შსს-ს თქმით, პოლიციელმა ტვ პირველს სასამართლო დავა მოუგო – არხი ასაჩივრებს

შენიშვნა: მასალა განახლდა ტვ პირველის საპასუხო კომენტარით შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ტელეკომპანია „პირველს“ სასამართლო დავა მოუგო. ტვ „პირველში“ ამბობენ, რომ გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ და ამასთან, მოწმეს ცრუ ჩვენებისთვის პროკურატურაში უჩივიან. შსს-ს ცნობით, უწყების თანამშრომელს, გელა კვაშილავას და ტვ „პირველს“ შორის მიმდინარე დავაზე მოსამართლის გადაწყვეტილებით, „ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული, პატრულ-ინსპექტორის ღირსებისა …

შსს-მ 5 ივლისის ძალადობაში მონაწილე კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებამ დააკავა 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციის დროს მოძალადე კიდევ 1 პირი. უწყების განცხადებით, ბრალდებულმა ი.წ-მ რუსთაველის გამზირზე “ტვ პირველის” ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა: “ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი …

ჟურნალისტზე ძალადობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი – 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ. გ. დააკა. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.გ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და …

უკანონობა და დისკრედიტაცია – „კოალიცია“ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებაზე, მედიები არ მიიწვიოს

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ შეშფოთებას გამოთქვამს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებასა და განცხადებებზე „მთავარმა არხის“, „ტვ პირველის“, „ფორმულას“ შესახებ და ამას არხების დისკრედიტაციასა და, ამავე დროს, უკანონობას უწოდებს. 2021 წლის 17 ივლისს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მონაწილეობით გამართულ საჯარო ღონისძიებაზე მედიის ნაწილი მიიწვიეს და აღნიშნული არხები ღონისძიების მიღმა დატოვეს. პრემიერის პრესსამსახურის განმარტებით, „პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ …

“გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი” – მთავრობამ ღონისძიებაზე 3 ტელევიზია არ მიიწვია

17 ივლისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მახათას მთაზე მშენებარე “ჯარის ქალაქი” დაათვალიერა, თუმცა 3 ტელეკომპანია – “ტვ პირველი”, “მთავარი არხი” და “ფორმულა”  – იქ არ მიუწვევიათ. მიზეზებზე საუბრისას მთავრობის ადმინისტრაცია ამბობს, რომ აღნიშნულმა მედიასაშუალებებმა “წითელი ხაზები გადაკვეთეს” და ჩართულნი არიან ღარიბაშვილის საწინააღმდეგო “პოლიტიკურ კამპანიაში”. “დღეს რამდენიმე კონკრეტული მედიასაშუალების მხრიდან დაისვა კითხვები, რატომ არ იყვნენ ისინი მოწვეული …

“სირცხვილიას” ოფისში ტვ პირველზე თავდასხმისთვის მხოლოდ ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 ივლისს თბილისში, მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისის შენობაში ტვ “პირველის” გადამღებ ჯგუფეზე თავდასხმის ბრალდებით მხოლოდ ორი პირია დაკავებული. როგორც შსს აცხადებს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს დაკავებულმა ა.ნ-მ და თ.დ-მ ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ტვ …

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს ფონიჭალაში თავს დაესხნენ

“ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს ფონიჭალაში თავს დაესხნენ. ინციდენტი 3 ივლისს მოხდა, როცა, ტელეკომპანიის ცნობით, ჟურნალისტები ადგილზე ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდნენ. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მყოფი ქალი ჟურნალისტების მისამართით ქვას ისვრის, სხვები კი გადამღებ ჯგუფს სიტყვიერად უპირისპირდებიან და გადაღებაში ხელს უშლიან. “დაგიმტვრევ ახლა ამ ტელეფონს, დაჯექი და წადი!” – ეუბნება ოპერატორს ერთ-ერთი მათგანი. “შემთხვევა …

გოჩა აფრასიძეს სასამართლომ პატიმრობის უზრუნველყოფით გირაო შეუფარდა

გოჩა აფრასიძეს, რომელიც “ტვ პირველის” ჟურნალისტებზე თავდასხმის შემდეგ დააკავეს, სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა პატიმრობის უზრუნველყოფით. ის საპატიმროს ამ თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია “პირველის” გადამღებ ჯგუფს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა 30 ივნისს მიაყენეს. როგორც ტელეკომპანიაში აცხადებდნენ, თავს მათ გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე დაესხა. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში, რომელიც მომხდარს ასახავს, …

მედიაზე თავდასხმა მძიმე ფაქტია — კალაძე წალკის ინციდენტზე

თბილისის მერი კახა კალაძე წალკაში “ტვ პირველის” ჟურნალისტზე თავდასხმას ეხმაურება. “სამწუხაროა, რომ მიწევს გამოვეხმაურო ისეთ მძიმე ფაქტს, როგორიც არის მედიაზე თავდასხმა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა. ძალადობა, დაპირისპირება, კრიტიკული აზრის მიუღებლობა ხელს უშლის ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას და აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. მედიის თავისუფლება არის ის ღირებულება, რითაც სამართლიანად ამაყობს საქართველო და არავის მივცემთ უფლებას, ამ …

წალკაში “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია “პირველის” გადამღებ ჯგუფს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, თავს მათ გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე დაესხა. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში, რომელიც მომხდარს ასახავს, ჩანს, როგორ აგინებს გოჩა აფრასიძე ტელეკომპანია “პირველის” ჯგუფს, ჟურნალისტს კი მიკროფონის ღრუბელს ესვრის. კონფლიქტში ტვ “პირველის” თქმით, ასევე მონაწილეობდნენ თავად გამგებელი და სხვა მოქალაქეები. ❗❗❗ …

ბერა-ღარიბაშილის ჩანაწერის შინაარსის ცვლილებაზე პროკურატურის განცხადება აბსურდია — მელაძე

“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე აბსურდულს უწოდებს პროკურატურის ბრალდებას. რომ ჩანაწერები, სადაც ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე მონაწილეობენ, გაყალბებულია. “ეს ჩანაწერები რა ფორმითაც მივიღეთ ინფორმირებული წყაროსგან, შესაბამისად, ამ ჩანაწერებზე დაყრდნობით მომზადდა რეპორტაჟიც. ჩანაწერებს თუ მოუსმენთ,  იქ შინაარსის წყვეტა ან მსგავსი რამ არ არის. შინაარსის ცვლილებასთან დაკავშირებით გაჟღერებული განცხადება, რა თქმა უნდა, …

ბრძოლა სატელევიზიო რეიტინგებისთვის — რატომ სურს მარეგულირებელს აუდიტის ჩატარება

“კომუნიკაციების კომისია ერევა იმაში, რაც მისი საქმე არ არის” — ასე ეხმაურებიან ოპოზიციური ტელეარხები კომისიის სურვილს, თავისივე დაკვეთით ჩაატაროს აუდიტი საქართველოში სატელევიზიო რეიტინგების დამთვლელ ორ კომპანიას. სწორედ სატელევიზიო რეიტინგები განსაზღვრავს, ვინ რამდენ რეკლამას მიიტანს ამა თუ იმ მედიასაშუალებაში. ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხები მიიჩნევენ, რომ კომუნიკაციების კომისიას ბაზარზე არსებული ორად ორი მთვლელიდან იმ კომპანიის გაგდება სურს, რომელსაც …

ნდობის რეიტინგში საზოგადოებრივი მაუწყებელი მე-5 ადგილზეა — IRI-ის კვლევა

ტელევიზიების ნდობის რეიტინგში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მეხუთე ადგილზეა. ამაზე მიუთითებს IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც დღეს, 5 აპრილს გამოქვეყნდა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, კვლევის მონაწილეებს ჰკითხეს: “რომელი ქართული ტელეარხის ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობით ყველაზე მეტად?”. რესპონდენტს ორი ტელეარხის დასახელება შეეძლოთ. ნდობის რეიტინგში ლიდერობს ტვ “იმედი”. ის პირველ არჩევნად გამოკითხულთა 35%-მა დაასახელა, ხოლო ორ ტელევიზიას …

სააპელაციო სასამართლომ TV პირველთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს განჩინება უცვლელი დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ, TV პირველთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედების (ამოღების) ჩატარებაზე ნებართვის გაცემის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება უცვლელი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სააპელაციო სასამართლო ავრცელებს. სასამართლოს განმარტებით, ეროვნული კანონმდებლობა სრულყოფილად არეგულირებს და იცავს გამოხატვის თავისუფლებას და როდესაც საკითხი შეეხება ჟურნალისტის პროფესიული დაცვის სტანდარტს, დაცული უნდა იქნეს შესაბამისი ბალანსი. “დანაშაულის პრევენციისა და გამოძიების …

პრიორიტეტად უნდა დარჩეს ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები — აშშ-ის საელჩო “ტვ პირველის” საქმეზე

აშში-ს საელჩო ეხმიანება  “ტვ პირველის” გარშემო განვითარებულ პროცესებს  და ყველა მხარეს მოუწოდებს, “პროფესიონალურად და თავშეკავებით მიუდგნენ სიტუაციას”. საელჩო განცხადებაში ეხება როგორც ფარულ ჩანაწერებს, ისე წყაროს გაუთქმელობის საკითხს. “ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ტელეკომპანია პირველის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, სამართალდამცავებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობას. ამ გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის …

“ყურადღებით ვაკვირდებით მსგავს საკითხებს პატრნიორ ქვეყნებში” — დანიელსონი TV პირველზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა, რომელიც საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციის მიზნით იმყოფება, სხვა საკითხებთან ერთად, ტვ “პირველის” საკითხზეც ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს, დაიცვას საქართველოში თავისუფალი მედია, პასუხობს, რომ კონკრეტულ შემთხვევებზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგანაც საკითხში სიღრმისეულად არ არის ჩახედული. თუმცა, მისივე თქმით, ევორკავშირი პარტნიორ ქვეყნებში მსგავს საკითხებს …

მთავრობის მხრიდან “ტვ პირველში” შეჭრა არ იგეგმება — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ “ტვ პირველში” შეჭრა არ იგეგმება და ეს ინფორმაცია სრული აბსურდია. დღეს, 12 მარტს, გამართულ ბრიფინგზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ ტელევიზიაში შეჭრა და დარბევა, რაც 2007 წელს მოხდა, 2012 წელს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დასრულდა: “რაც შეეხება “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მთავრობა აპირებს რომელიმე ტელევიზიაში შეჭრას ან მათ …

მელაძის და ჩიხლაძის სიცოცხლის სავარაუდო ხელყოფაზე გამოძიება დაიწყო – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტვ პირველის ჟურნალისტების, ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის სიცოცხლის შესაძლო ხელყოფის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. 10 მარტს ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან მამალაძის განცხადება, სადაც ის ამბობს, …

„სტანდარტული ფორმაა“ – სასამართლო ტვ პირველის განჩინების ტექსტზე

თბილისის საქალაქო სასამართლო აცხადებს, რომ ტვ პირველთან დაკავშირებული განჩინების გამოცემისას „არანაირი განსხვავებული წესი არ გამოყენებულა“. „საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გაცემულ სხვა განჩინებებშიც სასამართლო ხელმძღვანელობს და მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რომლის თანახმადაც დასაშვებია, საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელმა პირმა ან ორგანომ, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა და ეს კანონის …

“ავტორიტარიზმის საშიში ნიშანი” — ოპოზიცია “ტვ პირველზე” სასამართლოს განჩინებაზე

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ “ტვ პირველიდან” ჩანაწერების ამოღებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. “ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილება, თავს დაესხას დამოუკიდებელ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიას, სრულიად უკანონო, დანაშაულებრივი გადაწყვეტილებით შეიჭრას ტელევიზიაში, მოსთხოვოს მას მამხილებლის პიროვნების გათქმა, არის ავტორიტარიზმის საშიში ნიშანი, რომელსაც ქართული საზოგადოება და დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები არ შევეგუებით”, — ნათქვამია განცხადებაში.  ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების განცხადებით, …

ლევან მამალაძის განცხადების შემდეგ სახელმწიფო დაცვის გამოყოფა შემომთავაზეს – მელაძე

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე ამობს, რომ ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან მამალაძის განცხადების გავრცელების შემდეგ, მას სახელმწიფო დაცვის გამოყოფა შესთავაზეს. გუშინ, 10 მარტს, “იმედმა” ლევან მამალაძის განხცხადება გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავენ. საუბარია ნოდარ მელაძესა და ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეზე, რომელიც TV პირველზე ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გასული …

“ტელევიზიას არცერთი წამით არ დავთმობთ” — ტვ “პირველის” ჟურნალისტები

მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურტურას “ტვ პირველიდან” ჩანაწერების ამოღების ნება დართო, არხის დამფუძნებლებთან ერთად ჟურნალისტებმა ტელევიზიის მიმართ ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს. ინგა გრიგოლიამ დღეს, 11 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ტვ პირველის” მიმართ იყო მუქარისა და შანტაჟის ფაქტები. ამის მაგალითად ჟურნალისტმა “ტვ პირველის” დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება დაასახელა. ინგა გრიგოლია ხელისუფლებას …

სასამართლოს განჩინება მძიმე პრეცედენტს წარმოადგენს — ომბუდსმენი “TV პირველზე”

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინება, რომელიც ტელეკომპანია „TV პირველში“ ამოღების ჩატარების შესახებ გაიცა, დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალს. ომბუდსმენის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება “წარმოადგენს მძიმე პრეცედენტს, რომლის აღსრულებამ შესაძლოა, სერიოზულად შეაფერხოს ჟურნალისტთა მიერ საქმიანობის თავისუფლად განხორციელება”. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, არ გადადგას ნაბიჯი, რომელიც …

“ტვ პირველი” საქალაქო სასამართლოს განჩინებას სააპელაციოში გაასაჩივრებს 

“ტვ პირველი” თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრებს. ამის შესახებ “ტვ პირველის” ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა. “დავიწყეთ აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს უკანონო და არაკონსტიტუციური განჩინება, რომელიც გუშინ საღამოს ჩაბარდა “ტვ პირველს”, გასაჩივრდეს, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით სასამართლოში. განჩინება კარგად წარმოაჩენს გამოძიების სულისკვეთებას, რომელსაც არ აინტერესებს ჩანაწერების შინაარსი. ამ განჩინებაში არ …

Exit mobile version