კილაძის თქმით, სამხედრო წარმოება ლარს გაამყარებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე აცხადებს, რომ სამხედრო წარმოება, რომლის შესახებაც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ისაუბრა, ლარის გამყარებას დაეხმარება. “ჩვენთვის დასაქმება, სამუშაო ადგილების შექმნა, ლარის სიმყარის შენარჩუნება, არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც პირდაპირ გადის ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებზე. და თუ ჩვენ გვექნება რაღაც კუთხით წარმოება და განვავითარებთ სამხედრო წარმოებას, სადაც დასაქმდებიან ჩვენი მოქალაქეები, სადაც …

ქალის დაკნინება არავის უნდა გაუვიდეს! – კილაძე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის სექსისტურ კომენტარზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ეხმაურება სექსისტურ კომენტარს, რომელიც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ “ფეისბუქზე”, ინგა გრიგოლიასა და გიორგი გახარიას ინტერვიუს ქვეშ დაწერა. კილაძის თქმით, ასეთი გამონათქვამები სამარცხვინოა და ქალის დაკნინება “არავის უნდა გაუვიდეს”. “ასეთი გამონათქვამები ქალების წინააღმდეგ არის სამარცხვინო, მითუმეტეს საქართველოს ტრადიციულ კულტურაში, სადაც ქალებს განსაკუთრებულად სცემენ პატივს. ორმაგად სამარცხვინოა, როდესაც ამას აკეთებს პოლიტიკური …

შრომის უსაფრთხოების საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, მთავრობის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების ფარგლებში, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თემატური მოკვლევას იწყებს, თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე დაუჭირა მხარი. “ჩვენი კომიტეტის უპირველესი ფუნქციაა ადამიანებზე ზრუნვა და შრომითი უფლებები ნამდვილად წარმოადგენს პრიორიტეტულ მიმართულებას. სხვადასხვა რეფორმების და გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს დაღუპული და დაშავებული ადამიანები. …

მნიშვნელოვანია, საქართველო ოფიციალურად გამოვაცხადოთ ღვთისმშობლის წილხვედრად – კილაძე

დღეს რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტი განიხილავს ახალი დღესასწაულის – ღვთისმშობლის წილხვდომილობის აღნიშვნის ინიციატივას. სხდომამდე ამ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს ღვითმშობლის წილხვედრ ქვეყანად ოფიციალურად გამოცხადება ძალიან მნიშვნელოვანია. “საკითხს, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, აქვს ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვა ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენ, როგორც პარლამენტი, რომელიც ხალხის აზრს უნდა გამოხატავდეს, …

ზოგიერთი უპასუხისმგებლო კომპანიის კოლოსალური მოგების გამო ადამიანები იღუპებიან – კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ჭავჭავაძის გამზირზე მუშების გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა, დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა. “სიტუაცია ნამდვილად არის ძალიან მძიმე. ჩვენი არაერთი რეფორმის მიუხედავად შრომის უფლებებისa და შრომის უსაფრთხოების საკითხებში, მაინც გვყავს გარდაცვლილები სამუშაო ადგილებზე. ფაქტია, რომ ჩვენი შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა ვერ იცავს ადამიანების სიცოცხლეს …

“კილაძის განცხადების შემდეგ მუქარებმა მოიმატა” – ხატია ახალაია

სექსუალურ განათლებაზე ვიდეოგაკვეთილების ავტორის, ხატია ახალაიას თქმით, მას შემდეგ, რაც დეპუტატმა სოფო კილაძემ მისი საქმიანობა უარყოფითად შეაფასა, მის მიმართ მუქარებმა მოიმატა. როგორც დეპუტატმა თქვა, ხატია ახალაიას ონლაინ გაკვეთილებმა  “სამართლიანად გამოიწვია აღშფოთება საზოგადოებაში”, თუმცა ახალიამ ვიდეოებთან დაკავშირებით არაერთი მუქარა მიიღო. “ეს ადამიანი არ უნდა იკავებდეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას, რადგან მისი ღირებულებები არის აბსოლუტურად …

კილაძე მიიჩნევს, რომ NGO-მ სქესობრივი განათლება “მშობლის ფილტრის გარეშე” არ უნდა შემოიტანოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განმარტა, რატომ იწერება ბავშვის უფლებათა კოდექსში, რომ სქესობრივი განათლების მიღება მხოლოდ მშობლის ნებართვით იქნება შესაძლებელი. კილაძის თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ “რომელიმე არასამთავრობომ (NGO) ან ექსპერტმა არ შემოიტანოს მსგავსი გაკვეთილები” არაფორმალური განათლების ფარგლებში. “მაგალითისთვის რომ ავიღოთ ასეთი კაზუსი – რომელიმე NGO-მ გადაწყვიტა, რომ გააკეთოს არაფორმალური განათლების ფარგლებში …

პარლამენტი აკანონებს უცოდინრობას – ჩიტაშვილი სქესობრივი აღზრდის ინიციატივაზე

ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი მიიჩნევს, რომ დეპუტატ სოფიო კილაძის ინიციატივა ბავშვთა სქესობრივ აღზრდასთან დაკავშირებით არის აბსურდული და დამაზიანებელი. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის თქმით, სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლება ბავშვმა მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში უნდა მიიღოს. მან ასევე ისაუბრა სქესობრივი აღზრდის საკითხში სასულიერო პირთა ჩართვის შესაძლებლობაზეც. კილაძის თქმით, აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია “ბავშვთა კოდექსში”, რომლის პროექტიც …

კანონმდებლობაში პირველად შემოგვაქვს სიტყვა სამშობლო – სოფო კილაძე ბავშვთა კოდექსზე

“ჩვენ კანონის დონეზე პირველად შემოგვაქვს სიტყვა სამშობლო. როგორ შეიძლება, ასეთი კანონი იყოს ანტიეროვნული?”-, ეს განცხადება ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ გააკეთა სხვადასხვა კონერსვატიული ჯგუფების მხრიდან ბავშვის კოდექსის კრიტიკის საპასუხოდ. “როგორც სკოლაში, სახლში, ასევე, ოჯახებში და მთლიანად სახელმწიფო უნდა ვიყოთ იმაზე ორიენტირებული, რომ ბავშვებს ვასწავლოთ სამშობლოს სიყვარული, ტრადიციების, მშობლიური ენის, კულტურის… ეს არის მითითებული …

ცოტა უხერხულია ბესელიასგან მორალურ და მაღალ ღირებულებებზე საუბარი – კილაძე

სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ ეკა ბესელიასგან მორალზე და მაღალ ღირებულებებზე საუბარი უხერხულია. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. “მე რაც დავინახე გუშინ, მე შევხედე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე თავად იყო თავდასხმების ობიექტი.. ცოტა უხერხულია ქალბატონ ბესელიასგან, მორალურ და მაღალ ღირებულებებზე როდესაც საუბრობს ის,” – ამბობს სოფო კილაძე. გუშინ, 21 თებერვალს პარლამენტმა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადავადების …

“დახურე დუქანი, გახსენი კომიტეტი” – აქცია კილაძის გადადგომის მოთხოვნით

“დახურე დუქანი, გახსენი კომიტეტი” – ამ მოწოდებით დღეს, 8 თებერვალს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა სოფიო კილაძის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს. აქციის ორგანიზატორები იყვნენ  “ქალთა მოძრაობა”, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” და “თანასწორობის მოძრაობა”. სოფო კილაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ “კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ისინი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის …

გული მწყდება, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტისადმი ამდენი სამდურავია – ბესელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი სცილდება მის უმთავრეს პოზიციას – იყოს ყველასთვის პლაცდარმი . “ეს კომიტეტი ჩემთვის არის ყველაზე  ემოციური და ახლო კომიტეტი. ჩემი შინაგანი მდგომაროება სულ ადამიანის უფლებების სივრცეშია. ამ კომიტეტს ძალიან ბევრი ენერგია და  შრომა შევალიე, ბევრი რამ გავუკეთე, რომ ის ყოფილიყო ყველასთვის პლაცდარმი, სივრცე, სადაც ყველა …

NGO-ები სოფო კილაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ

“კოალიცია თანასწორობისთვის” საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწოდებს, “პარლამენტის წევრისთვის დადგენილი ეთიკის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედოს და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისა თუ ცალკეული აქტივისტების მიმართ დაუსაბუთებელი თავდასხმები შეწყვიტოს”. როგორც კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო მსგავს შემთხვევას ადგილი ჰქონდა 4 თებერვალს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით “ბავშვის უფლებათა …

“ოცნება” ამით არ დარჩენილა მოგებული – კილაძე პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაზე

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეს ეხმიანება. მისი თქმით, კადრების გავრცელებით კონკრეტული ჯგუფები “მოგებულნი დარჩნენ”, თუმცა “ქართული ოცნებას” ამით არაფერი მოუგია. “პირველი და ცენტრალური საკითხი არის, თუ ვინ იყო ამ ყველაფრის დამკვეთი და ვის ინტერესებში შედიოდა ასეთი საზიზღრობების გავრცელება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია  ადამიანების საკითხი, რომლებიც ავრცელებდნენ და რომელთა …

უპატივცემლობა და უმოქმედობა – რაში ადანაშაულებენ დეპუტატებს

“კოალიცია თანასწორობისთვის” განცხადებას ავრცელებს და პარლამენტის დეპტატს, ემზარ კვიციანს ეთნიკური უმცირესობების მიმართ უპატივცემლობასა და არატოლერანტულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ. როგორც კოალიციის განცხადებაში ვკითხულობთ, 21 იანვარს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა ამავე კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე. სხდომაზე ესწრებოდნენ რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს, …

გვარამია, როგორხაარ? – სოფო კილაძე

“გვარამია, როგორხაარ?”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საპრეზიდენტო არჩევნების II ტურის ეგზიტპოლის შედეგებს. როგორც რ2-ის, ასევე იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა შედეგები გამარჯვებად შეაფასა და მოსახლეობას მადლობა გადაუხადა, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს …

გარკვეული სეგმენტისთვის “ოცნების” წიაღიდან გამოსული კანდიდატი უფრო მისაღები იქნებოდა – კილაძე

“მე მგონია, რომ [ამომრჩეველთა] გარკვეული სეგმენტისთვის “ქართული ოცნების” წიაღიდან გამოსული კანდიდატი უფრო მისაღები იქნებოდა და, შესაბამისად, უფრო მეტი ხმაც გვექნებოდა. მე ამას გესაუბრებით იმ კონკრეტული ადამიანებიდან გამომდინარე, ვისაც უნდოდა, “ქართულ ოცნებას” საკუთარი კანდიდატი ჰყოლოდა”, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ. კილაძის თქმით, მას, როგორც მაჟორიტარ დეპუტატს, კომუნიკაცია ჰქონდა ადამიანებთან, რომლებიც ზემოაღნიშნულ …

სოფო კილაძე: ყველაფერი უფლის ნებით ხდება, ეს არის დიდი გაფრთხილება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის პირველივე ტურში ვერგამარჯვება არის სახელისუფლებო გუნდის მიერ დაშვებული შეცდომების შედეგი. “ამის არც ხალხზე და არც ნაცებზე გადაბრალება არ იქნება სწორი. მხოლოდ საკუთარი შეცდომების გაანალიზება და ამ ანალიზზე ადეკვატური რეაგირება, კონკრეტული, ხალხისთვის სასარგებლო შედეგის დადება იქნება საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ისევ დავიბრუნოთ საზოგადოების ნდობა. ყველაფერი უფლის …

კილაძე: მოვუწოდებ, „ნიკორაში“ შრომის უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტებს ყურადღება მიაქციონ

“მოვუწოდებ უფლებამოსილ სტრუქტურებს, რომ „ნიკორაში“ შრომის უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტებს შესაბამისი ყურადღება მიაქციონ”, – განაცხადა პარლამენტის წევრმა სოფიო კილაძემ 6 ივლისს.  “ნიკორას” რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში კომპანია დაადანაშაულა მათი შრომითი უფლებების დარღვევაში.  მათი თქმით, დასაქმებულებს იმ პროდუქციის შეძენა უწევთ, რომელიც ვადაგასულია. გარდა ამისა, თანამშრომლებს ასევე ეკისრებათ იმ მოვალეობების შესრულება, რომლებიც კონტრაქტით განსაზღვრული არ …

კილაძის თქმით, ივანიშვილის დაპირება გასაოცარ დემოკრატიაზე შესრულდა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” სოფიო კილაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაპირება გასაოცარ დემოკრატიასთან დაკავშირებით შესრულდა: “ის, რაც თქვა ჩვენი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ჩვენ გასაოცარ დემოკრატიას დავამყარებთო, ეს მართლაც ასეა. ეს არ არის, ბატონებო და ქალბატონებო, საქილიკო, რადგან ჩვენს ქვეყანაში მართლაც არის დემოკრატია იმ დონეზე, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ეს თამამად და ღირსეულად ვამტკიცოთ. …

ანტიჰომოფობიურ აქციაზე სოფო კილაძის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს

ანტოჰომოფობიურ აქციაზე აქტივსტებმა მოითხოვეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის გადაყენება და ისეთი ადამიანის დანიშვნა, ვინც უფრო ახლოს იქნება ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. დღეს, 17 მაისს, თბილისში აქტივისტთა ჯგუფმა  ანტიფომოჰობიური აქცია სხვადასხვა ადგილას გამართა. უშუალოდ ეს აქცია, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საქმიანობა გააკრიტიკეს, 112-თან გაიმართა. თითოეულ ამ აქციაზე აქტივისტებმა გაუშვეს სხვადასხვა ფერის კვამლი, რაც …

30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია სოფო კილაძის გადადგომას ითხოვს

30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ თანამდებობა დატოვოს. ამის შესხებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია ნათქვამი. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველოს პარლამენტმა  გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის დამკვიდრებაში. ამას საკანონმდებლო ორგანოში, NGO-ების განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტი უზრუნველყოფს. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სოფო კილაძის გამონათქვამებმა თუ ინიციატივებმა გამოხატვის, უმცირესობების …

“თანასწორობის მოძრაობამ” პარლამენტში აქცია თანასწორობის მოთხოვნით გამართა

“თანასწორობის მოძრაობის” წევრები პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შევიდნენ, სადაც ლგბტ პირთა უფლებების დასაცავად ბანერები გაშალეს. მათ კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძეს ჰკითხეს, რატომ არ აპირებს კომიტეტი 17 მაისის, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, რისი ვალდებულებაც სამოქმედო გეგმით აღებული აქვს. სანამ “თანასწორობის მოძრაობა” პარლამენტში შევიდოდა, დღეს, 1 მაისს, დილით, პარლამენტის შესასვლელთან კილაძის …

სოფო კილაძე მისი გადადგომის მოთხოვნას არ პასუხობს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე არ პასუხობს “თანასწორობის მოძრაობის” მოთხოვნას მისი გადადგომის შესახებ და ამბობს, რომ დემონსტრაციის გამართვის უფლება ყველას აქვს. “ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს აზრი და ეს აზრი გამოხატოს. ყველა ადამიანი ჩვენს ქვეყანაში დაცული არის კანონით, კონსტიტუციით და, ბუნებრივია, ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ თითოეული ადამიანი. არავითარი ჰომოფობიური განცხადება ჩვენთან …

Exit mobile version