“უნდა ჩამოყალიბდეთ, რევოლუციონერები ხართ თუ ჟურნალისტები” – სუბარი ოპოზიციურ ტელევიზიებს

“ქართული ოცნების” წევრი სოზარ სუბარი ოპოზიციური არხების ჟურნალისტებს მიმართავს, რომ “ან რევოლუცია გააკეთონ, ან ჟურნალისტობა გააგრძელონ”. ამის შესახებ მან “ქართული ოცნების” იმ გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, მმართველი გუნდი წევრები იმ 4 ტელევიზიასთან, რომლებმაც პროტესტის ნიშნად 1 დღით მაუწყებლობა შეწყვიტეს, კომენტარს აღარ გააკეთებენ. “უნდა ჩამოყალიბდეთ, რევოლუციონერები ხართ თუ ჟურნალისტები. როცა გადაწყვეტთ, რომ ჟურნალისტები ხართ, …

ეს არ იყო გუნდის ღალატი, ეს იყო სახელმწიფოს ღალატი — სუბარი გახარიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ სოზარ სუბარის თქმით, პარტიის “საქართველოსთვის” წარმომადგენლები, განსაკუთრებით რეგიონებში, ავრცელებდნენ ჭორებს, თითქოს გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა იყო, თუმცა ივანიშვილმა გადაწყვიტა, საკითხისთვის ნათელი მოეფინა. “პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოსთვის მართლა მნიშვნელოვან მომენტში უღალატა სახელმწიფოს და უღალატა გუნდს. ეს არ იყო გუნდის ღალატი, ეს იყო სახელმწიფოს ღალატი, კანონის უზენაესობის ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა, …

როგორც კი სახალხო დამცველს არ მიეცა შესვლის უფლება, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში – სუბარი

ყოფილი სახალხო დამცველ და ამჟამად “ქართული ოცნების” წევრ სოზარ სუბარის თქმით, ომბუდსმენს “განგაში მაშინვე უნდა აეტეხა, როცა ნინოწმინდის პანსიონში არ შეუშვეს. “სახალხო დამცველს, ბუნებრივია, უფლება აქვს და აუცილებლად უნდა შევიდეს. ცოტა გაოგნებულიც ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ 2018 წლიდან არ შესულა, არ ვიცი, დღეს რატომ გახდა აქტუალური ეს საკითხი. როგორც კი სახალხო დამცველს არ ეძლევა შესვლის …

პრაქტიკულად ცდილობენ, ჩაშალონ დამოუკიდებლობის დღე – სუბარი „რიონის ხეობის მცველებზე“

„ქართული ოცნების“ წევრი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები „პრაქტიკულად ცდილობენ, ჩაშალონ დამოუკიდებლობის დღე“. „ძალიან არასასიამოვნოა, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მათ უნდა ჰქონდეთ რაღაც გრანდიოზული აქცია.. რომ ვერ გააკეთებენ აქციას, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ პრაქტიკულად ისინი ცდილობენ, ჩაშალონ საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმი. შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი დღე ჩვენი ქვეყნის …

“ოცნების” წევრები დმანისის მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ

“ქართული ოცნების” წევრები ეხმაურებიან  დმანისში მიმდინარე მოვლენებს და ხაზს უსვამენ, რომ ადგილობრივებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო. უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ადგილობრივებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. “პირველ რიგში, მინდა, რომ დმანისის საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივმართო, რომ ყველამ სიმშვიდე შეინარჩუნოს. კონტროლდება სიტუაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ მოძმე აზერბაიჯანელებთან ერთად თანაცხოვრება მოიცავს მრავალ …

“პოლიტიკური რეპრესიები” – გახარიას თანამოაზრეებმა თანამდებობა 5 ქალაქში დატოვეს

ექს-პრემიერ გიორგი გახარიას მხარდაჭერის გამო ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მერის მოადგილეები თანამდებობას ტოვებენ. თანამდებობიდან გადამდგარი მერის მოადგილეები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ. გიორგი გახარიას თანაგუნდელი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი კი მუნიციპალიტეტებში მერის მოადგილეების ერთამენეთის მიყოლებით გათავისუფლებას “პოლიტიკური რეპრესიების” დაწყებად აფასებს. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, 27 აპრილს, სწორედ ხოჯევანიშვილმა ისაუბრა რეგიონებში გახარიას მხარდამჭერებზე ზეწოლაზე. მაშინ ხოჯევანიშვილს არ უთქვამს, …

შეხვედრა ქუთაისში: რა ითქვა უშუალოდ ჰესის მშენებლობის საკითხზე

ქუთაისში “რიონის ხეობის მცველებსა” და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ აქტივისტებმა თქვეს, რომ მეორე მხარემ ჰიპოთეტურად ჰესის არაშენების ვერსიაც დაუშვა. აღნიშნულზე ხელისუფლების წარმომადგენლებმაც ისაუბრეს ჟურნალისტებთან, თუმცა ხაზი გაუსვეს, რომ მათი ეს დაშვება ჰიპოთეტურობის ფარგლებს არ გასცდენია. შეხვედრის შემდეგ მმართველი გუნდის მხრიდან ითქვა ისიც, რომ დიალოგის დროს არცერთმა მხარემ არ უნდა გაავლოს წითელი ხაზები. “დღეს გვქონდა …

ხელისუფლების მხრიდან იყო დიალოგის ნაკლებობა — სუბარი რიონის ხეობის პროტესტზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ფიქრობს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მიმართ ხელისუფლებისგან დიალოგის ნაკლებობა იყო. აღნიშნულის შესახებ სუბარმა ისაუბრა “რიონის ხეობის მცველებსა” და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ, რომელსაც თავადაც ესწრებოდა. “ზოგჯერ არის, როცა მართლა ფიქრობ, რომ ორჯერ ორი არის ოთხი, ამაზე იყო 1 შეხვედრა, 2, 5 და რაღა საჭიროა მეტი, ხომ ყველასთვის ისედაც ნათელია? …

შეჭრაზე ლაპარაკი ტემპერატურის აწევის მცდელობაა — სუბარი TV პირველზე

“ქართული ოცნების” წევრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ “TV პირველში” შეჭრაზე საუბარი ტემპერატურის აწევის მცდელობაა. მისი თქმით, სიცრუეა, რომ ვინმე ტელევიზიაში შეჭრას აპირებს. “არანაირ შეჭრაზე ლაპარაკი არ არის, ეს არის უბრალოდ ტყუილი, გამოგონილი, მორიგი ტემპერატურის აწევის მცდელობა, ისევ ისე, როგორც იყო ფალსიფიცირებული ჩანაწერები გამოქვეყნება. მე წეღან ვთქვი, რომ ოპოზიცია ეცდება ახლა გამოაგოროს რაღაცა ახალი თემა, რომლითაც …

გახარიამ ერთ დღეში გაფლანგა და წყალს გაატანა მის მიმართ ნდობა — სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის თქმით, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა გაუგებარი და შეუწყნარებელი გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ გადადგა გახარიამ ნიკა მელიას საქმის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო ეს ნაბიჯი, როცა ის “განსაკუთრებით რადიკალური და პრინციპული იყო” იმ საკითხში, რომ ენმ-ის ლიდერისთვის სადეპუტატო იმუნიტეტი უნდა მოეხსნათ. „ამ პერიოდში …

სუბარმა არ იცის რჩება თუ არა გახარია “ოცნების’ გუნდში

“ქართული ოცნების” წევრი სოზარ სუბარი ვერ პასუხობს კითხვას, რჩება თუ არა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ გახარია “ქართული ოცნების” გუნდში. მისი თქმით,  როდესაც პრემიერის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი მიდიოდნენ, მათი პარტიასთან სამომავლო ურთიერთობის შესახებ იცოდა, თუმცა გახარიას შემთხვევაში არ იცის. “ვერ გეტყვით. როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა გუნდიდან, შეგიძლიათ ამოიღოთ მაშინდელი ჩემი ინტერვიუები, ნახავთ, რომ …

რატომ გადადგა, ისიც ვერ გავიგე, გულწრფელად რომ გითხრათ — სუბარი გახარიაზე

“ქართული ოცნების” წევრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ გიორგი გახარიას გადადგომა მისთვის მოულოდნელი და არასასიამოვნო იყო. მისი თქმით, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ყველაფერი “აბსოლუტურად კანონიერების ფარგლებში” ხდებოდა და პოლიციამ ზუსტად იცოდა, როდის, როგორ ემოქმედა. “გამიჯვნა-არგამიჯვნა არ ვიცი, რატომ გადადგა, ისიც ვერ გავიგე, გულწრფელად რომ გითხრათ, თვითონ რაც თქვა, იმის გარდა. რამე მსჯელობა ასეთი რომ ყოფილიყო გუნდში, …

მელია არ არის ესმერალდა და ამდენი კვაზიმოდო არ სჭირდება მის დაცვას – სუბარი

“ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი არ არის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, არც ნიკა მელია არ არის ესმერალდა და ეს ამდენი კვაზიმოდო არაფერში არ სჭირდება მის დაცვას”, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” წევრი სოზარ სუბარი ენმ-ის ოფისში ნიკა მელიას მხარდასაჭერად ოპოზიციის ლიდერების მისვლას. როგორც სუბარი ამბობს, გაუგებარია, რას აპირებს ენმ-ის ცენტრალურ ოფისში შეკრებილი ოპოზიცია. მისი თქმით, კანონს წინ ვერავინ …

არაფერ შუაშია ომბუდსმენის მანდატთან ის მოწოდება, რაც მან გააკეთა – სუბარი

უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ეხმაურება სახალხო დამცველის მიერ ნიკა მელიაზე გავრცელებულ განცხადებას. სუბარი, რომელიც 2004-2009 წლებში სახალხო დამცველი იყო, ამბობს, რომ ომბუდსმენი სამართლიანობის ქურუმი უნდა იყოს და არა რომელიმე პარტიის ადვოკატი. ამას გარდა, სოზარ სუბარს მიაჩნია, რომ ნინო ლომჯარიას მოწოდება პარლამენტისადმი, არ მისცენ ნიკა მელიას დაკავებაზე თანხმობა, ომბუდსმენის მანდატს სცდება. “ჩემი გაგებით და, მგონი, არ …

სუბარი: ნიკა მელია ენმ-ის ოფისში ჩაკეტვას აპირებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის თქმით, თუკი სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, ნიკა მელია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჩაკეტვას და დესტრუქციული პროცესების გამოწვევას აპირებს. სუბარის თქმით, აქვს ინფორმაცია ენმ-ის მიერ დაგეგმილი პროვოკაციის შესახებ. “ჩვენი ინფორმაციით, ნიკა მელია არ გამოცხადდება სასამართლოში და მართლმსაჯულებას დაემალება, პროკურატურა კი ვალდებულია, რომ მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით ბრალდებული …

რას ფიქრობდა ომბუდსმენი სუბარი პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე და რას ფიქრობს ახლა

“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი 2008 წელს პარტიებისათვის, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდნენ, საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას ეწინააღმდეგებოდა. რას ფიქრობს ახლა, როცა ანალოგიური ინიციატივით ის პოლიტიკური გუნდი გამოვიდა, რომელსაც წარმოადგენს? რა მოხდა 2008 წელს 2008 წლის მაისში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ექვს ოპოზიციურ პარტიას, რომელთა ლიდერებმა  დეპუტატობის მანდატებზე პროტესტის ნიშნად …

უკანონობას ვერავის ვერაფერს დავპირდებოდი — სუბარი აფრიკის დასახლებაზე

სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი გამოეხმაურა აფრიკის დასახლებაში თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შენობა-ნაგებობის დემონტაჟს. როგორც აფრიკის დასახლებაში მცხოვრებელთა ნაწილი ამბობს, სწორედ სუბარი დაჰპირდა, რომ საჭიროებებს და მოთხოვნებს გაითვალისწინებდა. სუბარის თქმით, წინასაარჩევნოდ აფრიკის დასახლებაში ამომრჩევლებს დახმარებას დაჰპირდა, თუმცა, კანონის ფარგელბში. “ძალიან ბევრი უკანონო მშენებლობა არის. მე ყველას ვპირდებოდი ერთსა და იმავეს, რომ სადაც შესაძლებელი იქნება, დავეხმარებით …

მარნეულში ვირუსის გავრცელება ნოვრუზ ბაირამს არ უკავშირდება – სუბარი

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მარნეულში კორონავირუსის გავრცელება ნოვრუზ ბაირამს არ უკავშირდება. “არანაირი გავრცელება არ უკავშირდება ნოვრუზ ბაირამს, რომელიც ამ დღეებში იყო და რომელიც არის ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაული. მე მგონი, პირველად ამ დღესასწაულის ისტორიაში, ნოვრუზ ბაირამის განმავლობაში არანაირი საჯარო დღესასწაული არ გამართულა, ყველა მოქალაქე აღნიშნავდა საკუთარ სახლში, მოწყვეტილი მეზობლებისგან, და ამ …

მარნეული არ გახდება საქართველოს ვუჰანი, კითხვის ასე დასმა არასწორია – სუბარი

პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მარნეული და ბოლნისი საქართველოს ვუჰანი არ გახდება და ამგვარად საკითხის დასმა არასწორია. ვუჰანი ჩინეთის პროვინციაა, საიდანაც COVID-19-ის ეპიდემია გავრცელდა. სოზარ სუბარი „რუსთავი 2-ის“ წამყვანის შესავალ სიტყვას, „გახდება თუ არა მარნეული და ბოლნისი საქართველოს ვუჰანი“, ამ სიტყვებით გამოეხმაურა: „რა თქმა უნდა, არ გახდება. მსგავსი საფრთხე არ არსებობს, …

მარნეულ-ბოლნისის ყველა შემოვლით გზას ვაკონტროლებთ – სუბარი

პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი ამბობს, რომ გამორიცხული არ არის, მუნიციპალიტეტების მოსახლეობამ ჩაკეტილი რეგიონი ფეხით, მინდვრების გავლით დატოვოს. თუმცა, მისივე ინფორმაციით, ავტომობილებით გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამის შესახებ მან დღეს მთავრობის კანცელარიაში ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა სწორედ სუბარს დაავალა მარნეული-ბოლნისის კარანტინისა და იქ არსებული ვითარების კოორდინაცია. “სოციალურ ქსელებში ვრცელდება ძალიან ბევრი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობს შემოვლითი გზები, რომლის …

მარნეულში კარანტინში დარჩებიან ისინიც, ვინც იქ არ ცხოვრობენ – სუბარი

პრემიერის მრჩევლის, სოზარ სუბარის თქმით, მარნეულში საკარანტინო პერიოდის დასრულებამდე დარჩებიან ის პირებიც, რომლებიც მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ და იქ არ ცხოვრობენ. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ამ ადამიანებისთვის რამდენიმე სასტუმროა მომზადებული და საჭიროების შემთხვევაში მათი რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს. “ყველა მათგანი ჩაკეტილ მუნიციპალიტეტში დარჩება, მათ არსად არ გადავიყვანთ. ამისთვის კონტრაქტი გაფორმებულია რამდენიმე სასტუმროსთან და საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი …

“ვიხილეთ აღმაშფოთებელი თავდასხმები პოლიციელებზე” – სოზარ სუბარი

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, პარლამენტთან მომიტინგეების ქცევა იყო უკანონო, რაზეც სახელმწიფოს წარმომადგენლების  მოვალეობა იყო, რომ ემოქმედა. მისი თქმით, პოლიციამ ეს უკანონობა აღკვეთა: “როდესაც ხდება პარლამენტის ბლოკირება, როდესაც ხდება პარლამენტის წევრებზე თავდასხმები, როგორც დღეს დილას ვიხილეთ, როდესაც ხდება ბოქლომების დადება პარლამენტის შენობაზე თუ სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე, მაშინ, ბუნებრივია, სახელმწიფოს უფლება კი არ აქვს, …

სუბარის თქმით, გახარიას მხოლოდ “ანგაჟირებული ადამიანები” და “პოლიტიკოსთა მცირე ჯგუფი” ეწინააღმდეგებიან

პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, სოზარ სუბარს, მიაჩნია, რომ საქართველოს საზოგადოებაში გიორგი გახარიას მიმართ დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვანია, მის წინააღმდეგ კი მხოლოდ მცირე ჯგუფი გამოდის. შესაბამისი განცხადებები მან “TV პირველის” ეთერში გაახმიანა. წამყვანის კითხვაზე, ერთმნიშვნელოვანია თუ არა ამჟამინდელი პრემიერის მიმართ განწყობა, სუბარი პასუხობს: “დიახ, ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა, თუ არ ჩავთვლით მცირე ჯგუფს პოლიტიკოსებისა თუ ანგაჟირებული ადამიანებისა”. კითხვაზე, რის მიხედვით ითვლის გახარიას …

საკითხი საჭიროებს განხილვას – სუბარი ნატოს მე-5 მუხლზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ მე-5 მუხლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუვრცელებლობის დათქმით საქართველოს ნატოში გაწევრიანების იდეა განხილვას საჭიროებს, თუმცა არ აკონკრეტებს, რა პოზიცია აქვს მთავრობას აღნიშნულ საკითხზე. “მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს საკითხი აუცილებლად საჭიროებს განხილვას და თანახმა ვიქნებოდი, ოღონდ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ექსპერტმა დასვა კითხვა: ამ შემთხვევაში ხომ არ მოხდება რუსეთის მხრიდან ისეთი …

Exit mobile version