2017 წელს ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 14 მილიონით შემცირდა – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, გასულ წელს ტელევიზიებს რეკლამიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 14 მლნ ლარით შეუმცირდათ. შემცირებამ ყველაზე მეტად “რუსთავი 2”-ზე იმოქმედა – 2017 წელს რეკლამით 28.6 მილიონი ლარი მიიღო, რაც 2016 წელთან შედარებით 9.8 მილიონი ლარით ნაკლებია.  2017 წელს მხოლოდ 1.4 მილიონი ლარით შემცირდა “იმედის” სარეკლამო შემოსავალი. მიუხედავად ამისა, სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ყველაზე მსხვილ მოთამაშეებად …

ქარტია მიმართავს პოლიტიკურ ძალებსა და მათ აქტივისტებს, მედიას მისცენ მუშაობის საშუალება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება ტვ “პირველის” ჟურნალისტისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს და მოუწოდებს ყველას, მედიას მისცენ მუშაობის საშუალება. “ქარტია ყურადღებით აკვირდება 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ ჟურნალისტთა უფლებების დაცვა”, – აცხადებს ქარტია და ყველას, მათ შორის პოლიტიკურ ძალებსა და მათ აქტივისტებს ახსენებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით აკრძალულია ჟურნალისტისთვის პროფესიულ …

ტვ პირველის ჟურნალისტის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებამ უკვე დაიწყო გამოძიება დღეს, 28 ნოემბერს, გლდანში მომხდარ იცნიდენტთან დაკავშირებით. ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროის მიაყენეს, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულდებდა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარი ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული …

ტვ პირველი: ჩვენს ჟურნალისტს გლდანში მუშაობისას ხელი დაარტყეს

ტელეკომპანია “პირველი” აცხადებს, რომ არხის ჟურნალისტ თათია ჩაფიჩაძეს მუშაობისას ხელი დაარტყეს. როგორც წამყვანმა დიანა ტრაპაიძემ თქვა, ჩაფიჩაძე თბილისში, გლდანში ტელეფონით ცდილობდა გადაღებას, რეგიონებში ავტობუსით როგორ გადაჰყავთ ამომრჩევლები. მას სწორედ ამ დროს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. დიანა ტრაპაიძის თქმით, ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტმა უკვე გამოიძახა პოლიცია. ადგილზე ტელეარხის სხვა გადამღები ჯგუფიც მიემართება. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარემ ნატა ძველიშვილმა …

გაბუნიას გადაცემა აქვს, შეგვიძლია ივანიშვილთან ინტერვიუზე კვესიტაძე გავგზავნოთ – გვარამია

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ 3 ჟურნალისტთან დაგეგმილ ინტერვიუს დღეს გიორგი გაბუნიას საკუთარი საავტორო გადაცემა აქვს და ამიტომ “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარის მიწვევას ვერ მიიღებს. ნიკა გვარამიას განცხადებით, ივანიშვილთან ინტერვიუზე “კვირის აქცენტების” წამყვანს, ეკა კვესიტაძეს შეუძლია მისვლა, თუკი ამას მმართველი პარტიის ლიდერი დათანხმდება. ბიძნა ივანიშვილმა ინტერვიუზე მხოლოდ სამი ჟურნალისტი მიიწვია: …

$4 მილიონი და ტელეკომპანია პირველის “მოგვარებული პრობლემა”

ტელეკომპანია “პირველის” მფლობელი ამ დრომდე საჯაროდ არ საუბრობს, კონკრეტულად როგორ მოაგვარა პრობლემა, რომელიც, მისივე თქმით, ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკასა და მომავალს საფრთხეს უქმნიდა. თუმცა “ნეტგაზეთმა” მიაკვლია დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ “პირველის” მფლობელმა, სულ მცირე, ერთი მილიონი აშშ დოლარი მიიღო მისი ბრალდების მთავარი ადრესატისგან, ბიზნესმენ თემურ უგულავასგან. გარდა ამისა, საქმეში კიდევ ჩანს $3 მილიონი, რომელიც თემურ უგულავამ …

რა ხდება ტვ პირველში? – სიტყვიერი დაპირისპირება გვარამიასა და სანაიას შორის (ვიდეო)

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მედიის საკითხებთან დაკავშირებით დღეს, 16 თებერვალს, თბილისში გამართულ საჯარო შეხვედრაზე “ტვ პირველის” ჟურნალისტებისგან მოითხოვა იმის გასაჯაროება, თუ ვინ და რა ფორმით ცდილობა ტელეარხზე გავლენის მოხდენას, ან ხელში ჩაგდებას. აღნიშნულს წინ უძღოდა “ტვ პირველის” ჟურნალისტების, ნინო ჟიჟილაშვილისა და ვახო სანაიას განცხადება. ჟიჟილაშვილის თქმით, “ეს საკმაოდ შემაშფოთებელი სიგნალები იყო, რომელიც …

იყო სიგნალები TV პირველის შინაარსის შესაცვლელად – ნინო ჟიჟილაშვილი

ტელეკომპანია “პირველის” წამყვანი, ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი აცხადებს, რომ დაფიქსირდა “შემაშფოთებელი სიგნალები”, რომელიც “TV პირველის”  შინაარსის შეცვლას შეეხებოდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ  ხელისუფლებას კომფორტს არ უქმნის TV პირველის დღევანდელი შინაარსიით არსებობა. ამის შესახებ ჟიჟილაშვილმა 16 თებერვალს თბილისში, მედიის გამოწვევებთან დაკავშირებით გამართულ მრგვალ მაგიდაზე ისაუბრა. “მინდა გითხრათ იმ პატარა სიგნალების შესახებ, რომელიც ტელეკომპანია “პირველს” გვქონდა ბოლო პერიოდში. ეს …

Exit mobile version