თბილისში საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი და ბრატისლავის სკვერი გაიხსნება

30 მაისს ტექნოლოგიურ პარკში საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრეი კისკა გახსნიან. მთავრობის ადმინისტრაციის ინფრმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს საინვესტიციო გარემოს პრეზენტაცია. ფორუმის ძირითადი განსახილველი თემები კი იქნება: ენერგეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტრანსპორტი, ლოჯისტიკა, ინფრასტრუქტურა და ვაჭრობა. ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოს ეროვნული საინვესტიციო საგენტო, სლოვაკეთის ინვესტიციების და ვაჭრობის განვითარების სააგენტო, …

საქართველოს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 29 მაისს ეწვევა

 სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრეი კისკა საქართველოს 29 მაისს ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით,  დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია. ანდრეი კისკას  დახვედრის  ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში 30 მაისს გაიმართება. დაგეგმილია სლოვაკეთის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები მედიასთან განცხადებებს გააკეთებენ. ვიზიტის ფარგლებში, ანდრეი კისკა საქართველოს …

Exit mobile version