუბელიანის ჩანაწერები ავთენტურია, მომავლის პერსპექტივა არ გაგვაჩნია – ბაქრაძე

ევროპული საქართველოს ლიდერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, თუ რუსთავი 2-ის ეთერში მირზა სუბელიანისა და ხელისუფლებაში მყოფი პირების შესახებ გასული აიდიოჩანაწერების ავთენტურობა დადასტურდება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუციები, ხოლო ქვეყანა იმართბა მაფიოზური მენტალიტეტის მქონე არაფორმალური გავლენის მქონე ცალკეული პირებისგან. “ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, ჩვენს შვილებს ასეთ საქართველოში არ გაგვაჩნია და …

მისი საუბარი არასერიოზულად ჩავთვალე – ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან შეხვედრას ადასტურებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე ნეტგაზეთთან საუბრისას ადასტურებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მირზა სუბელიანს რამდენჯერმე შეხვდა. ჯაფარიძის თქმით, ციხეში ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის დაჟინებული თხოვნით მივიდა. ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ არ მოუსმენია რუსთავი 2-ის ეთერში გასული აუდიოჩანაწერები, თუმცა, მისი თქმით, მირზა სუბელიანის საუბარი არასერიოზულად ეჩვენებოდა. როგორც პარლამენტარი ამბობს, მირზა სუბელიანს იცნობდა ისევე, როგორც …

ბესელია ოქუაშვილის ჩანაწერების ავთენტურობის და კანონიერების დადასტურებას ითხოვს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ზაზა ოქუაშვილის ჩანაწერების შინაარსზე არ ისაუბრებს, ვიდრე მათი ავთენტურობა და კანონიერება არ დადგინდება. ბესელიას აინტერესებს, არსებობს თუ არა მოსამართლის ნებართვა კერძო კომუნიკაციის ჩაწერის შესახებ. “მთელი ეს სერიალი, მე მგონია, რომ არის პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგრამ, მოდით, სამართლებრივ ჭრილში შევხედავ ამ პროცესს. არც იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ სააკაშვილის …

შსს–მ საუბრის უკანონოდ ჩაწერის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გ.დ., რომელსაც ფულის სანაცვლოდ სხვისი საუბრის უკანონოდ ჩაწერა სურდა, პოლიცის თანამშრომლებმა დააკავეს. პოლიციის ცნობით, ბრალდება, რომელსაც მას ედავებიან, 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული დაჰპირდა მოქალაქე დ.ე-ს მისთვის საინტერესო კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებას, სანაცვლოდ კი 3 000 ლარი მოსთხოვა. სამართალდამცველებმა გ.დ. თბილისში, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე …

შს მინისტრი გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებზე: დარდიც არ მაქვს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ “დარდიც არ აქვს” გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით. “ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი გავაკეთეთ, ამაზე მეტად ზედმეტად ვთვლი, რომ კიდევ თავი ვიმართლო. მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს. თუ საჭრო გახდა, ჩაატარონ გამოძიება, თუ საჭირო გახდა, ჩაატარონ ექსერტიზები. ფე-ეს-ბე-ს აგენტები და ნაციონალური მოძრაობის წევრები ორკესტრირებულად ერთად უტევენ ხელისუფლებას და …

საყვარელიძე: ნაცვლიშვილმა რამდენიმე მილიონად შემოგვთავაზა ივანიშვილის ფარული ჩანაწერი

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, ამჟამად უკრაინაში მოღვაწე დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დროს მოქმედი მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მათ სთავაზობდა ივანიშვილის ფარული ჩანაწერების ყიდვას რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ. “ჩემი ერთ–ერთი მეგობარი დაგიდასტურებთ, რომ 2013 წლის ბოლოს მას შეხვდა ევროპის ერთ–ერთ დედაქალაქში, მას შემდეგ, რაც უკვე გაგდებული და განაწყენებული იყო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებასა …

“ფარული ჩანაწერების” საქმეზე დაკავებულებიდან 3 პირი გაათავისუფლეს

წინასწარი პატიმრობის 9-თვინი ვადის ამოწურვის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული 2 და ერთი პირიც საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმე- ბრალდებულების, ვასილ ლელუაშვილის, რევაზ შიუკაშვილის, ირაკლი ყიფშიძისს, გიგლა შიოშვილის და ამჟამად ძებნაში მყოფი კიდევ ორი პირის მიმართ. სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდებულებს 2017 …

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მამუკა ახვლედიანის ქმედებას ამორალურად მიიჩნევს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო გმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის ქმედებას და მას მოსამართლის ქცევის ნორმებისათვის შეუფერებელს უწოდებს. საბჭომ ახვლედიანის საკითხზე დღეს სპეციალურ სხდომაზე იმსჯელა და საკუთარ პოზიციას განცხადების სახით მოგვიანებით წარმოადგენს. საბჭოს წევრები საქმის სამართლებრივი შეფასებისაგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ დღევამდელი შეხვედრის მთავარი მიზანი სასამართლო სისტემის ავტორიტეტის დაცვა და მომხდარზე ერთგვარი რეაგირების მოხდენა …

“ეს შენ გეხება”: აღმაშფოთებელია როგორც უკანონო ფარული მიყურადება, ასევე ჩანაწერების შინაარსი

კამპანიამ „ეს შენ გეხება“ გამპაქვეყნა განცხადება, სადაც ეხმაურება ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ჩანაწერის გავრცელებას. აუდიომასალა, სათაურით სახელმწიფო გადატრიალების გეგმა! გამოქვეყნდა 2016 წლის 26 სექტმბერს  YOUTUBE-ზე, georgia-news.org-ის სახელწოდებით გახსნილ არხზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერ პაატა ბურჭულაძესთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი …

სუს-მა სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლით გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. “მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები …

ენმ-ის განცხადებით, სააკაშვილთან სახელმწიფო გადატრიალებაზე აუდიოჩანაწერი სუს-ის დამონტაჟებულია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ არის დამონტაჟებული ის აუდიომასალა, რომელიც ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნდა და რომელშიც საუბარია მათი მხრიდან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების გეგმის შემუშავებაზე. აუდიომასალა, სათაურით სახელმწიფო გადატრიალების გეგმა! გამოქვეყნდა 2016 წლის 26 სექტმბერს  YOUTUBE-ზე, georgia-news.org-ის სახელწოდებით გახსნილ არხზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორ …

პაატა ბურჭულაძე: შევეგუე იმას, რომ მისმენენ

შევეგუე იმას, რომ მისმენენ – ეს გამოვაცხადე მე დიდი ხნის უკან. მარტო მისმენენ კი არა, ჩვენზე ზეწოლაა, – ამის შესახებ მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ს დღეს განუცხადა. “შევეგუე იმას, რომ მისმენენ – ეს გამოვაცხადე მე დიდი ხნის უკან. მარტო მისმენენ კი არა, ჩვენზე ზეწოლაა. რაც კი შეიძლება [ზეწოლა] მოხდეს ვინმეზე, ხდება …

გვარამიას განცხადებით, მისი და ბურჭულაძის აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია

ნიკა გვარმიას განცხადებით, მისი და პაატა ბურჭულაძის აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია. რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორის თქმით, ბურჭულაძემ სატელეფონო საუბრისას არაერთხელ ახსენა, რომ არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, რაც აუდიოჩანაწერიდან ამოღებულია. “მე არ მომისმენია თავიდან ბოლომდე ეს ჩანაწერი. ბატონმა პაატამ მითხრა, რომ არ არის ის მომენტი, როდესაც გეუბნები, რომ “მე არც სააკაშვილის ვარ და არც ივანიშვილის. შესაბამისად, …

Exit mobile version