2013 წელს აღმოჩენილი იარაღის ფარული სამალავების საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით,  2013 წელს სამეგრელოში აღმოჩენილი იარაღის ფარული სამალავების საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. 2013 წელს შს სამინსიტრომ განაცხადა, რომ   სამართალდამცავებმა სამეგრელოში აღმოაჩინეს იარაღის ფარული სამალავები, სადაც იყო ასაფეთქებელი ნივთიერებები, ნარკოტიკი, ყოფილი ხელისუფლების დასაჭერ ოპონენტთა სიები და ა.შ. სამინისტროში მაშინაც თქვეს, რომ აღნიშნული სამალავები ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად იყო გამიზნული ყოფილი ხელისუფლების მხრიდან. …

შეიქმნა თუ არა დესტაბილიზაციის მიზნით ჯგუფი “საქართველოს ერთგულების სახელით”?

როდის და ვინ შექმნა ჯგუფი “საქართველოს ერთგულების სახელით”, რომლის მეშვეობით  ხელისუფლება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დესტაბილიზაციის ორგანიზებაში ადანაშაულებს? “საქართველოს ერთგულების სახელით” საინიციატივო ჯგუფია, რომელიც ფეისბუკზე 2016 წლის 8 აგვისტოს დარეგისტრირდა. ჯგუფის თანადამფუძნებელი, ბიძინა ხერხეულიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მათი მიზანი საქართველოს დეოკუპაცია და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებაა და არა დესტაბილიზაციის მოწყობა: “ჩვენი ჯგუფი ყველასთვის ღიაა. დაარსების დღესვე …

სუს-ი ენმ-ის წევრებს დაკითხვაზე იბარებს, წიკალური და მინაშვილი კი მზად არიან, კითხვებს თავის ოფისში უპასუხონ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს, დეპუტატებს: ნუგზარ წიკლაურსა და აკაკი მინაშვილს დღეს, 18:00 საათზე დაკითხვაზე იბარებს. საქმე ეხება დღეს გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, რომელთან დაკავშირებითაც სუს-მა გამოძიება დაიწყო. როგორც ნეტგაზეთს ენმ-ში განუცხადეს, ისინი წინასაარჩევნო რეჟიმში არიან და თუ სამართალდამცველებს მათთან კითხვები აქვთ, შეუძლიათ ოფისში მივიდნენ და იქ დაკითხონ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, მედიით …

სუს: პირმა ერთ დღეში 7000 ლარის ოდენობით ყალბი ფული დაამზადა და გაასაღა

სუს-ის ინფორმაციით, სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა. სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ “2016 წლის სექტემბრის თვეში მალხაზ რ-მ, სარდარ ა.-სთან წინასწარი შეთანხმებით დაამზადა და გაასაღა 300 ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა. მანვე დაამზადა და მიმდინარე წლის 17 სექტემბერს უკანონოდ გაასაღა 2000 ლარის ოდენობის ყალბი 50 და …

კონფლიქტის ზონიდან ერთი ადამიანი გაიტაცეს

11 სექტემბერს კონფლიქტის ზონიდან გორის რაიონის სოფელ კოშკას მაცხოვრებელი, 60 წლის ვალიკო ხიზანიშვილი გაიტაცეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. სუს-ის ცნობით, ვალიკო ხიზანიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. როგორც ტელეკომპანია “იმედს” ოჯახის წევრებმა განუცხადეს, დაკავებული ცხინვალშია გადაყვანილი: “სოფლის საქონელი ჰყავდა საძოვარზე. მეც წავედი, საჭმელი მივუტანე. საქონელი იქეთ გადავიდა და გადაყვა, რომ მოებრუნებინა. დავინახე, რომ …

ლევან იზორია: საზოგადოება მალე გაიგებს, საიდან იღებდნენ დავალებას დაკავებულები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამბობს, რომ საზოგადოება მალე გაიგებს, თუ რა კავშირები არსებობს, სუს-ის ვერსიით, რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელ გაზსადენ მილზე დაგეგმილი ტერაქტის საქმეში. “როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს განცხადებას, რომ სერიოზული საფრთხის თავიდან აცილება ხდებოდა, ბუნებრივია, ამას აბსოლუტურად ვენდობი იმიტომ, რომ აქ კონკრეტული გარემოებებითა და მტკიცებულებებით არის საუბარი და არა ვარაუდის დონეზე. თუ რა კავშირები …

პროკურატურა ციხის ახალი კადრების წარმომავლობას და გავრცელებას გამოიძიებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა გაზეთ “ქრონიკა+”- ის მიერ გავრცელებულ ციხის კადრების წარმომავლობისა და გავრცელების შესახებ გამოძიებას დაიწყებს. “ვიდეომასალის წარმომავლობისა და გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება ე.წ. „ციხის კადრების“ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელზედაც მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას”, -ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც საგამოძიებო უწყებამ დღეს, 17 აგვისტოს გაავრცელა. გაზეთ …

ხელისუფლების დუმილი პატიმრების შელახულ ღირსებაზე

გაზეთ “ქრონიკა+”-ის მიერ ციხის კადრების გავრცელებიდან სამი დღე გავიდა, თუმცა საქართველოს მთავარი პროკურატურა არ პასუხობს შეკითხვას, დაიწყო თუ არა გამოძიება აღნიშნულ მასალასთან დაკავშირებით. იმის მიუხედავად, რომ გამოქვეყნებულ კადრებში ასახული პირების სრულად იდენტიფიცირება შესაძლებელია, არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გვპასუხობენ შეკითხვაზე, რატომ არ იღებს ზომებს სუს-ი კადრების დაბლოკვის შესახებ. გავრცელებული ვიდეომასალა ამ დრომდე ხელმისაწვდომია იუთუბზე. “ქარონიკა+”-ის ვებ- გვერდზე …

კონფლიქტის ზონიდან ორი ადამიანი გაიტაცეს

13 აგვისტოს კონფლიქტის ზონიდან ორი ადამიანი გაიტაცეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ისინი სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ლევან მორგოშია და ფრიდონ მატკავა სოფელ რუხში თევზაობისას დააკავეს. “გუშინ დილით წავიდნენ სათევზაოდ. საღამოს მოვიდა ადამიანი, რომელიც მათთან ერთად იყო და გვითხრა, დაიჭირესო. ნათესავები არიან წასული იქით და ჯერჯერობით არაფერი ვიცით, არც თანხაზე უთქვამთ რამე, ” – ამბობს …

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს სუს-ის ყოფილი თანამშრომელი უხელმძღვანელებს

გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, პაატა ბატიაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო. ბატიაშვილი თანამშრომლებს დღეს, 12 აგვისტოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა წარუდგინა. სამინისტროს ცნობით, პაატა ბატიაშვილი 2012-2015 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო 2015 წლიდან …

კონფლიქტის ზონიდან ერთი პირი გაიტაცეს

გორის მერიის ცნობით, სოფელ ქვეშის მიმდებარედ, 1975 წელს დაბადებული მამაკაცი დღეს, 4 აგვისტოს, დილით გაიტაცეს. კონფლიქტის ზონიდან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ერთი პირის დაკავება ნეტგაზეთს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

სუს შს სამინისტროს მიმართავს, კახეთში კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენება არ დაუშვას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებულმა კომისიამ, წერილობით  მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2016 წლის 4 აგვისტოს ქალაქ თელავში ააიპ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველო“-ს მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით,  სადაც ორგანიზაციის მხრიდან შესაძლოა გამოყენებული იქნეს კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა: “კომისია მიმართავს შსს-ს, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე,  უზრუნველყოს კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და …

თავდაცვის სამინისტროში მინისტრის ახალი მოადგილეები დაინიშნენ

თავდაცვის მინისტის ლევან იზორიას ორი მოადგილის ვინაობა ცნობილია. იზორიას პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი იქნება, ხოლო მინისტრის კიდევ ერთი მოადგილის თანამდებობას ნუკრი გელაშვილი დაიკავებს. აღნიშნული დანიშვნების შესახებ პრემიერ მინისტრის ბრძანებები უკვე გამოქვეყნდა. ლელა ჩიქოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, მანამდე კი ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.   ნუკრი გელაშვილი 2012 წლიდან დღემდე …

კვირიკაშვილი: ხიდაშელის და უსუფაშვილის კომენტარები არაადეკვატურია

პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის  და პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებები ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნის თაობაზე არაადეკვატურია: “ამ კომენტარებზე რაიმე პასუხის გაცემა გამიჭირდება. იმიტომ რომ ძალიან არაადეკვატური კომენტარები იყო, სამწუხაროდ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ რაც ქალბატონი თინა [ხიდაშელი] და ბატონი დავითი [უსუფაშვილი] დაძლევენ ამ ემოციებს ისინი სხვაგვარ …

თინა ხიდაშელი: ძალიან სამწუხაროა, რომ არჩევანი გაკეთდა სუს-ზე

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებით პრემიერ-მინისტრის დღევანდელი გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნის შესახებ შეცდომაა: “მე ვთვლი, რომ ეს არის შეცდომა, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მოდის თავდაცვის მინისტრად. ეს არ არის თავსებადი იმ ამბიციებთან და განაცხადთან, რომელიც საქართველოს ამ უწყებასთან მიმართებაში გაკეთებული აქვს.  თავდაცვის სამინისტრო არის ძალიან ღია, საჯარო პოლიტიკური დაწესებულება. ამის გაგების პრობლემა …

ფეისბუკის მომხმარებლის მუქარისშემცველ პოსტზე სუს-მა გამოძიება დაიწყო

ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ წუხელ მუქარისშემცველი პოსტი გამოქვეყნდა – მან აფეთქებით გამოწვეული სოკოსებრი ღრუბლის ფოტო ატვირთა და მიუთითა, რომ თბილისში დღეს 12:30 საათზე ფოიერვერკი იქნებოდა. ნეტგაზეთი ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველა საჭირო ინფორმაციას ფლობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. უსაფრთხოების სამსახურში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. …

თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ბრალდებით თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, დავით მეყანწიშვილი დააკავა. სუს-ის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით მეყანწიშვილმა უცხოელ ბიზნესმენს ქ. თბილისში 8271 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის პროცედურების დაჩქარებისა და შემდგომში შესაბამისი ნებართვების დროულად მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა 50 000 ლარი, საიდანაც წინასწარ მოითხოვა 10 …

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ხაზზე ადგილობრივის ცემას “მკაცრად გმობს”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით,  2016 წლის 26 ივლისს საოკუპაციო ხაზზე, გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მცხოვრების უკანონო დაკავების მცდელობას, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა: “ჩვენ მკაცრად ვგმობთ აღნიშნულ ფაქტს, რომელიც წარმოადგენს მორიგ პროვოკაციულ ქმედებას საოკუპაციო ძალების მხრიდან და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ადგილზე. ინციდენტის …

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ააიპ „ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავების და კომუნალური მომსახურების სამსახურის“ დირექტორი დავით ღ. დააკავეს. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით ღ. საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ნაგვის ურნების სარემონტო სამუშაოები უნდა  შეესრულებინა, აღნიშნული სამუშაოების ააიპ …

სუს-ის ცნობით, 35-ე საფეხბურთო სკოლის დირექტორი დააკავეს

სუს-ის ცნობით, კომერციული მოსყიდვის და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ბრალდებით ორი პირი დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ბრალდებით ა(ა)იპ „35-ე საფეხბურთო კლუბის“ პრეზიდენტი გ. ა. და მოქალაქე ვ. მ. დააკავეს. გამოძიების ცნობით, საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა მოქალაქე ვ. მ-ს  დახმარებით უცხო ქვეყნის მოქალაქეს ა(ა)იპ „35-ე საფეხბურთო კლუბში“ ფიქტიურად გაფორმების სანაცვლოდ …

დევნილთა სამინისტროს თანამშრომელი 7 ათასი დოლარის ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი თ. ხ. დააკავეს. გამოძიების ცნობით, თ. ხ-მ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 7000 აშშ დოლარი. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების მუხლით მიმდინარეობს (საქართველოს …

სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით ასპინძის საკრებულოს დეპუტატი დააკავა

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ბრალდებით ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, საბიუჯეტო-საფინანსო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე თემურ პლაჭიაშვილი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ პლაჭიაშვილმა კანონით გათვალისწინებული პროცედურების გვერდის ავლით სახელმწიფოს კუთვნილი 150 ჰა. მიწის ფართობის დროებით სარგებლობაში გადაცემისა და შემდგომი მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3000 ლარი. …

სუს-ის ცნობით, ქარელის რაიონში საზღვრის აღმნიშვნელი ახალი უკანონო ბანერები დაამონტაჟეს

სუს-ის საინფორმაციო- ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის, ირაკლი ბერაიას ინფორმაციით, “მიმდინარე წლის 6 ივნისს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის რაიონის სოფელ ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის მფლობელობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული”. ქართული მხარე აღნიშნულ ფაქტს მორიგ პროვოკაციულ ქმედებად აფასებს, “რომელიც მიმართულია ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენ და საფრთხეს უქმნის მშვიდობისა და სტაბილურობის …

პირველი კომენტარები გალში IPRM-ის განახლებული შეხვედრის შემდეგ

IPRM-ის ფარგლებში გალში ჩატარებული დაახლოებით 4-საათიანი შეხვედრის შემდეგ ქართულმა მხარემ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. “მათი მხრიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საქმეს იძიებს დე ფაქტო ხელისუფლების სამხედრო პროკურატურა. ინფორმაცია განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების შესახებ არ დაგვიდასტურეს”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა. რაც შეეხება ბრალდებულის ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხს, ბერაია ამბობს: …

Exit mobile version