საქართველოში სურსათის ფასები იზრდება, მსოფლიოში შემცირებულია

საქართველოში სამომხმარებლო პროდუქტზე ფასები იზრდება მაშინ, როდესაც მსოფლიოში ფასების შემცირების პროცესი მიმდინარეობს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის სექტემბერში სამომხმარებლო პროდუქტზე ფასები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათის ფასების ინდექსის მიხედვით, ოქტომბრის თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  მსოფლიოში სამომხმარებლო ფასები 2.5%-ით შემცირდა. სურსათისა და …

ტყის ხანძრების მსოფლიო ბაზაში 16-23 აგვისტოს საქართველოდან 366 კერა აღირიცხა

ტყის ხანძრების მონიტორინგის მსოფლიო სისტემის (Global Forest Fire Watch) ბაზაში მხოლოდ 2017 წლის 16-23 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოდან  366 შეტყობინებაა აღრიცხული. შეტყობინება შესულია 10 რეგიონიდან: აფზახეთიდან, აჭარიდან, იმერეთიდან, კახეთიდან, ქვემო ქართლიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, შიდა ქართლიდან. ასევე, სიაში შეტყობინებების რაოდენობით ცალკე მოხვდა დედაქალქი – თბილისი. ამავე პერიოდში დაფიქსირებული ხანძრების რაოდენობების მიხედვით რეგიონული განაწილება …

საქსტატი: 2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ექსპორტი 28,9 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ექსპორტი წინა წელთან შედარებით 28,9 პროცენტით გაიზარდა და 1446.7 აშშ დოლარი შეადგინა. წინასწარი მონაცემებით, გაზრდილია იმპორტის მაჩვენებელიც. 2017 წლის იანვირდან ივლისის ჩათვლით არსებული მონაცემებსი მიხედვით, ქვეყანაში იმპორტი 8,5 პროცენტით გაიზარდა და 4 228,6 აშშ დოლარს მიაღწია. აქედან, დსთ-ის ქვეყნებთან ექსპორტმა 570,3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც …

ლარსის გავლით მიმოსვლა შარშანდელთან შედარებით გაორმაგებულია [ინფოგრაფიკა]

ნეტგაზეთმა შსს–ს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს 8 აგვისტოს მიმართა, საიდანაც 2016-2017 წლების ივლისის თვეში გადაადგილებულ მოქალაქეთა და შემოსვლაზე უარის თქმის სტატისტიკური მონაცემები ვითხოვეთ. შსს–ს მიერ გამოგზავნილი მონაცემებით, 2016 წლის ივლისთან შედარებით, 2017 წლის ივლისში ლარსის გავლით საქართველოდან რუსეთში გასულ და რუსეთიდან საქართველოში შემოსულ ადამიანთა რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია, ხოლო ყველაზე უფრო ხშირად საზღვარს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები კვეთენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, ჯამში, 2017 წლის ივლისში …

2016 წელს საქართველოში 54 435 ველოსიპედია იმპორტირებული [ინფოგრაფიკა]

ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში ველოსიპედების იმპორტი იზრდება, თუმცა, არასტაბილურად. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2010-2016 წლებში საქართველოში 412 799 ველოსიპედია იმპორტირებული. რაც შეეხება თანხებს, რომლებიც ველოსიპედების იმპორტთანაა დაკავშირებული, ისიც არასტაბილურად იზრდება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს დაფიქსირდა – 2751.4 ათასი აშშ დოლარი.  თუმცა 2014 წლის შემდეგ იმპორტირებასთან დაკავშირებულმა თანხებმა დაიკლო. თუ შევადარებთ …

საქსტატი: ქალების ეკონომიკური არააქტიურობის დონე ორჯერ აღემატება კაცებისას

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის მონაცემებით, ეკონომიკური აქტიურობის დონე კაცებში ორჯერ მეტია, ვიდრე ქალებში. საქსტატის ცნობით, ქალებში  არააქტიურობის  დონე 42.0%-ია, ხოლო კაცებში – 21.8%. ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში იგულისმება შრომისუნარიანი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დაკავებულია ეკონომიკური საქმიანობით. აქ შედის ასევე მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც გამოსაკვლევ პერიოდში არ მუშაობდა, აქტიურად ეძებდა სამუშაოს და პოვნის შემთხვევაში მზად …

საქსტატი: 2017 წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, მშპ-ს ზრდის ტემპმა 5.2% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2017 წლის იანვრის თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5.2% შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2017 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტიც და ექსპორტიც გაზრდილია. საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა: 2016 წელს 7.7% …

2016 წელს პედოფილიისთვის 221 ადამიანი დაისაჯა

221 – ამდენი ადამიანი დაისაჯა გასულ წელს სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის, რომელიც დამნაშავეებმა 16 წელს მიუღწეველ პირებთან ჩაიდინეს. საერთო სასამართლოებში მკვეთრად იმატა ამ კუთხით საქმეების რაოდენობამ. მაგალითად, 2015 წელს სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის მხოლოდ 103 პირი გასამართლდა. ყველაზე მკვეთრი მატება დაფიქსირდა სისხლის სამართლის კოდექსის 111 -140 მუხლის დარღვევაზე, რაც გულისხმობს ოჯახის წევრთან სქესობრივ კავშირს, ან სექსუალური ხასიათის …

კულტურა მშპ-სა და ციფრებში

საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში კულტურის წილი 0.56%-ია – ამ და სხვა სტატისტიკურ მონაცემებს კულტურის განვითარებისთვის საბაზისო მნიშვნელობა აქვს – ამტკიცებენ ავტორები, რომელთაც საქართველოს კულტურის შესახებ სტატისტიკური მონაცემები მოამზადეს. დაახლოებით 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კვლევა “კულტურის ინდიკატორები განვითარებისათვის”, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის პროექტის, “კრეატიული ევროპის” ფარგლებში ჩატარდა. კვლევის შუალედური შედეგის პრეზენტიაცაზე კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის ექსპერტმა,  რაგნარ …

საქართველოს საგარეო ვაჭრობა რიცხვებში [ინფოგრაფიკა]

საქსტატის 2016 წლის წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 11 966 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2114 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს [4 პროცენტით ნაკლები], ხოლო იმპორტი- 9852 მლნ. აშშ დოლარს [27 პროცენტით მეტი]. 2016 წელს საექსპორტო ათეულში სასაქონლო ჯგუფებიდან პირველი ადგილი სპილენძის …

მღებრიშვილი: მე ვარ პასუხისმგებელი, რომ ყოველთვიური დანაშაულის სტატისტიკა აღარ ქვეყნდება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებიშვილის განცხადებით, შსს-ს დანაშაულის სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია არ გააჩნია და ვისაც როგორც უნდა, ისე ითვლის. მინისტრის თქმით, 2016 წლის იანვრის შემდეგ ყოველთვიური მონაცემები ვებ–გვერდზე პირადად მისი ბრძანებით აღარ ქვეყნდება. “სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია, როგორც ასეთი, ერთიანი არ არის და ვისაც როგორ უნდა, ისე ითვლის. მხედველობაში მაქვს ის უწყებები, რომლებიც ითხოვენ ამ სტატისტიკას. …

მკვლელობების სტატისტიკა 2016 წელს [ინფოგრაფიკა]

საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ–სექტემბერში ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ 138 დანაშაული გამოვლინდა, საიდანაც 67 განზრახ და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობაა. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ოქტომბერ–ნოემბერში კიდევ 11 მკვლელობა მოხდა, თუმცა უცნობია, რამდენი საქმე გახსნა შშს–მ. საქსტატის სოციალური სტატისტიკის სამმართველოს უფროსის, გიორგი კალაკაშვილის თქმით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყველა საგამოძიებო უწყებას სთხოვს, რომ ყოველთვიური ანგარიში გაუგზავნოს, თუმცა შსს მათ მხოლოდ …

არასათანადო კვება და სიმსუქნე – გამოწვევა საქართველოსთვის

ჭარბი წონა და სიმსუქნე არასათანადო კვების ერთ-ერთი გამოვლინებაა, რაც მსოფლიოში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის, ხოსე გრაციანო და სილვას თქმით, ეს პრობლემა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ზრდასრული მოსახლეობის 20%-ზე მეტს აწუხებს. საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 21,1%-ს აქვს სიმსუქნის პრობლემა. ჭარბი წონა და სიმსუქნე სხეულის მასის ინდექსით (BMI) დგინდება: …

საქსტატის ცნობით, 2015 წელს 30 902 ბიჭი და 28 347 გოგო დაიბადა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2015 წელს დაბადებული 59 249 ახალშობილიდან 30 902 ბიჭია, ხოლო 28 347 – გოგო. საქსტატის ცნობით, 2014 წელთან შედარებით 2015 წელს შობადობა 2,3%-ით შემცირდა. ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლიდან დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში გაიზარდა მესამე და მომდევნო შვილების წილი, პირველი შვილის წილი კი შემცირდა, ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა. ეს ტენდენცია 2015 წელსაც …

ძალადობა იეჰოვას მოწმეებზე საჯარო მოხელეებისა და სასულიერო პირების მონაწილეობით

2015 წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 51-ჯერ დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ადგილობრივი იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია. საქართველოს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის მიერ მოწოდებული მონაცემებით, თავდასხმას ადგილი ჰქონდა ძირითადად რელიგიური მსხურების დროს, თუმცა იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც სახლებში უვარდებობდნენ მოქალაქეებს. ამ ორგანიზაციის ინფორმაციით, მათი წევრების მიმართ თავდასხმაში მონაწილეობდნენ როგორც საჯარო მოხელეები, ისე მართლმადიდებელი სასულიერო …

GCAA: 2015 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები 2 261 006 მგზავრს მოემსახურნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ცნობით, 2015 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები 2 261 006 მგზავრს მოემსახურნენ, რაც, სააგენტოს ინფორმაციით, მგზავრთა რეკორდული რაოდენობაა. როგორც სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, 2014 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 12.57%-ით (252 492 მგზავრით) არის გაზრდილი. მათი ცნობით, 6.60%-ით გაიზარდა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება, ხოლო 2015 წლის შეჯამებული მაჩვენებელი 123 364 ერთეულ გადაფრენას შეადგენს. …

Exit mobile version