სამინისტროს ცნობით, ტყის მცველი გარდაცვლილი იპოვეს

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, კასპის რაიონში, სოფელ ხოვლეს ტყეში, ტყის მცველი დაღუპული იპოვეს. გამოძიების ცნობით, კ.ყ. ტყის მცველი იყო და სახლიდან 25 თებერვალს გავიდა. მეორე დილით იპოვეს კ.ყ.-ს კუთვნილი ცხენი, თავად ტყის მცველთან შიდა ქართლის სატყეო-სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა დაკავშირება ვერ შეძლეს და დასახმარებლად პოლიციას მიმართეს. სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილს დაზიანება თავისა და მხრის არეში აღენიშნება. გარდაცვალების …

აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი კორუფციული გარიგების ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა კორუფციული გარიგება დადო ერთ-ერთ მოქალაქესთან, მისცა უფლება უკანონოდ მოეპოვებინა ხე-ტყის მასალა ხელვაჩაურის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე და საკუთარ თავზე აიღო უკანონოდ მოპოვებული მასალის ტრანსპორტირება. გამოძიების ინფორმაციით, ამ გარიგებისთვის დაკავებულმა ქრთამის სახით 4 500 ლარი მოითხოვა და წინასწარ აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის …

Exit mobile version