სანიკიძე: მნიშვნელოვანი ცვლილებები და რეფორმის ფორმატი შევთავაზეთ სტუდენტებს

განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ სამინისტრომ სტუდენტებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და რეფორმის ფორმატი შესთავაზა. “ჩვენ ვისაუბრეთ ცვლილებებთან დაკავშირებით. ვერავის დავეთანხმები, რომ ცვლილებები არის ფორმალური. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები და რეფორმის ფორმატი შევთავაზეთ ჩვენ სტუდენტებს, რომელშიც პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ 80% მათი მოთხოვნებისა, თუ არა მეტი, არის გათვალისწინებული და ასახული ისე, როგორც ამას მოითხოვდნენ. ასახულია არა იმიტომ, რომ …

განათლების მინისტრთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ აუდიტორია 115 აქციას გამართავს

აუდიტორია 115 , რომლის წარმომადგენლებიც დღეს განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს შეხვდნენ, აცხადებს, რომ მათი პირობები არ შესრულდა და შაბათს, 16 აპრილს აქციას გამართავს. მინისტრთან შეხვედრის და მათი მოთხოვნების შესახებ აუდიტორია 115 -მა ინფორმაცია 13 აპრილს, გვიან საღამოს გაავრცელა და მას უცვლელად გთავაზობთ: “16 მარტს აუდიტორია 115-მა შეწყვიტა საპროტესტო აქციები იმ პირობით, რომ შესრულდებოდა ყველა მოთხოვნა, რომელიც აქციების მიმდინარეობისას …

სტუდენტებმა თსუ-ის მაღლივ კორპუსთან მიმდინარე მშენებლობა გააპროტესტეს

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სათავო ოფისის მშენებლობას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები მშენებლობის შეჩერებას მოითხოვდნენ. სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115” -ის წევრები ფიქრობენ, რომ მშენებლობზე ნებართვა კანონის დარღვევით გაიცა: – „თავდაპირველად ამ ტერიტორიას ჰქონდა რეკრეაციული ზონა 1-ის სტატუსი, რომელიც კრძალავს აქ მშენებლობის დაწყებას. მოხდა სტატუსის ცვლილება და …

“აუდიტორია 115” თვითმმართველობების გაუქმებასა და სტუდენტთა გაერთიანებების შექმნას მოითხოვს

„აუდიტორია 115″-ის მოთხოვნით, უნდა გაუქმდეს სტუდენტური თვითმმართველობები და უნივერსიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევაში სტუდენტებს მისცენ დამოუკიდებლად მონაწილეობის შესაძლებლობა. “აუდიტორია 115” მიიჩნევს, რომ სათანადო ცვლილებები განხორციელდეს „უმაღლესი განათლების შესახებ კანონის“ შესაბამის მუხლებში, მათ შორის, მე-20, 27-ე, 43-ე, 45-ე, მუხლებში, რასაც შემდგომში დაეფუძნება უმაღლესი განათლების დაწესებულებების მიერ სტუდენტთა თანასწორი მონაწილეობის იდეაზე დამყარებული რეგულაციებისა და მექანიზმების შექმნა და დანერგვა. ეს განცხადება, “აუდიტორია 115”-მა გუშინ, 12 აპრილს, …

თსუ-ს თვითმმართველობის ვიცე პრეზიდენტი: კანონპროექტი უნივერსიტეტის ავტონომიას არღვევს

თსუ-ს თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტი პაატა ბახტურიძე ამბობს, რომ განათლების სამინისტროს კანონპროექტი, რომელიც თვითმმართველობის საკითხებს ახლიდან დაარეგულირებს, უნივერსიტეტის ავტონომიურობას დაარღვევს, პაატა ბახტურიძის თქმით, ახალი კანონპროექტი რეალურად არაფერს ცვლის უნივერსიტეტის თვითმმართველობის მუშაობაში სახელისა და ბიუჯეტის გარდა. “ამ კანონპროექტის არც არაფერი იცვლება გარდა სახელისა. ერთი მცირედი განსხვავებაა, რომ დღეს თუ თვითმმართველობას არ აქვს მოჭრილი ბიუჯეტი და ცალ-ცალკე პროექტების მიხედვით ითხოვს …

სტუდენტების ნაწილს სამინისტროს კანონპროექტი სტუდენტურ თვითმმართველობებზე არ მოსწონს

თსუ-ს სტუდენტების ნაწილს არ მოსწონს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი უმაღლესი განათლების კანონში შესატან ცვლილებთან დაკავშირებით. “აუდიტორია 115”-ის წევრი და თსუ-ს სტუდენტი, რატი რატიანი ამბობს, რომ სამინისტრომ სტუდენტებს ისეთი კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც არ შეესაბამება იმას, რაზეც სტუდენტებთან შეთანხმდა. “ამ ვარიანტში გამოდის, რომ სიტყვა თვითმმართველობა არის ამოღებული და არის ჩანაცვლებული სიტყვით “კლუბები”, რაც თავისთავად არ იყო მისაღები. ჩვენთვის მთავარია სტრუქტურული …

კანონპროექტის სამუშაო ვერსიით, სტუდენტურ თვითმმართველობებს სტუდენტური კლუბები შეცვლის

განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის სამუშაო ვერსიის მიხედვით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თვითმმართველობები გაუქმდება და მათ ნაცვლად სტუდენტური კლუბები შეიქმნება. კანონპროექტის მიხედვით, რომელიც ჯერ არ არის დარეგისტრირებული პარლამენტში და სამუშაო დოკუმენტია, მოქმედი სტუდენტური თვითმმართველობები ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ მაშინ დაიშლებიან, როდესაც მათ გაუვათ უფლებამოსილების ვადა. კანონპროექტის მიხედვით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 45-ე მუხლში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, უქმდება სტუდენტთა …

ვლადიმერ პაპავა აუდიტორია #115-ის წევრებს შეხვდა

დღეს, 30 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ვლადიმერ პაპავა სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115-ის წევრებს შეხვდა. ისინი უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდნენ. რეალური სივრცის ჩანაწერი: ვლადიმერ პაპავა აუდიტორია 115-ის წევრებს ხვდება Posted by რეალური სივრცე • ყოველდღე on Wednesday, March 30, 2016   ვლადიმერ პაპავამ სტუდენტებს მოუწოდა, რომ პარასკევს, 12:00 საათზე შეხვდნენ აკადემიური საბჭოს წევრებს და მათ …

თსუ-მ კანცლერის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

დღეს, 29 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსი გამოაცხადა. თსუ-ს ცნობით, პრეტენდენტთა რეგისტრაცია 2016 წლის 3 მაისის 10:00 საათიდან 13 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება. აკადემიური საბჭო კონკურსანტებს შეაფასებს 2 ეტაპად. შეაფასებს დოკუმენტურ მონაცემებს და გაესაუბრება პრეტენდენტებს. აკადემიური საბჭოს მიერ პრეტენდენტების შეფასების განხორციელებისა და კონკურსის საფუძველზე შერჩეული …

განათლების სამინისტრო თსუ-ს სტუდენტებს 23 მარტს შეხვედრაზე იწვევს

განათლების სამინისტრო თსუ-ს სტუდენტებს მოუწოდებს, რომ ხვალ, 23 მარტს, 15:00 საათზე მივიდნენ განათლების სამინისტროში იმ თემებზე სასაუბროდ, რაზეც განათლების სამინისტრო მუშაობას დაიწყებს. სამინისტრო აცხადებს, რომ დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეარჩიონ თავიანთი წარმომადგენლები, რომლებიც 23 მარტს განათლების სამინისტროში შეხვედრას დაესწრებიან. “ვაფასებთ თქვენს სურვილს, წვლილი შეიტანოთ იმ ცვლილებების პროცესში, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს საუნივერსიტეტო ცხოვრება. ამასთან, მყარად გვჯერა, რომ …

NGO-ები “ოდეერის” საკითხის შესასწავლად პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს პარლამენტს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ, კერძოდ კი, უნივერსიტეტში „ოდეერის“ არსებობის შესახებ არაერთხელ გახმიანებულ ინფორმაციაზე და საკითხის შესწავლის მიზნით შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია . NGO-ების მიმართვას ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ: “ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, დროულად მოახდინოს რეაგირება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე, კერძოდ კი უნივერსიტეტში „ოდეერის“ არსებობის …

საქართველოს პრეზიდენტი თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს პოზიტიურად აფასებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გასულ კვირას თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, ახალგაზრდების ჩართულობა სოციალურ საკითხებში მნიშვნელოვანია და მიესალმება სტუდენტების აქტიურობას. “ჩემი მრჩევლები მთელი დღე ერთმანეთს ცვლიდნენ უნივერსიტეტში, რადგან მე მინდოდა მცოდნოდა, არა მხოლოდ მედიიდან, რას გრძნობენ სტუდენტები. აქტიურად ვიყავით ჩართული ამ პროცესში. ნება მომეცით, დავაფიქსირო ჩემი პოზიტიური დამოკიდებულება ამ პროცესების მიმართ. მე ყოველთვის მახარებს …

თსუ-ს აკადემიური საბჭო ადასტურებს, რომ პაპავას გადაყენების საკითხი განიხილება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს წევრებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ რექტორის გადაყენების საკითხი განიხილება. თსუ-ის პრესამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე სტუდენტური თვითმმართველობის მიერ უნივერსიტეტის რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომასთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნის შესახებ ისაუბრეს. თვითმმართველობის პრეზიდენტის, შალვა საბაურის განცხადებით, შეხვედრაზე კონკრეტული არგუმენტები წარადგინეს, თუ რატომ უნდა მოხდეს რექტორის …

კონსერვატორიის სტუდენტების ნაწილმა მანიფესტი გამოაქვეყნა

დღეს, 18 მარტს, კონსერვატორიის სტუდენტების ნაწილმა გამოაქვეყნა მანიფესტი, რომლის მიხედვითაც, სოლიდარობას უცხადებენ “აუდიტორია 115”-ს და საგანამანათლებლო სისტემის ცვლილებებს ითხოვენ. სტუდენტები მანიფესტში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ინიციატივას, თვითმმართველობის სასწრაფო რეორგანიზაცია განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის გზით. სტუდენტები აცხადებენ, რომ კონსერვატორიის თვითმმართველობის პრეზიდენტის, სიმონ ჩაჩანიძე განცხადებით ავრცელებს დეზინფორმაციას, როდესაც კონსერვატორიის ყველა სტუდენტის სახელით, მხარს უჭერს თსუ-ს იმ  სტუდენტურ …

მიხეილ გორგაძე კონსერვატორიის სტუდენტებს: მოგყვებით ბოლომდე, თვითმმართველობა არ არის პრობლემა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შეხვდა. მინისტრი ამბობს, რომ იმ ყველაფრის ფონზე, რაც თსუ-ში მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში, საჭიროდ ჩათვალა კონსერვატორიაში მისვლა. მინისტრის თქმით, სტუდენტებთან შეხვედრა დაუგეგმავად გადაწყვიტა, უბრალოდ, მათი მოთხოვნების პირადად მოსმენა სურდა. გიორგაძემ კონსერვატორიის სტუდენტებს სთხოვა, რომ მსჯელობა არ დაემსგავსოს “ღია კარის მტვრევას”. “არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა. ნებისმიერ საკითხზე, რაც …

პრემიერი: სტუდენტურ თვითმმართველობაზე ნეგატიური აზრი წარსული პრეცედენტების გამო შეიქმნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. პრემიერი მიესალმა სტუდენტების გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციების შეწყვეტასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მათი აზრი განათლების სისტემის რეფორმის პროცესში მნიშვნელოვანი იქნება. “მოხარული ვარ, რომ სტუდენტებმა პროტესტის მშვიდობიანი ფორმა და მოლაპარაკების პროცესი არჩიეს. ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის გახლავთ განათლების სისტემის რეფორმა, რაც, რა …

მარიამ გერსამიამ თსუ-ს აკადემიური საბჭო დატოვა

მარიამ გერსამიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო დატოვა. ამის შესახებ მან გადაცემა “არჩევანში” საუბრისას განაცხადა. “მე, მარიამ გერსამია, აკადემიური საბჭოს წევრი, დღეს იქ ვდგები, სადაც არასოდეს მოხდება სტუდენტების გაყოფა თვითმმართველობად და დაპირისპირებულ მხარედ. ეს არის აუდიტორია, სადაც მე ხვალ შევალ და წავიკითხავ ლექციას პროფესორის და არა აკადემიური საბჭოს წევრის სტატუსით. ეს არის ჩვემი გადაწყვეტილება. მე …

მანიფესტი #115 – თსუ-ში სტუდენტური გაერთიანების აქციები დასრულდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115-ის აქციები დასრულდა. ნეტგაზეთი სტუდენტების მანიფესტს უცვლელად გთავაზობთ: 16.03.2016 მანიფესტი #115 დღეს, 16 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები, ასევე, პროტესტის სხვა წევრები, რომლებიც 6 დღის განმავლობაში სრულ მხარდაჭერას გვიცხადებდნენ, ვაარსებთ მოძრაობას აუდიტორია #115, რომელიც განათლების სისტემის რეფორმის ფუნდამენტური ნაწილი გახდება. აუდიტორია #115 შექმნის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის …

თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი: პაპავას გადაყენების საკითზეც ვიმსჯელებთ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა, ნუგზარ სურგულაძემ თამარ სანიკიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დღეს უნივერსიტეტში არის უმართავი სიტუაცია. მისი თქმით, დღეს საბჭო იკვლევს იმ მიზეზებს, თუ რამ მიიყვანა უნივერსიტეტი ამ მდგომარეობამდე. თსუ-ს აკადემიური საბჭო სტუდენტებს გონივრულ ვადას სთხოვს ამ მიზეზების საკვლევად. სურგულაძის თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, საბჭო უნივერსიტეტის რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადაყენების საკითზეც იმსჯელებს. “პირველ …

კონსერვატორიის თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტმა თვითმმართველობა დატოვა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტმა, ნინო ჩუხრუკიძემ  და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნატო კვირიკაშვილმა პროტესტის ნიშნად თვითმმართველობა დატოვეს. შესაბამის განცხადებას ხელმოწერით ჩუხრუკიძე ფეისბუკის პირად პროფილზე ავრცელებს. “მე, კონსერვატორიის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი, გავდივარ თვითმმართველობიდან და ვტოვებ ჩემს პოსტს, რადგან ვთვლი, რომ მხოლოდ ამ სტატუსის გამო არანაირი პრივილეგიით არ გამოვირჩები სხვა სტუდენტებისგან და არანაირ აქტივობებში არ მივიღებ მონაწილეობას, სანამ …

თსუ-ში აკადემიური საბჭო შეიკრიბა

განათლების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ თსუ-ში აკადემიური საბჭო შეიკრიბა. შეკრებას აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავაც ესწრება. თსუ-ს პრესსამსახურის განცხადებით, ეს არის სამუშაო შეხვედრა და არა სხდომა, რომელზეც საბჭოს წევრები იმსჯელებენ უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებაზე, იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სიტუაციის განმუხტვა და მხარეებთან კონსენსუსის მიღწევა. აკადემიური საბჭოს წევრები ამის შემდეგ გეგმავენ აუდიტორია 115-ის სტუდენტებთან და …

სანიკიძე: დღეს მიზეზი არ არსებობს იმისათვის, რომ #115-ის სტუდენტები იდგნენ ქუჩაში

“დღეს, რეალურად, მიზეზიც არ არსებობს იმისათვის, რომ განსაკუთრებით #115-ის სტუდენტები იდგნენ ქუჩაში,” – ეს განცხადება განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ დღეს, 16 მარტს, თსუ-ს აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. “ერთადერთი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ გადასაჭრელია და რომელსაც არ ეთანხმებიან და წამოვიდა მეორე ტალღა, არის მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები, რაც ვფიქრობ, რომ მიუღებელია იმიტომ, რომ რექტორს არ სჭირდება …

პრემიერი: ვიზიარებ სტუდენტების პროტესტს, რომ უნივერსიტეტი რეფორმებს საჭიროებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ერთი მხრივ, ეთანხმება სტუდენტების მოთხოვნებს იმის შესახებ, რომ უმაღლესი განათლების სისტემა რეფორმებს საჭიროებს, მაგრამ, მეორე მხრივ, არ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება სიტუაციის ესკალაციით. “ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების აზრი და სტუდენტების აზრი აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული იმ რეფორმებში, რომელიც არის შემადგენელი ნაწილი ჩვენი მთავრობის ახალი ოთხპუნქტიანი რეფორმების. როგორც უნივერსიტეტი, ასევე საქართველოს უმაღლესი …

ლადო პაპავა სვეტიცხოველში იმყოფება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ლადო პაპავა განათლების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ სვეტიცხოველში წავიდა. ამის შესახებ ნეტგაზეთს უნივერსიტეტის პრესსამსახურმა განუცხადა. პრესსამსახურის განცხადებით, დღეს, პარტიარქთან ლადო პაპავას შეხვედრისას ილია II-მ მიიღო ინფორმაცია საპროტესტო აქციების შესახებ და სტუდენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, პრესსამსახურის ინფორმაციით, პატრიარქმა სთხოვა ყველა სტუდენტს, დღეს, 6 საათზე სვეტიცხოველში ლოცვაზე მისულიყვნენ და პაპავაც სტუდენტებთან ერთად იყო მიწვეული. …

Exit mobile version