რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კოლეგას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან, დიმიტრი მედოევს შეხვდა. ინფორმაციას მხარეების შეხვედრაზე განხილული ორმხრივი საკითხების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს: საუბარი, როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, შეეხო ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფას, რომლის ძირითადი ნაწილი უკვე შესრულებულია. გარდა ამისა, მხარეებმა “სამხრეთ კავკასიაში არსებული არასტაბილურობის პრობლემა” განიხილეს. როგორც ირკვევა, ამასთან დაკვაშირებით …
Tag Archives: სერგეი ლავროვი
ლავროვის თქმით, ტრამპთან სანქციებზე და აშშ–ის არჩევნებში რუსეთის ჩართულობაზე არ უსაუბრია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს, 10 მაისს დახურულ კარს მიღმა აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. ABCNEWS თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტრამპმა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი გამოთქვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ურთიერთთანამშრომლობა სირიაში კონფლიქტის დასასრულებლად. სერგეი ლავროვის თქმით, ტრამპთან საუბარი შეეხებოდა სირიის კონფლიქტს, პალესტინა–ისრაელის საკითხს, ვითარებას ავღანეთში, უკრაინასთან დაკავშირებით მინსკის შეთანხმების პირობების დაცვას. …
ლავროვის აფხაზური ვიზიტის ქვეტექსტი
აფხაზეთში სერგეი ლავროვის ვიზიტის მნიშვნელობა, ვისაც არ დაეზარა, ყველამ განიხილა. იყო ვერსიები: თითქოს ეს იყო სიმბოლო “რუსეთისა და აფხაზეთის სამუდამო მეგობრობის”; ეს იყო სიგნალი ტრამპისთვის, რომ რუსეთი რეგიონში საკუთარი პოზიციების დათმობას არ აპირებს; რომ ამით “ქართულ ოცნებას” ავნეს, რამაც ასე დაამწუხრა ზურაბ აბაშიძე. მავანმა კი რუსი მინისტრის ვიზიტში საერთაშორისო იზოლაციის მომენტიც დაინახა და თქვა, რომ …
აფხაზური მხარე ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, შეწყვიტონ საკუთარი თავის მოტყუება
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა უწყება ქართული მხარის მიერ სერგეი ლავროვის სოხუმში ვიტიზის საკითხის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება: “ბოლო დროს ქართველი ოფიციალური პირების მხრიდან, საგარეოს ჩინოვნიკებით დაწყებული და პრეზიდენტით დამთავრებული, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის აფხაზეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიტიზთან დაკავშირებით “მრისხანე” განცხადებები გახშირდა. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ოფიციალური პირებისგან მსგავს “განმკიცხავ” კომენტარებს სრულიად უადგილოდ …
Continue reading “აფხაზური მხარე ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, შეწყვიტონ საკუთარი თავის მოტყუება”
აბაშიძე: მართებული არ არის ლავროვის სიტყვები ბოევიკების მარშრუტზე საქართველოსთან მიმართებაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ვახტანგ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებებს უპასუხა იმის თაობაზე, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, არამედ უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეც. “უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ რუსეთის მხრიდან ამ საკითხზე, სავიზო რეჟიმზე სხვადასხვა მისაზრებები მოვისმინეთ. 2015-ის ბოლოს პუტინმა განაცხადა, ალბათ, …
აქცია ერევანში ლავროვის ვიზიტის წინააღმდეგ [Video]
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის პარალელურად, სომხეთის დედაქალაქში 21 აპრილს რუსეთის საელჩოსკენ მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა და სხვადასხვა შეძახილებით აქცია გამართეს. ნეტგაზეთისთვის მომზადებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ მომიტინგეები რუსეთის საელჩოსთან სამართალდამცავებსაც დაუპირისპირდნენ. აქცია ისე დასრულდა, რომ პოლიციას არც ერთი მომიტინგე არ დაუკავებია. მომიტინგეებმა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ტრანსპარანტები წარწერებით “ლავროვ-სიკტირ”[ლავროვ – წადი, …
Continue reading “აქცია ერევანში ლავროვის ვიზიტის წინააღმდეგ [Video]”
ერევანში ლავროვის ვიტიზის წინააღმდეგ მიტინგს გამართავენ
დღეს, 21 აპრილს სომხეთის დედაქალაქში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტია დაგეგმილი. ოფიციალური ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ლაროვი პრეზიდენტ სერჟ სარგსიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ედვარდ ნალბანდიანს შეხვდება. შეხვედრის ერთ-ერთი თემა კი მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტი იქნება. ამავე საკითხთან დაკავშირებით აპრილის დასაწყისში, ყარაბაღში ესკალაციის პარალელურად, ლავროვი ბაქოსაც ესტუმრა. შესაბამისად, სომხეთში მოქალაქეთა ნაწილი რუსეთს ორმაგ …
Continue reading “ერევანში ლავროვის ვიტიზის წინააღმდეგ მიტინგს გამართავენ”
თედო ჯაფარიძე: რამდენად კომპეტენტურია ქანთარია, რომ ამგვარი შეფასებები გააკეთოს?
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე პასუხობს ნუკრი ქანთარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს სერგეი ლავროვთან შესახვედრად საკმარისი გამოცდილება არ აქვს. „დავიწყოთ იმით, რამდენად კომპეტენტურია ბატონი ნუკრი ქანთარია თავად, ამგვარი შეფასებები გააკეთოს. მე მის ინტელექტთან, განათლებასთან, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მე არ ვეხები. მე ვეხები იმ სფეროს, რომელსაც საგარეო პოლიტიკა …
Continue reading “თედო ჯაფარიძე: რამდენად კომპეტენტურია ქანთარია, რომ ამგვარი შეფასებები გააკეთოს?”
ქანთარია ლავროვთან შესაძლო შეხვედრაზე: რამდენად წონიანი იქნება მიხეილ ჯანელიძე…
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიას ეჭვი ეპარება, “რამდენად წონიანი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თუ თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდება”. ამის შესახებ ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “შეხვედრა, ვფიქრობ, აუცილებელია, მაგრამ ერთი-ერთზე რამდენად იქნება წონიანი ბატონი ჯანელიძე, რომელიც ძალიან ნიჭიერი კაცია, მაგრამ ის გამოცდილება არ აქვს, რომელიც ასეთ დროს სჭირდება ლავროვთან ერთი-ერთზე დაჯდომას. …
Continue reading “ქანთარია ლავროვთან შესაძლო შეხვედრაზე: რამდენად წონიანი იქნება მიხეილ ჯანელიძე…”
თედო ჯაფარიძე: როდესაც რუსეთი პანკისზე ლაპარაკობს, ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ
“ჩვენ ვიცით რუსული მხარე, ვიცით მათი მეთოდოლოგია, ვიცით პროპაგანდის ამგვარი ინსტრუმენეტები და ხერხები. ამიტომ, როდესაც რუსეთი პანკისზე და იქ მიმდინარე პროცესებზე ლაპარაკობს, ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, PACE-ს ვიცეპრეზიდენტი თედო ჯაფარიძე სერგეი ლავროვის მიერ პანკისის ხეობის შესახებ დღეს გაკეთებულ განცხადებას. მისი თქმით, საქართველოს ყურადღება მართებს, რადგან ამ განცხადების უკან …
აბაშიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დღის წესრიგში არ დგას
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე მედიის კითხვებს უპასუხა. “დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დღის წესრიგში არ დგას, ამ ეტაპზე ვერ დადგება ვერანაირად. ჩვენმა რუსმა კოლეგებმა კარგად იციან, თუ რატომ. სანამ დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია. მაგრამ, თუკი მოხდება ძალიან სერიოზული წინსვლა ამ მიმართულებით, თუკი …
Continue reading “აბაშიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დღის წესრიგში არ დგას”