ტვ “პირველს” ვერავინ წამართმევს – ავთანდილ წერეთელი

ტვ “პირველის” დამფუძნებლის მამა, ავთანდილ წერეთელი დღეს, 27 აგვისტოს, თბილისში დაბრუნდა. მას ბრალი რამდენიმე დღის წინ, მაშინ წაუყენეს, როცა საზღვარგარეთ იმყოფებოდა. ავთანდილ წერეთელმა ჟურნალისტებს აეროპორტში უთხრა, რომ ტელევიზიას ვერ წაართმევენ: “იმ მთავრობამ ქონება და ფული წამართვა. ამ მთავარობამ წამართვა, მაგრამ ტვ “პირველს” ვერავინ წამართმევს. როცა დამიძახებენ, სასამართლოში მივალ და არა პროკურატურაში”. ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოლოდინი …

ძლიერდება ეჭვი, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია — სალაძე წერეთლის ბრალდებაზე

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში კრიტიკულად აფასებს „თიბისი ბანკის“ საქმეზე განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის პროკურატურის მიერ ტვ პირველის მფლობელის მამისთვის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის ამ საქმეზე ბრალის წაყენებას. პროკურატურამ 22 აგვისტოს განაცხადა, რომ ავთანდილ წერეთელს — ტვ პირველის მფლობელის, ვატო წერეთლის მამას — ბრალს წარუდგენენ „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით. ბრალდება ეხება „თიბისი …

„ტვ პირველს ვერ წაიღებთ!“ — არხის მფლობელი მამისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ

ტვ პირველის მფლობელი ვატო წერეთელი მამამისისთვის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბრალის წარდგენას ტვ პირველს უკავშირებს და ბრალდებას აბსურდულად აფასებს. „მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი სცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით?! კიდევ ერთხელ გეუბნებით: ტვ პირველს ვერ წაიღებთ! ვრჩებით გავლენების მიღმა —მოვლენების შუაგულში. სანამ …

რატომ პატიობენ დავალიანებას დიდ ტელევიზიებს – მცირე არხები დისკრიმინაციას აპროტესტებენ

მცირე ზომის ტელეარხები, რომლებიც გადასახადებს ბიუჯეტში წლებია, პატიოსნად იხდიან და დავალიანებას არ (ვერ) აგროვებენ, მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება იქცევა დისკრიმინაციულად, როდესაც დიდი ზომის ტელეარხებს გადასახადს არ ახდევინებს. სამ ტელევიზიას სახელმწიფო ბიუჯეტის 55 მილიონი მართებს. ფინანსთა სამინისტროს მიერ უკვე ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, გადასახადების გადაუხდელობის გამო ყველაზე მსხვილი დავალიანება ერიცხებათ: “რუსთავი 2”-ს – დაახლოებით 28 მილიონი; “იმედს” – …

ტვ “პირველი” მაუწყებლობას შეფერხებით განაგრძობს

მთავარ სერვერზე 13 აგვისტოს განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ ტელეკომპანია “პირველი” მუშაობას კვლავ შეფერხებით განაგრძობს. როგორც “ნეტგაზეთს” “პირველის” კომერციულმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ უთხრა, მსგავსი რეჟიმით ტელეკომპანიას მუშაობა მინიმუმ კიდევ ორი დღით მოუწევს: “IT ჯგუფის და ექსერტებისგან მინიმუმ 2 დღე პასუხი არ გვექნება, რადგან დიდი მოცულობის მასალაზეა საუბარი და ამის კოპირებას და დიაგნოსტიკას დრო სჭირდება. მოლოდინის რეჟიმი გვაქვს. …

ჩვენი ტელევიზიის თავს შემთხვევით არაფერი ხდება – ტვ “პირველის” კომერციული დირექტორი

ტვ “პირველის” კომერციული დირექტორი  ტელეკომპანიაზე განხორციელებული კიბერშეტევის მიზეზებთან დაკავშირებით წინასწარ ვერ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ შემთხვევით აღნიშნული ტელევიზიის გარშემო არაფერი ხდება. “წინასწარი შეფასებები არ მიყვარს, თუმცა ამ მოვლენების ფონზე, რაც ბოლოს ვითარდებოდა, ძალიან სამწუხაროა, რომ დაემთხვა ეს შემოტევა. მე ასე მგონია, რომ შემთხვევით ჩვენი ტელევიზიის თავს არაფერი არ ხდება. თუმცა, ხომ გეუბნებით, ვერაფერს ვიტყვით ახლა …

ტვ “პირველის” მაუწყებლობა, სავარაუდოდ, კრიპტოვირუსის გამო შეფერხდა – რას ნიშნავს ეს

დღეს დილიდან “ტვ პირველი“ შეფერხებით მუშაობს, რისი მიზეზიც, როგორც ტელეკომპანიაში განმარტავენ, სავარაუდოდ, ე.წ. კრიპტოვირუსია. დილით, არხის ფეისბუკ გვერდზე განცხადება გავრცელდა, სადაც ეწერა, რომ სერვერზე კიბერთავდასხმის გამო საინფორმაციო ეთერში ვერ გავიდა. 2-საათიან საინფორმაციო გადაცემაში კი დიანა ტრაპაიძემ მაყურებლებს განუმარტა, რომ არხს კიბერთავდასხმის შედეგად მუშაობა მხოლოდ პირდაპირ ეთერში შეუძლია. “ტვ პირველის“ სერვერი გათიშულია. ეს ტექნიკური ბაზაა, რომელითაც არხი …

ჰაკერული თავდასხმის შემდეგ ტვ “პირველში” შსს-ს გამომძიებლები იმყოფებიან

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებიან “ტვ პირველში” და ადგილზე მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა. “ტვ პირველში” აცხადებენ, რომ არხის სერვერზე კიბერშეტევა დღეს დილით განხორციელდა და მას შემდეგ არხის პირდაპირ ეთერში მუშაობა პარალიზებულია.  “პარალიზებულები ვართ იმიტომ, რომ ამ მომენტისთვის გათიშულია სერვერი, რათა არ მოხდეს ამ ვირუსის კიდევ უფრო გავრცელება. შსს-დანაც …

ტვ პირველის ცნობით, სერვერზე კიბერთავდასხმის გამო საინფორმაციო ეთერში ვერ გავიდა

ტელეკომპანია “პირველის” ცნობით, დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა “საქმიანი დილა” და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები. არხის ეთერში ამ დროისათვის მხატვრული ფილმი გადის. ნეტგაზეთი დამატებით დეტალებს არკვევს.

ვფიქრობთ, უნდათ ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე საქმის აღძვრა – ვატო წერეთელი

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვიდან გამოსული ვატო წერეთლის თქმით, მოლოდინი აქვს, რომ მის მამაზე, “სამგორი M”-ისა და ,,სამგორი თრეიდის” დამფუძნებელზე – ავთანდილ წერეთელზე, შესაძლოა, სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყოს. ვატო წერეთელი ამბობს, რომ საქმეში, რომლის ფარგლებშიც დღეს დაკითხვაზე იმყოფებოდა, არ არსებობს არც დაზარალებული და არც მომჩივანი, რაც გარკვეულ ეჭვებს იწვევს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა არის მისი მოლოდინი …

„რუსთავი 2“ ჩაიდეს ჯიბეში, აგვისტოა და ბარემ „ტვ პირველსაც“ მივაყოლებთო – ინგა გრიგოლია

„ტვ პირველის“ მფლობელი ვახტანგ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც ხაზარიძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხავენ. არხის ერთ-ერთ სახეს, ინგა გრიგოლიას, რომელიც არხის მფლობელთან ერთად სასამართლოსთან მივიდა, მიაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან „ეს არის არხის წართმევის მცდელობა“: ინგა გრიგოლია: „ერთი პროცენტით რომ არ მჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება ტელეკომპანია პირველს, რა თქმა უნდა, მე აქ არ ვიქნებოდი. ვიღაცის …

ჯერ ადამიანებს ბრალი წაუყენეს და შემდეგ დამიბარეს გამოკითხვაზე – ვატო წერეთელი

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ტვ პირველის” დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის გამოკითხვა მიმდინარეობს. პროკურატურის განცხადებით, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო (ვახტანგ) წერეთლის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება, რომელზეც ბრალი „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ფულის გათეთრების მუხლით აქვთ წაყენებული. “პირველი დღიდან ვითხოვდი ჩემს გამოკითხვას, როგორც კომპანიის …

ოპოზიცია ვატო წერეთლის გამოკითხვაზე დაბარებას მედიაზე ზეწოლად აფასებს

ოპოზიცია ვატო წერეთელის დაკითხვაზე დაბარებას “ტვ პირველის” საქმიანობას უკავშირებს, ხელისუფლება კი პოლიტიკურ კვალს ვერ ხედავს. “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად შეზღუდოს კრიტიკული აზრი და ამის გამოხატულება  არის “ტვ პირველის” დირექტორის გამოკითხვაც. “ეს არის უნაყოფო მცდელობა. თუ ვინმეს საღი აზრი შერჩენია ივანიშვილის ირგვლივ, მინდა მოვუწოდო, გააფრთხილონ თავიანთი …

ვიმედოვნებ, რუსთავი 2-ის შემდეგ არ იქნება ტვ პირველის ჯერი – ძველიშვილი

“ვიმედოვნებ, რუსთავი 2-ის შემდეგ არ იქნება ტვ პირველის ჯერი”, – განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა ნატა ძველიშვილმა “ტვ პირველის” დირექტორის, ვატო წერეთლის გამოკითხვაზე დაბარების ფაქტის კომენტირებისას. “მე იმედი მაქვს, რომ ეს გამოკითხვა არ უკავშირდება რაიმე თვალსაზრისით მაინც “ტვ პირველს” და გავლენას არ იქონიებს ტელევიზიის მუშაობაზე ნებისმიერი ფორმით. დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ “რუსთავი 2”-ის შემდეგ არ …

რ2 ეროვნული მაუწყებლობიდან აღარ გაითიშება, გაურკვეველია ტვ პირველის ბედი 

“რუსთავი 2” ეროვნული მაუწყებლობიდან აღარ გაითიშება და მოქალაქეები კვლავ შეძლებენ ჩვეულებრივი ანტენით მისი სიგნალის მიღებას. “სტერეო პლუსში”, რომელიც  საქართველოში ციფრულ მაუწყებლობას უზრუნველყოფს, ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ცოტა ხნის წინ “რუსთავი 2-მა” კომპანიის ანგარიშზე თანხა ჩარიცხა და ავტომატურად მოიხსნა დღის წესრიგიდან არხის გათიშვის საკითხი.  “სტერეო +ში” ასევე გვითხრეს, რომ განცხადების გავრცელების შემდეგ მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია “ტვ …

დავალიანების გამო R2-ს, TV პირველს და “ერთსულოვნებას” შესაძლოა მაუწყებლობა შეუწყდეთ

დავალიანების გამო პირველ აგვისტოს, 24:00 საათიდან “რუსთავი 2-ს”, “ტელეკომპანია პირველს” და “ერთსულოვნებას” შესაძლოა მაუწყებლობა შეუწყდეთ. ამის შესახებ განცხადებას “სტერეო +” ავრცელებს, რომელიც საქართველოში ციფრულ მაუწყებლობას უზრუნველყოფს. კომპანიაში ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღეს: “პირველ აგვისტოს, 24:00 საათიდან, ეროვნული მაუწყებლობა, შესაძლოა, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებას“ და „ტვ პირველს“ შეუწყდეთ. გადაწყვეტილება პირველმა კერძო …

წერეთელი: დადასტურდა, რომ ფარულად უსმენდით ტვ პირველის ყველა თანამშრომელს

“ვითომ “ფულის გათეთრების” საქმით არკვევდით ტელევიზიის გეგმებს, პოლიტიკას ანუ დადასტურდა, რომ პრაქტიკულად ფარულად უსმენდით იმ ტელევიზიის ყველა თანამშრომლეს, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ!!!!”, – ასე გამოეხმაურა ტვ პირველის მფლობელი ვახტანგ [ვატო] წერეთელი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გამოძიება მის სატელეფონო საუბრების მოსმენას ახორციელებდა.  “ბრავო! თურმე ტელევიზიის მფლობელს უსმენდით 6 თვე ფარულად, ახლა გასაგებია, ამ ვითომ ფულის გათეთრების …

TV პირველის ჟურნალისტს ჰომოფობიური აქციის მონაწილე ხელით შეეხო

მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხელით შეეხო ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს. ჰომოფობიური აქციის მონაწილეები აქციის მიმდინარეობისას აგრესიულად მიმართავენ და ეპყრობიან ჟურნალისტებს. ემუქრებიან სხვადასხვა სიტყვებით, ეუბნებიან, რომ „დაიმახსოვრებენ“ და ა.შ. ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ნეტგაზეთის ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და მიწაზე დაუგდო; „ლიბერალის“ რეპორტიორებს ემუქრებოდნენ და ერთ-ერთი მათგანისთვის ტელეფონის წარმთევა სცადეს; შეურაცხყოფა მიაყენეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტსაც. 14 ივნისს საპატრიარქომ ხელისუფლებას …

შემოთავაზება უნდა წამოვიდეს გუნდიდან — გოგაშვილი 2020-ის არჩევნებში მონაწილეობაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი კითხვას, სურს თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, პასუხობს, რომ ამის შესახებ შემოთავაზება „ქართული ოცნების“ გუნდის მხრიდან უნდა წამოვიდეს. 6 ივნისს ტვ პირველის ეთერში გასულ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა საზოგადოებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით ან დედოფლისწყაროს მაჟორიტარად იხილოს, გოგაშვილმა …

უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ ვინმეს ინსტრუმენტი არ გახდებიან — NGO-ები ტვ პირველზე

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის”, რომელშიც 11 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიანდება, პროკურატურას მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღებით, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოიძიოს მედიაზე შესაძლო ზეწოლის ფაქტი. კოალიციამ 7 მარტს გაავრცელა განცხადება ტვ პირველისა და თიბისი არტარეას ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ. პროკურატურამ 6 მარტს გაასაჯაროვა წერილის ასლი, რომელიც თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ წინა დღით გადასცა გამოძიებას. წერილში, რომელიც, ხაზარაძის თანახმად, შინაგან …

“შესაძლოა წერილი ხელისუფლებამ წაიღოს” — პენცენტრის მხარდაჭერა ტვ პირველს და არტარეას

საქართველოს პენცენტრი აცხადებს, რომ სრულ და უპირობო თანადგომას უცხადებენ ტელეკომპანია “პირველსა” და თიბისი “არტარეას”, რომლებიც, როგორც პენცენტრი წერს, ამ ეტაპზე დაუდასტურებელი ცნობით, აღმოჩნდნენ ხელისუფლების დარტყმის სამიზნეები. “გვჯერა, რომ გამოხატვის თავისუფლების გზა გადის თავისუფალ და მიუკერძოებელ მედიაზე, რის მაგალითიც არის ორივე ზემოხსენებული ტელევიზია. როდესაც საქმე ეხება მედიისა და ხელისუფლების დაპირისპირებას, ნდობის ისარი მედიის მხარესაა, მტკიცების ტვირთი კი …

რას ნიშნავს თიბისის საქმეში მედიის გამოჩენა — სულხან სალაძის მოსაზრება

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმდჯომარე სულხან სალაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ თუკი დადასტურდა თიბისი ბანკის დამფუძნებლის მიერ პროკურატურისთვის გადაცემული წერილის დედნის ავთენტურობა, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ “თიბისის” გარშემო განვითარებული მოვლენები ძირითადად TV პირველს და გარკვეული ჯგუფის მიერ მისი ხელში ჩაგდების სურვილს უკავშირდებოდეს. პროკურატურამ 6 მარტს გაასაჯაროვა წერილის ასლი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ გუშინ გადასცა გამოძიებას. წერილში, რომელიც, …

ხუხაშვილი, ჩერგოლეიშვილი და ამაღლობელი “ტვ პირველის” თოქ შოუს თანაწამყვანები იქნებიან

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი და პოეტი რატი ამაღლობელი მომავალი კვირიდან “ტვ პირველის” ღამის თოქ-შოუს თანაწამყვანები იქნებიან. თოქ-შოუ საღამოს ეთერში კვირაში სამჯერ გავა. რატი ამაღლობელი გადაცემას ტვ “პირველის” წამყვან ნინო ჟიჟილაშვილთან ერთად გაუძღვება, გია ხუხაშვილი- დიანა ტრაპაიძესთან ერთად, ხოლო თამარ ჩერგოლეიშვილი -ვახო სანაიასთან ერთად. როგორც “ნეტგაზეთს” ტვ პირველის წამყვანმა დიანა ტრაპაიძემ უთხრა შენარჩუნდება …

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ კამერა დაგვიზიანა – ტვ პირველი

ტელეკომპანია “პირველის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ მათ კამერა დაუზიანა. ტელეკომპანია ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ დეპუტატი, ჟურნალისტის კითხვის შემდეგ, კამერას ხელს ჰკიდებს და გვერდზე სწევს. როგორც თავად ჟურნალისტი განმარტავს, დეპუტატის გაღიზიანება კითხვამ გამოიწვია. ჟურნალისტს აინტერესებდა, რატომ არ დაესწრო დეპუტატი გუშინ, 12 დეკემბერს, ბიუჯეტის პროექტის განხილვას. პარლამენტმა პროექტი ვერ დაამტკიცა სწორედ იმიტომ, რომ კვორუმი …

Exit mobile version