გავრილოვი შემოდგომაზე საქართველოში მოგზაურობას გეგმავს – Interfax

სერგეი გავრილოვი საქართველოში ჩამოსვლას ისევ აპირებს, ამჯერად, პირადი გეგმებით. ამის შესახებ Interfax წერს.  გავრილოვი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ მზად არის, “თუნდაც ხვალვე“ კვლავ ჩამოვიდეს თბილისში. “მე ძალიან მინდა, მაქვს პირადი გეგმები. ჩვენ ვგეგმავდით შემოდგომაზე ბავშვებთან ერთად ჩასვლას და პილიგრიმობას, როდესაც სიცხეები გადაივლის. მინდა, ჩემმა შვილებმა იცოდნენ ამ ქვეყნის შესახებ იმიტომ, რომ ისეთი ადგილი, როგორც საქართველოა, …

გავრილოვი ამბობს, რომ პარლამენტში სხდომის ჩატარება ქართულმა მხარემ შესთავაზა

სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ პარლამენტში სხდომის ჩატარების შემოთავაზება ქართული მხარისგან მიიღო. მისი თქმით, მას ესაუბრა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და დაჰპირდა, რომ ყველაფერი “უმაღლეს დონეზე იქნება“. “ჩვენ არ გვეგონა, რომ რამე მოხდებოდა ორი  მიზეზის გამო: არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ლიდერებმა თავიანთი სტუმართმოყვარეობა გამოავლინეს და პარლამენტის თავმჯდომარემ მე მითხრა, რომ “მიღება იქნება უმაღლეს დონეზე, …

“რუსოფობიული პროვოკაცია” – რუსეთის უშიშროების საბჭოზე თბილისის მოვლენები შეაფასეს

საქართველოში შექმნილი ვითარება განიხლეს რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. “ექსტრემისტული ელემენტების მიერ პროვოცირებული რუსოფობიული პროვოკაცია რუს დეპუტატებთან მიმართებაში შეფასდა, როგორც ძალიან სახიფათო გამოვლინება. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია, ექსტრემისტებიდან მომდინარე შესაძლო საფრთხის შესახებ გააფრთხილოს რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ტურისტები, რომლებიც საქართველოში მიემგზავრებიან ან იქ …

თინა ხიდაშელი: გახარიას თანამდებობიდან წასვლა გარდაუვალია

„გახარიას თანამდებობიდან წასვლა გარდაუვალია,“ – ასეთია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის მოლოდინი გუშინ, 20 ივნისს პარლამენტში დაწყებულ პროცესებზე. თინა ხიდაშელი „გუშინდელ ნიუსს“ უწოდებს ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენებას. მისი აზრით, ხელისუფლებას დაკარგული აქვს „ყველაზე მთავარი – გარდაუვალის ადეკვატური შეფასების უნარი“. „კობახიძის თანამდებობიდან წასვლა, რა თქმა უნდა, იყო დაგვიანებული პასუხი. ეს იყო განცხადება, რომელიც გუშინ ამ დროს …

რუსული მხარე თბილისში დაწყებული არეულობის გამოძიებაში უნდა ჩაერთოს – გავრილოვი

“რუსულმა მხარემ მონაწილეობა უნდა მიიღოს  თბილისში მოწყობილი არეულობის გამოძიებასა და მის მხარდამჭერთა გამოვლენაში”, – ამის შესახებ რუს ჟურნალისტებს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განუცხადა. “ჩვენ, რა თქმა უნდა, მონაწილეობა უნდა მივიღოთ ამ ინციდენტების გამოძიებაში. ჩვენ არ ვერევით საქართველოს საშინაო საქმეებში და არც ხელისუფლების დესტაბილიზაციის მცდელობა გვაქვს, თუმცა რუსეთის მიმართ აგრესიული და მტრული ქმედებები გამოძიებული უნდა იქნას”. ასევე, …

Human Rights Watch: პოლიციამ აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა

„პოლიციამ თბილისში რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის წინააღმდეგ…“, – წერს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch. ორგანიზაცია თავის განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, გაეროს მიერ აღიარებულ ნორმებზე. „როცა ჩიხია, ხელისუფლება ვალდებულია პოლიციას ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი და დააქვემდებაროს გაეროს საერთაშორისო პრინციპირებით აღიარებულს სტანდარტებს, ნორმებს და კანონმდებლობას ძალის გამოყენების თაობაზე… …

ზატულინი: საქართველოს პარლამენტი ვერ გვაძლევდა უსაფრთხოების მყარ გარანტიებს

“რუსეთის დუმის რამდენიმე დეპუტატმა უარი თქვა მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის  სესიაზე დასწრებაზე თბილისში, რადგან საქართველოს პარლამენტი ვერ გვაძლევდა გარანტიებს, რომ პროვოკაციები არ იქნებოდა”, – ამის შესახებ რუსთის დუმის დეპუტატმა კონსტანტინე ზატულინმა რუსულ მედიასთან ისაუბრა. “მე იძულებული ვიყავი უარი მეთქვა მონაწილეობაზე სწორედ იმიტომ, რომ, როგორც აღმოჩნდა კიდეც, საქართველოს პარლამენტმა ვერ წარმოგვიდგინა მყარი გარანტიები იმისა, რომ ჩვენი საქართველოში …

შსს-მ დილით ათეულობით ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 21 ივნისს, დილით ათეულობით ადამიანი დააკავა. დაკავებულების ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე შსს-ს პრესცენტრში ვერ გვითხრეს. აქციის მონაწილეები დააკავეს ღამითაც, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე. ამ დრომდე ასევე უცნობია, კონკრეტულად რომელი მუხლის საფუძველზე დააკავეს ადამიანები. საპროტესტო აქცია პარლამენტთან გუშინ, 20 ივნისს, დაიწყო და ის ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად …

რუსთაველზე დემონსტრანტების დარბევა გრძელდება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი აგრძელებს დემონსტრანტების დარბევას. რუსთაველის გამზირის ნაწილი სპეცრაზმის კორდონს აქვს დაკავებული, რომელიც დროდადრო წინ მოიწევს და გაზის კაფსულებს ისვრიან. არიან დაშავებულები. ~ პარლამენტთან უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს მრავალათასიანი  აქცია. აქციის მონაწილეები ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომას, …

„თბილისი პრაიდი“: სოლიდარობა მოქალაქეებს, რომლებიც აპროტესტებენ გავრილოვის ამბებს

თბილისის პრაიდის კვირეულის საორგანიზაციო ჯგუფი ეხმაურება რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ საპროტესტო დემონსტრაციებს მხარს უჭერს. „მაშინ როდესაც ქართული სახელმწიფო მის მოქალაქეებს უცხადებს, რომ ის მათ ვერ მისცემს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს და ვერ დაიცავს ფიზიკური განადგურებისგან, მზადაა უზრუნველყოს რუსეთის დუმის იმ დეპუტატების სტუმრობა, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს საქართველოს და უკრაინის …

“სიბრაზისგან სად წავიდე არ ვიცი” – ნიკა გილაური გავრილოვის ამბავზე

“უკვე თითქმის 7 წელია არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არანაირი პოლიტიკური პოსტი არ დამიწერია. მაგრამ ის რაც დღეს მოხდა საქართველოში შეუძლებელია ნორმალურმა, პატივმოყვარე ადამიანმა ურეაგიროდ დატოვოს”, – ამ განცხადებას სოციალური ქსელით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ავრცელებს. “ამ მომენტში არ ვარ საქართველოში და სიბრაზისგან სად წავიდე არ ვიცი. ეს ის მომენტია როდესაც ყველანაირი პოლიტიკური, …

მელია და რ2-ის გადამღები ჯგუფი პარლამენტის ეზოდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გააგდო

დეპუტატი ნიკა მელია პოლიციამ პარლამენტის ეზოდან გარეთ ძალის გამოყენებით გააგდო. მომხდარის ამსახველი ვიდეო რ2-მა გაავრცელა. კადრში ჩანს მელია და რ2-ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი, რომლებიც პარლამენტის ეზოში იმყოფებიან, სადაც პოლიციელები არიან მობილიზებული. მელია ამბობს, რომ შენობაში შესვლის საშუალება არ ეძლევა ოპერატორს, რომელსაც ტერიტორია პოლიციამ დაატოვებინა, რასაც ის აპროტესტებს. პოლიცია ჟურნალისტს ტერიტორიის დატოვებას სთხოვდა “ხელის შეშლის” საბაბით. …

“შეშფოთებით ვადევნებდით თვალს” – კარასინი გავრილოვის მოვლენებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგორი კარასაინის განცხადებით, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, მოსკოვში შეშფოთებით აკვირდებოდნენ. “გამოვთქვამთ აღშფოთებას ქართული რადიკალური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების ქმედებების გამო, რომლებმაც მნიშვნელოვანი ფორუმი (რომელიც მართლმადიდებელ სახელმწიფოებს აერთიანებს) მათი ანტირუსული განწყობების გამოსახატად გამოიყენეს”, – ამბობს კარასინი. მიუხედავად ამისა, კარასინის თქმით, რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციის გზა განაგრძოს, “რაც ორივე ქვეყნის ინტერესში …

1 საათი მივცეთ კობახიძეს, გახარიას და გომელაურს გადადგომისთვის – ვაშაძე

“ერთი საათი მივცეთ [ირაკლი] კობახიძეს, [გიორგი] გახარიას და [ვახტანგ] გომელაურს გადადგომისთვის , – ეს განცხადება პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. ვაშაძის თქმით, ეს არის პოლიტიკური აქცია და შეცდომაში არავინ უნდა შევიდეს. მან უპასუხა აქციაზე გამომსვლელ ერთ-ერთ სტუდენტს, რომელმაც თქვა რომ ეს არ არის პოლიტიკური აქცია და ის არა ხელისუფლების შეცვლას, არამედ …

გავრილოვის ამბების გასაპროტესტებლად პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს [Live]

თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო. აქციაზე სხვებთან ერთად იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. დემონსტრანტები პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე არიან შეკრებილები. სამანქანო მოძრაობა შეჩერებულია. ადევნებთ თვალი ნეტგაზეთის პირდაპირ ეთერს აქციიდან:

იესოს რწმენას არაფერი აქვს საერთო რუსეთის დამპყრობლურ ინტერესებთან – მიტროპოლიტი გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი ეხმაურება დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტს. ის პარლამენტის შენობაში რუსეთის დეპუტატის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის წაყვანის ფაქტს ‘სამწუხაროს” უწოდებს. “დღეს ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი. იმ ვითარებაში, როცა ჩვენი სამშობლოს მნიშვნელოვანი ნაწილი დაპყრობილია რუსეთის სახელმწიფოს მიერ, და საქართველოს მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაწილი საკუთარი კერებიდან არის განდევნილი …

“რუსეთის დუმის დეპუტატები საპატრიარქოს კურთხევით იმყოფებიან აქ” – გირჩის აქცია საპატრიარქოსთან

პოლიტიკურმა გაერთიანება “გირჩმა” დღეს საპროტესტო აქცია გამართა თბილისში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან. “გირჩი” მიიჩნევს, რომ რუსეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ერთ–ერთი ინიციატორი სწორედ საპატრიარქოა. “დღეს მთელი აქცენტები გადავიდა უშუალოდ ღონისძიების მონაწილე ადამიანებზე – პარლამენტარებზე და პარლამენტის თავმჯდომარეზე, რომლის გადადგომასაც ვითხოვთ და რაღაც ყველას დაგვავიწყდა ამ ამბის ერთ-ერთი მთავარი აქტორები, რომელიც არის საპატრიარქო და ეს ადამიანები სწორედ …

დოკუმენტს, სადაც წერია, რომ ასამბლეა პარლამენტში ტარდება, ხელს კობახიძე აწერს

უზრუნველყოფილ იქნას ღონისძიების ადგილის, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის მომზადება მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მოთხოვნების შესაბამისად, კერძოდ, 20-21 ივნისს დარბაზში უზრუნველყოფილ იქნას დარბაზის გამოყოფა ასამბლეის მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად 18 ივნისიდან; დარბაზის პრეზიდიუმის ცენტრში არსებული ტრიბუნიდან (სხდომის თავმჯდომარის ადგილი) არსებული პერსონალური კომპიუტერების აღება”, – ეს არის ამონაწერი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშირისო ასამბლეის რიგით …

რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს, ორგანიზატორებს ბოდიშის მოხდა მოუწევთ — კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მმართველი გუნდის სახელით აცხადებს, რომ რუსული დელეგაცია საქართველოს დატოვებს. მისივე თქმით, პარლამენტში ფორუმის ჩატარება სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით იყო „აღმაშფოთებელი შეცდომა“, რის გამოც ორგანიზატორებს ბოდიშის მოხდა და განმატებების გაკეთება მოუწევთ. „ბუნებრივია, ამ ფორმით კონფერენცია არ და ვერ გაგრძელდება“, — განაცხადა კალაძემ და თქვა, რომ დელეგაცია საქართველოს დატოვებს. კალაძის თანახმად, „დაუშვებელი და …

გავრილოვმა რედისონი პროტესტის ფონზე დატოვა [ვიდეო]

რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა სასტუმრო რედისონის ტერიტორია დატოვა. მას სასტუმროს წინ შეკრებილი დემონსტრანტები პროტესტით და შეძახილებით დახვდნენ. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორისაც. დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირი სანახევროდ გადაკეტეს და ამჟამად პარლამენტის შენობისკენ მიმართებიან, სადაც 19:00 საათზე აქციაა დაგეგმილი.

გავრილოვი ირწმუნება, რომ ყრილობას თბილისში 2 საათში გააგრძელებს

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ირწმუნება, რომ შეფერხების მიუხედავად, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიას თბილისში მაინც ჩაატარებს და ღონისძიება “2 საათში გაგრძელდება”. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელისუფლებო მედიასაშუალება “რია ნოვოსტი” ავრცელებს. აღნიშნული მედიასაშუალება “რადიკალ ექსტრემისტებს” უწოდებს იმ ოპოზიციონერებს, რომლებმაც გავრილოვს დღეს, 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. “პარლამენტი დაიპყრეს და იქ …

თუ აქ შემოვა, კვერცხი იქნება თუ მიკროფონი, თავში მოხვდება — მელია კობახიძეზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატის ინციდენტის გამო პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს, აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძეს, თუკი ის პარლამენტის სხდომათა სარბაზში შესვლას „გაბედავს“, რაც ხელში მოხვდება, ყველაფერს ჩაარტყამს. „ამ დარბაზში კობახიძე ვერ შემოვა. და თუ მაინც გაბედავს, ყველაფერი, რაც ხელთ მომხვდება, თავში მოხვდება. კვერცხი იქნება თუ ეს მიკროფონი. ესეც რომ …

იყო შეთანხმება, რომ სესიას არა გავრილოვი, არამედ ბერძენი დეპუტატი გაძღოლოდა – თალაკვაძე

“არ ვაპირებთ არავისზე პასუხისმგებლობის გადაბრალებას. ეს არის ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობა. მომავალში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სერგეი გავრილოვის საკითხთან დაკავშირებით. მისი ინფორმაციით, იყო შეთანხმება, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სხდომას ბერძენი გენერალური მდივანი გაძღოლოდა. თალკვაძის თქმით, რუსმა დეპუტატებმა საქართველო უნდა დატოვონ. “მას შემდეგ, …

საქართველო-რუსეთის ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ მოლაპარაკებებს ჩაშლა ემუქრება – გავრილოვი

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ დღეს, 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობა “რადიკალებმა დაიკავეს”, რის გამოც შეწყდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. რუსეთის დუმის დეპუტატის თქმით, არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის საფრთხე. ამის შესახებ მან სასტუმრო “რადისონის” ტერასაზე, რუსთავი 2-თან ინტერვიუში ისაუბრა. ჯერჯერობით უცნობია, რა მოლაპარაკებებს გულისხმობს რუსეთის დუმის დეპუტატი. …

Exit mobile version