იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ ერთი წლის წინ განაცხადა, რომ გაიაფებული დენის ტარიფი ორი წლის შემდეგ გადაიხედებოდა “ენერგო პრო ჯორჯიასთან” გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, როგორც ირკვევა, ამ კომპანიის აბონენტებისთვის 1 სექტემბერიდან დენის ტარიფი 0.5 ან 1 თეთრით გაძვირდება.
Tag Archives: ტარიფები
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე: ტარიფის მნიშვნელოვნად გაზრდა არ მოხდება
დღეს, 15 ივლისს, სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ ახალი სატარიფო მეთოდოლოგია წარმოადგინა, რომელიც ითვალისწინებს კომპანიების წარმოდგენილი საინვესტიციო კაპიტალდაბანდებების გათვალისწინებით მოკლევადიანი ტარიფის შემუშავებას.
გადასახადი მოუხმარებელ ელექტროენერგიაზე
მოქალაქეებს, რომლებმაც თებერვალში 281-დან 301 კილოვატამდე ელექტროენერგია მოიხმარეს, ნაცვლად დადგენილი 12,98 თეთრისა, ერთ კილოვატზე 17,5 თეთრი გადაახდევინეს, ჯამში 12-13 ლარით ზედმეტი. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ კანონს არ არღვევენ. აღმოჩნდა, რომ ეს ნორმა – მოუხმარებელ ელექტროენერგიაზე თანხის გადახდის ვალდებულება, წლებია მოქმედებს.
თბილისი-ბათუმის რეისზე მატარებლით მგზავრობა გაძვირდა
„საქართველოს რკინიგზამ” მგზავრობის ტარიფი გააძვირა. კერძოდ, გაძვირდა თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით მოძრავი ღამის მატარებლით მგზავრობა. მგზავრობის ტარიფები არ შეცვლილა ჩქაროსნულ მატარებელზე. როგორც „საქართველოს რკინიგზის” პრესსამსახურში აცხადებენ, ფასები სეზონურია და სექტემბრიდან შეიცვლება.
კახეთში დენის შემცირებული ტარიფის დასაფარად მთავრობამ 2.5 მილიონი გამოყო
კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ 1 აპრილიდან 30 ნოემბრის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2 515 000 ლარი გამოიყოფა.
“ენერგო პროს“ ექსპანსიის პოლიტიკა
“ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ ტარიფის შემცირება, რომელიც 31 მარტის ჩათვლითაა ძალაში, საოპერაციო და კაპიტალური ხარჯების შემცირების შედეგად მოხდა. ჩეხური კომპანიის სატარიფო პოლიტიკით უკმაყოფილო მოსახლეობის საპროტესტო აქციების შედეგად რამდენიმე დღის წინ ბულგარეთის პრემიერი გადადგა.
გაზის ტარიფი 5 თეთრით მცირდება
საქართველოში ბუნებრივი გაზის ტარიფი დღეიდან, ანუ 1 მარტიდან 5 თეთრით გაიაფდა. ინფორმაცია ამის თაობაზე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მიაწოდა ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა.
მთავრობა გაზის ტარიფის შემცირების საკითხს განიხილავს
მთავრობის სხდომაზე დღეს, 1 მარტს, გაზის ტარიფის შემცირების საკითხი განიხილება.
“ენერგოპრო ჯორჯია” და “თელასი” მემორანდუმის გასაიდუმლოებაზე არ საუბრობენ
“ენერგოპრო ჯორჯიასა” და “თელასში” საქართველოს მთავრობასთან 2012 წლის დეკემბერში ტარიფების შემცირების შესახებ დადებული მემორანდუმის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ადასტურებენ, რომ მემორანდუმის შინაარსი მათი მოთხოვნით გასაიდუმლოვდა.
კალაძე: ენერგოკომპანიების მოთხოვნით მოხდა ხელშეკრულებების გასაიდუმლოება
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ დენის ტარიფის დაწევასთან დაკავშირებით ენერგიკომპანიებთან მთავრობის მიერ დადებული ხელშეკრულებების გასაიდუმლოება ენერგოკომპანიების მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა:
ჩალაგაშვილი: ელექტროენერგიაზე ტარიფის დაწევის მიზეზის დადგენა შეუძლებელია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ 27 დეკემბერს საქართველოს მთავრობასა და სს “ენერგო–პრო ჯორჯიას” შორის გაფორმებული მემორანდუმი კონფიდენციალურია.
კახეთში ელექტროენერგიის ტარიფი არ შემცირებულა
კახეთში ელექტროენერგიის ტარიფი არ იცვლება. ხელისუფლებამ ტარიფის შემცირების შესახებ მემორანდუმი მხოლოდ ორ კომპანიასთან – “ენეგოპრო ჯორჯიასთან” და “თელასთან” გააფორმა.
სემეკმა ელექტროენერგიის შემცირებული ტარიფი დაადგინა
“ელექტროენერგიის ახალი ტარიფი ძალაში 2013 წლის 1 იანვრიდან შევა“– ეს განცხადება საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში გააკეთა.
ნოდარ ხადური ‘ინტერ რაო იესის’ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს
“გამოძიება სანამ არ დასრულდება, კომენტარს ვერ გავაკეთებ. როგორც იცით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა ამ საქმეს სწავლობს. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადებრივი ინტერესი ამ საკითხისადმი მაღალია, ძალიან მალე გავაკეთებთ განმარტებებს”
ნოდარ ხადური: მოსახლეობას შეურაცხყოფას არ მივაყენებთ ვაუჩერებით
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თბილისის მერ გიგი უგულავას მოსახლეობისათვის 100- ლარიანი ვაუჩერების დარიგების შესახებ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს:
დენზე ტარიფი სემეკს ჯერ არ შეუმცირებია
საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში (სემეკი) ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვის შესახებ განაცხადი არ შესულა.
ელ. ენერგიის გადასახადი დროებითი მემორანდუმის შედეგად შემცირდება
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივის რესურსების სამინისტროსა და კომპანია “ინტერ რაოს” შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად ელ. ენერგიის ტარიფი გაიაფდება.
“გალფმა” და ‘ვისოლმა’ საწვავი 2–5 თეთრით გააიაფეს
კომპანია “გალფის” მარკეტინგის მენეჯერის ნინო ჯიბლაძის ინფორმაციით, კომპანიამ საწვავზე ფასი საერთაშორისო ბაზრებზე ნავთბპორდუქტების გაიაფების შემდეგ შეამცირა.
საწვავზე ფასი აღარ მცირდება
ოქტომბრის შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასი აღარ შეცვლილა. ფასის 8–10- თეთრიანი ვარდნის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი „ევრო რეგულარი“ კომპანია „ვისოლს“ საცალო ქსელში 2,10 ლარად, „ლუკოილს“ და „რომპეტროლს“ – 2,09 ლარად, „გალფს“ – 2,13 ლარად, ხოლო „სოკარს“ აზერბაიჯანული „რეგულარი“ – 2,10 ლარად გამოაქვს.
სემეკში აცხადებენ, რომ ტარიფების გაიაფებით ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტები დაზარალდებიან
“ტარიფების გაიაფებით ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტებს ფინანსური ზარალი მიადგებათ”, – ეს განცხადება “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის” (სემეკი) წარმომადგენელმა გოჩა შონიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჟურნალისტებთან საჯარო შეხვედრისას გააკეთა, რომელიც დღეს “ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის” ორგანიზებით გაიმართა.
ივანიშვილი: ტარიფების განახევრებაზე ვამბობ უარს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ გადაჭარბებული განცხადებები გაკეთდა მისი მხრიდან გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების მკვეთრად გაიაფებასთან დაკავშირებით:
კალაძე: ტარიფების დაწევასთან დაკავშირებით საუბარი მიმდინარეობს
ელექტროენერგიის და გაზის ტერიფების დაწევასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა: