შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა შორის დავით ბერიაშვილია. ახალგაზრდა კაცის ცხედარი ოჯახის წევრებმა გუშინ, 5 აგვისტოს ამოიცნეს. დავით ბერიაშვილი კურორტ შოვში მეგობრებთან ერთად ისვენებდა. ბოლო ცნობებით, სტიქიას შოვში 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ასევე იდენტიფიცირებულია გიორგი გოგინაშვილის, უკრაინის მოქალაქის ალინა პოლიკოვსკასიას და რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევას ცხედრები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მაშველები 17 ადამიანს …
Tag Archives: სტიქია რაჭაში
შოვში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის მაშველები სტიქიის ზონაში 17 ადამიანს ეძებენ. რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მეოთხე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, შოვში მეწყრის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს. თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას …
უკვე ოთხივე მხრიდან შეგვიძლია მივუდგეთ [სტიქიის ადგილს] – ბარნაბიშვილი
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის ადგილზე მისვლა შესაძლებელია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს, 5 აგვისტოს, საღამოს განუცხადა. „სამაშველო ოპერაციის გაგრძელებას მთელი ღამე ვაპირებთ. უკვე ოთხივე მხრიდან შეგვიძლია მივუდგეთ [სტიქიის ადგილს] და ხიდიც გაკეთდა. აქამდე მძიმე ტექნიკა გადმოდიოდა ღია მდინარეზე, ახლა უკვე შეგვიძლია სატვირთო და მსუბუქი მანქანაბების გადმოყვანაც. შესაბამისადა, ხვალიდან …
Continue reading “უკვე ოთხივე მხრიდან შეგვიძლია მივუდგეთ [სტიქიის ადგილს] – ბარნაბიშვილი”
შოვში სტიქიის ზონაში დაკარგულებს შორის 7-8 ბავშვია – აზარაშვილი
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის ზონაში დაკარგულებს შორის 7-8 ბავშვია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „სამწუხაროდ დაკარგულებს შორის არიან ბავშვები. 7 თუ 8 ბავშვია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 18 ადამიანს ეძებენ. რაც შეეხება დაღუპულებს, მინისტრს არ დაუკონკრეტებია არიან თუ არა სტიქიის ზონაში დაღუპულთა შორის …
Continue reading “შოვში სტიქიის ზონაში დაკარგულებს შორის 7-8 ბავშვია – აზარაშვილი”
შოვში დაღუპულთა რიცხი 17-მდე გაიზარდა
შოვში სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. დღეს დილიდან ეს სტიქიის ზონაში ნაპოვნი მეექვსე ცხედარია. საერთო ჯამში ამ დროისთვის სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 17-ს აღწევს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მანამდე ნაპოვნი 16-ვე ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში და მათი ამოცნობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, ცხედრების ამოცნობას ართულებს ის, რომ ისინი დასახიჩრებულია. ამიტომ იმის …
შოვში სტიქიის ზონაში მე-16 დაღუპული იპოვეს
შოვში სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. დღეს, მეხანძრე-მაშველების მიერ მიწის მასის დამუშავების დროს ხუთი ცხედარია ნაპოვნი. საერთო ჯამში ამ დროისთვის სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 16-ს აღწევს. „მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. ცხედრები ნანახია ერთი და იგივე ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე. რაც შეეხება, სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობას დღეს დილიდან აქტიური …
Continue reading “შოვში სტიქიის ზონაში მე-16 დაღუპული იპოვეს”
შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნი 15 ცხედრიდან 7 ამოცნობილია – საგანგებო
შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნი 15 ცხედრიდან ამ დროისთვის 7 ამოცნობილია. ამის შესახებ ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. არსებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულთა შორისაა: გიორგი გოგინაშვილის, უკრაინის მოქალაქის ალინა პოლიკოვსკასიას და რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევას ცხედრები. როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, ვინაიდან ცხედრები დაზიანებულია, მათ ამოსაცნობად აღებული იქნება დნმ-ის ანალიზიც. დღეს, 5 აგვისტოს, დილიდან შოვში სტიქიის ზონაში 4 …
Continue reading “შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნი 15 ცხედრიდან 7 ამოცნობილია – საგანგებო”
შოვში დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა
შოვში სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. დღეს, 5 აგვისტოს, დილიდან სამძებრო სამუშაობისას 4 ადამინის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის შოვში სტიქიისას დაღუპულთა რაოდენობა 15-ს შეადგენს. ამ ეტაპზე სტიქიის ზონაში 20 ადამიანის ძებნა გრძელდება. რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, შოვში …
Continue reading “შოვში დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა”
შოვში სტიქიის ზონაში მე-14 დაღუპული იპოვეს
შოვში სტიქიის ზონაში დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. ეს დღეს, 5 აგვისტოს, ნაპოვნი მესამე ცხედარია. ამ ეტაპზე შოვში სტიქიისას დაღუპულთა 14 ცხედარია ნაპოვნი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 21 ადამიანს ეძებენ. რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 …
Continue reading “შოვში სტიქიის ზონაში მე-14 დაღუპული იპოვეს”
შოვში დაღუპულთა რიცხი 13-მდე გაიზარდა
შოვში სტიქიისას დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ინფორმაცია კიდევ ერთი ცხედრის პოვნის შესახებ ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, შოვში მეწყერის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს. თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან. ნეტგაზეთი ამ სტატიაში სიახლეებს პერიდოულად განაახლებს. რა …
შოვში დაღუპულებს შორის ზაზა მესხის ცოლი იდენტიფიცირებულია, დანარჩენების ძებნა გრძელდება
შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ზაზა მესხის ცოლის, ალინა პოლიკოვსკაა. ამის შესახებ ინფორმაციას ზაზა მესხის ყოფილი ცოლი სინტა დეპონტი ავრცელებს. „პირველი სიახლე გვაქვს და არ არის კარგი. ქუთაისის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ვიყავით და დავადგინეთ, რომ ალინა 3 აგვისტოს გარდაცვლილა შოვის სტიქიაში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. დანარჩენ ოჯახის წევრებზე, ზაზა მესხზე და ჩვენს შვილებზე …
შოვში სტიქიის ზონაში მე-12 დაღუპული იპოვეს
შოვში სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 12 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, შოვში მეწყერის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს. თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან. ნეტგაზეთი ამ სტატიაში …
Continue reading “შოვში სტიქიის ზონაში მე-12 დაღუპული იპოვეს”
ამ ეტაპზე სტიქიის ზონაში ნაპოვნი 11 ცხედრიდან 6 ამოცნობილია – ბარნაბიშვილი
შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნის 11 ცხედარიდან ნაწილი ამოცნობილია. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ვინაიდან ცხედრები დაზიანებულია, მათ ამოსაცნობად აღებული იქნება დნმ-ის ანალიზიც. მძიმე ტექნიკა მუშაობს სამაშველო სამსახურის ქვეითებთან ერთად, ვინაიდან, ჩვენ სამძებრო სამუშაოებს ვახორციელებთ იმ დათქმით, რომ უნდა ვიპოვოთ ცოცხალი ადამიანები და სამწუხაროდ, შესაძლოა, იყოს გვამებიც. …
Continue reading “ამ ეტაპზე სტიქიის ზონაში ნაპოვნი 11 ცხედრიდან 6 ამოცნობილია – ბარნაბიშვილი”
წუხელ აეწყო დროებითი ხიდი, რომელიც დღეს დამონტაჟდება – ქარსელაძე სტიქიის ზონაზე
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, შოვში სტიქიის ზონაში წუხელ აეწყო დროებითი ხიდი, რომელიც დღეს დამონტაჟდება. „მანამდე, დილიდან საჯარისო ნაწილები და მაშველები უკვე გადაყვანილი არიან მეორე მხარეს. სტიქიის ზონაში სრული მობილიზაციაა და მიმდინარეობს სამძებრო და სხვა სახის სამუშაოები.ყველაფერი კეთდება რომ მაქსიმალურად მოხერხდეს კოტეჯებსა და მიმდებარე ტერიტორიასთან პროგრესის განხორციელება. პარალელურად გავჭერით ახალი დროებითი გზა, …
Continue reading “წუხელ აეწყო დროებითი ხიდი, რომელიც დღეს დამონტაჟდება – ქარსელაძე სტიქიის ზონაზე”
ბუბისწყალი არ ხასიათდებოდა ღვარცოფული მოვლენებით, სტიქიისას 5 პროცესის თანხვედრა მოხდა – გარემო
გარემოს ეროვნულ სააგენტო შოვის სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს განცხადებით, სტიქიის დროს 5 პროცესის თანხვედრა მოხდა. „მდინარე ბუბასწყლის ხეობაში (მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი), მყინვარების ბუბა და თბილისას ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ნალექმა დინამიკაში მოიყვანა ხეობაში არსებული მყარი ნატანი, განვითარდა აქტიური გვერდითი ეროზიული პროცესები. ასევე, ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ სანაპირო მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რაც შემდგომ …
დილიდან სტიქიის ზონაში სამხედროები სამძებრო სამუშაოებში ჩაერთნენ – თავდაცვა
დღეს, 5 აგვისტოს დილიდან სამხედრო მოსამსახურეები შოვში სტიქიის ზონაში აქტიურად ჩაერთნენ მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები. მათივე ინფორმაციით, სამხედროები ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მუხლუხოებიანი ტექნიკით მდინარის მეორე მხარეს გადავიდნენ, დამეწყრილი ფერდობის …
Continue reading “დილიდან სტიქიის ზონაში სამხედროები სამძებრო სამუშაოებში ჩაერთნენ – თავდაცვა”
თავი შეიკავეთ სტიქიის ზონაში დრონების თვითნებურად გამოყენებისგან – საგანგებო
„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, სტიქიის ზონაში დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით, თვითნებურად არ მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან საფრთხის შემცველია სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის“, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. „ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, …
Continue reading “თავი შეიკავეთ სტიქიის ზონაში დრონების თვითნებურად გამოყენებისგან – საგანგებო”
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ შეუშალოს ხელი ჟურნალისტებს მუშაობაში – ქარტია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, არ შეუშალოს ხელი მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში და შეწყვიტოს მათზე სიტყვიერი თავდასხმები ქარტიის განცხადებით, მედიასაშუალებები მაქსიმალურად ცდილობენ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შემდეგ დაკარგულ ადამიანებზე, სამძებრო სამუშაოებსა და ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილ თუ დაუგეგმავ აქტივობებზე, ამის პარალელურად კი, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათთვის მიუღებელი და კრიტიკული კითხვების გამო, სიტყვიერად თავს ესხმიან მედიასაშუალებების …
Continue reading “მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ შეუშალოს ხელი ჟურნალისტებს მუშაობაში – ქარტია”
შოვში მომხდარ ტრაგედიაზე სხვადასხვა ქვეყანა სამძიმრის წერილებს ავრცელებს
შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანა სამძიმრის წერილებს ავრცელებს და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის რაჭის რეგიონში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურნენ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროები, ევროკავშირის, აშშ-ის, თურქეთის, შვედეთის, უკრაინის, წმინდა საყდრის და სამხრეთ კავკასიაში ფინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, ასევე, დანიის, …
Continue reading “შოვში მომხდარ ტრაგედიაზე სხვადასხვა ქვეყანა სამძიმრის წერილებს ავრცელებს”
PSP რაჭაში დაზარალებულებს დაეხმარება
PSP მწუხარებას გამოთქვამს რაჭის ტრაგედიასთან დაკავშირებით და დაზარალებულებს პირველადი დახმარების მედიკამენტებით, ბავშვთა კვებით და საფენებით დაეხმარება. “გვსურს მხარში დავუდგეთ დაზარალებულებს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ დახმარებაში; ამისთვის, ქ. ონში არსებულ PSP-ს აფთიაქიდან დაზარალებულებს პირველადი დახმარების ნივთებით, პირველადი საჭიროების მედიკამენტებით (არარეცეპტორული), ბავშვის საფენებითა და ბავშვთა კვებით დახმარებას გაუწევს. დახმარების მისაღებად მოგვწერეთ ???????? გვერდზე პროდუქციის დასახელებების ჩამონათვალი, …
სტიქია ურთიერთბრალდებების ფონზე: პოლიტიკოსთა გამოხმაურებები
რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიას პოლიტიკოსები ურთიერთბრალდებებით გამოეხმაურნენ, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი კი ხელისუფლების წინააღმდეგ აქციას აანონსებს. რაჭაში, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა და საცხოვრებელი კოტეჯები მოიყოლა. ბოლო მონაცემებით [4 აგვისტო, 16:00], სტიქიის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. 25 ადამიანს, მათ შორის ბავშვებს, ამ დრომდე ეძებენ. დაკარგულთა ოჯახის წევრები მთელი ღამის განმავლობაში ითხოვდნენ ინფორმაციას და უჩიოდნენ არასათანადო კომუნიკაციას …
Continue reading “სტიქია ურთიერთბრალდებების ფონზე: პოლიტიკოსთა გამოხმაურებები”
თუ სხვა ქვეყნების დახმარების საჭიროება გამოჩნდა, მზად მზად ვარ მათთან დაკავშირებისთვის – ზურაბიშვილი
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და მზაობა გამოთქვა, რომ თუ საჭირო გახდება სხვა ქვეყნების დახმარება, მათ ლიდერებთან დაკავშირებაში თავადაც ჩაერთვება. ზურაბიშვილმა ბრიფინგზე მიუსამძიმრა შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და მადლობა გადაუხადა იმ მაშველებსა და მოქალაქეებს, რომლებიც სტიქიის ადგილზე ადამიანების გადაერჩანას ცდილობდნენ. პრეზიდენტმა ასევე სოლიდარობა გამოუცხადა ადგილობრივ ხელისუფლებას, უწყებებსა და მთავრობას. „მინდა დაღუპულთა …
რატომ ვერ მოხერხდა ცხედრების დროულად გადასვენება – განმარტებები
დანიელ ბულკაშვილი შოვიდან, სტიქიის ზონიდან ავრცელებს ვიდეოს, სადაც რამდენიმე მოქალაქის ცხედარი ჩანს. ვიდეოში ისმის, რომ ახლო მყოფი პირები ცდილობენ, სავარაუდოდ, შსს-თან დაკავშირებას და დაღუპულთა გადასვენებას ითხოვენ, თუმცა ამბობენ, რომ სულ მცირე 8 საათის განმავლობაში ეს არავის გაუკეთებია. დაახლოებით 17:00 საათზე გავრცელდა კადრები, სადაც ცხედრების თვითმფრინავით გადმოსვენება ჩანს, თუმცა ჯერ დაუზუსტებელია, არის თუ არა ლაპარაკი იგივე …
Continue reading “რატომ ვერ მოხერხდა ცხედრების დროულად გადასვენება – განმარტებები”
წინასწარი შეფასება შესაძლებელია, პროგნოზირება — ფაქტობრივად გამორიცხული: სააგენტო
“კლიმატის ცვლილებას და გლობალურ დათბობას მოსდევს მსგავსი ტიპის პროცესები”, — ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 3 აგვისტოს შოვში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე საუბრისას. ირაკლი მეგრელიძის განცხადებით, მსგავსი პროცესების შეფასება შესაძლებელია, თუმცა პროგნოზირება — “ფაქტობრივად გამორიცხული”. კომენტარი გარემოს ეროვნული სააგენტოს “ფეისბუკის” გვერდზე გამოქვეყნდა. “ვიმყოფებოდით სტიქიის ზონაში, ძალიან მასშტაბური სტიქიური მოვლენა განვითარდა -ტიპური გლაციალური ღვარცოფი; …
Continue reading “წინასწარი შეფასება შესაძლებელია, პროგნოზირება — ფაქტობრივად გამორიცხული: სააგენტო”