კამპანიამ „ეს შენ გეხება“ გამპაქვეყნა განცხადება, სადაც ეხმაურება ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ჩანაწერის გავრცელებას. აუდიომასალა, სათაურით სახელმწიფო გადატრიალების გეგმა! გამოქვეყნდა 2016 წლის 26 სექტმბერს YOUTUBE-ზე, georgia-news.org-ის სახელწოდებით გახსნილ არხზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერ პაატა ბურჭულაძესთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი …
Tag Archives: ფარული მოსმენები
ომბუდსმენი ფარულ ჩანაწერზე: წინა შემთხვევების დაუსჯელობა ახალისებს მომდევნო ინციდენტს
სახალხო დამცველის აპარატი 14 სექტემბერს ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელზეც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და პარტია “სახელმწიფო ხალხისათვის” დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარია ასახული. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მსგავს ფაქტებს წარსულში დაუსჯელად დარჩენილი ინციდენტები განაპირობებს. “ასეთი შემთხვევები მძიმედ აღიქმება წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჯანსაღი მედიაგარემოსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების …
ივანიშვილი: მოსმენების შეწყვეტა ახალი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარია
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი რაჭაში, რეგიონის მცხოვრებლებთან შეხვედრისას გამოეხმაურა 14 სექტემბერს ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძეს შორის გავრცლებული საუბრის აუდიოჩანაწერს. როგორც ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენლები, ისე ნიკა გვარამია საუბრობენ იმის შესახებ, რომ საუბარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაიწერა. ბიძინა ივანიშვილმა გელა ხვედელიძის შემთხვევა გაიხსენა და განაცხადა, რომ ჩანაწერის გამოქვეყნების გამო მან საკუთარი თანაპარტიელიც კი …
Continue reading “ივანიშვილი: მოსმენების შეწყვეტა ახალი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარია”
პაატა ბურჭულაძე: შევეგუე იმას, რომ მისმენენ
შევეგუე იმას, რომ მისმენენ – ეს გამოვაცხადე მე დიდი ხნის უკან. მარტო მისმენენ კი არა, ჩვენზე ზეწოლაა, – ამის შესახებ მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ს დღეს განუცხადა. “შევეგუე იმას, რომ მისმენენ – ეს გამოვაცხადე მე დიდი ხნის უკან. მარტო მისმენენ კი არა, ჩვენზე ზეწოლაა. რაც კი შეიძლება [ზეწოლა] მოხდეს ვინმეზე, ხდება …
Continue reading “პაატა ბურჭულაძე: შევეგუე იმას, რომ მისმენენ”
გიგაური აუდიოჩანაწერის გავრცელებაზე: პირველი ეჭვი რაზეც ჩნდება, არის სპეცსამსახურები
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, გვარამია-ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერების გავრცელება მიუთითებს, რომ პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ფარული ჩანაწერების გამოყენებით ბრძოლა საქართველოში კვლავ ძალიან დიდი პრობლემაა. ამის შესახებ ეკა გიგაურმა ნეტგაზეთთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. “ნამდვილად არ ვიცი ზუსტად, ვინ გაავრცელა ეს ჩანაწერები, თუმცა, პირველი ეჭვი, რაზეც გიჩნდება, არის, რა თქმა უნდა, …
NDI: 50% ტელეფონით პოლიტიკაზე საუბრისას თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს
NDI-ს კვლევის მიხედვით, 50% თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, როდესაც მეგობარს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ მოსაზრებას ტელეფონით უზიარებს. 38% აცხადებს, რომ თავს უსაფრთხოდ გრძნობს, 10-მა პროცენტმა არ იცის, ხოლო 2% – პასუხზე უარს ამბობს. NDI-ს განმარტებით, კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბერიდან – 7 დეკემბრამდე დროის პერიოდში ჩატარდა. საუბარია 1,881 ინტერვიუზე. წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით ქართულენოვან …
Continue reading “NDI: 50% ტელეფონით პოლიტიკაზე საუბრისას თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს”
დღეს საკონსტიტუციო სასამართლო ფარული მიყურადების პრაქტიკის კონსტიტუციურობაზე იმსჯელებს
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დღეს კამპანია “ეს შენ გეხებას” ფარგლებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიერ მომზადებულ სარჩელს განიხილავენ. მოსარჩელეები კანონის იმ ნორმებს ასაჩივრებენ, რის საფუძველზეც სამართალდამცავ ორგანოებს კომუნიკაციებთან წვდომის შესაძლებლობა აქვთ. ის ნორმები, რომლებსაც ისინი ასაჩივრებენ, საიას იურისტის გიორგი გოცირიძის განმარტებით, ადამიანის თვალთვალისა და მოსმენების უფლებას სასამართლო ნებართვის გარეშე იძლევა: “მიგვაჩნია, რომ ამგვარი შესაძლებლობა სამართ.ორგანოების კონსტიტუციის მე_16 …