ახალი წლის დღეებში ხორცპროდუქტების მოხმარების მატებასთან ერთად სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისაგან. “გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხშირად ხორცის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები; უცნობია ხორცის წარმომავლობა, საქონლის დაკვლის ადგილი. სურსათის ეროვნული სააგენტო და გაერო-ს სურსათისა და სოფლის …
Tag Archives: სურსათის ეროვნული სააგენტო
კიბოს გამომწვევი ნივთიერება, რის გამოც ქართული თხილის პარტია ევროკავშირიდან მოაბრუნეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტოქსიკური ნივთიერება აფლატოქსინის გამო 2018 წელს ქართული თხილის ევროკავშირიდან მობრუნების 6 შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც სააგენტო აცხადებს, 2017 წელთან შედარებით, აფლატოქსინის გამო მობრუნებული თხილის რაოდენობა შემცირებულია. 2016-2017 წლებში თხილში ტოქსიკური ნივთიერების შემცველობაზე ევროკავშირისგან საქართველომ 9-9 შეტყობინება მიიღო. 12 დეკემბერს აფლატოქსინის აღმოჩენის გამო ბულგარეთიდან თხილი მოაბრუნეს. სააგენტოში არ ამბობენ, რამდენი ტონა თხილი მობრუნდა ქვეყანაში, …
მოქალაქე ამბობს, რომ ვაქცინაში, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, თანხა თვითონ გადაიხადა
ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მიხიელ ღანიშაშვილი ამბობს, რომ მისი ორი ძროხა ნოდურალური დერმატიტით დაავადა და ვაქცინაში, რომელიც წესით სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს, თანხა თვითონ გადაიხადა. მისი თქმით, ვაქცინის თხოვნით ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე სურსათის ეროვნულ სააგენტოს ორი დღის წინ მიმართა. “ნოდურალური დერმატიტით ჩემი ორი ძროხაც (მეწველი და ბოჩოლა) დაავადდა. მაშინვე ვეტექიმს მივმართე. საკმაოდ ძვირადღირებული წამლები ვიყიდე და დაავადებულ პირიტყვს …
რა დარღვევები აღმოაჩინა სეს-მა აპრილ-ივნისში – momxmarebeli.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილი-ივნისის კონტროლის შედეგებს. „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”, გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ძირითად მიგნებებს ავრცელებს. კერძოდ: [crosslist] საქართველოს რეგიონებში ბევრია წყლის დაბინძურების შემთხვევები. წყალმომარაგების სფეროში მასშტაბური პროექტების განხორციელების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავ არ მიუწვდება ხელი სუფთა სასმელ წყალზე. სეს-მა …
Continue reading “რა დარღვევები აღმოაჩინა სეს-მა აპრილ-ივნისში – momxmarebeli.ge”
საგამოძიებო სამსახური: ამოვიღეთ ცხენის ხორცით დამზადებული ხორცპროდუქტები
თბილისში ხორცის ფალსიფიცირების 6 ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საგამოძიებო სამსახური ერთი პირს ბრალად სდებს ცხენის ხორცის გამოყენებით ხორცპროდუქტების დამზადებას. გამოძიების ინფორმაციით, ხორცპროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი ინდმეწარმე ქალაქ თბილისში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში ხორცპროდუქტს, ე.წ. „სუჯუკს“ აწარმოებდა და ყიდდა. პროდუქტის ეტიკეტზე, მის შემადგენლობაში მითითებული საქონლისა და ღორის ხორცის ნაცვლად, წარმოების პროცესში ბრალდებული იყენებდა ცხენის ხორცს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მათ …
Continue reading “საგამოძიებო სამსახური: ამოვიღეთ ცხენის ხორცით დამზადებული ხორცპროდუქტები”
დაილუქა 21 600 არაეტიკეტირებული კვერცხი – სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში კვერცხის საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. სააგენტოს ცნობით, თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს შპს „კრეატივი+“-ში, სადაც 21 600 არაეტიკეტირებული კვერცხი აღმოჩნდა: მათი განცხადებით, საეჭვო წარმომავლობის კვერცხი დაილუქა და ბიზნესოპერატორს მისი განადგურება დაევალა, რაზეც ზედამხედველობას განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. 2013 წლის მაისში „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის …
Continue reading “დაილუქა 21 600 არაეტიკეტირებული კვერცხი – სურსათის ეროვნული სააგენტო”
სიღნაღში რამდენიმე რესტორანს კრიტიკული დარღვევების გამო მუშაობა შეუჩერეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სიღნაღში მდებარე რესტორნებს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. სააგენტოს ცნობით, საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან ხუთში დაფიქსირდა არასათანადო რეცხვა-დეზინფიცირება, გამწოვი სისტემების და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, რის გამოც მათ საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. სააგენტოს მითითებების და რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ „ფიროსმანს“, „მარანსა“ და „ძველ სიღნაღს“ უკვე აღუდგათ საწარმოო პროცესი, ხოლო „ბურჯს“ და „ტერასა სიღნაღს“ კვლავ შეჩერებული …
Continue reading “სიღნაღში რამდენიმე რესტორანს კრიტიკული დარღვევების გამო მუშაობა შეუჩერეს”
გლდანის ბაზარში ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყების თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა გლდანის აგრარული ბაზრების, შპს“მერკადოს“ და შპს „სუზალას“ ხორცის სარეალიზაციო პავილიონები შეამოწმეს. შემოწმების შედეგად გამოავლინეს ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის ფაქტები, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, მავნე სურსათი კი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება. სულ დალუქულია 200 კგ-ზე მეტი მსხვილფეხა საქონლისა და ქათმის იმპორტირებული ხორცი. გარდა ამისა, …
Continue reading “გლდანის ბაზარში ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს”
ოზურგეთში კაცის გარდაცვალებაზე ექსპერტიზაა დანიშნული
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შუახნის კაცის გარდაცვალებაზე ექსპერტიზაა დანიშნული. ინფორმაცია სოფელ შემოქმედში შუახნის კაცის გარდაცვალების შესახებ თავდაპირველად Ipress-მა გაავრცელა. გამოცემა წერდა, რომ შუახნის კაცი შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც საკუთარი სახლის სხვენში ფაროსანასა და სხვა მწერების საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაასრულა. “ნეტგაზეთი” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ შუახნის კაცის გარდაცვალებაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე …
Continue reading “ოზურგეთში კაცის გარდაცვალებაზე ექსპერტიზაა დანიშნული”
სურსათის სააგენტო მოსახლეობას სააღდგომოდ ხორცთან დაკავშირებით აფრთხილებს
სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცის და ხორცპროდუქტების შეძენისგან ისეთ ადგილებში, სადაც ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები დაცული არ არის. “აღდგომის დღეებში, მარხვის დასრულებასთან ერთად, იმატებს ხორცპროდუქტების მოხმარება. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ხშირია არაკეთილსაიმედო გარემოში გასაყიდად გამოტანილი ხორცი, რომელთა წარმომავლობა, ისევე როგორც დაკვლის ადგილი, უცნობია მომხმარებლისთვის“,-წერია …
Continue reading “სურსათის სააგენტო მოსახლეობას სააღდგომოდ ხორცთან დაკავშირებით აფრთხილებს”
ივნისამდე თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის იმპორტი აიკრძალა
2018 წლის პირველ ივნისამდე საქართველოში თურქეთიდან კარტოფილის შემოტანა აიკრძალება. მთავრობის განკარგულების თანახმად, თურქეთიდან კარტოფილის შემოტანის დროებითი აკრძალვა კარტოფილის კიბოს თავისუფალ ტერიტორიაზე გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოხდა. “ეს დადგენილება პრევენციული ხასიათისაა კარტოფილის კიბოს რისკის თავიდან აცილებისთვის. ეს დროებითია და პირველად არ ხდება ასეთი შეზღუდვის დაწესება. კარტოფილის კიბო საკარანტინო ორგანიზმია, რომელიც თურქეთში ფიქსირდება. შესაბამისად, სანამ ქვეყანაში კარტოფილის თესვის …
Continue reading “ივნისამდე თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის იმპორტი აიკრძალა”
“თაღლაურას”, “კრუიზსა” და სხვა რესტორნებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათ
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დოკუმენტური შემოწმება და ინსპექტირება ჩაატარა თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, 19 რესტორანსა და კაფე-ბარში. სააგენტოს ინფორმაციით, 7 მათგანს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა (კრიტიკულია ისეთი შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და მისი აღმოფხვრა კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე შეუძლებელია). სააგენტომ საწარმოო პროცესი შემდეგ რესტორნებს შეუჩერა: “თაღლაურა”; “ძველი ქალაქი”; “კრუიზი”; “პლაზა ჰოლი”; კაფე …
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2 ტონაზე მეტი ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტ “აგროფერმაში” 2 ტონაზე მეტი ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა. სააგენტოს განცხადებით, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, საეჭვოდ მიჩნეული ხორცი კი დაილუქა და ბიზნესოპერატორს მისი განადგურება დაევალა. “სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შემოწმდა საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტი შპს „აგროფერმა“, სადაც მიმდინარე წელს განხორციელებული შემოწმებების შედეგად სააგენტოს წარმომადგენლებმა 2 ტონაზე მეტი ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, საეჭვოდ მიჩნეული სურსათი კი …
Continue reading “სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2 ტონაზე მეტი ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა”
გამოვლენილია 500 კილოგრამზე მეტი საეჭვო წარმომავლობის ხორცი – სეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებისას ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. “სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დარღვევები დაფიქსირდა შპს „ახალ ხორცის“ საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტში, რის გამოც თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა 500 კილოგრამზე მეტი ვადაგასული და ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცი დალუქეს. ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და ხორცის …
Continue reading “გამოვლენილია 500 კილოგრამზე მეტი საეჭვო წარმომავლობის ხორცი – სეს”
სუნელები მხოლოდ ეტიკეტირებული და დაფასოებული გაიყიდება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სუნელების და სანელებლების წარმოება-გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომები ამოქმედდება. რისკის მართვის დროებითი ზომების მოქმედების ვადა განსაზღვრულია არაუმეტეს 2 წლით. ახალი წესების თანახმად: იკრძალება ფიზიკური პირების (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) მიერ სუნელებისა და სანელებლების წარმოება ან/და გადამუშავება და რეალიზაცია; ფიზიკური პირების მიერ სუნელებისა და სანელებლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა …
Continue reading “სუნელები მხოლოდ ეტიკეტირებული და დაფასოებული გაიყიდება”
გურჯაანის ბაზარში ყველისა და ხორცის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გურჯაანის აგრარულ ბაზარში ყველისა და ხორცის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. სააგენტოს ცნობით, ჩატარებული შემოწმების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ყველის და ხორცის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებისთანავე აღუდგება. სააგენტომ მითითებების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა თელავის აგრარული ბაზარიც.
„კარფურის“ სენდვიჩების განყოფილებას საწარმოო პროცესი შეუჩერეს
„თბილისი მოლში“მდებარე „კარფურის“ სენდვიჩების განყოფილებას სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოო პროცესი შეუჩერა. სააგენტოს ინფორმაციით, მათ არაგეგმური ინსპექტირება რამდენიმე ადამიანის შესაძლო საკვებით მოწამვლის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩაატარეს. შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანახმად,”კარფურს” საწარმოო პროცესი შეუსაბამობის აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.
სეს: ზამთრის კურორტებზე დარღვევებისთვის კვების 46 ობიექტი დაჯარიმდა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ზამთრის კურორტებზე შემოწმებული კვების 74 ობიექტიდან 46 რიგი დარღვევების გამო დააჯარიმა. სააგენტოს წარმომადგენლებმა ბიზნესოპერატორებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან დაკავშრებით შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს. სურსათის სააგენტომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ბორჯომში, დაბა ბაკურიანსა და ახალდაბაში მდებარე სასტუმროების, რესტორნებისა და კაფე-ბარების კვების ბლოკები შეამოწმა. ინსპექტორები როგორც სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობით, ისე სურსათის ეტიკეტირებითა და შენახვა-რეალიზაციის პირობებით დაინტერესდნენ. სააგენტოს …
Continue reading “სეს: ზამთრის კურორტებზე დარღვევებისთვის კვების 46 ობიექტი დაჯარიმდა”
„ლაქტალის“ ბავშვთა კვების პროდუქტები სარეალიზაციო ქსელიდან სრულად ამოღებულია
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მიიღო ახალი შეტყობინება, რომელიც ეხება პრევენციული ღონისძიებების მიზნით, ფრანგული კომპანია „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ მიერ 2017 წლის 15 თებერვლის შემდეგ წარმოებული ბავშვთა კვების პროდუქტების სარეალიზაციო ქსელიდან სრულად ამოღების ვალდებულებას. აღნიშნული შეტყობინება ყველა იმ ქვეყანას გაეგზავნა, სადაც ხდება აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის იმპორტი. სააგენტოს მითითებით და ზედამხედველობით, ფრანგული კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში …
Continue reading “„ლაქტალის“ ბავშვთა კვების პროდუქტები სარეალიზაციო ქსელიდან სრულად ამოღებულია”
სეს: ცხენის/ვირის ხორცის შემცველობა 12 პროდუქტში გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ხორცის სახეობრივი კვლევის შედეგად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში 12 დარღვევა გამოვლინდა. 11 შემთხვევაში პროდუქტის შემადგენლობაში აღმოჩნდა ცხენის, ერთ შემთხვევაში კი – ვირის ხორცი. ყველა ამ პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული იყო, რომ ის საქონლის ან ღორის ხორცისგან იყო დამზადებული. ხორცის სახეობრივ კვლევას სურსათის ეროვნული სააგენტო 2017 წლის მარტიდან ატარებს. საზოგადოებრივი კვების და სარეალიზაციო ობიექტებიდან …
Continue reading “სეს: ცხენის/ვირის ხორცის შემცველობა 12 პროდუქტში გამოვლინდა”
თბილისში აგრარული ბაზრების შემოწმების შედეგად 4 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში არსებული აგრარული ბაზრების შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევებისას 4 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. აქედან ორს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა და 1000-1000 ლარით დააჯარიმეს. “აქტიურად მოწმდება აგრარული ბაზრები. შემოწმებისას ყურადღება გავამახვილეთ ხორცპროდუქტებისა და რძის პროდუქტების რეალიზაციის პირობებზე, გამოიკვეთა რამდენიმე შეუსაბამობა, ძირითადად არის ეტიკეტირების წესის დარღვევა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა. ბიზნესოპერატორებს ჩვენ მივეცით რეკომენდაციები გამოსწორებისთვის. გატარდება …
Continue reading “თბილისში აგრარული ბაზრების შემოწმების შედეგად 4 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა”
მოსწავლეთა ჯგუფური ინტოქსიკაციის შედეგად ქუთაისში კვების ობიექტი დააჯარიმეს
კვების ობიექტს ქუთაისში, სადაც სკოლის მოსწავლეები მასობრივად მოიწამლნენ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა. სააგენტოს ცნობით, იმერეთში ექსკურსიაზე მყოფი შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები ინტოქსიკაციის ნიშნებით 4 ნოემბერს ქუთაისის ჯანდაცვის დაწესებულებაში გადაიყვანეს. “როგორც მოზარდებმა და მათმა თანხმლებმა პირებმა განმარტეს, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ი/მ „ოთარ სინაურიძის“ კუთვნილ საზოგადოებრივი კვების ობიექტში ივახშმეს, რის შემდეგაც აღენიშნათ ინტოქსიკაციის სიმპტომები”, – …
Continue reading “მოსწავლეთა ჯგუფური ინტოქსიკაციის შედეგად ქუთაისში კვების ობიექტი დააჯარიმეს”
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების წესები ციტრუსოვან კულტურებში
სურსათის ეროვნული სააგენტო, ციტრუსოვანი კულტურების დაცვის მიზნით, მოსახლეობას მოუწოდებს დარიგებული პრეპრატებით დროულად განახორციელონ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა. სააგენტოს ცნობით, ქიმიური წამლობისას მნიშვნელოვანია პრეპარატების გამოყენების წესების და ვადების დაცვა. მცენარეთა დაცვის სპეციალისტების განმარტებით, ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი (ზონდერი 100ეკ; ინსაკარი 100ეკ; თეიქოფ 100ეკ) მაღალეფექტური, ფართო სპექტრის ინსექტიციდია, რომელიც გამოიყენება აზიური ფაროსანას, ფოთლის მავნებლების, ყურძნის ჭიის, ტკიპების, ბუგრების, ნაყოფჭამიების, …
სეს: ფაროსანასთან საბრძოლველად ოჯახებს 1 ლიტრ შესაწამლ პრეპარატს და ხაფანგებს გადავცემთ
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, მოსახლეობისთვის პრეპარატების და მოსაზიდი ხაფანგების გადაცემის პროცესი დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს 230 ათას ლიტრ პრეპარატს და ფერომონებს (მავნებლის მოსაზიდ ხაფანგებს) გადასცემს. სააგენტოს ცნობით, სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებისთვის პრეპარატების გადაცემა და მისი მოსახლეობისთვის დარიგების პროცესი …