დაჭრილი ტრანსგენდერი ქალი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია

14 ოქტომბერს დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს”  “ნიუ ჰოსპიტალის” პრესამსახურმა 17.00 საათზე მიაწოდა, რომლის ცნობით, პაციენტის თანხმობის გარეშე სხვა ინფორმაციის გაცემის უფლება არა აქვთ. “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ცნობით კი, დაზარალებული ამჟამად ხელოვნურ სუნთქვაზეა.  სწორედ ამის გამო ტრანსგენდერი ქალს  WISG-ის იურისტები ამჟამად საადვოკატო მომსახურებას ვერ უწევენ …

თბილისში ტრანსგენდერ ქალს სასტიკად გაუსწორდნენ

თბილისში, ორთაჭალის ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. ინფორმაცია ,,ნეტგაზეთს” ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა მიაწოდა. ორგანიზაციის ცნობით, დაზარალებულს ყელის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული  და უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. ის ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული. შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ, 14 ოქტომბერს, ორთაჭალის ტერიტორიაზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება  განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ეს თბილისში ტრანსგენდერებზე და ჰომოსექსუალებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ …

ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ თბილისის ერთ-ერთ ბარში ტრანსფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ

ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ თბილისში, ერთ-ერთი ბარში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ტრანსგენდერი ქალის თქმით, მას საფეთქელთან ძლიერად დაარტყეს არყის ბოთლი, რა დროსაც გონება დაკარგა. იგი ფიქრობს, რომ თავდასხმა ტრანსფობიურ ნიადაგზე განხორციელდა, რადგან თავდამსხმელი დარტყმამდე მისი გენდერული იდენტობით დაინტერესდა. ალექსანდრას თქმით, თავდასხმის დროს მაგიდასთან იჯდა და კერძს მიირთმევდა. შსს-ში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ნეტგაზეთს იურისტმა ციალა რატიანმა …

WISG-ის ცნობით, ტრანსფობიურ ნიადაგზე თბილისში ქალს სცემეს

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ინფორმაციით, 25 ივნისს გმირთა მოედნის მიმდებარედ უცნობმა პირმა ტრანსგენდერ ქალს, სავარაუდოდ, ტრანსფობიურ ნიადაგზე სცემა. როგორც “ნეტგაზეთს” “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” იურისტმა ქეთი ბახტაძემ განუცხადა, ტრანსგენდერი ქალის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თავდამსხმელს ლურსმნიანი ხელჯოხი ჰქონდა. დაზარალებულს მარჯვენა ხელზე ჭრილობა აქვს მიყენებული, ხოლო თავდამსხმელი გაიქცა. როგორც დაზარალებულმა ქეთი ბახტაძეს განუცხადა, მან პოლიცია გამოიძახა, თუმცა …

WISG-ის კვლევა: გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ლგბტი ადამიანებს ქუჩაში მსვლელობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 80%-ზე მეტი თანხმდება მოსაზრებაზე, რომ ლგბტი ადამიანებს ქუჩაში მსვლელობის მოწყობა უნდა აეკრძალოთ. მოსაზრებას, რომ ლგბტი ადამიანებს კანონით უნდა აეკრძალოთ ქუჩებში მსვლელობის მოწყობა, გამოკითხულთა 66.4% სრულიად ეთანხმება, 14.1% ნაწილობრივ ეთანხმება. მოსაზრებას საერთოდ არ ეთანხმება 9.6%, ნაწილობრივ არ ეთანხმება 5.5%. მოსაზრებას, რომ ლგბტი ადამიანების უფლებები დაცული უნდა …

სააპელაციო სასამართლომ ლევან კოჭლაშვილი საბი ბერიანის მკვლელობაში უდანაშაულოდ ცნო

დღეს, 25 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლის თანახმადაც, ლევან კოჭლაშვილი უდანაშაულოდ ცნო საბი ბერიანის მკვლელობაში. 2015 წლის 7 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი ნაწილობრივ გაამართლა. განაჩენის თანახმად, ლევან კოჭლაშვილი უდანაშაულოდ ცნო საბი ბერიანის მკვლელობაში, ხოლო დამანაშავედ მიიჩნია ბიანკა შიგუროვას ცემასა …

ლგბტ აქტივისტის თქმით, პოლიციელმა სანთელი აანთო და ღმერთს მათგან ქვეყნის დაცვა სთხოვა

სამოქალაქო აქტივისტი ანა სურმავა, რომელიც დღეს, გამთენიისას  დააკავეს, პოლიციის თანამშრომლის მხრიდან ჰომოფობიის გამოვლინებასა და დისკრიმინაციაზე საუბრობს. როგორც აქტივისტმა ნეტგაზეთს განუცხადა, პოლიციის შენობაში ერთ-ერთი პოლიციელი ლგბტ ჯგუფის წევრებს დისკრიმინაციული ტერმინებით მოიხსენიებდა. ამასთნ, სურმავას განმარტებით, მისი თანდასწრებით პოლიციელმა განყოფილებაში სანთელი დაანთო და ღმერთს “ამ ადამიანებისაგან საქართველოს დაცვა შესთხოვა”. “[პოლიციელები] აგრესიულები არ ყოფილან, მაგრამ ჩვეული ცინიზმით… თავიდან არ …

მსვლელობა თბილისში ხატით [ფოტო/ვიდეო]

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობა 17 მაისს ილია მეორის მიერ დაწესებულ “ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღეს” უკავშირდება. “თბილისში ხატით მსვლელობა დაიწყო 12:00 საათზე ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისაკენ, სადაც ილია II გადაიხდის პარაკლისს. როგორც საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ეს მსვლელობა არის საქართველოს ეკლესიის ახალგაზრდული ცენტრის “დავითიანის” მიერ ორგანიზებული და “მას აქვს მხოლოდ …

რა აღვივებს და რა უწყობს ხელს ჰომოფობიასა და ტრანსფობიას საქართველოში – ინტერვიუ ეკა აღდგომელაშვილთან [აუდიო]

არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG) პროექტის ფარგლებში (რომელსაც ბიოლის ფონდი ახორციელებს და ევროკავშირი აფინანსებს) მოამზადა საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების კვლევა ლგბტ ჯგუფისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ. კვლევის ფარგლებში (რომელიც რეპრეზენტატულია) მთელი ქვეყნის მასშტაბით 2000-მდე ადამიანი გამოიკითხა. კვლევა ჯერ გამოქვეყნებული არ არის, თუმცა მისი შედგებისა და ძირითადი მიგნებების შესახებ WISG-ის წარმომადგენელი ეკა აღდგომელაშვილი …

“მსხვრევამ რიფებზე მე ვერ მომკლა” – ერთ კრებულში გაერთიანებული ტრანსგენდერთა ხმა

“პატარაობიდანვე ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ განსხვავებული ვიყავი. ვიცოდი, რომ ბიჭების სათამაშოებით, ბიჭებთან ერთად თამაში მერჩივნა. ვიცოდი, რომ მოკლე თმით უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს. მოზარდი როცა გავხდი, უკვე ისიც ვიცოდი, რომ სხეული, რომლითაც დავიბადე, ჩემი არ უნდა ყოფილიყო. სკოლაში ქალაბიჭას მეძახდნენ და რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო მთხოვდნენ, გოგოსავით მოვქცეულიყავი, გოგოსავით ჩამეცვა, მევლო, მელაპარაკა”. ეს ამონარიდი “სხვა …

ლგბტ ადამიანებისა და მათი დამცველების დევნა აზერბაიჯანში

ლგბტ აზერბაიჯანის ალიანსი “ნეფესის” (NEFES) მონაცემებით, 2015 წელს აზერბაიჯანში სექსუალური იდენტობის გამო ხუთი ადამიანი მოკლეს –  ერთი გეი, ერთი ლესბოსელი და სამი ტრანსგენდერი. ამას ემატება ამავე ნიადაგზე ქვეყანაში დაფიქსირებული არაერთი სუიციდის შემთხვევა. 26 წლის ჯავიდ ნაბიევი ამჟამად თავს გერმანიას აფარებს, რადგან იძულებული გახდა მშობლიური აზერბაიჯანი დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც არაერთი მუქარა მიიღო. ერთ წელზე მეტი …

“226+1” – თბილისში ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს [storify]

20 ნოემბერს თბილისში კიდევ ერთხელ აღინიშნა ტრანგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღე, რომელიც იხსენებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლ ადამიანებს.

შსს–მ საბი ბერიანის მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შსს–ს ცნობით, 11 ნოემბერს პეკინის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით 26 წლის ლევან კ. დააკავეს. შსს–ს ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა:

Exit mobile version