აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლას ვერტმფრენით იწყებენ

აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში ავიაცია ჩაერთვება. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ავიაციით შეწამვლა 13 სექტემბერს,  დილის 11 საათიდან, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ანჟელის ტერიტორიაზე დაიწყება. სააგენტოს ცნობით, ავიაციის მეშვეობით სამეგრელოს და გურიის რეგიონებში 20 ათასამდე ჰექტარი ფართობის სასოფლო- სამეურნეო მასივების დამუშავება იგეგმება. “ღონისძიებები საავიაციო შეწამვლითი სამუშაოების წესების სრული დაცვით ჩატარდება. ავიაციით შეწამვლითი სამუშაოების განხორცილებისას, აუცილებელია …

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 59 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა, 15-ს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გასულ კვირას (14-20 აგვისტო) სხვადასხვა პროფილის  ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს, რის ფარგლებშიც, მთელი ქვეყნის მასშტაბით 207 ინსპექტირება ჩატარდა. აქედან, მათივე ცნობით, სურსათის ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია 106 ნიმუში, დოკუმენტურად შემოწმდა 160 ობიექტი,  მათ შორისაა აგრარული ბაზრები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ხორცის, ხორცპროდუქტების, რძის, რძის პროდუქტების, პურფუნთუშეულისა და სხვა სურსათის  მწარმოებლები და სარეალიზაციო ობიექტები, საკონდიტრო. …

თბილისის ერთ-ერთ საწარმოში ყავაში, სავარაუდოდ, მოხალულ ბარდას ურევდნენ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ყავის გადამამუშავებელ საწარმო „კოფი გრუპს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა და 1000 ლარით დააჯარიმა. სააგენტოს ცნობით, ინსპექტრირებისას  საწარმოში სხვადასხვა დასახელების ხსნად და ყავის მარცვლებთან ერთად აღმოჩნდა 235 კგ მოხალული ბარდა. სააგენტოს ცნობით, საწარმოში ადგილზე ხდებოდა ბარდისა და ყავის მარცვლების მოხალვა მისი შემდგომი დაფქვის და სავარაუდოდ გადარევის მიზნით. სააგენტოს ცნობით, ჩატარებული ინსპექტირებისას საწარმოში 11 არაკრიტიკული და …

‘ვენდი’ ვადაგასული პროდუქციის გამოყენების გამო 500 ლარით დააჯარიმეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ‘ვენდის’ სწრაფი კვების რესტორანი ვადაგასული პროდუქციის გამოყენების გამო 500 ლარით დააჯარიმა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მონიტორებმა ‘ვენდის’ რუსთაველის გამზირის ფილიალში 7 აგვისტოს შეამოწმეს დოკუმენტები, რის შემდეგაც დაადგინეს, რომ ისინი ვადაგასულ პროდუქციას იყენებდნენ. სააგენტოს ცნობით, ვადაგასული პროდუქცია დალუქეს და გაანადგურეს. სააგენტომ ‘ვენდი’ მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე შეამოწმა.

სურსათის ეროვნული სააგენტო: კვერცხის 60 ნიმუშის კვლევისას დარღვევა არ გამოვლენილა

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ  2017  წელს, მეფრინველეობის ფერმებსა და კვერცხის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან 81 შემოწმება ჩატარდა, ლაბორატორიული კვლევისთვის კი კვერცხის 60 ნიმუში აიღეს, საიდანაც დარღვვა არცერთში გამოვლინდა. თუმცა, მათივე ცნობით, კონტროლმა გამოვლინდა 6 შეუსაბამობა, რომელიც ეტიკეტირების წესის დარღვევას უკავშირდებოდა. კვერცხის სავალდებულო ეტიკეტირების წესი ბიზნესოპერატორს ავალდებულებს, სარეალიზაციოდ განთავსებულ კვერცხზე მიუთითოს კვერცხის წარმოშობის ქვეყანა და წარმოების თარიღი. სააგენტოს ინფორმაციითვე, …

სურსათის ეროვნული სააგენტო ნაყინის 105 ნიმუშის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული წარმოების 21 დასახელების ნაყინის 105 ნიმუშს პათოგენურ მიკროორგანიზმებზე – სალმონელასა და ლისტერია მონოციტოგენეზზე ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარეს. უწყების განცხადებით, შემოწმებულებს შორის არის ვანილის, ჭიქის, საოჯახო, კაკაოს, ყავის, შოკოლადის, ხილის, ესკიმო და ა. შ. სხვადასხვა ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული პროდუქცია. “ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნაყინის 105 ნიმუშიდან არც ერთი არ არის დაბინძურებული …

რომელი მარკის სუნელებში აღმოჩნდა ტყვია? – სურსათის ეროვნული სააგენტო შედეგებს ასაჯაროებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით,  ტყვიის შემცველობაზე კვლევისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით სარეალიზაციო ობიქტებიდან სხვადასხვა სახეობის სანელებლის 75 ნიმუში აიღეს და აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გააგზავნეს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის უკვე გამოკვლეულია ყველა – 75-ივე ნიმუში, საიდანაც დარღვევა 4 შემთხვევაში გამოვლინდა. მოქმედი კანონმდებლობით, ტყვიის შემცველობა სანელებლებში 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს კილოგრამში. სააგენტის ცნობით: ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა აღინიშნა შემდეგ სუნელ–სანელებლებში: …

როგორ აკონტროლებს საქართველო ტყვიით დაბინძურებას

როგორ აკონტროლებენ საქართველოში, თუ რამდენად არის დაბინძურებული ტყვიით საკვები, გარემო და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად მოიხმარენ, არიან მოქალაქეები ინფორმირებული იმის შესახებ, უწევთ თუ არა შეხება ტყვიით დაბინძურებულ ნივთებთან, რაც მათი ჯანმრთელობისთვის საშიშია? “სურსათის გარდა, ჩვენთან სხვა ნივთებზე კონტროლი, პრაქტიკულად, არ ხორციელდება… ეს იქნება სათამაშოები, საღებავები, სამშენებლო მასალები, ავეჯი და სხვა ნივთები. იქ თავისუფლად …

სეს: ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა წითელ წიწაკაში, მშრალ აჯიკასა და სუნელში აღმოჩნდა

სურსათის ეროვნული სააგენტო სანელებლების კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, დაშვებულზე მაღალი ტყვიის შემცველობა აღმოჩნდა წითელ წიწაკაში, მშრალ აჯიკასა და სუნელში. სეს-ის განცხადებით, გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც პროდუქციას სარეალიზაციო ბაზრიდან ამოღებას გულისხმობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ბაზრის მონიტორინგს სურსათში ტოქსიკური ელემენტების შემცველობაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. როგორც სააგენტოს განცხადებაში წერია, ლაბორატორიული კვლევის …

სეს: სუნელებში ტყვიის შემცველობაზე 2017 წლის შედეგები მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ადგილობრივ ბაზარზე მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა სურსათში ტყვიის შემცვლელობასთან დაკავშირებით მონიტორინგი. 2017 წლის მონიტორინგის შედეგები მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი: „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი ტყვიის შემცველობაზე სხვადასხვა სურსათში, მათ შორის, სუნელებში. არსებული მონაცემებით, მასშტაბური დარღვევები არ აღინიშნება და ქართული სუნელები შეზღუდვის გარეშე გადის 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, …

თბილისის აგრარული ბაზრებიდან 1 ტონამდე დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი ამოიღეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამსახურის სპეციალისტებმა თბილისის აგრარული ბაზრები და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. შემოწმების შედეგად სამსახურმა ერთ ტონამდე დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა, რომელსაც არ ახლდა ვეტერინარული მოწმობა „ფორმა N2“. დარღვევებისთვის 3 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. სააგენტოს ცნობით, დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი ამოღებულია რეალიზაციიდან და მათი ზედამხედველობით განადგურდება.

თბილისში ძაღლის ჭირია გავრცელებული – მიზეზები და რჩევები

გასულ წლებთან შედარებით თბილისში გაცილებით მწვავე ძაღლის ჭირია გავრცელებული, რის შედეგადაც უკვე არაერთი ძაღლი დაიღუპა – ამის შესახებ ცხოველთა დამცველები და ვეტერინარები საუბრობენ. ვეტერინალური კლინიკა “ბუნების” ხელმძღვანელი, დავით ნანობაშვილი ამბობს, რომ ჭირის გავრცელების მასშტაბი ძალიან დიდია და გასულ წლებთან შედარებით ხორცის მჭამელთა ჭირით ძაღლების სიკვდილი გასამმაგებულია. “ვერ გეტყვით, საიდან მოდის ეს ვირუსი, არ ვფლობ ამის შესახებ ინფორმაციას. თუმცა …

სეს: აზიური ფაროსანას წინააღმდეგ პროგრამა პირველ წელს სატესტო იქნება

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება სურსათის ეროვნული სააგენტოს დაევალა, რისთვისაც საქართველოს და ამერიკის მთავრობები, ჯამში, 15 მილიონ ლარს დახარჯავენ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს სამოქმედო გეგმა გააცნო მედიას, თუმცა, როდის აღმოიფხვრება სრულად მავნებელი მწერის პრობლემა, რომელმაც დასავლეთ საქართველოში თხილის სექტორს უკვე 60 მილიონამდე ლარის ზარალი მიაყენა, ჯერჯერობით არ იციან. როგორც სააგენტოში აცხადებენ, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შემუშავებული პროგრამა პირველ წელს მხოლოდ დატესტვისა და დაკვირვების …

არ შეიძინოთ სურსათი არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში – გაფრთხილება მოსახლეობას

დღეს, 19 მარტს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მოუწოდა მოსახლეობას, არ შეიძინოს პროდუქტი იმ ადგილებში, სადაც არაა დაცული პირობები მათი უსაფრთხებისთვის. “სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები. ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება  სურსათით ინტოქსიკაციის რისკი”, – აცხადებს სააგენტო. სააგენტოს განცხადებით, განსაკუთრებით …

ასახავს თუ არა ეტიკეტი სასურსათო პროდუქტის რეალურ შემადგენლობას

რამდენად სანდოა სურსათის შეფუთვაზე დატანილი ეტიკეტი – სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე განთავსებულ ნაწარმს ამოწმებს, თუმცა momxmarebeli.ge მიიჩნევს, რომ სააგენტოს კადრები არასაკმარისია და საჭიროა მონიტორინგის გაძლიერება. თამარ გობეჯიშვილი, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ასისტენტი ამბობს, რომ მასშტაბები, რომელთა მიხედვითაც, სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს სურსათს, არის გასაუმჯობესებელი და მეტი კადრი სჭირდება. momxmarebeli.ge (სტრატეგიული კვლევებისა და …

ვეტერინარი ხორცის ვარგისიანობაზე ყალბი ცნობის გაცემის ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სურსათის ეროვნული სააგანტოს ვეტერინარმა ხორცის ვარგისიანობაზე ყალბი ცნობა გასცა. როგორ საგამოძიებო სამსახურის განცხადებიდან ირკვევა, ბრალდებულმა: ფინანსური გამორჩენის მიზნით ხორცზე ყალბი ცნობა გასცა, ასევე, არ აცრა პირუტყვი “თურქულზე” და დაამზადა ყალბი დოკუმენტი, თითქოს პირუტყვი უკვე აცრილი იყო. “ბრალდებულმა, საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, რომლის ფარგლებშიც მას ევალებოდა სააგენტოს მიერ დაკვეთილი სამუშაოს …

რესტორანი, სადაც 200-მდე ადამიანი მოიწამლა, დააჯარიმეს და დროებით დახურეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მარნეულში ჯგუფური მოწამლის ფაქტზე ბიზნესოპარატორს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ქორწილში 200-მდე ადამიანი მოიწამლა. მოწამვლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადების, შემოტანის ან რეალიზაციის მუხლით (სსსკ-ის 198-ე მუხლი) სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სადახლოში  ადამიანების ჯგუფური მოწამვლის ფაქტზე ინდმეწარმე სამირ კარაჯაევის კუთვნილ რესტორნში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა. სააგენტოს …

ბრუცელოზი საქართველოში – პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაიწყო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადება  ბრუცელოზის საწინააღმდეგო უფასო პროფილაქტიკური ვაქცინაცია კახეთში, აჭარის რეგიონსა და თბილისის შემოგარენში დაიწყო. ვაქცინაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე ფერმერებსაც შეეხება. ბრუცელოზი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ცხოველის გარდა საფრხეს ადამიანისთვისაც წარმოადგენს, რადგან მსხვილფეხა პირიტყვიდან სხვადასხვა გზით ადამიანს გადაეცემა. 2016 წელს ვაქცინაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 450 ათასი ლარია გამოყოფილი. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის ლაშა …

რუსეთის მიერ დაბლოკილ 18.5 ტონა ქართულ ატამს საქართველო ლაბორატორიულ კვლევას ჩაუტარებს

გუუშინ, 10 აგვისტოს, როსელხოზნადზორმა კრასნოდარის ოლქში საქართველოდან ექსპორტიორებული 18.5 ტონა ატამის რუსეთის ტერიტორიაზე შეტანა დაბლოკა. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო, თავის მხრივ, ატმის ამ პარტიაზე ლაბორატორიული ანალიზის ჩატარებას გეგმავს. ატმის უკან დაბრუნების მიზეზად ფიტოსანიტარული კონტროლის ვერგავლა სახელდება. კერძოდ, როსელხოზნადზორის  ინფორმაციით, ატმის ამ პარტიაში აღმოაჩინეს მავნე ორგანიზმი –  1 “აღმოსავლური ნაყოფჭამია”. მათივე ცნობით, იმისათვის, რათა თავიდან აიცილონ მავნე ორგანიზმების რუსეთის ტერიტორიაზე გავრცელება, პროდუქცია გამომგზავნს უკან დაუბრუნდა. საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, …

სურსათის სააგენტო მოსახლეობას ურჩევს, ყურადღება მიაქციონ საზამთროსა და ნესვის კანს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის სამმართველოს ინსპექტორებმა სავაჭრო ობიექტებში სარეალიზაციოდ გამოტანილი ბაღჩეული კულტურები შეამოწმეს. მათი ცნობით, სეზონურობიდან გამომდინარე, აქცენტი საზამთროსა და ნესვზე გაკეთდა, რადგან ზაფხულში ამ პროდუქტების მოხმარება განსაკუთრებით დიდია. “შემოწმებისას დადგინდა, რომ საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატება; გამოვლინდა მცირედი შეუსაბამობა, რაზეც რეალიზატორმა გაითვალისწინა სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების რეკომენდაცია და პროდუქცია რეალიზაციიდან …

ცხოველთა სასაკლაოებში HACCP-ის სისტემის დანერგვის მხარდაჭერაზე შეთანხმება გაფორმდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ცხოველთა სასაკლაოებში  HACCP-ის  სისტემის  დანერგვის მხარდაჭერასთან დაკავშირებით შეთანხმება გაფორმდა. სააგენტოს ცნობით, ეს შეთანხმება ცხოველთა სასაკლაოებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების HACCP-ის  სისტემის  დანერგვასთან დაკავშირებით  მხარდაჭერას  და მათთვის საკონსულტაციო ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. შესაბამისი მემორანდუმი სურსათის ეროვნულ  სააგენტოსა და  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  „სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს“ (REAP) შორის გაფორმდა. …

სურსათის სააგენტოსა და იმპორტიორის ცნობით, საქართველოში “მარსის” უსაფრთხო შოკოლადი იყიდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, “ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემას” საქართველოსთვის არ უცნობებია, რომ ქვეყანაში საფრთხის შემცველი “მარსის” იმპორტირებული შოკოლადია შემოსული. შოკოლადის მწარმოებელმა საერთაშორისო ბრენდმა “მარსმა” ჰოლანდიის ქარხანაში წარმოებული “მარსის”, სნიკერსისა და მილქი ვეის შოკოლადების ბაზრიდან ამოღება დაიწყო. ამის მიზეზია ის ფაქტი, რომ გერმანიაში ნაყიდი სნიკერსის შეფუთვაში მცირე ზომის პლასტმასის ნაწილი აღმოაჩინეს. “მარსი” ფიქრობს, რომ ეს იზოლირებული ინციდენტია, თუმცა …

თბილისში საშაურმეს ანტისანიტარიისა და მწერების არსებობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ფაღავას ქუჩაზე მდებარე ინდმეწარმე “გია ნონიაშვილის“ საშაურმეს ანტისანიტარიის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა. სააგენტოს ინფორმაციით, დოკუმენტური შემოწმებისას გამოვლინდა ჰიგიენური ნორმების დარღვევა, რაც არაგეგმური ინსპექტირების საფუძველი გახდა. ინსპექტირებისას კი დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები (მწერები და ანტისანიტარია, დეზინფექცია-დერატიზაციის არარსებობა), რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოუწოდებს, დაუკავშირდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო სამსახურის ცხელ …

კომპანიას, რომლის ბურბუშელაშიც პიროტექნიკა აღმოჩნდა, საწარმოო პროცესი შეუჩერეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საწარმოო პროცესი შეუჩერეს ბურბუშელის მწარმოებელ იმ კომპანიას, სადაც პიროტექნიკა აღმოაჩინეს. გარდა ამისა, კომპანიას პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა და 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაევალა. სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ბურბუშელას მწარმოებელ შპს „დავლათში“ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. “სურსათში დადასტურდა ფიზიკური საფრთხის შემცველი პიროტექნიკის არსებობა, გამოვლინდა ასევე სხვა  კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც …

Exit mobile version