ბურჯანაძე: პარლამენტს კიდევ ერთხელ მოუწევს ფარულ მოსმენებზე კანონპროექტის მომზადება

იმისათვის, რომ ფარული მოსმენისთვის საჭირო ე.წ. გასაღები სუს-ის ხელში არ იყოს, “ეს შენ გეხებას” წევრი ორგანიზაციები წინააღმდეგობის რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, “ეს შენ გეხება” განიხილავს, როგორც საერთაშორისო ბერკეტების გამოყენებას, ისე საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვას. “თუ სტრასბურგის სასამართლო ქონებრივ დავას განიხილავს, …

პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე “ფარული მიყურადების” შესახებ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 1 მარტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. განკარგულების მიხედვით, სხდომაზე მხოლოდ ერთ საკითხს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ და მესამე მოსმენით უყრიან კენჭს. 24 თებერვალს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა და 84  ხმით 5-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის …

ომბუდსმენი მოსმენების შესახებ კანონის სასამართლოში გასაჩივრებას არ გამორიცხავს

სახალხო დამცველის განცხადებით, თუ პარლამენტი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტში არსებულ ხარვეზებს  არ გაასწორებს, შესაძლოა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმეორედ მიმართოს. უჩა ნანუაშვილის თქმით, პროექტში მთელი რიგი ხარვეზებია და რჩება რისკი, რომ  სამართალდამცავმა ორგანოებმა მოქალაქეების უკანონო მოსმენა გააგრძელონ: “ჩვენ კონსულტაციებს გავაგრძელებთ, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გასულ წელსაც ჩვენ ვიყავით საკონსტიტუციო სარჩელის ინიციატორები. არ გამოვრიცხავ, რომ …

პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებებზე კანონპროექტი II მოსმენით მიიღო

დღეს, 24 თებერვალს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა და 84  ხმით 5-ის წინააღმდეგ  მხარი დაუჭირა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვილებათა პაკეტს. თავდაპირველად, პარლამენტმა კენჭი საპარლამენტო უმცირესობის ალტერნატიულ წინადადებებს უყარა. მათი ინიციატივის მიხედვით, უნდა შექმნილიყო პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული ორგანო, რომლის ხელშიც იქნებოდა მოსმენისთვის საჭირო ე.წ. გასაღები, თუმცა ინიციატივა პარლამენტმა 4 ხმით 76 წინააღმდეგ ჩააგდო. პაკეტს მხარი არ …

კორძაია: ხელისუფლება მზადაა, ხელყოს პირადი ცხოვრება, როცა ის სხვათა ხელყოფისგან უნდა დაიცვას

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია ამბობს, რომ მოსმენების შესახებ კანონპროექტი არსებულ მდგომარეობას აუარესებს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელისუფლება “თავის სასარგებლოდ იყენებს”. კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ფარული მოსმენების განსახორციელებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახუში სსიპ-ის შექმნას ითვალისწინებს. “მხედველობაში მაქვს პირადი ცხოვრების დაცვა ხელისუფლების ხელყოფისგან. ბევრი დისკუსიაა იმაზე, რომ თანამედროვე …

კანონპროექტით ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დებულებას პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტში ცვლილებები შევიდა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს. აღნიშნული ცვლილებების  შეტანის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილის თქმით,  ცვლილებებმა კიდევ უფრო გაზარდა სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხი: “სააგენტოს ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო …

“ევროპულმა საქართველომ” პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა

უმცირესობამ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა, სადაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განიხილავდნენ. ეკა ბესელიას ინიციატივით და პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პარლამენტი  პაკეტში შემავალ მთავარ კანონპროექტს “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ არა მუხლობრივად და დეტალურად, არამედ თავების მიხედვით განიხილავს. სწორედ ამის გამო დატოვეს სხდომა “ევროპული საქართველოს” წევრებმა. “დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ …

“ასინეთა ბიძინა” – აქცია პარლამენტთან ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონპროექტის წინააღმდეგ

“ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით, ქუთაისში, პარლამენტის სასახლესთან ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს აპროტესტებენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გიგა შუშანიას განცხადებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ პროექტი  ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხო ძილს ემსახურება: “ჩვენი აზრით, ეს კანონი არც ადამიანის უფლებების დაცვისა და არც ქვეყნის უსაფრთხოებისკენაა მიმართული. ეს კანონი ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხო ძილს ემსახურება. ყველა ბერკეტი ეძლევა მისი ყოფილი დაცვის …

EMC: პარლამენტი ტექნიკურადაც ვერ აკმაყოფილებს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, გურო იმნაძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ სუს-ის ფარგლებში სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნის მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს  გადაწყვეტილების მხოლოდ ფორმალურ დონეზე დაკმაყოფილებაა. იგი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ თუკი მოსმენების “გასაღები” ექნება სააგენტოს, რომელსაც აქვს ოპერატიულ-სამძებრო ფუნქცია, მაშინ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება არ შესრულდება. “პარლამენტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება იმას, …

პარლამენტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე კანონპროექტს I მოსმენით მხარი დაუჭირა

დღეს, 23 თებერვალს, პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 89 ხმით 20-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს. ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტის მიხედვით, სააგენტოს უფროსის კანდიდატის შერჩევა განხორციელდება 7 წევრისგან დაკომპლექტებული სპეციალური …

ეკა ბესელიამ და თინა ბოკუჩავამ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს განიხილავენ, ეკა ბესელია და თინა ბოკუჩავა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. თინათინ ბოკუჩავამ ეკა ბესელიას უტიფარი უწოდა, ხოლო ეკა ბესელიამ – უვიცი. თინა ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას ეკა ბესელიას მიმართა და უთხრა, რომ იურიდიული კომიტეტის მომზადებული კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას არ ასრულებს: “საკონსტიტუციო სასამართლომ დაგავალათ, რომ …

“იქმნება ახალი მონსტრი” – ლიკა საჯაია ფარული მოსმენების კანონპროექტის შესახებ

სართაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს საპარლამენტო მდივანმა, ლიკა საჯაიამ ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დიდია რისკი, სახელმწიფო უსაფრთხოების ფარგლებში შექმნილმა სსიპ ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ თავისი ფართო უფლებამოსილებები ბოროტად გამოიყენოს ასევე, მისვე თქმით, ვერც მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი უზრუნველყოფს იმას, რომ მოსმენები მოსამართლის გვერდის ავლით არ განხორციელდეს: “პრობლემა ის არის, კანონი რამდენად იძლევა საშუალებას, რომ მოსამართლის ნებართვის …

ბესელია: მცირე მობილურ ოპერატორებს მოსმენებზე პროექტით დამატებითი ხარჯი არ ექნებათ

ქუთაისში, პარლამენტის სასახლეში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს განიხილავენ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული დოკუმენტი საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას ეწინააღმდეგება, რასაც არ იზიარებენ “ქართულ ოცნებაში”. დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა პაკეტში შემავალი “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონპროექტის განხილვა გააგრძელეს, რადგან წინა სასესიო კვირაში ვერ დაასრულეს.  სხდომის მიმდინარეობის განმავლობაში “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ დეპუტატებს, …

ენმ-მ ფარული მოსმენების დარეგულირების “ორგასაღებიანი” მოდელი წარმოადგინა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა ბიბილაშვილმა საგამოძიებო უწყებების მხრიდან ფარული მოსმენების განხორციელების მოდელი წარმოადგინა, რომელიც ე.წ. ორგასაღებიან სისტემას ეფუძნება. ამის შესახებ ბიბილაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ენმ-ის მიერ შემოთავაზებული ინიციატივა ითვალისწინებს, ერთი მხრივ, მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის ეფექტურ გარანტიებს და, მეორე მხრივ, არ შეაფერხებს სახელმწიფოსა და მოქალაქეების …

„ეს შენ გეხება“ მოსმენებზე კანონის მიღების შემთხვევაში სტრასბურგს მიმართავს

პარლამენტმა დღეს, 22 თებერვალს, კენჭი უნდა უყაროს კანონპროექტს ფარულ სატელეფონო მოსმენებზე. ახალი მოდელის მიხედვით, ე.წ. გასაღები ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაქვემდებარებაში გადავა, თუმცა ეს უწყება ანგარიშვალდებული სუს-თან იქნება. სუს-ი, ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღემდე ახორციელებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის, მოსმენებს. მეორე „გასაღები“, ანუ კონტროლის ბერკეტი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აქვს. ეს მოდელი საკონსტიტუციო …

მცირე და საშუალო ტელეოპერატორები აცხადებენ, რომ მოსმენების კანონპროექტი საფრთხეს უქმნით

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია აცხადებს, რომ კანონპროექტი ფარული მოსმენების შესახებ, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით  განიხილა, საფრთხეს უქმნის მათ არსებობას. ასოციაიცია სატელეკომონუკაციო ბაზრის მცირე და საშუალო 40-მდე მოთამაშეს, ინტერნეტ პროვაიდერებსა და საკაბელო ტელევიზიებს აერთიანებს. ფარული მოსმენების კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები, რომლებიც სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს, მოიცავს რეგულაციების და ვალდებულებების დაწესებას ავტორიზებული პირებისთვის, მათ შორის …

მობილურ ოპერატორებს ფარული მოსმენების კანონპროექტთან პრეტენზიები აქვთ

საქართველოში არსებული სამი მობილური ოპერატორი: ჯეოსელი, მაგთიკომი და ბილაინი ფარული მოსმენების საკანონმდებლო პაკეტის შინაარსთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. სამივე კომპანია აცხადებს, რომ კანონპროექტის შემუშავებაში ისინი არ ყოფილან ჩართულები, რაც მათთვის მიუღებელია. ნეტგაზეთს ფარული მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიცია კომპანიებმა წერილობით მიაწოდეს. ჯეოსელის განცხადებით, ავტორიზებული პირების მონაწილეობის გარეშე კანონპროექტის განხილვა “ყოვლად მიუღებელია” და კანონპროექტი დიდ გავლენას მოახდენს კომპანიის საქმიანობაზე: …

ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ პაკეტის კენჭისყრა გადაიდო

დღეს, 10 თებერვალს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავდა  ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს. თუმცა, პაკეტში შემავალი ყველა კანონპროექტის განხილვა დეპუტატებმა ვერ მოასწრეს. შესაბამისად, პარლამენტი პაკეტს 2 კვირის შემდეგ, მომდევნო სასესიო კვირაში დაუბრუნდება. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის …

ომბუდსმენი: ფარულ მოსმენებზე კანონპროექტი ვერ აქარწყლებს საზოგადოებაში არსებულ უნდობლობას

ომბუდსმენი პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს უკავშირდება უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ე.წ. “გასაღების” კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლის ქვეშ დატოვება, საზოგადოებაში არსებულ უნდობლობას ვერ გააქარწყლებს. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში, ვერ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულება, რომლის მიხედვითად, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი  პირადი ხასიათის ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების …

დოლიძე: ფარული მოსმენების სააგენტოს რეალური დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი არაა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე  მომზადებული  კანონპროექტის მიხედვით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის  რეალური დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი არ არის. კანონპროექტის მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. “ჩვენ მივიღეთ გარკვეული კენტავრი იმ გაგებით, რომ თითქოს …

მოსმენების კანონის ცვლილებაზე პარლამენტში დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ

პარლამეტში მთავრობის, პარლამენტისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოსმენების კანონში შესატან ცვლილებებზე სამუშაო ჯგუფის ფორმატში მსჯელობენ. ჟურნალისტებისთვის შეხვედრა დახურულია. სხდომას ესწრება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვეეტაძეც. პარლამენტი ვალდებულია შეცვალოს კანონი მას შემდეგ, რაც 2016 წლის აპრილში საკონსიტუციო სასამართლომ მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო და პარლამენტს ერთწლიანი ვადა მისცა. დღევანდელ შეხვედრაზე მთავრობა არასამთავრობოებს საკანონმდებლო ცვლილების …

იტყვის თუ არა ხელისუფლება უარს ფარული უკანონო მოსმენის შესაძლებლობაზე

საქართველოს პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეცვალოს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რის შედეგადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვეღარ უნდა შეძლოს მობილურ ოპერატორებთან პირდაპირი წვდომის გზით მოსმენის განხორციელება. კანონპროექტის შესამუშავებლად სამუშაო ჯგუფი 10 იანვარს პირველად შეიკრიბა. როგორია ჯგუფის წევრების პოზიციები? როგორი შეიძლება იყოს ახალი კანონმდებლობა? საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო ფარულ გამოძიებასთან დაკავშირებული ის რეგულაციები, …

პარლამენტი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ცვლილებებზე მუშაობას იწყებს

საქართველოს პარლამენტი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონმდებლობის ცვლილებაზე მუშაობას იწყებს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, კანომდებლობა 2017 წლის 31 მარტამდე უნდა შეიცვალოს. როგორც დღეს, 26 დეკემბერს, არასამთავრობოებთან შეხვედრისას იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიამ განაცხადა, ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე მუშაობა ძალიან სწრაფად დაიწყება. მისივე თქმით, დეკემბერში პარლამენტში უკვე დაიწყეს კვლევა და სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მოსმენების მოდელების გაცნობა. “ქართული …

მამუკა ახვლედიანი: ნიკა გვარამიამ ბოდიში უნდა მომიხადოს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის თქმით, მისთვის უცნობი იყო ის გარემოება, რომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მასთან შეხვედრისას საუბარს იწერდა. როგორც ახვლედიანმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, ამის გამო გვარამიამ ბოდიში უნდა მოუხადოს. ახვლედიანი ნეტგაზეთთან ინტერვიუში არ ადასტურებს, რომ გვარამიასთან შეხვედრის ინიციატორი თვითონ იყო. ყოფილი მოსამართლის თქმით, იგი გვარამიას სასამართლოს თავმჯდომარეობის პირობებში რამდენჯერმე …

Exit mobile version