თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში, სადაც აქცია მიმდინარეობს, სტუდენტები აპლოდისმენტებით შეხვდნენ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. კვირიკაშვილმა უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატ გიორგი გაფრინდაშვილს თხოვნით მიმართა, მოხსნას თავისი კანდიდატურა. აქცია უნივერისტეტში დღეს, 15.00 საათზე განახლდა. სტუდენტებს პრემიერის განცხადება ერთ-ერთმა სტუდენტმა ლევან ლორთქიფანიძემ გააცნო, რასაც ტაში მოჰყვა. აქციაზე სიტყვით გამოსულმა კიდევ ერთმა სტუდენტმა განაცხადა, რომ სტუდენტების მიზანი …
Continue reading “სტუდენტები პრემიერ-მინისტრის განცხადებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ”