საქსტატის მონაცემებით, საქართველოში საპენსიო და სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა, 2016 წლის მონაცემებით, ჯამში 887 338 ადამიანია. ამავე მონაცემებით, გასულ წელს საარსებო შემწეობას იღებდა 459 618 ადამიანი, რაც 2015 წელთან შედარებით თითქმის 83 ათასი ადამიანით მეტია.
Tag Archives: სოციალურად დაუცველები
ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის თანხა შესაძლოა ლეგალიზებას დაექვემდებაროს
დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, რომლის თანახმად, 2015 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 1 ივლისამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა ითვლება ლეგალიზებულად და დაბრუნებას არ ექვემდებარება. კანონპროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა. დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, ცვლილებები “სოციალური დახმარების შესახებ” კანონში უნდა შევიდეს. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, 2016 წლის 1 ივლისამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა ითვლება ლეგალიზებულად და დაბრუნებას არ …
Continue reading “ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის თანხა შესაძლოა ლეგალიზებას დაექვემდებაროს”
“ყველას აქვს უფლება საცხოვრისზე” – უსახლკაროების აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან
1 ივნისს, 12:00 საათზე, სანზონაში, გუდამაყრის #2-ში (ყოფილ კარდიოლოგიურ კლინიკაში) მცხოვრებლებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი საცხოვრებელში ელექტროენერგიის შემოყვანასა და საცხოვრებელი ფართის დაკანონებას ითხოვდნენ. “პირველ რიგში, ჩვენი მოთხოვნაა, დენი მოგვცენ. სხვისი ვალის გამო ჩვენ დენი არ გვეძლევა”, – განაცხადა აქციის მონაწილე ფიქრია ყოლბაიამ. ფიქრია ყოლბაიას თქმით, საუბარია კარდიოლოგიური კლინიკის გაუქმების შემდეგ (2002 წელი) …
Continue reading ““ყველას აქვს უფლება საცხოვრისზე” – უსახლკაროების აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან”
თბილისი, მე-13 რაიონი
მე-13 რაიონი – პიერ მორელის მძაფრსიუჟეტიან ფილმში მოქმედება პარიზში ვითარდება. საშიში რაიონები, სადაც განგსტერები ბატონობენ, ხელისუფლებამ მაღალი კედლებით შემოფარგლა. კედლის ერთ მხარეს თითქმის დანგრეულ შენობებში კრიმინალები, ნარკოდილერები და საზოგადოების ყველაზე გაჭირვებული ფენა ცხოვრობს, მეორე მხარეს – ცივილიზაცია ყვავის. XIII რაიონში ერთ-ერთ დაჯგუფებას ხელში მასობრივი განადგურების იარაღი ჩაუვარდა. ბომბის განეიტრალება ფრანგული სპეცნაზის ოფიცერს, დამიენს დაევალა. მას ამაში …