მოსკოვის რეაქცია საქართველოში რუსული კანონის ჩაგდებაზე

მოსკოვის წუხილი და შეფასებები საქართველოში რუსული კანონის ჩავარდნისა და პროევროპული პროტესტის შესახებ „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ პოზიციის მსგავსია. რუსეთის უმაღლესი ხელისუფლებების პირები აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი არა რუსული, არამედ ამერიკულის შერბილებული ვერსიაა; რომ დასავლეთი საქართველოს სუვერენიტეტს უზღუდავს; თბილისში გამართული საპროტესტო აქციები ძალადობრივია და ხელისუფლების შეცვლას ემსახურება; რომ ფერადი რევოლუციები, მათ შორის, სამოქალაქო …

რუსეთი 11 ქვეყანასთან — უვიზო, 6-თან კი გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავს

რუსეთი გეგმავს უვიზო რეჟიმის შემოღებას 11 ქვეყანასთან და ვიზის გაცემის გამარტივებულ პროცედურის შემოღებას 6 სახელმწიფოსთან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სახელმწიფო სათათბიროში სამთავრობო საათის ფარგლებში განაცხადა. „ჩვენ ვმუშაობთ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე. ახლა უკვე დაგეგმილია სრულიად უვიზო მიმოსვლის გაფორმება დაახლოებით თერთმეტ ქვეყანასთან, კიდევ ექვსთან, თუ არ ვცდები, მათ შორის ინდოეთთან, ინდონეზიასთან — გამარტივებული …

“მადლობა ღმერთს, ზურაბიშვილი ქვეყნის განვითარების გზებს არ განსაზღვრავს”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსულ ტელეკომპანია “როსია 1”- თან [«Россия 24»] ინტერვიუში საქართველოს საკითხზე საუბრობს და საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას აქებს. “დასავლეთს სურს, საქართველო რუსეთის გამღიზიანებლად აქციოს” – ლავროვი “დღესდღეობით საქართველოში, პრეზიდენტის პარალელურად, რომელიც, მადლობა ღმერთს, არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების გზებს და ცერემონიალურ ფუნქციებს ასრულებს, არსებობს მთავრობა”, რომელიც, ლავროვის თქმით, დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, …

“დასავლეთს სურს, საქართველო რუსეთის გამღიზიანებლად აქციოს” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი რუსულ ტელეკომპანია “როსია 1”- თან [«Россия 24»] ინტერვიუში საქართველოს საკითხზე საუბრობს და საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას აქებს. ლავროვის განცხადებით, “დასავლეთის ქვეყნებს არაერთხელ მოუწოდებიათ საქართველოს ხელისუფლებისთვის, რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გაეხსნათ”. “რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის პასუხად, სანქციებს მიერთდებოდა საქართველო, საქართველო ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს. დასვლეთს სურს საქართველო აქციოს რუსეთის “გამღიზიანებლად”. დღეს …

“ევროკავშირის დამკვირვებლების სომხეთში ყოფნა სარისკოა” – მოსკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საფრთხეების შესახებ ისაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის [EUMM] სომხეთში გრძელვადიანად განთავსების შემთხვევაში. “იმის მიუხედავად, რომ მოკავშირეები ვართ და ОДКБ-ს [„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“] მისია სრულიად მზადაა, სომხური მხარე გრძელვადიანი მონიტორინგისთვის ევროკავშირთან მოლაპარაკებას ამჯობინებს. ეს არის აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს და, სავარაუდოდ, თუ ეს მისია აზერბაიჯანის თანხმობის გარეშე განთავსდება, შეიძლება ის კონტრპროდუქტიული …

თუ ფრენები აღდგება, ეს მხოლოდ მისასალმებელია — კობახიძე ლავროვის განცხადებაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შეამსუბუქებდა, რაც მისასალმებელია. ამის შესახებ კობახიძემ „იმედის“ ეთერში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებების, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების შექების და აქედან გამომდინარე „ოცნების“ ოპონენტების კრიტიკის კომენტირებისას განაცხადა. „ჩვენთვის მთავარი არ არის გარე შეფასებები — ბევრი გვესმის ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან, …

ლავროვის განცხადება საგანგაშოდ უნდა ჩაითვალოს – კორნელი კაკაჩია

დღეს, 18 იანვარს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება, რომ მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს  და იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენები. ნეტგაზეთთან საუბარში ლავროვის განცხადებას საგანგაშოს უწოდებს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი კორნელი კაკაჩია. მისი თქმით, ეს განცხადება საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკითაა გამოწვეული, რომელიც  მოსკოვისთვის მოსაწონია. …

მელია: ლავროვი კმაყოფილია „რუსული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკით

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება პირდაპირი დადასტურებაა, რომ საქართველოს მართავს არა დამოუკიდებელი მთავრობა, არამედ რუსული საოკუპაციო რეჟიმი. „დღეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა სრული სახელმწიფოებრივი და ეროვნული კატასტროფა — პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმი კრიმინალ ლავროვის პირით მადლობას უცხადებს საქართველოს ხელისუფლებას. სერგეი ლავროვი კმაყოფილია იმ ანტიდასავლური და, შესაბამისად, ანტიქართული პოლიტიკით, რასაც …

რუსეთი აქებს ავტოკრატიებს სირიაში, ბელარუსში და ახლა საქართველოში — ჯაფარიძე

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას. ჯაფარიძის აზრით, სერგეი ლავროვის განცხადება ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოქმედებები აცდენილია მთელი ცივილიზებული სამყაროს პოლიტიკას და რუსეთის მხრიდან შექებას ემსახურება. „ის მოხდა, რასაც ველოდით — ამჯერად უკვე პირდაპირ რუსეთის ხელისუფალმა შეაქო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მათი განცხადებები. სამწუხარო რეალობაა, როდესაც რუსეთის ფედერაცია, რომელიც …

„მე ლავროვისგან ქათინაურს ვერ მივიღებ, არაფერში გვჭირდება“ – ოდიშარია

„ქართული ოცნების“ წევრი ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შექება „არაფერში სჭირდებათ“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება, რომ მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენები. ოდიშარიას თქმით, საქართველოზე რუსეთის ხელისუფლების განცხადებები ენმ-ის კრიზისს ემთხვევა ხოლმე, რაც ენმ-ის „საშუალებას …

ბოკერია: ლავროვს ახარებს საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება „არის კიდევ ერთი სიმპტომი იმის, თუ როგორ დაუცველს ტოვებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს რუსეთის აგრესიისგან“. „ყველა ინფორმირებული ადამიანისთვის ასეთი განცხადებები უნდა იყოს საგანგაშო. პუტინის რუსეთს, პუტინს, ლავროვს ახარებთ, როდესაც საქართველო იზოლირებულია დასავლეთისგან და დაუცველია რუსეთის აგრესიისგან. ეგ იწვევს სწორედ სიხარულს. ყველამ, ვინც აქამდე მოტყუვდა ივანიშვილის …

“საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის პროექტებს მივესალმები”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღევანდელი, 18 იანვრის პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ნდობის გამყარების მიზნით, მოსკოვი მიესალმება ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროექტს. “ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა საქართველოსთან ურთიერთობები დაალაგონ, ასეთი დიალოგის მექანიზმები არსებობს, სადაც ჩვენც ვმონაწილეობთ. დასავლეთი, თავისი კაპრიზებით, ხელს უშლის საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ …

ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას ვაჟკაცობას უწონებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება, რომ მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს  და იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენები. „საქართველოს უნარი, გაუძლოს ზეწოლას დასავლეთისგან, რომელიც ღიად მოითხოვს ანტირუსულ სანქციებთან შეერთებას, პატივისცემას იწვევს“, — განაცხადა ლავროვმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე „ალტ-ინფოს“ კითხვის საპასუხოდ. „ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო, ისევე …

AP-ის ცნობით, ლავროვი ბალიზე საავადმყოფოში გადაიყვანეს — მოსკოვი უარყოფს

Associated Press ინდონეზიის ხელისუფლებაში რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ G20-ის სამიტზე დასასწრებად ბალიში ჩასული სერგეი ლავროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯანმრთელობა ინდონეზიაში ჩასვლისას გაუარესდა, რის გამოც საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია მათ სამმა წყარომ დაუდასტურა, მათ შორის არიან ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები და ჯანდაცვის …

ლავროვი მოლდოვას ემუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, „მოლდოვამ აუცილებლად უნდა გაიგოს, რომ რუსი მშვიდობისმყოფლებისთვის საფრთხის შექმნა დნესტრისპირეთში აღიქმება, როგორც თავდასხმა რუსეთზე“. „ყველამ უნდა გაიგოს, რომ ნებისმიერი მოქმედება, რაც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სამხედრო პერსონალის უსაფრთხოებას, საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით აღიქმება, როგორც თავდასხმა რუსეთის ფედერაციაზე, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთში, როდესაც ჩვენს მშვიდობისმყოფელებს თავს სააკაშვილი დაესხა“, – განაცხადა …

სანქციებს არ შევუერთდით, მაგრამ ომში რუსეთის მხარეს არ ვართ – სერბეთის ვიცე-პრემიერი

ბოლო დღეების განმავლობაში ორ ტრადიციულ მოკავშირეს, სერბეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაიძაბა. მიზეზი სერბეთის ვიცე-პრემიერ-მინისტრის, ზორანა მიჰაილოვიჩის განცხადებაა, რომლითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გააკრიტიკა. რას ამბობენ ბელგრადში მიჰაილოვიჩის განცხადებით, ლავროვი „ბოროტად იყენებს“ სერბეთის გადაწყვეტილებას მოსკოვის წინააღმდეგ დასავლურ სანქციებზე უარის თქმის შესახებ, რათა არასწორად წარმოაჩინოს, თითქოს სერბეთი მხარს უჭერს რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და ომს. …

“ლავროვმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოსთან გამშვები პუნქტების დროებითი გახსნა” – ცხინვალი

მოსკოვში სამხრეთ ოსეთის ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა, სადაც ოფიციალური ცნობით, ორმხრივი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ოფიციალური ცნობით, განხილულ საკითხებს შორის იყო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, “დონბასის დასაცავად რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია”, ორმხივი ინტენსიური დიალოგის განვითარება, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ინვესტიციები, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები, ფინანსური დახმარების გაგრძელება. ამასთან, …

სერბეთის მეზობლებმა ლავროვის თვითმფრინავს საჰაერო გზა დაუხურეს

სერბეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტი გაუქმდა, რადგან სერბეთის სამმა მეზობელმა სახელმწიფომ ლავროვის თვითმფრინავი თავიანთ საჰაერო სივრცეში არ შეუშვა. ინფორმაცია თავდაპირველად გავრცელდა სერბულ, შემდეგ კი- რუსულ მედიაში, ბოლოს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა. ბულგარეთმა (რომელიც ევროკავშირის წევრია) ჩრდილოეთ მაკედონიასთან და მონტენეგროსთან ერთად (რომლებიც ევროკავშირის წევრობის მსურველი სახელმწიფოები არიან) დააწერა …

პუტინმა ლავროვის რეპლიკის გამო ბოდიში მოიხადა – ისრაელის პრემიერის ოფისი

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის ოფისი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბენეტთან სატელეფონო საუბარში ბოდიში მოიხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ანტისემიტური განცხადების გამო. სერგეი ლავროვმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ებრაული წარმოშობა მას ხელს არ უშლის, იყო ნაცისტი, პარალელი კი ადოლფ ჰიტლერთან გაავლო, რომელსაც, ლავროვის აზრით, ებრაული სისხლი ჰქონდა, …

„ანტისემიტიზმს დიდი ხნის ისტორია აქვს რუსეთის ელიტაში“ – კულება ლავროვს აკრიტიკებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ეხმაურება სერგეი ლავროვის განცხადებას ჰიტლერის ებრაულ წარმომავლობასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მან ბოდიში უნდა მოიხადოს. 5 მაისს კულებამ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იაირ ლაპიდთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტვიტერზე დაწერა, რომ ორივე მათგანი „განრისხებულია“ სერგეი ლავროვის ანტისემიტური კომენტარების გამო. „[საუბრისას] ხაზი გავუსვი, რომ ანტისემიტიზმს დიდი ხნის ისტორია აქვს რუსულ ელიტებში. …

ლავროვის განცხადებების გამო ისრაელში რუსეთის ელჩი დაიბარეს

იტალიურ გადაცემაში სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ელჩს იბარებს. როგორც Jerusalem Post წერს, ინტერვიუს მიმდინარეობისას ლავროვმა რამდენიმე განცხადება გააკეთა, რომელსაც ისრაელში ანტისემიტურად აფასებენ. გამოცემა წერს, რომ ლავროვის თქმით, „ის ფაქტი, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია, ეს არ უკუაგდებს ნაცისტურ ელემენტებს მის ქვეყანაში“. ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, …

დანებებას არ ვითხოვთ, უბრალოდ შეწყვიტონ წინააღმდეგობა – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის პრეზიდენტისგან დანებებას არ ითხოვს, თუმცა ითხოვს წინააღმდეგობის შეწყვეტას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედია, TASS ავრცელებს. “ჩვენ მისგან [ზელენსკისგან] დანებებას არ ვითხოვთ. ვითხოვთ, რომ გასცეს ყველა მოქალაქის გათავისუფლების ბრძანება და შეწყვიტოს წინააღმდეგობა. ჩვენი მიზანი არ მოიცავს უკრაინაში რეჟიმის შეცვლას”, – განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, ზელენსკის …

ჩვენი სამხედროები თავის ქმედებებს 9 მაისს ხელოვნურად არ მოარგებენ – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები „სპეციალური ოპერაციის“ მიმდინარეობას კონკრეტულ თარიღს, მათ შორის 9 მაისს, არ მოარგებენ. ამის შესახებ მან იტალიურ ტელეკომპანია Mediaset-თან ინტერვიუში ისაუბრა. ლავროვს ჰკითხეს, დასრულდება თუ არა ე.წ. სპეცოპერაცია 9 მაისამდე. „ჩვენი სამხედროები ხელოვნურად არ მოარგებენ თავიანთ ქმედებებს რაიმე თარიღს, მათ შორის გამარჯვების დღეს. ჩვენ საზეიმოდ აღვნიშნავთ 9 …

ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას არ განვიხილავთ – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი არ განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას. მის განცხადებას რუსეთის სამთავრობო მედია TASS ავრცელებს. “რუსეთი არ განიხილავს უკრაინაზე ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას, საუბარია მხოლოდ ჩვეულებრივ იარაღზე”, – განაცხადა ლავროვმა India Today-თან ინტერვიუში. მისი თქმით, რუსეთი მრავალი ათწლეულია ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ გამოდის. ამის არგუმენტად კი ლავროვმა …

Exit mobile version