“ევროპული საქართველოს” წევრი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ “თავისუფალი დემოკრატებიდან” წამოსული პოლიტიკოსები მათი პარტიისთვის დიდი შენაძენია. როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებს უთხრა, ეს ადამიანები “ევროპული საქართველოს” საარჩევნო სიის გამსვლელ ადგილებზე იქნებიან. “ეს ჩვენთვის საკმაოდ დიდი შენაძენია და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას. ისინი იქნებიან ჩვენს სიაშიც, მათ შორის- გამსველელ ადგილებზეც, ბუნებრივია, და ჩვენ ერთად ვაპირებთ, რომ …
Tag Archives: სერგი კაპანაძე
შეცდომა იქნება, თუ “ნაციონალური მოძრაობა” ისანში კანდიდატს დააყენებს — კაპანაძე
“ევროპული საქართევლოს” წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, თუკი “ნაციონალური მოძრაობა” ისანში საკუთარ მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენს, შეცდომა იქნება. როგორც ცნობილია, ისანში ოპოზიციის ნაწილის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი “ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძეა. კაპანაძე ამბობს, რომ ახლა ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეული შეთანხმების დარღვევის დრო არ არის. “თუ “ნაციონალური მოძრაობა” გადაწყვეტს, რომ ამ შეთანხმებას შეუქმნას საფრთხე ერთ-ერთ კონკრეტულ ოლქში, მაგალითად, …
Continue reading “შეცდომა იქნება, თუ “ნაციონალური მოძრაობა” ისანში კანდიდატს დააყენებს — კაპანაძე”
“ევროპულმა საქართველომ” პლაკატების გაკვრისთვის ჯარიმა მერიაში გაასაჩივრა
“ევროპულმა საქართველომ” თბილისის მერიას წერილობით მიმართა და პლაკატების გაკვრის გამო პარტიის აქტივისტების დაჯარიმება გაასაჩივრა. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე ამბობს, ეს წინასაარჩევნოდ ოპოზიციის მიმართ უკანონო მეთოდების გამოყენებაა და ჯარიმების გადახდას არ აპირებენ. “ხელისუფლებამ უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ოპოზიციის წინააღმდეგ უკანონო მეთოდების გამოყენება. ამის ერთ-ერთი სასაცილო გამოვლინება იყო პლაკატების ჩამოხევა და ჩვენი მომხრეების დაჯარიმება …
Continue reading ““ევროპულმა საქართველომ” პლაკატების გაკვრისთვის ჯარიმა მერიაში გაასაჩივრა”
გაუმართლებელია, რომ ბელარუსის ისტორიაში ასეთ მნიშვნელოვან დროს, ელჩი იქ არ იყო — კაპანაძე
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, გაუმართლებელი და შემაშფოთებელია, რომ ბელარუსის ისტორიაში ასეთ მნიშვნელოვან დროს საქართველოს ელჩი შვებულებაში იყო. როგორც კაპანაძე ამბობს, საქართველოს ხელისუფლებას ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია, მაშინ, როცა პარტნიორებმა ბელარუსში მიმდინარე ამბებზე ოფიციალური პოზიციები დააფიქსირეს. მისი თქმით, ეს აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არათანმიმდევრული და საზიანო საგარეო პოლიტიკა აქვს. …
ცალსახაა, რომ რუსეთს არ უნდა გადასცენ – კაპანაძე უკრაინელ მებრძოლზე
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ საქართველომ რუსეთს არ უნდა გადასცეს უკრაინის მოქალაქე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. სახალხო დამცველის 13 აგვისტოს გამოქვენებული ცნობით, რუსეთი საქართველოს უკრაინელი მებრძოლის, ვადიმ ალტმანის, ექსტრადიციას სთხოვს. სახალხო დამცველი პროკურატურას მოუწოდებს, უარი უთხრას რუსეთს ექსტრადიციის მოთხოვნაზე. სერგი კაპანაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ „საქართველომ თითქმის ყველა შემთხვევაში, — გარკვეული გამონაკლისების …
Continue reading “ცალსახაა, რომ რუსეთს არ უნდა გადასცენ – კაპანაძე უკრაინელ მებრძოლზე”
“კონსოლიდაცია თბილისში, კონკურენცია – რეგიონებში” – რაზე (ვერ) თანხმდება ოპოზიცია?
“ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის ხანგრძლივი კონსულტაციები რეგიონებში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებაზე უშედეგოდ სრულდება – თბილისის 6 ოლქზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ, „ევროპული საქართველო“ ენმ-სა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს მაჟორიტარულ ოლქებში კოორდინაციას სთავაზობდა რეგიონებშიც, თუმცა ენმ-ს გადაწყვეტილი აქვს, თბილისს გარეთ 22-ვე ოლქში დააყენოს კანდიდატი. რა არგუმენტები აქვთ მხარეებს და რომელი საარჩევნო სტრატეგია შეიძლება იყოს უფრო …
კილაძის თქმით, წულუკიანის პარლამენტში მიუსვლელობა ოპოზიციის დანდობაა
“ევროპული საქართველო” ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას საკითხზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იბარებს. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი, ამ შემთხვევაში მინისტრი, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომიტეტის სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ პირს კომიტეტმა მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს, თუმცა დეპუტატ …
Continue reading “კილაძის თქმით, წულუკიანის პარლამენტში მიუსვლელობა ოპოზიციის დანდობაა”
საერთო სიას არ განვიხილავთ, მაჟორიტარებზე კონცენტრირებაა სწორი – კაპანაძე
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ არ განიხილავენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ყველა ოპოზიციური ჯგუფის საერთო პროპორციულ სიაში გაერთიანებასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მიაჩნია, ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიან საარჩევნო სიაში უნდა გაერთიანდეს, სადაც ადგილები პარტიების რეიტინგების მიხედვით გადანაწილდება. ამ ინიციატივაზე პასუხად სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა: „რეალობა …
Continue reading “საერთო სიას არ განვიხილავთ, მაჟორიტარებზე კონცენტრირებაა სწორი – კაპანაძე”
“ეს არის განაჩენივით” – ოპოზიციის შეფასება 13 კონგრესმენის ანგარიშზე
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, 13 ამერიკელი კონგრესმენის შეფასება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით არის გაფრთხილება “ქართული ოცნებისთვის” და დასავლელი პარტნიორები ცდილობენ, საქართველო რუსულ ორბიტას აარიდოს. ოპოზიცია ხაზს უსვამს, რომ დასავლეთის კრიტიკა “ოცნების” გუნდისადმი ყოველდღიურად მატულობს. “ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კონგრესმენები ასეთ მწვავე შეფასებებს აკეთებენ, მაგრამ ეს მოხსენება არის განაჩენივით. პრაქტიკულად, მათ თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის …
Continue reading ““ეს არის განაჩენივით” – ოპოზიციის შეფასება 13 კონგრესმენის ანგარიშზე”
რას ფიქრობენ მელიას განცხადებაზე ევროპულ საქართველოში
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ თბილისში მაჟორიტარულ ოლქებზე ენმ-ის განცხადებამ შესაძლებლობა გაზარდა, ოპოზიციას შორის საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება შედგეს. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ, სადაც მაჟორიტარულ ოლქებში, მათ შორის რეგიონებში, საერთო კანდიდატების დაყენების საკითხზე იმსჯელებენ. “ეს განცხადება და პარტიის ბოლოდროინდელი რიტორიკა განსხვავებულია. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მელიას ამ განცხადების შემდგომ …
Continue reading “რას ფიქრობენ მელიას განცხადებაზე ევროპულ საქართველოში”
გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ – გახარია ოპოზიციას
“IMF-ის მონაცემებით, ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით მშპ-სთან შედარებით საქართველო არის მეორე ადგილზე. გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ – პირველ ადგილზე არის სინგაპური, მეორე ადგილზე არის საქართველო”, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციას. მანამდე “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე დაინტერესდა, რომელ რეიტინგს ეყრდნობა საქართველოს მთავრობა, როდესაც აცხადებს, რომ ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით ლიდერობს. მაკროეკონომიკაში კონსულტაციების გავლა ურჩია გახარიამ “ევროპული …
Continue reading “გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ – გახარია ოპოზიციას”
პარლამენტში გახარიას მისვლას ითხოვენ, ოპოზიციის ნაწილი საგანგებო მდგომარეობას მხარს არ დაუჭერს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და “ევროპული საქართველოს” განცხადებით, ძალაში რჩება მათი წინაპირობა იმის შესახებ, რომ ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენამდე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერენ. როგორც “ნეტგაზეთს” “ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ განუცხადა, არასერიოზულია, მთავრობა ჯერ ითხოვდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას (22 აპრილს) და შემდეგ წარმოადგენდეს გეგმას (24 აპრილი). “ჩვენ გამართლებულად მიგვაჩნია შეზღუდვები, მაგრამ ასეთი შეზღუდვები არა. …
ოპოზიცია 20 ივნისზე ომბუდსმენის ანგარიშში მოყვანილ გარემოებებს აფასებს
ოპოზიციური პარტიების ლიდერები 20 ივნისის აქციის დაშლაზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ომბუდსმენის ანგარიშს ეხმაურებიან. პარტიებში მიიჩნევენ, რომ ანგარიშში მოყვანილი ფაქტებით გამოძიების პროცესში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა ჩნდება. ანგარიშში, რომელშიც სახალხო დამცველი აფასებს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებას სწავლობს 20, 21 ივნისის აქციის დარბევაზე, საქმის მასალები უთითებს, რომ არც შს მინისტრს, არც მის მოადგილეებს და …
Continue reading “ოპოზიცია 20 ივნისზე ომბუდსმენის ანგარიშში მოყვანილ გარემოებებს აფასებს”
კიბერთავდასხმა: სერგი კაპანაძე ხელისუფლების მიერ ინტერნეტ კონტროლის საფრთხეზე საუბრობს
რუსეთის მხრიდან საქართველოზე კიბერთავდასხმის თემას გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე და ხაზი გაუსვა საფრთხეს ინტერნეტის თავისუფლებასთან დაკავშირებით. “გასაკვირი არ არის, რომ ეს კიბერშტევა მოდიოდა რუსეთიდან და მათი კიბერსამსახურიდან. ეს საქართველოსთვის სიახლე არ არის. ჯერ კიდევ 2008 წლის ომის დროს განხორციელდა მსგავსი რამ და იმის მერე პერიოდულად ხდებოდა ხოლმე. ამიტომ რაიმე სიახლე აქ არ …
“მინისტრის პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს” – კაპანაძე საგარეოს კომენტარზე
“ევროპული საქართველოს” წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე სრულიად მიუღებელს უწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს, რომ “დიპლომატიური სამსახური ვერ აჰყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს”. კაპანაძის თქმით, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკოსის, მინისტრის პოზიცია, მაგრამ არა სამინისტროსი, რადგან საგარეო უწყების საქმე არ არის პარლამენტარების გამოსვლის შეფასება. “სირცხვილია ასეთი განცხადება და ამას მინისტრის პასუხისმგებლობის …
Continue reading ““მინისტრის პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს” – კაპანაძე საგარეოს კომენტარზე”
ODHIR-ის დასკვნაში არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი, რომ “გერმანული მოდელი” არაკონსტიტუციურია – კაპანაძე
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (ODIHR) ოფისისისაგან ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით პასუხი მიიღეს. აღნიშნული პროექტის შეფასება ODHIR-ს საქართველოს სახალხო დამცველმა სთხოვა. კაპანაძის თქმით, ODHIR-ის დასკვნაში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი იმის შესახებ, რომ მათ მიერ შეთავაზებული მოდელი არაკონსტიტუციურია, რაც ამ პროექტის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” მთავარი არგუმენტია. “როგორც …
გამოსაფხიზლბელი ზარი ხელისუფლებისთვის – კაპანაძე კონგრესმენის კრიტიკაზე
„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანძის თქმით, კონგრესმენ მარკვეინ მალინის კრიტიკული წერილი ხელისუფლებისთვის გამოსაფხიზლებელი ზარი უნდა იყოს. მალინმა გიორგი გახარიასთვის მიწერილ ღია წერილში ხელისუფლება გააკრიტიკა და დასძინა, რომ 2019 წლის დეკემბრის ბოლოს კონგრესსა და სენატში ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვისას, პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, „თქვენი ქვეყანა უარყოფით შუქზე და სიფრთხილით განიხილებოდა“. „ეს პროცესები არ წყდება, ეს განცხადებები …
Continue reading “გამოსაფხიზლბელი ზარი ხელისუფლებისთვის – კაპანაძე კონგრესმენის კრიტიკაზე”
“ევროპული საქართველოს” წევრების ნაწილმა პარლამენტის კომიტეტები დატოვა
“ევროპული საქართველოს” წევრების ნაწილმა პარლამენტის კომიტეტები დატოვეს. პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო ოთარ კახიძის მიმართვა იურიდიულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებიდან გასვლის შესახებ; სერგი კაპანაძემ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი დატოვა; ლელა ქებურია და ლაშა დამენია რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტიდან გავიდნენ; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დატოვა ირაკლი აბესაძემ; ზურაბ ჭიაბერაშვილმა დარგობრივი ეკონიმიკისა და …
Continue reading ““ევროპული საქართველოს” წევრების ნაწილმა პარლამენტის კომიტეტები დატოვა”
კაპანაძის შეფასებით, პროპორციული სისტემის ჩაგდება ივანიშვილის პასუხისმგებლობა იქნება
“ევროპული საქართველოს” წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდებაზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილი იქნება. კაპანაძის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, დღეს პარლამენტში განვითარებული პროცესები “ივანიშვილის ტრიუკებია”, თუ მაჟორიტარი დეპუტატები იზრდიან პოლიტიკურ წონას. “დილით პროვოკაციული განცხადებები აკეთეს, გვკიდია კონსტიტუციაო. იგინეს და იფურთხეს. მერე ჩვენ და “ნაცებს” გვეჩხუბნენ. მერე – გოგიჩაიშვილს და გედის. მერე …
არ რეგულირდება ჟურნალისტების იდენტიფიცირება — გახარია 20 ივნისის აქციის დაშლაზე
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს აქციებისას ჟურნალისტების იდენტიფიცირებას. 6 სექტემბერს პარლამენტარ სერგი კაპანაძის კითხვაზე, აქციის დარბევისას იყო თუ არა მითითება, რომ 20-21 ივნისის დემონსტრაციისას ჟურნალისტების მისამართით ტყვიები არ გამოეყენებინათ, გახარიამ უპასუხა: —„ესეც სამწუხარო ფაქტია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს კანონმდებლობაში არ ხდება მასობრივი ღონისძიების დროს რეგულირება ჟურნალისტების რაიმე სახით იდენტიფიცირების. არცერთი …
Continue reading “არ რეგულირდება ჟურნალისტების იდენტიფიცირება — გახარია 20 ივნისის აქციის დაშლაზე”
3 ტყუილი, რაც გიორგი გახარიამ თქვა – სერგი კაპანაძე
“ევროპული საქართველოს” დეპუტატი სერგი კაპანაძე გიორგი გახარიას გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება. კაპანაძე სამ საკითხს გამოყოფს, რომელზეც, მისი თქმით, მინისტრმა იცრუა: “1. ხმით გავაფრთხილეთო პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხი გაზის გამოყენებამდეო. ტყუილია! პოლიციის შესახებ კანონის 31-ე მუხლის მე-3 მუხლის მიხედვით პოლიციელი ვალდებულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი …
Continue reading “3 ტყუილი, რაც გიორგი გახარიამ თქვა – სერგი კაპანაძე”
ევროპულმა საქართველომ და ენმ-მ საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვეს
ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვეს, რადგან მთავარ საკითხად იქ არ განიხილებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება. დღესვე, სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა საინიციატივო ჯგუფმა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებისა და მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების მიზნით პარლამენტში 300 000-მდე მოქალაქის ხელმოწერა შეიტანა. ევროპული …
ხორავას საქმის გაყალბებისთვის 10 სამართალდამცველია დასაკავებელი – კაპანაძე
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, სწორედ კომისიის მთავარი რეკომენდაცია იყო შარშან მიხეილ კალანდიას დაკავება, რომელიც დღეს დააკავა შსს-მ დავით სარალიძის ჯგუფირად განზრახ მკვლელობის ბრალდებით. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, გარდა ამისა, ამ საქმის გაყალბებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის 10-მდე თანამშრომელია პასუხისგებაში მისაცემი. სერგი კაპანაძის …
Continue reading “ხორავას საქმის გაყალბებისთვის 10 სამართალდამცველია დასაკავებელი – კაპანაძე”
კაპანაძე: სააპელაციომ დაადასტურა, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა რელევანტურია
“ევროპული საქართველოს” დეპუტატ სერგი კაპანაძის თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა ის გარემოებები, რაც პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელმა კომისიამ დაადგინა. კერძოდ, კაპანაძის თქმით, დავით სარალიძის მკვლელი არ არის იდენტიფიცირებული და თავისუფალია: “მოვისმინეთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, დადასტურდა პრაქტიკულად ის, რაზეც საგამოძიებო კომისიამ შარშან დადო თავისი დასკვნა. კერძოდ ის, რომ დავით სარალიძის …
Continue reading “კაპანაძე: სააპელაციომ დაადასტურა, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა რელევანტურია”