ბადაშვილი: დაწყებულია გამოძიება სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე

საქართველოს მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის განცახდებით, გამოძიება მყისიერად დაიწყო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე. 

 

გომელაური: ადამიანზე ვეფხვის თავდასხმას, ალბათ, მაინც ვერ გავექცეოდით

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მთავრობის განცხადების მიუხედავად, რომ ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველები საშიშროებას არ წამრმოადგენენ, საწყობში ვეფხვის თავდასხმას მაინც ვერ აიცილებდნენ.

შსს-მ სტიქიის დროს დაღუპულთა და დაკარგულებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს გარდაცვლილ და დაკარგულ პირებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ზოოპარკში სტიქიის შედეგად მოკლული და ცოცხალი მტაცებლები, 1 ვეფხვს და 1 აფთარს კი ეძებენ

თბილისის ზოოპარკის ცნობით, 60 მტაცებლიდან, რომელიც ზოოპარკში იყო, 13-14 ივნისის სტიქიის შემდეგ უმეტესი ნაწილი დაიღუპა ან მოკლეს. ამ დროისთვის უცნობია მხოლოდ 1 ვეფხვისა და 1 აფთრის შესახებ ინფორმაცია, რომლებიც დაკარგულად ითვლებიან.

წულუკიანი: ზოოპარკის დირექტორი არ გახლავთ ხელისუფლება

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ზოოპარკის დირექტორი არ არის ხელისუფლების წარმომადგენელი.

ვეფხვის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი ადამიანი იდენტიფიცირებულია

ადამიანი, რომელსაც ვეფხვი თავს დაესხა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია, თუმცა  მისი ვინაობა არ ხმაურდება. 

 

თვითმხილველი ყვება, როგორ დაესხა ვეფხვი ადამიანს

თვითმხილველი აცხადებს, რომ ვეფხვმა თავდასხმისას საწყობის მუშას ჭრილობა კისრის არეში მიაყენა.

გომელაური: ზოოპარკის ადმინისტრაცია გვაწვდიდა ინფორმაციას, რომ ცხოველები დათვლილია

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ მთავრობა ზოოპარკის ინფორმაციას ეყრდნობოდა, როცა მოსახლეობას აცნობეს, რომ სტიქიის შემდეგ მტაცებლები არ იყვნენ ზოოპარკის გარეთ გასულები.

შსს: ვეფხვი, რომელმაც ადამიანი იმსხვერპლა, ლიკვიდირებულია [ვიდეო]

შს სამინიტრომ “ნეტგაზეთს” დაუდასტურა ინფორმაცია, რომ ვეფხვი, რომელიც ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ადამიანს თავს დაესხა, ლიკვიდირებულია. 

 

ჯანელიძე: ზოოპარკის ინფორმაციას ვეყრდნობოდით, რომ ყველა მტაცებელი იყო აღმოჩენილი

კრიზისების საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ მთავრობა ზოოპარკის ინფორმაციას ეყრდნობოდა, როცა მოსახლეობას აცნობეს, რომ სტიქიის შემდეგ მტაცებლები არ იყვნენ ზოოპარკის გარეთ გასულები.

შსს-ს ცნობით, ვეფხვის თავდასხმის შედეგად ადამიანი გარდაიცვალა

შსს-ს ცნობით, ადამიანი, რომელსაც მტაცებელი ცხოველი თავს დაესხა, გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე მტაცებელი ცხოველი ადამიანს თავს დაესხა

ლაგუნა ვერეს გენერალურმა დირექტორმა დავით ჩხეტიანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორიიდან ხალხი არის გაყვანილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სნაიპერები.

13ivnisi.ge – საიტი მოხალისეების ორგანიზების გასამარტივებლად

13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შემდეგ სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ მოხალისეები – მოქალაქეები ძირითადად ახალგაზრდების თვითორგანიზებული ჯგუფებია, რომლებიც სხვადასხვა წერტილში მონაწილეობენ გაწმენდით სამუშაოებში.

გალფის მთავარი აქციონერი იაკობაშვილი სტიქიით დაზარალებულებს 200 ათას ლარს ჩაურიცხავს

Petrocas Energy Group-ის აქციონერებმა და მენეჯმენტმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თბილისში სტიქიით დაზარალებულებისთვის დახმარება კიდევ უფრო გაიზარდოს. 

სურსათის სააგენტოს ცნობით, სტიქიის გამო ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არსებობს

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ სტიქიის მიერ დაზარალებულ ტერიტორიაზე დახოცილი ცხოველების დამარხვასა და სანიტარული ნორმების დაცვას ზედამხედველობს.

თბილისის სტიქიის დროს დაკარგულთა რაოდენობა ხუთამდე შემცირდა

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, თბილისის სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში ამ დროსთვის 5 პირი რჩება.  

 

17 ივნისს 19 საათამდე ვაკისა და საბურთალოს მცხოვრებთა ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, მილსადენის დაზიანების გამო წყალმომარაგება საღამოს 9 საათამდე ვაკისა და საბურთალოს მცხოვრებლების ნაწილს შეუწყდებათ.

მოხალისეები სტიქიის ზონაში – “თბილისი ყველასია” [ფოტო/ვიდეო]

13 ივნისის სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად გმირთა მოედნის, ზოოპარკისა და მზიურის ტერიტორიებზე ასობით ადამიანი გამოვიდა და გამოთქვა სურვილი დასუფთავების, გაწმენდით სამუშაოებში მიეღო მონაწილეობა. მოხალისეები შეიკრიბნენ სვანიძის ქუჩაზეც დაზარალებული ოჯახებისათვის დახმარების გასაწევად. მოხალისეთა უმეტესობა სტუდენტები არიან. მათი მობილიზაცია, ძირითადად, სოციალური ქსელების, სტუდენტური თვითმმართველობისა და ახალგაზრდული გაერთიანებების დახმარებით მოხდა.

ეროვნულმა ბანკმა თბილისში სტიქიით დაზარალებულთა საბანკო კრედიტების აღწერა დაიწყო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ბანკი დაზარალებულ მოქალაქეებს საბანკო ვალდებულებების გასტუმრებაში დაეხმარება. 

 

მზიური და სვანიძის ქუჩა სტიქიის შემდეგ [ფოტო]

 

მესამე დღეა თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ასეულობით ადამიანი დაზარალებულ უბნებში მოხალისედ მუშაობს. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, თუ როგორ გამოიყურება მზიური და სვანიძის ქუჩა დღეს. 

თბილისის ზოოპარკის გაუქმების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

თბილისის ზოოპარკის გაუქმების მოთხოვნით დღეს, 16 ივნისს manifest.ge-ზე პეტიცია შეიქმნა. 

 

გიგი უგულავა: მე დღეს “რიგითი ნარმანია” ვარ

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა თბილისში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, რასაც ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ღია წერილით ეხმაურება. უგულავა ვაკე-საბურთალოს დამაკავშრებელი გზის თაობაზე ოპონენტების მიერ მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას არ ეთანხმება. 

კრიზისების საბჭოს განცხადებით, სტიქიის დროს დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა

კრიზისების მართვის საბჭო სტიქიის დროს გარდაცვლილთა და დაკარულთა სიას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 19 ადამიანი დაიღუპა და 6 დაკარგულად მიიჩნევა.

ჯანელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, თბილისში მანქანით გადაადგილებისაგან თავი შეიკავონ

კრიზისების საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ამინდის შესაძლო გაუარესების პროგნოზის გამო გადაადგილებისაგან თავი შეიკავონ. 

 
Exit mobile version