თავშესაფრის თანამშრომელს ბენეფიციარის გაუპატიურების მცდელობისთვის 6 წელი მიუსაჯეს

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სიღნაღის რაიონში მდებარე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ძალადობის გამოყენებით ბენეფიციარის გაუპატიურების მცდელობისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა სიღნაღის რაიონული პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თავშესაფრის თანამშრომელი დამნაშავედ ცნო. სამართალდამცველებმა ვ.დ. 2019 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალი ედებოდა სისხლის …

ძალადობით და მუქარით ჩადენილ სექსუალურ ქმედებაში ბრალდებულს 8 წელი მიუსაჯეს

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ძალადობითა და ძალადობის მუქაირთ ჩადენილ სექსუალურ ქმედებაში, ასევე, ძარცვაში ბრალდებულ პირს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ქ. რუსთავში, „კულტურისა და დასვენების პარკში“, ბრალდებულმა, ქურდობისთვის და ყაჩაღობისთვის ნასამართლევმა პირმა ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა, შემდეგ კი დაზარალებულს ფიზიკური …

გამომძიებელს სერიოზული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მოუწევს – წულუკიანი დეპუტატის მიერ შესაძლო ძალადობის საქმეზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქართული ოცნებიდან თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მიმართ სექსუალური შევიწროების გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა.  საუბარია ილია ჯიშკარიანზე, რომლის მიმართაც გამოძიება უკვე დაიწყო.  მას გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში სდებს ბრალს მისი თანამშრომელი, რომელმაც ამის შესახებ საჯაროდ ისაუბრა 4 ოქტომბერს ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში.  წულუკიანის თქმით, პროკურატურას გამოძიების ვალდებულება შესაძლო დანაშაულის მსხვერპლის მიმართვის შემდეგ …

ასეთი ბრალდებების წამოყენება ნებისმიერს შეუძლია – კალაძე დეპუტატის მიერ გაუპატიურების შესაძლო მცდელობაზე

“ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი ბრალდებები წამოაყენოს. ამას ჭირდება მტკიცებულებები, გამოძიება და დაველოდოთ”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე   საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის მიმართ გახმაურებულ ბრალდებას გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაზე.  საუბარია ილია ჯიშკარიანზე, რომლის მიმართაც გამოძიება უკვე დაიწყო.  მას გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში სდებს ბრალს მისი თანამშრომელი, რომელმაც ამის შესახებ საჯაროდ ისაუბრა …

ყურადღებით იქნება ეს ფაქტი შესწავლილი- თალაკვაძე ოცნების დეპუტატის მიმართ ბრალდებებზე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს ოცნების საკრებულოს წევრის მიმართ დაწყებულ გამოძიებაზე, რომელიც ეხება სექსუალურ ძალადობის მცდელობას და ფიზიკურ ძალადობას და განაცხადა, რომ რადგან საქმე ეხება მათი გუნდის წევრს, განსაკუთრებული ყურადღებით იქნება ეს ფაქტი შესწავლილი.  საუბარია ილია ჯიშკარიანზე, რომლის მიმართაც გამოძიება უკვე დაიწყო.  მას გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში სდებს ბრალს მისი თანამშრომელი, რომელმაც …

წილოსანი: ძალადობაზე ყველა უნდა დაისაჯოს, განურჩევლად თანამდებობრივი კუთვნილებისა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი “ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატის მიმართ ბრალდებებს ეხმაურება. როგორც სოციალურ ქსელში წილოსანი წერს, ძალადობრივ დანაშაულზე ყველა უნდა დაისაჯოს, განურჩევლად თანამდებობრივი თუ პოლიტიკური კუთვნილებისა: “ახლა ვუყურე სიუჟეტს .. საშინლად მძიმე მოსასმენი იყო თითოეული სიტყვა, რასაც ახალგაზრდა ქალი ყვებოდა მის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების და ძალადობის ფაქტზე. ძალიან ვფრთხილობ, ვინმეს უდანაშაულობის პრეზუმფცია არ …

დეპუტატს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ

საკრებულოს დეპუტატს “ქართული ოცნებიდან” სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. როგორც დეპუტატის თანამშრომელი “მთავარის” ეთერში ყვება, ილია ჯიშკარიანმა ნასვამ მდგომარეობაში მასთან სესქუალური კავშირის დამყარება სცადა მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდა: “სექსუალურად შეეცადა ჩემზე ძალადობას. როცა შევეცადე გავქცოდი ამ ყველაფერს, ფიზიკურად შემეხო და ფიზიკურად იძალადა. ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ალბათ, გადწყვიტა ჩემთან დაემყარებინა …

არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მისი კლასელის მამა დააკავეს

საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში 16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით მისი კლასელის მამა დააკავეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2018 წლის სექტემბერში 16 წლის არასრულწლოვან გოგონასთან მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, დაამყარა სქესობრივი კავშირი, რის შედეგადაც არასრულწლოვანი დაორსულდა და მიმდინარე წლის მაისში იმშობიარა. შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის …

“მოზარდი შოკურ მდგომარეობაშია“ – 16 წლის გოგო თქმით, მან ბავშვი გაუპატიურების შედეგად გააჩინა

საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში მცხოვრები 16 წლის გოგო ამბობს, რომ მასზე 40 წლის მეზობელმა იძალადა, რის შემდეგაც დაორსულდა. ბავშვი რამდენიმე დღის წინ დაიბადა. ამ დროისთვის გოგოსთან მუშაობენ სოცმუშაკები, შსს-ში კი მიმდინარეობს მოკვლევა. ამ ამბის შესახებ პირველად Reginfo-მ დაწერა. გამოცემას გოგო უყვება, რომ მასზე სექსუალურად 40 წლის კაცმა, მისი მეგობრის მამამ იძალადა. „მისი შვილი ჩემი მეგობარი და …

ორი არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის პირს 18 წელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირს, რომელსაც ბრალად ედებოდა ორი არასრულწლოვანი გერის გაუპატიურება, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ, ბრალდებული წლების განმავლობაში ძალადობის გამოყენებით სექსუალურ კავშირს ამყარებდა ორ არასრულწლოვან გერთან. ბრალდებული დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  111,138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით. აღნიშნული გულისხმობს ოჯახის …

ჩემი შვილის სექსუალური ცხოვრების დეტალები ინსტაგრამზე გაავრცელეს | ზეპირი ისტორია

გთავაზობთ 17 წლის გოგოს ისტორიას, რომლის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ინსტაგრამზე გამოაქვეყნეს და გამოძიება დაიწყო, თუმცა დასრულებული არ არის. ამბავს ნეტგაზეთს მოზარდის დედა უყვება:  გასული წლის ნოემბერში ჩემმა შვილმა, რომელსაც ჩემთან გახსნილი, ღია ურთიერთობა აქვს, მითხრა, რომ ინსტაგრამის ერთ-ერთ დახურულ გვერდზე მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტები გამოქვეყნდა – ტექსტი თანდართული ფოტოსურათით, რითაც თავისუფლად შეიძლებოდა მისი …

სექსუალური ძალადობა – როგორ ამოვიცნოთ და დავიცვათ ბავშვი

რა არის სექსუალური ძალადობა და როგორ უნდა ამოვიცნოთ ის, განსაკუთრებით ბავშვებში? ეს კითხვები განსაკუთრებით აქტუალური ბოლო დროს გახდა – მაიკლ ჯექსონის შესახებ გადაღებულმა სკანდალურმა დოკუმენტურმა ფილმმა უამრავი ადამიანი შეძრა მსოფლიოში და დააფიქრა ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე და მის მასშტაბებზე. ბავშვებზე სექსუალური ხასიათის ძალადობა იშვიათი შემთხვევა არ არის, აცხადებს იუნისეფი. გაეროს ბავშვთა ფონდის 2014 წლის კვლევის …

როგორ დავიცვათ მოზარდები სექსუალური ძალადობისაგან ონლაინ – რჩევები

მოზარდების კიბერშანტაჟი, მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და დაშინება – ეს ის საფრთხეებია, რასაც ბავშვები და მოზარდები ინტერნეტში აწყდებიან. მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად ევროპის საბჭომ სახელმძღვანელო/გზამკვლევი გამოაქვეყნა, სადაც ყველა ის რჩევაა თავმოყრილი, რომელიც უფროსებს ბავშვებისა და მოზარდების ონლაინ სექსუალურ ძალადობისგან დაცვაში დაეხმარება. ინტერნეტში პირადი სახის მონაცემისა თუ კადრების გავრცელების პრაქტიკა მოზარდებისთვის აქტუალური და პრობლემური …

მაიკლ ჯექსონს პედოფილიაში სდებენ ბრალს

“პოპის მამას”, მაიკლ ჯექსონს, რომელიც 2009 წელს დაიღუპა, პედოფილიაში სდებენ ბრალს. ამერიკულ არხ HBO-ზე გასულ დოკუმენტურ ფილმში ორი კაცი — ვეიდ რობსონი და ჯეიმს სეიფჩუკი — ამბობს, რომ მაიკლ ჯექსონი მათზე წლების განმავლობაში ძალადობდა. როგორც გამოცემა Vox წერს, ამ დოკუმენტურმა ფილმმა შეიძლება,”სამუდამოდ შეცვალოს პოპის მეფის მემკვიდრეობა”. ბრალდებები რობსონი და სეიფჩუკი, რომლებიც ამჟამად 36 და 41 წლისანი არიან, ორნაწილიან …

არასრულწლოვნებზე სექსუალური მოძალადეების ბაზა შეიქმნება – კანონპროექტი

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას თქმით, უწყება არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის, მათ შორის სექსუალური ძალადობის, აღმოფხვრის მიზნით მთავრობას ახალ ცვლილებებს შესთავაზებს. კანონპროექტი, სხვა ღონისძიებებთან ერთად, არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა სპეციალური ბაზის შექმნას ითვალისწინებს შსს-ში. თოლორაიამ დღეს, 12 თებერვალს, გამართულ ბფირიგნზე განმარტა, რომ 2018 წელს შსს-მ არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის …

14 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტში დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ო.მ. დანაშაული 10-დან 13-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წელს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ბრალდებულმა 14 წლის შვილის მიმართ სხვადასხვა დროს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა, რომელსაც დაკავებული …

მოსწავლისადმი გარყვნილი ქმედებისთვის მასწავლებელს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

დღეს, 19 დეკემბერს, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მოსწავლე გოგონაზე გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული მასწავლებელი ა.ვ. დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 23 მარტს ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელმა – მასწავლებელმა, 65 წლის ა.ვ-მ არასრულწლოვან მოსწავლე გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. მასწავლებელს, რომელიც 2018 …

13 წლის მოზარდისთვის ინტიმური ფოტოების გამოძალვისა და მუქარისთვის პირს 6 წელი მიუსაჯეს

უზენაესმა სასამართლომ, 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, წარმოებაში არ მიიღო პირის საჩივარი, რომელიც 2016 წელს 13 წლის არასრულწლოვანს ჯერ ინტიმური სახის ფოტოები მოტყუებით გამოსძალა, შემდეგ კი მათი გავრცელებით ემუქრებოდა. აღნიშნულ პირს სააპელაციო სასამართლომ 6 წელი მიუსაჯა, თუმცა მსჯავრდებული უზენაესისგან გამართლებას ითხოვდა.  როგორ უზენაესი სასამართლოს განჩინებიდან ირკვევა, გარდა ფოტოების გამოძალვისა, პირი არასრულწლოვანს თავად უგზავნიდა კაცის სასქესო …

15 წლის გოგოზე, სავარაუდოდ, მისმა თანაკლასელმა სექსუალურად იძალადა

საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის სკოლაში 15 წლის გოგოზე სექსუალურად ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული წერილი, სადაც სააგენტო გოგოს ორსულობის შესახებ იუწყებოდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება თავდაპირველად 2018 წლის 16 მარტს სსკ-ის 140-ე მუხლით (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკის მიუღწეველ სხეულში) დაიწყო. თუმცა, თითქმის 7 თვის შემდეგ, 19 სექტემბერს, …

ქუჩაში მცხოვრები გოგოების ნაწილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია – UNICEF-ის კვლევა

UNICEF-ის ახალი კვლევის თანახმად, თბილისში მოქმედი ერთ-ერთი დაჯგუფების ყოფილი წევრების ჩვენების მიხედვით, არასრულწლოვანი გოგოები ვალდებულნი იყვნენ, სექსუალური მომსახურება გაეწიათ დაჯგუფების უფროსი წევრებისთვის. სხვა დაჯგუფებების ყოფილი წევრები ამბობენ, რომ თავიანთი შემოსავლის ნაწილს სექსუალური მომსახურების საფასურის გადასახდელად იყენებდნენ. როგორც კვლევაშია ნათქვამი, საქართველოს ქუჩის ბავშვების ჯგუფებისთვის, შესაძლოა, სექსუალური დაჯილდოების სისტემა იყოს დამახასიათებელი, რაც გოგოებს აყენებს ძალადობის რისკის წინაშე. “ეს …

მოსწავლისადმი გარყვნილ ქმედებაში დადანაშაულებული მასწავლებელი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სკოლის მასწავლებელი, რომელსაც შესაძლოა ჩადენილი აქვს გარყვნილი ქმედება 14 წლის მოსწავლის მიმართ, დაკავებულია. შსს-ს ცნობით, იგი გუშინ, 31 მარტს, საღამოს დააკავეს და იზოლატორშია გადაყვანილი. შსს-მ გამოძიება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებული ცნობის საფუძველზე დაიწყეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას ძალადობის გარეშე 16 წელს მიუღწეველ …

“ჩემ გვერდით დაწექი” – მასწავლებლის მხრიდან შესაძლო გარყვნილ ქმედებაზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 31 მარტს, დაიწყო გამოძიება საქმეზე, რომელიც ეხება სკოლის მასწავლებლისა და საფეხბურთო გუნდის მწვრთნელის მხრიდან 14 წლის მოსწავლის მიმართ შესაძლო გარყვნილ ქმედებას. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ გახმაურდა, რის შემდეგაც მასწავლებელმა სკოლა დატოვა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება გავრცელებული ცნობის საფუძველზე დაიწყეს და უწყებისთვის არავის მიუმართავს. “ნეტგაზეთმა” მოუსმინა აუდიოჩანაწერს, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ მასწავლებლის მიერ …

სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ NATO ანჯელინა ჯოლისთან ერთად იმუშავებს

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი და სპეციალური წარმომადგენელი ანჯელინა ჯოლი დღეს, 31 იანვარს, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვდრა ნატოს მთავარ ოფისში, ბრიუსელში გაიმართა. ჯოლი და სტოლტენბერგი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ერთად იმუშავებენ. სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს ექსტრემისტ ორგანიზაციებთან ბრძოლის დიდი ისტორია აქვს, როგორიცაა თალიბანი და ISIS. მისივე თქმით, ნატოს აქვს პასუხისმგებლობა, ქალთა უფლებების მთავარი დამცველი …

Exit mobile version