დემონსტრანტები საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელში შევიდნენ, თუმცა საშვების უქონლობის გამო, დაცვამ შეაკავა და შენობის სიღრმეში არ შეუშვა. ახლა ისინი სასტუმრო რედისონისკენ მიემართებიან, სადაც, მათი ინფორმაციით, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უნდა იმყოფებოდეს. დემონსტრანტები ხელისუფლებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ გავრილოვის ამბის გამო. ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს იმპიჩმენტს ითხოვს.
Tag Archives: სერგეი გავრილოვი
კობახიძე უნდა გადადგეს – “ევროპული საქართველო”
“ევროპული საქართველო” პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, გადადგომას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გეგმავს. პარტია სწორედ კობახიძეს აკისრებს პასუხისმგებლობას რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, პარლამენტში მისვლასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, საგანგებო განცხადებით მიმართა მოქალაქეებს და მოუწოდა მათ, “განურჩევლად პარტიული სიმპათიისა”, აღნიშნული მოთხოვნით 20 ივნისს, 19:00-ზე, პარლამენტთან მივიდნენ. “ყველამ …
Continue reading “კობახიძე უნდა გადადგეს – “ევროპული საქართველო””
კატეგორიულად მიუღებელია, რაც პარლამეტში ხდება — კალაძე გავრილოვის ამბავზე
თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება რუსეთის დუმის დეპუტატის მიერ საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის გაძღოლას და აცახდებს — „მაშინ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, დაუშვებელია რაც დღეს ხდება“. „ალბათ წინასწარ უნდა გვეფიქრა, საერთოდ შეიძლებოდა თუ არა ამ შეხვედრის ჩატარება პარლამენტის სხდომათა დარბაზში“, — თქვა კალაძემ. „კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც პარლამენტში ხდება. ვფიქრობ, მოგვიანებით გაირკვევა, რასთან გვაქვს …
Continue reading “კატეგორიულად მიუღებელია, რაც პარლამეტში ხდება — კალაძე გავრილოვის ამბავზე”
ჩემი რეკომენდაცია იყო სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა — ივანიშვილი გავრილოვზე
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის“ პარლამენტის შენობაში ჩატარება იყო „პროტოკოლის შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს“, ხოლო 20 ივნისს სხდომის შეწყვეტა მისი რეკომენდაცია იყო. პარტიის პრესსამსახურის გავრცელებული განცადების თანახმად, ივანიშვილი აცხადებს, რომ სრულიად იზიარებს თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას და „დაუშვებელია ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს“. „სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების …
Continue reading “ჩემი რეკომენდაცია იყო სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა — ივანიშვილი გავრილოვზე”
დაუშვებელია, პარლამენტში ოკუპანტის წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს ფორუმს — ივანიშვილი
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ სრულიად იზიარებს თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას და „დაუშვებელია ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს“. პარტიის პრესსამსახურის თანახმად, ივანიშვილი აცხადებს: „სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, …
ქუცნაშვილმა პარლამენტში დემონსტრანტს ტრანსფარანტი დაუხია
პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ზაქარია ქუნცაშვილმა პარლამენტის აქციაზე მისულ დემონსტრანტს ტრანსფარანტი წაართვა და დახია. „სირცხვილი მთავრობას“ — ეწერა პლაკატზე.
„სირცხვილია“ — პარლამენტთან გავრილოვის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს
თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. ადევნეთ თვალი „ნეტგაზეთის“ პირდაპირ ეთერს აქციიდან:
დუმის წევრებმა საქართველო უნდა დატოვონ! – თალაკვაძე
რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, საქართველოს პარლამენტში მისვლას უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ეხმაურება. “რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის! ეს კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დუმის წევრებმა პარლამენტი და საქართველო უნდა დატოვონ!” – წერს ის ფეუსბუქზე. საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობს. სხდომას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ხელმძღვანელობს, რომელიც …
Continue reading “დუმის წევრებმა საქართველო უნდა დატოვონ! – თალაკვაძე”
გავრილოვს პარლამენტში აღარ შემოვუშვებთ — „ევროპული საქართველოს“ წევრები
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაიკავეს და აცხადებენ, რომ აღარ შემოუშვებენ რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს, რომელსაც საქართველოს პარლამენტში „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის“ სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა. გენერალური ასმაბლეის სესიაზე შესვენება იყო გამოცხადებული, როდესაც ევროპული საქართველოს დეპუტატები და აქტივისტები მოვიდნენ. ამ დროისთვის სხდომის განახლება ვერ ხერხდება. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ასამბლეის …
Continue reading “გავრილოვს პარლამენტში აღარ შემოვუშვებთ — „ევროპული საქართველოს“ წევრები”
“სირცხვილია!” – გავრილოვის პარლამენტში მისვლას აქციით გააპროტესტებენ
საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, მისვლას აქციით შეეწინააღმდეგებიან. ორგანიზატორები 11:30-დან რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ელიან ყველას, ვისაც ამ ფაქტის გაპროტესტება სურს. “რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში სხდომას უძღვება. საჭიროა დროული და დაუყოვნებლივი წნეხი. ვაიძულოთ, რომ შეწყვიტონ და მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. ამიტომ, გამოდი პარალამენტთან დღეს, 11:30-დან ნებისმიერ დროსა და წამს!” – წერენ ისინი. რუსეთის …
Continue reading ““სირცხვილია!” – გავრილოვის პარლამენტში მისვლას აქციით გააპროტესტებენ”
რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა – ჩუგოშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების მისვლაზე ამბობს, რომ ეს მისთვის მძიმედ სანახავია. “ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი. არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა,“- წერს ჩუგოშვილი. რუსეთის დელეგაცია, …
Continue reading “რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა – ჩუგოშვილი”
თუ გავრილოვი ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა, კატასტროფაა მისი გამოსვლა – მარგველაშვილი
“თუ გავრილოვი მართლა იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ, მისი გამოსვლა პრეზიდენტის სასახლეში არის კატასტროფა და რუსული რბილი ძალის მათთვის წინგადაგმული ნაბიჯი”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 19 ივნისს, ტელეკომპანია პირველის ეთერში. საუბარია რუსეთის სახელწიფო დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვზე, რომელიც 19 ივნისს, თბილისში, პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. მანამდე “ევროპულმა საქართველომ” განაცხადა, …