ფოფხაძემ და ზარდიაშვილმა, შესაძლოა, კომიტეტები გაცვალონ

“ქართული ოცნების” წევრი გედევან ფოფხაძე მზადაა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ვანო ზარდიაშვილს გაუცვალოს – ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. “კაბინეტების გაცვლა დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ ის, რომ პარლამენტის შიდა ორგანიზაციული მუშაობა იყოს უფრო ეფექტური, ამაზე თუ გუნდი იფიქრებს და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, მე მგონი, …

გედევან ფოფხაძე თანაპარტიელს დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მისივე მოადგილემ და თანაგუნდელმა გედევან ფოფხაძემ “იმედის კვირის” ეთერში დაადანაშაულა მისი ფაქსიმილიის უკანონო გამოყენებაში, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. სოფო კილაძე ბრალდებებს უარყოფს. ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ “ამ არასერიოზულ სისულელეებში მონაწილეობას არ აპირებს”. “მოხდა რაღაც კონფლიქტი ჩვენს შორის, მივლინებაში იყო და ჩემი ფაქსიმილია გამოიყენა ჩემი ნებართვის გარეშე. მე ვერ გავიგე, …

კილაძე: არ შეიძლება, რაღაც კონკრეტულ შემთხვევას მაინცდამაინც რასისტული სარჩული დავუდოთ

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე თბილისში, ბელიაშილის ქუჩაზე შავკანიანი სტუდენტების ცემასთან დაკავშირებით ამბობს, რომ იმედი აქვს, ეს რასისტულ ნიადაგზე არ მომხდარა. ამის შესახებ სოფო კილაძემ 10 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. “არ შეიძლება, რომ უბრალოდ რაღაც კონკრეტულ შემთხვევას მაინცდამაინც რასისტული სარჩული დავუდოთ. ეს ძალიან საფრთხილო თემაა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ …

კილაძე: “ქართული ოცნება” ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული გუნდია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, რომ ნინია კაკაბაძის არჩევა ოპოზიცის კვოტის გამო მოხდა და არა იმიტომ, რომ მათთვის მისაღები კანდიდატი იყო. ამ საკითხზე სოფო კილაძემ თავის პირველი მოადგილის და უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა ჟურნალისტებს. გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს და ამის მიზეზად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო …

გედევან ფოფხაძე პარლამენტში კომიტეტის სხდომას არ ესწრება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გედევან ფოფხაძე ამავე კომიტეტის სხდომას დღეს, 10 აპრილს, არ ესწრება. გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს და ამის მიზეზად ნინია კაკაბაძის საზმაუს ბორდში არჩევა დაასახელა. ოფიციალურად, გედევან ფოფხაძე კვლავ საპარლამენტო უმრავლესობაში ირიცხება და კომიტეტის თავმჯდმარის პირველი მოადგილის პოსტსაც ინარჩუნებს. კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, …

კილაძის მოსაზრებით, ფოფხაძემ უმრავლესობიდან გასასვლელად კაკაბაძის ბორდში არჩევა მოიმიზეზა

პარლამენტარი სოფო კილაძე ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას მიიჩნევს, რომ მის თანაგუნდელ გედევან ფოფხაძეს უმრავლესობის დატოვების სხვა მიზეზები ჰქონდა, ხოლო ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევა იყო მხოლოდ საბაბი, რომელიც მოიმიზეზა. ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა, როდესაც გუნდის წევრი აკეთებს განცხადებას გუნდის დატოვების შესახებ. ეს მისი გადაწყვეტილებაა. არ მგონია, რომ ეს თემა, რასაც ჰქვია ნინია …

სოფო კილაძე კანონში სექსუალური შევიწროების განსაზღვრას ემხრობა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ  სექსუალური შევიწროების შემთხვევები არცთუ იშვიათია და ეს საკითხი მნიშვნელოვანია. მანვე დასძინა, რომ არ ეთანხმება ქალთა მოძრაობის მიერ შემოტანილ პეტიციაში შემოთავაზებულ ფორმულირებას. სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხივნით ქალთა მოძრაობამ პეტიციით პარლამენტს გასული წლის ნოემბერში მიმართა. ქალთა მოძრაობამ პარლამენტს მიმართა, იმუშაოს სექსუალური შევიწროების საკითხის რეგულირებაზე. სოფო კილაძეს …

კილაძე ჩაბუქის ექსტრადიციაზე: იმედი მაქვს, სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ დემირელის კოლეჯისა და პარტნიორი სკოლების ყოფილი მმართველის, მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადიციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იმედი აქვს, სასამართლო კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს. მან ასევე განაცხადა, რომ აქვს საკუთარი შინაგანი რწმენა ამ საკითხზე, რაზეც არ საუბრობს, რათა სასამართლოზე ზეწოლად არ იყოს აღქმული. “მე, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი შინაგანი რწმენა ამ კონკრეტულ საკითხთან …

Exit mobile version