“თუ თქვენ თვლით, რომ საქართვველოს პრეზიდენტი დაინტერესებულია ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის დასუსტებით, შეიტანეთ განცხადება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე – შპიონაჟზე,” – ამ სიტყვებით “ქართული ოცნების” დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პარლამენტის სხდომაზე მიმართა. ანა დოლიძის თქმით, სამწუხაროა, პარლამენტის ამ შემადგენლობიდან პრეზიდენტზე ასეთი განცხადების მოსმენა: “თქვენი ინსინუაციით, საქართველოს მთავარსარდალი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე დაინტერესებულია ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის დასუსტებით. მინდა …
Tag Archives: ფარული მოსმენები
პრემიერის თქმით, “ფარულ მოსმენებზე” კანონპროექტს პირველადი სახით მიიღებენ
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი პრეზიდენტის შენიშვნებს არ იზიარებს და ე.წ. ფარულ მოსმენებზე კანონპროექტს ისევ იმ სახით მიიღებენ, რომლითაც თავიდან შევიდა პარლამენტში. “ძალიან ყურადღებით განვიხილეთ პრეზიდენტის შენიშნვები. ვფიქრობთ, არგუმენტი იმისა, რომ პირდაპირი დაქვემდებარება მომხდარიყო პრემიერ–მინისტრზე, ვერ დავინახეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ის სტრუქტურები, რომელზეც არის საუბარი, საბოლოო ჯამში, …
Continue reading “პრემიერის თქმით, “ფარულ მოსმენებზე” კანონპროექტს პირველადი სახით მიიღებენ”
ანა დოლიძე: ფარული მოსმენების სააგენტო არ შეიძლება იყოს სუს-ში, ან სუს-თან დაკავშირებული
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, ფარული მოსმენების განმახორციელებული სააგენტო არ შეიძლება იყოს სუს-ში ან სუს-თან დაკავშირებული. “საკონსტიტუციო სასამართლომ მიგვითითა, რომ მოსმენების განმახორციელებელ უწყებას არ უნდა ჰქონდეს საგამოძიებო ინტერესი. ამიტომ არ შეიძლება ის იყოს სუს-ში და არ შეიძლება ის იყოს დაკავშირებული სუს-თან. ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტს, ეს სააგენტო პირდაპირ იყოს დაქვემდებარებული პრემიერთან. შესაბამისად, ის დარჩება აღმასრულებელი …
დღეს პარლამენტი “ფარულ მოსმენებზე” პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
დღეს, 22 მარტს პარლამენტი “ფარული საგამოძიებო მოქმედებების” შესახებ მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, თუ პარლამენტი ვეტოს დაძლევს, კანონს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ: “ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი არ შეეგუება ამ კანონს. ყველასთვის ცხადია, რომ ეს დამანგრეველია მთლიანად ქართული პოლიტიკისთვის და, შესაბამისად, ჩვენ …
Continue reading “დღეს პარლამენტი “ფარულ მოსმენებზე” პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს”
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “ფარული საგამოძიებო მოქმედებების” შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. მოტივირებული შენიშვნების მიხედვით, ფარული მოსმენის განმხორციელებელი სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში …
Continue reading “პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარა”
ზარდიაშვილი: პრეზიდენტის ვეტო ყოველთვის არის ვეტო ვეტოსთვის, ან პოლიტიკური სპეკულაციებისთვის
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვანო ზარდიაშვილის თქმით, პრეზიდენტის ვეტო ყოველთვის არის ვეტო ვეტოსთვის, ან პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და უშინაარსოა. ას განცხადება ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. დეპუტატმა კოლეგებს მიმართა, რომ ამ ვეტოს მაინცდამაინც დიდი გულისყურით არ მოეკიდონ: “იმიტომ, რომ …
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
თბილისში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტზე პრეზიდენტის დადებულ ვეტოს განიხილავენ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის თქმით, მნიშვნელოვანია, ფარულ მიყურადებაზე უფლებამოსილი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო პრემიერ-მინისტრს დაექვემდებაროს: “ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სამართლიანად აუნაზღაუროს ხარჯები კომპანიებს, რომლებსაც ისინი უსაფრთხოების მიზნებისათვის მომსახურებაში გასწევენ. ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ყოველ ჯერზე შეუძლია პრეზიდენტის ვეტოს გადალახვა, …
Continue reading “იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს”
რა შენიშვნები აქვს პრეზიდენტს “ფარული მოსმენების” შესახებ კანონპროექტთა პაკეტზე
საქართელოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტზე მომზადებული მოტივირებული შენიშვნები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, წარმოდგენილი კანონების პროექტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. მოტივირებული შენიშვნების მიხედვით, ფარული მოსმენის განმხორციელებელი სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში შემავალი სტრუქტრურაა, ინტეგრირებულია მასში და შეუძლებელია, ისაუბრო …
Continue reading “რა შენიშვნები აქვს პრეზიდენტს “ფარული მოსმენების” შესახებ კანონპროექტთა პაკეტზე”
გოცირიძე: თუ “ქართული ოცნება” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, ეს მათი მორიგი შერცხვენა იქნება
“ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, თუ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, ეს მათი მორიგი შერცხვენა იქნება. “პრეზიდენტის ვეტო არაერთხელ აღმოჩნდა სწორი. იგივე ეროვნული ბანკის გახლეჩვასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე და ბევრ სხვა შემთხვევაში, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა კანონი. უმრავლესობა, ეტყობა, დიდ გულზეა, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარი მოსამართლე ჰყავს. მანდატი ჩამოართვეს და მანდატით შემოსეს მანანა …
ირმა ინაშვილი: პატრიოტთა ალიანსი პრეზიდენტის ვეტოს მხარს უჭერს
პარლამენტის ვიცესპიკერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსი” საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს მხარს უჭერს და მის დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებს. “პატრიოტთა ალიანსი” ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს კონცეპტუალურად არ ეთანხმება, ჩვენი პროექტს არც ერთი მოსმენის დროს მივეცით ხმა. შესაბამისად, ჩვენ პრეზიდენტის ვეტოს მხარს დავუჭერთ, თუმცა კარგად გვესმის, რომ საკოსნტიტუციო უმრავლესობა ამ ვეტოს დაძლევს, თუმცა ვეტო არის პოლიტიკური აქტი …
Continue reading “ირმა ინაშვილი: პატრიოტთა ალიანსი პრეზიდენტის ვეტოს მხარს უჭერს”
ეკა ბესელიას თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადება მოულოდნელი არ ყოფილა. მისივე თქმით, უმრავლესობა ამ ვეტოს დაძლევს. დეპუტატის განცხადებით, პრეზიდენტმა მის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობისთვის დრო არ დატოვა: “საკოსნტიტუციო სასამართლოს მიერ ვადები ძალიან შეზღუდულია, ეს ვადა 31 მარტს იწურება, პრეზიდენტმა კი მისთვის განსაზღვრული დრო ბოლომდე გამოიყენა, რაც ამ პროცესს …
Continue reading “ეკა ბესელიას თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს”
აბესაძე: ვეტომ ნათელი გახადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციური პრინციპები დაარღვია
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე დადებულმა ვეტომ ნათელი გახადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციური პრინციპები დაარღვია. ირაკლი აბესაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ განუსაზღვრელი გახადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაძლებლობა უკანონო ფარული მიყურადების მიმართულებით: “მმართველმა გუნდმა განუსაზღვრელი შესაძლებლობა მიანიჭა სუს-ს ჩვენის ცხოვრებაში ჩასარევად და ფარული მიყურადების საწარმოებლად, რათა შემდგომ უკანონოდ მოპოვებული ფარული …
პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდეტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 20 მარტს მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო. პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული კანონის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში შეიქმნება სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ფარულ მოსმენებს განახორციელებს. პარლამენტმა შეცვალა მოსმენების არსებული კანონმდებლობა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ “ეს შენ გეხებას” სარჩელის საფუძველზე მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო. “ეს შენ გეხებაში” შემავალ არასამთავრობო ორგანიზაციები …
Continue reading “პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო”
ომბუდსმენმა პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელი მოიწვია
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, უჩა ნანუაშვილმა მოწვევის წერილი გაუგზავნა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში ჯოზეფ კანატაჩის. ომბუდსმენი აცხადებს, რომ მოწვევის მიზანია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით ინდივიდუალური თუ უფრო ფართო, სისტემური ხასიათის უფლებადარღვევათა გარემოებების შესწავლა, სამართლებრივი შეფასება და მათზე რეაგირების მექანიზმების გამოვლენა. “პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის …
კობახიძის თქმით, ვეტოს შემთხევაში მოსმენების შესახებ კანონზე იმავე პოზიციაზე დარჩებიან
საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსმენების შესახებ კანონმდებლობასთან დაკავშირებით პოზიციები არ შეუცვლიათ. ამ დრომდე უცნობია, დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს მოსმენების შესახებ პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებულ კანონს. “ეს შენ გეხებაში” შემავალი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ვერსიით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კვლავ ირღვევა და კიდევ უფრო მატულობს პერსონალურ მონაცემთა ხელშეუხებლობის დარღვევის რისკები. “ჩვენ …
ინსპექტორის ანგარიში: 2016 წელს სასამართლომ ფარულ მოსმენაზე 315 შუამდგომლობა დააკამყოფილა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშის თანახმად, 2016 წელს სასამართლომ სატელეფონო საუბრის მიყურადებაზე 315 შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა, 30 ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო 56 შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშს ისმენენ. ანგარიშის თანახმად, ინსპექტორის აპარატში რეგულარულად წარმოებს წარმოდგენილი სასამართლო განჩინებებისა და პროკურორის დადგენილებების როგორც სტატისტიკური, ასევე …
ენმ: ფარულ მოსმენების შესახებ კანონს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შესახებ მათ გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. “საქართველოს პრეზიდენტს გავაცანით ჩვენი უკიდურესი შეშფოთება პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე. ეს კანონი ზრდის სახელმწიფოს შესაძლებლობას, რომ უკანონოდ მოუსმინოს ყველა ჩვენგანს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, რომლის ფუნქცია არის მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებებისა და …
Continue reading “ენმ: ფარულ მოსმენების შესახებ კანონს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს”
ხოშტარია: პრეზიდენტი ფარული მოსმენების კანონზე ვეტოს დადების საკითხს განიხილავს
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეესაბამება და პრეზიდენტი მასზე ვეტოს დადების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ მანდ გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. “ჩვენი და პრეზიდენტის პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა, ძალიან სერიოზული წუხილების გვაქვს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონზე. ეს კანონი მწვანე შუქს უნთებს ქყვენაში პირადი ცხოვრების ხელყოფას …
Continue reading “ხოშტარია: პრეზიდენტი ფარული მოსმენების კანონზე ვეტოს დადების საკითხს განიხილავს”
ფარული მოსმენების შესახებ კანონზე პრეზიდენტი საპარლამენტო უმცირესობას ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი “ფარული საგამოძიებო მოქმედებების” შესახებ კანონთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ხვდება. პრეზიდენტის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტის დამტკიცებული კანონი ანტიკონსტიტუციურია: “ჩვენ ვეწინააღმდეგებით მოსმენების არაკონსტიტუციურ კანონს, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. ეს არის დაუშვებელი, რადგან საკონსტიტუციო წესრიგს არღვევს ქვეყანაში,” – ამბობს კახიძე. მისივე თქმით, …
Continue reading “ფარული მოსმენების შესახებ კანონზე პრეზიდენტი საპარლამენტო უმცირესობას ხვდება”
“ეს შენ გეხება”: ფარული მოსმენების ახალი კანონმდებლობით კონსტიტუცია ისევ ირღვევა
კამპანია “ეს შენ გეხება” აცხადებს, რომ ფარული მიყურადების მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობა, რომელიც პარლამენტმა გუშინ, 1 მარტს, მესამე მოსმენით მიიღო, ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და საქართველოს კონსტიტუცია ისევ ირღვევა. 1 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ფარული საგამოძიებო ღონისძიებების განსახორციელებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაქვემდებარებული ახალი სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს. კამპანიის „ეს შენ გეხება“ აცხადებს, რომ ამ საკანონმდებლო …
Continue reading ““ეს შენ გეხება”: ფარული მოსმენების ახალი კანონმდებლობით კონსტიტუცია ისევ ირღვევა”
პარლამენტი “ფარულ თვალთვალზე” კანონს პრეზიდენტს, სავარაუდოდ, 6 მარტს გაუგზავნის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პრეზიდენტს ხელმოსაწერად, სავარაუდოდ, 6 მარტს გაუგზავნიან. ეკა ბესელიას თქმით, დღეს, 1 მარტს, დამტკიცებული ცვლილებებით, საქართველოს ადამიანის უფლებებისა და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტი აქვს მსოფლიოში: “ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვასრულებთ. იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადებს პრეზიდენტი …
Continue reading “პარლამენტი “ფარულ თვალთვალზე” კანონს პრეზიდენტს, სავარაუდოდ, 6 მარტს გაუგზავნის”
პარლამენტმა “ფარულ თვალთვალზე” კანონი დაამტკიცა
დღეს, 1 მარტს, პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი …
Continue reading “პარლამენტმა “ფარულ თვალთვალზე” კანონი დაამტკიცა”
ევროპულმა საქართველო “ფარული თვალთვალის” კანონის წინააღმდეგ მექანიზმებზე მსჯელობს
სერგი კაპანაძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, მოსმენების კანონპროექტის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ. ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა 1 მარტს, საპარლამენტო უმცირესობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. “ყველამ კარგად ვიცით, რომ მოსმენების კანონპროექტი არის არაკონსტიტუციური. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, უმრავლესობა ამ კანონს, სავარაუდოდ, მიიღებს. დღეს საუბარი …
Continue reading “ევროპულმა საქართველო “ფარული თვალთვალის” კანონის წინააღმდეგ მექანიზმებზე მსჯელობს”
დღეს პარლამენტი “ფარულ თვალთვალზე” კანონპროექტს დაამტკიცებს
დღეს, 1 მარტს პარლამენტი მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილავს და დაამტკიცებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს. “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ კანონპროექტი ხელისუფლებამ ჯიუტად გაიტანა და შენიშვნები არ გაითვალისწინა: “ეს არის ანტიკონსტიტუციური კანონი და დიდი ალბათობით საკონსტიტუციო სასამართლო კვლავ დააბრუნებს ამ კანონს უკან. გამოვიყენებთ ყველა გზას, რომ ეს კანონი არ …
Continue reading “დღეს პარლამენტი “ფარულ თვალთვალზე” კანონპროექტს დაამტკიცებს”