ქარტია პოლიციას მოუწოდებს, თსუ-ში უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხო სამუშაო პირობები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო თსუ-ში ჟურნალისტების ხელშეშლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. საბჭო სამართალდამცავ ორგანოებს და უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხო სამუშაო პირობები. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მედიის წარმომადგენლებს მიეცეთ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების საშუალება და შეძლონ აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება. 14 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სადაც თვითმმართველობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები …

ვლადიმერ პაპავა გადადგომას არ აპირებს

თსუ-ს რექტორი, ვლადიმერ პაპავა გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ მან დღეს, 15 მარტს სტუდენტებთან და უნვიერსიტეტის პროფესორებთან შეხვედრისას განაცხადა: “რექტორი აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას, ვაცნობიერებ სრულად, რას ნიშნავს დღეს იყო რექტორი. და იქიდან გამომდინარე, რომ ინსტიტუციურად რექტორი არის პირველი პირი, რექტორი გადადგომას არ აპირებს.” რექტორი გადადგომას არ აპირებს. Posted by netgazeti.ge on Tuesday, March 15, 2016   …

თსუ-ს თვითმმართველობა: არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა სტუდენტებს შორის

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა 14 თებერვალს უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ნეტგაზეთი” უცვლელეად გთავაზობთ: “დღეს განვითარებული მოვლენები მრავალი ინტერპრეტაციით იყო მიწოდებული სხვადასხვა მედიასაშუალებებით. სინამდვილეში კი მოხდა შემდეგი: დილით მეორე აქციის ორგანიზატორებს შევთავაზეთ უნივერსიტეტში ისე განთავსება, რომ ექსცესი არ ყოფილიყო. კერძოდ, ვკითხეთ, გარეთ ერჩივნათ აქციის გამართვა თუ შიგნით. მათ განაცხადეს, რომ მთელი პირველი კორპუსი სჭირდებოდათ. …

თსუ-ს წინ მყოფი სტუდენტები დაიშალნენ, ისინი 15 მარტს 11 საათიდან შეიკრიბებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ შეკრებილი სტუდენტები დაიშალნენ. სტუდენტები ხვალ, 11 საათზე კვლავ შეიკრიბებიან. აუდიტორია #115-ის წევრმა რატი რატიანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ უნივერსიტეტის შენობის გარეთ მყოფმა სტუდენტებმა გადაწყვეტეს, რომ დაიშალონ და ხვალ, 15 მარტს, 11 საათიდან ისევ შეიკრიბონ უნივერსიტეტში. რატიანის თქმით,  პოლიციას არ განუმარტავს, თუ რა მოტივით არ უშვებენ მათ უნივერსიტეტის შენობაში. შენობის წინ და უნივერსიტეტში მყოფ სტუდენტებს …

“გადადექი!”, “არ გადადგე!” – შეძახილები თსუ-ს რექტორის კაბინეტთან [ვიდეო]

თვითმმართველობისა და აუდიტორია #115-ის აქციების მონაწილე სტუდენტები თსუ-ს რექტორის კაბინეტთან არიან შეკრებილები. სტუდენტური თვითმმართველობის აქციის მონაწილეები, რომლებიც თსუ-ში 12 საათიდან მართავენ კონტრაქციას, სკანდირებენ “გადადექი!”. ისინი ლადო პაპავას გადადგომას მოითხოვენ. კონტრაქციის მონაწილების მოპირდაპირე მხარეს, რექტორის კაბინეტთან. მდგარი აუდიტორია #115-ის აქციის მონაწილეები კი საპირისპიროს სკანდირებენ: “არ გადადგე!”. უნივერსიტეტის რეტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატთან შეკრებილები არიან თვითმმართველობისა და მოპროტესტე სტუდენტების წარმომადგენლები. …

სტუდენტური თვითმმართველობა თსუ-ს რექტორის გადაყენებას მოითხოვს [ვიდეო]

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა აკადემიურ საბჭოს მოუწოდებს, რომ რექტორი გადააყენონ. 16:00 საათზე ისინი შეკრებილნი არიან რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატთან და მანამდე არ აპირებენ დაშლას, სანამ აკადემიური საბჭო არ მიიღებს რექტორის გადაყენების გადაწყვეტილებას. ამის შესახებ თვითმმართველობის პრეზიდენტმა, შალვა საბაურმა განაცხადა. სტუდენტური თვითმმართველობა აკადემიურ საბჭოს მოუწოდებს, გადააყენოს რექტორი ვლადიმერ პაპავა Posted by netgazeti.ge on Monday, March 14, …

თვითმმართველობის აქციაზე “ლიბერალის” და “ნეტგაზეთის” ჟურნალისტებს ხელი შეუშალეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სადაც თვითმმართველობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დღეს დილიდან აქციას მართავენ, “ლიბერალის” ფოტოგრაფს კამერა დაუზიანეს, ხოლო ნეტგაზეთის რეპორტიორს ის ტელეფონი წაართვეს, რომლითაც აქციას იღებდა. ლიბერალის კიდევ ერთ ჟურნალისტს, სოფო გოგიშვილს, რომელიც ასევე მობილურით იღებდა უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესს, გაურკვეველმა პირმა ყელში ხელი წაუჭირა და ტელეფონი ჩამოართვა. “იმ ადგილას, სადაც თვითთმართველობის წევრები აქციას მართავდნენ, რაღაც …

EMC: უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები უნივერსიტეტის ფარგლებს გასცდა

EMC ეხმიანება თსუ-ში დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას და აცხადებს, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები უნივერსიტეტის ფარგლებს გასცდა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კრიზისიდან პროცესების გამოყვანისა და განათლების პოლიტიკის სისტემურად შეცვლის მიზნით სახელმწიფომ დროული და ქმედითი პოლიტიკა უნდა გაატაროს. EMC მთავრობას მოუწოდებს: ” • უნივერსიტეტის შენობაში სხვადასხვა ჯგუფებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტების განმეორების რისკების პრევენციის მიზნით, …

თვითმმართველობის აქციის მონაწილეებმა თსუ-ს რექტორის კაბინეტში შეჭრა ცადეს [ვიდეო]

თვითმმართველობის წევრებმა ცადეს,  უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში შეჭრილიყვნენ, რასაც პოლიცია შეეწინააღმდეგა. თსუ-ს თვითმმართველობის წევრებმა, რომლებიც უნივერსიტეტში აქციას 12 საათიდან მართავენ, ცადეს რექტორის კაბინეტის კარი შეემტვრიათ, თუმცა პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით მოაცილა კაბინეტს. თვითმმართველობის წევრები დაახლოებით 14 საათზე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაში შევიდნენ. ისინი რექტორის კაბინეტთან არიან შეკრებილი და სკანდირებენ სიტყვებს: “წადი! წადი!” მოვლენების მოკლე  ქრონოლოგია 07.03.2016 …

გიორგი გაფრინდაშვილი: მე უკან ვიხევ

გიორგი გაფრინდაშვილმა, თსუ-ს კანცლერობის კანდიდატმა, განაცხადა, რომ უკან იხევს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, მოხსნა თუ არა საკუთარი კანდაიდტურა. “მე უკან ვიხევ, მაგრამ მხოლოდ უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომოდინარე.  ამის მიუხედავად ყოველთვის ვიქნები უნივერსიტეტის გვერდით და გავაგრძელებ ბრძოლას იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ჩემს გვერდით არიან”, –  განაცხადა გაფრინდაშვილმა დღეს, 14 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი შეფასებით უნივერსიტეტში არის უმართავი მდგომარეობა. მისი …

სტუდენტური თვითმმართველობა რექტორის გადადგომას ითხოვს

სტუდენტური თვითმმართველობის წევრები რექტორის კაბინეტის წინ არიან შეკრებილი და რექტორ ვლადიმერ პაპავას გადადგომას ითხოვენ. სტუდენტური თვითმმართელობის წევრების კონტრაქცია აუდიტორია #115-ის აქციის პარალელურად, უნივერსიტეტის წინ 12 საათზე დაიწყო. თვითმმართველობის წევრები დაახლოებით 14 საათზე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაში შევიდნენ. ისინი რექტორის კაბინეტთან არიან შეკრებილი და სკანდირებენ სიტყვებს: “წადი! წადი!”  

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნივერსიტეტში მიმდინარე აქციას აკვირდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე აქციას დააკვირდება და მონიტორინგს გაუწევს. მათივე ცნობით,  გიორგი მარგველაშვილის მრჩევლებმა, კახა კოჟორიძემ და სოფიო შამანიდმა დღეს უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა და დაპირისპირებული სტუდენტების ორივე ჯგუფს დიალოგისკენ მოუწოდეს. როგორც კახა კოჟორიძემ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს აქტიურად აკვირდება. “ჩვენი დღევანდელი აქ მოსვლის მთავარი …

აქცია და კონტრაქცია თსუ-ში [განახლებადი]

14:00 სტუდენტური თვითმმართველობის წევრები უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაში შევიდნენ. ისინი რექტორის კაბინეტის წინ არიან შეკრებილი და რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომას ითხოვენ. აუდიტორია #115-ს აქციის მონაწილე, ნათია ქარჩილაძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლებს სურდათ იმ ადგილის დაკავება, სადაც აუდოტორია #115-ის მონაწილეები არიან. მისი თქმით, მათ სთხოვეს თვითმმართველობის წევრებს, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია, რათა ამ ყველაფერს ამ მოჰყოლოდა …

სტუდენტური თვითმმართველობისა და აუდიტორია #115-ის აქციები თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ ორი აქცია- სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115-ის წევრებისა და  სტუდენტური თვითმმართველობის – 12 საათზე დაიწყო. უნივერსიტეტის დაცვა აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის დგას.  აუდიტორია #115-ის წევრების მოწოდებებს უნივერსიტეტის ავტონომიურობის შესახებ თვითმმართველობის აქციის მონაწილეები სტვენით პასუხობენ. პაატა ბახტურიძე, სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი და სენატის წევრი, აცხადებს, რომ უნივერსიტეტის კანცლერი სამართლებრივი პროცედურით უნდა აირჩიონ …

თსუ-ს გაზეთის რედაქტორი უნივერსიტეტში ცენზურაზე საუბრობს

თბილისის სახელმწიფი უნივერსიტეტის გაზეთის რედაქტორმა, ნინო კაკულიამ, სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მას უნივერსიტეტის პრობლემების შესახებ ზოგიერთი სტატიის გამოქვეყნების უფლებას არ რთავდნენ. ერთ-ერთ იმ პირებიდან კი, ვინც, მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების დროს გაზეთს აკონტროლებდა, უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი იყო. ვიდეომასალას განცხადების შესახებ თსუ-ს სტუდენტები ავრცელებენ. თსუ-ს გაზეთის რედაქტორი, ნაცმოძრაობის დროინდენ სისტემაზე და გიორგი გაფრინდაშვილზე …

თსუ-ს თვითმმართველობა და სტუდენტთა ჯგუფი აქციებს ერთდროულად ერთსა და იმავე ადგილას გამართავენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, 14 მარტს, 12:00 საათზე, ერთდროულად ორი აქცია გაიმართება. ერთი მათგანი უნივერსიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდება, ხოლო მეორე, იმ სტუდენტების ჯგუფის, რომლებიც რამდენიმე დღეა თსუ-ში საპროტესტო აქციებს მართავენ. სტუდენტთა ჯგუფის მოთხოვნები უცვლელია. ისინი კვლავ აპროტესტებენ უნივერსიტეტის კანცლერის პოზიციაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას და მოითხოვენ, უშიშროების თანამშრომლებმა დატოვონ საუნივერსიტეტო სივრცე. აქციების შეწყვეტას მხოლოდ …

თსუ-ში საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტები “რუსთავი 2”-ს ბოიკოტს უცხადებენ

თსუ-ს სტუდენტების საპროტესტიო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ “რუსთავი 2”-ის ეთერით განაცხადა, რომ ტელეკომპანიას ბოიკოტს უცხადებენ, ვიდრე ნიკა გვარამია ბოდიშს არ მოიხდის: “ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიის, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გარამია აკეთებს სრულიად უპასუხისმგებლო, ირონიულ და არაადეკვატურ განცხადებას და იგი სტუდენტებს ცილს სწამებს და აკრავს პარტიულ იარლიყებს. ცდილობს, ეს ჯანსაღი პროტესტი გარიოს პარტიათა თამაშში, რაც არის …

აუდიტორია #115-ის წევრებს თამარ სანიკიძე ხვდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე ხვდება სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია #115”-ის წევრებს ხვდება. როგორც თსუ-ს სტუდენტები ამბობენ, მათთან შეხვედრის სურვილი სანიკიძემ თავად გამოთქვა. დღევანდელი დახურული მსჯელობის შემდეგ სტუდენტები განათლების მინისტრთან შეხვედრას დათანხმდნენ. “მინისტრმა შეხვედრაზე მზაობა თავად გამოთქვა, თუ ამას ჩვენ ვთხოვდით. გადავწყვიტეთ და მივიჩნიეთ, რომ მოსულიყო,” – ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ოთო კობახიძე. …

აუდიტორია #115: სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, საპროტესტო აქციები გაგრძელდება

ამ დროისთვის (17:25) თსუ-ს პირველ კორპუსში სტუდენტები, რომლებიც გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნასა და უნივერსიტეტის ავტონომიას ითხოვენ, სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ. თსუ-ს სტუდენტი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სანდრო ტაბატაძე ნეტგაზეთთან მათი მოთხოვნების შესახებ საუბრობს: მივმართავთ ყველა შესაბამის უწყებას, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს უნივერსიტეტებში ე.წ. ოდეერების სისტემის საქმის გამოძიება. მივმართავათ აკადემიურ საბჭოს, კანცლერობის კანდიდატ გაფრინდაშვილთან შეხვედრის დროს მოუწოდოს მას, მოხსნას …

გიორგი გაფრინდაშვილი: ორშაბათს მივიღებ გადაწყვეტილებას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა იმედის ეთერით, გადაცემაში “პოლიტიკა” განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრისა და აკადემიური საბჭოს აზრი, ამიტომ 14 მარტს მიიღებს გადაწყვეტილებას. “ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის განცხადება, შესაბამისად, პატივს ვცემ ქვეყნის მთავრობის მეთაურის აზრს, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჩემი არჩევა აკადემიური საბჭოს მიერ განხორციელდა სამართლებრივი რეგულაციების დაცვით. აუციელებლია, მოვისმინო იმ …

პაპავა: “ოდეერი” უნივერსიტეტში კანცლერის თანაშემწედ მუშაობს

დღეს, 11 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა აცხადებს, რომ ივა კავსაძე, რომელიც არის “ოდეერი”, უნივერსიტეტში კანცლერის თანაშემწედ მუშაობს. პაპავას თქმით, სანამ სტუდენტებმა არ გამოთქვეს პროტესტი კანცლერობის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის წინააღმდეგ და არ დაიწყეს აქციები, მანამდე არ იცოდა, რომ უნივერსიტეტში “ოდეერი” მუშაობდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციებს 7 მარტიდან მართავენ, მოთხოვნით, რომ თსუ-ს …

ერევა თუ არა პრემიერი თსუ-ს ავტონომიაში? – რას ფიქრობენ სტუდენტები [ვიდეო]

ერევა თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი თსუ-ს ავტონომიაში თავისი მოწოდებით გაფრინდაშვილისადმი, რომ მოხსნას თავისი კანდიდატურა კანცლერობის არჩვენებიდან? – ამ კითხვით “ნეტგაზეთმა” თსუ-ს აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილს კითხვით მიმართა. აქციის მონაწილე ავთო ძამაშვილი ამბობს, რომ აქცია არის არაპოლიტკური, თუმცა პრემიერ-მინისტრის განცხადება მან მიიღო როგორც თხოვნა და არა როგორც ზეწოლა. აქციის კიდევ ერთი მონაწილე ელისაბედ გეგენავა მიიჩნევს, რომ გიორგი კვირიკაშვილის …

რკინიგზის პროფკავშირი თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს

სტუდენტების საპროტესტო აქცია თსუ-ში გრძელდება. მათი ნაწილი უნივერსიტეტში ღამითაც აპირებს დარჩენას. რკინიგზის პროფკავშირი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს. პროფკავშირის წარმომადგენლის, მალხაზ დვალიშვილის თქმით, როგორც სტუდენტები ედგნენ ამდენი ხნის მანძილზე გაფიცულ მუშებს გვერდით, ასევე, ისინიც უცხადებენ სოლიდარობას. “ჩვენ აქ მოვედით სტუდენტებისადმი სოლიდარობის გამოსაცხადებლად. გასულ წლებში რკინიგზელთა ახალი პროფკავშირები აწარმოებდა გაფიცვებს. სტუდენტები მიდიოდნენ ჩვენთან სოლიდარობის ნიშნად. ანალოგიურად, ჩვენც მოვედით და სოლიდარობას …

“მოხსენი!” – აუდიტორია #115-ის მოწოდება გიორგი გაფრინდაშვილს

”მოხსენი”, ”რეალური ავტონომია უნივერსიტეტს,” – ამ ლოზუნგებით თსუ-ს პირველ კორპუსში აუდიტორია #115-ის წევრებმა ცოცხალი ჯაჭვით დემონსტრაციული მსვლელობა მოაწყვეს. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია – კანცლერობის კანდიდატმა, გიორგი გაფრინდაშვილმა მოხსნას საკუთარი კანდიდატურა. პირველი კორპუსის ფოიედან სტუდენტებმა თსუ-ს მეორე კორპუსთან გადაინაცვლეს, სადაც იურიდიული ფაკულტეტი მდეობარეობს. სტუდენტების თქმით, თვითმმართველობამ მათ ბრბო უწოდა. მეორე კორპუსთან სტუდენტების აქციამ ამის გამო გადაინაცვლა. “ვეუბნებით მათ, …

Exit mobile version