სემეკი გაზის ტარიფების გადახედვას იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ბუნებრივი გაზის ტარიფის გადახედვას იწყებს. კომისიის პირველი აგვისტოს სხდომის დღის წესრიგში შესულია ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხი. სემეკის დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ ტარიფის გადაანგარიშება შემდეგი კომპანიებისთვის დაიწყება: “ყაზტრანსგაზ-თბილისი”, “სოკარ ჯორჯია გაზი”, “საქორგგაზი”, “ენერგოკავშირი”, “ვარკეთილაირი”, “საჩხერეგაზი”, შპს „ტაბა”, შპს …

გაზის სამომხმარებლო ტარიფი სახელმწიფო სუბსიდირებით შენარჩუნდა – მილორავა

სამომხმარებლო გაზის ტარიფი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ დაფინანსდა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ირინა მილორავას თქმით, მთავრობის სურდა  მთელ ქვეყანაში სამომხმარებლო ტარიფი შემცირებულიყო. ამისთვის ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გარკვეული თანხა გამოყო. ნეტგაზეთს კორპორაციაში უთხრეს, რომ სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა კონფიდენციალურია. “მთავარი კომპონენტი, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, სამომხმარებლო ტარიფი შეგვენარჩუნებინა მოქმედ დონეზე, არის …

თბილისში გაზი 0.014 თეთრით გაიაფდა

თბილისში გაზის ტარიფი 0.014 თეთრით გაიაფდა. ტარიფის ცვლილებას სემეკ-ის წევრებმა მხარი დღეს, 26 დეკემბერს დაუჭირეს. დღეს, 26 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისის სხდომაზე, სადაც “ყაზტრანსგაზ თბილისის” მიერ წარმოდგენილ ფინანსურ და ტექნიკურ დოკუმენტაციას განიხილავდნენ. ეს ტარიფი 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. “ძირითადი შემცირება მაინც გამოიწვია განაწილების ტარიფის შემცირებამ. განაწილების ტარიფი დაახლოებით 1.3 თეთრით შემცირდა. …

გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი, 26 დეკემბერს გახდება ცნობილი

გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი, 26 დეკემბერს გახდება ცნობილი. სემეკს ახალი სამომხმარებლო ტარიფის დასადგენად სამმა გაზმომარაგების კომპანიამ- “ყაზტრანსგაზ-თბილისმა”; “საქორგაზმა” და “სოკარ ჯორჯია გაზმა” მიმართა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ახალი ტარიფის დასადგენად კომპანიებმა მარეგულირებელს 180 დღით ადრე, 2018 წლის ივლისში მიმართეს. “სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად, სამმა კომპანიამ მოგვმართა გეგმური ტარიფის დადგენის მიზნით. ამ …

სემეკმა მოქალაქეებს 99 000 ლარზე მეტი დავალიანება ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში მოქალაქეებს 99 000 არზე მეტი ოდენობის დავალიანება ჩამოაჭრა. კომისიის განცხადებით, მოქალაქეთა საჩივრები მოიცავდა კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებსა და ხანდაზმულ დავალიანებებს. კომისიის გადაწყვეტილებებით მოქალაქეთა სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში, 99 122.17 ლარი შეადგინა.

სემეკის თავმჯდომარის ხელფასი 14 000 ლარით შემცირდა და წელიწადში 151 494 ლარი შეადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ხელფასი შემცირდა. 2018 წლის დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2017 წლის პერიოდს მოიცავს, ირინა მილორავას შემოსავალი სემეკიდან 14 110 ლარით შემცირდა და წლიურად 151 494 ლარი შეადგინა. გასული წლის დეკლარაციის მიხედვით კი, რომელიც 2016 წლის პერიოდს მოიცავს, წლის განმავლობაში მილორავამ ხელფასის სახით 165 604 ლარი მიიღო. მილორავას მსგავსად, შემცირდა კომისიის წევრის, …

გაზის კომპანიები სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას ითხოვენ

ყაზტრანგაზმა, საქორგგაზმა და სოკარ ჯორჯია გაზმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის მოთხოვნით მიმართა. ინფორმაცია რუსთავი 2-თან საუბრისას სემეკის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ დაადასტურა. ირინა მილორავას განმარტებით, გაიზრდება თუ არა სამომხმარებლო ტარიფი, დამოკიდებულია მარეგულირებელი კომისიის მიერ კომპანიების ტარიფების დადგენაზე, რომელიც 2018 წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. გასულ წელს სემეკმა ელექტროენერგეტიკული სექტორისთვის ტარიფები 2020 …

სემეკის გადაწყვეტილებით წყლის ტარიფიც გაძვირდა

ელექტროენერგიის შემდეგ წყლის ტარიფიც გაძვირდა. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, 28 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკი) მიიღო. თბილისში, რომელსაც წყლით ამარაგებს კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, გამრიცხველიანებულ აბონენტს წყლის ტარიფი 6 თეთრით გაუძვირდა და ამიერიდან გადასახადი ერთი კუბური მეტრისთვის 0.329 ლარი იქნება. გაუმრიცხველიანებული აბონენტისთვის კი ტარიფი 75 თეთრით ძვირდება და ერთ სულ მოსახლეზე თვეში 3.892 …

მილორავა: დენის ტარიფის ზრდა დოლარის კურსს არ გამოუწვევია

სემეკის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ განაცხადა, რომ დენის ტარიფის ზრდა იმ ინვესტიციებმა გამოიწვია, რომლებიც კომპანიებმა უნდა განახორციელონ მომდევნო სამი წლის განმავლობაში. “ტარიფების ზრდა “თელასისა” და “ენერგო-პრო ჯორჯიასთვის” განაპირობა იმ უპრეცედენტოდ მაღალი მოცულობის ინვესტიციამ, რომელიც უნდა განხორციელდეს მომდევნო სამი წლის განმავლობაში. მოხმარება არის სერიოზულად გაზრდილი, 2020 წლისთვის დაახლოებით 20%-ით გაიზრდება კიდევ მოხმარება. ეს არის სერიოზული გამოწვევა სექტორისთვის. …

საქართველოს რეგიონებში დენის ტარიფი გაძვირდა

დღეს, 27 დეკემბერს, სემეკის დადგენილებით, “ენერგო პროს” აბონენტებს ელექტროენერგიის ტარიფი 1,26 თეთრით გაეზარდათ. “ენერგო პროს” აბონენტებისთვის, რომლებიც თვეში 101 კილოვატსაათამდე მოიხმარენ, გადასახადი იქნება 14.544 თეთრი. აბონენტებისთვის, ვინც ელექტროენერგიას მოიხმარს 101 კილოვატსაათიდან 301 კილოვატსაათამდე, მათვის ტარიფი გაიზრდება 18.556 თეთრამდე. ვინც თვეში 301 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, მათთვის ტარიფი გახდება 22.733 თეთრი. სემეკის დადგენილებით, ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი …

თელასის აბონენტებს დენის ტარიფი გაეზრდებათ

დღეს, 27 დეკემბერს, სემეკის დადგენილებით, თბილისში თელასის აბონენტებს ელექტროენერგიის ტარიფი 1.564 თეთრით გაეზარდათ. თელასის აბონენტებისთვის, რომლებიც 101 კილოვატსაათამდე მოიხმარენ თვეში, გადასახადი იქნება 14,5435 თეთრი. აბონენტებისთვის, ვინც ელექტროენერგიას მოიხმარს 101 კილოვატსაათიდან 301 კილოვატსაათამდე, ტარიფი გაიზრდება 18,5555 თეთრამდე. ვინც თვეში 301 კილოვატსაათამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, მათთვის ტარიფი გახდება 23,0395 თეთრი. სემეკის დადგენილებით, ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი ძალაში 2018 წლის …

გაიზრდება თუ არა სამომხმარებლო ტარიფები – სემეკი განხილვებს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ სატარიფო განაცხადებით წარმოდგენილ, მომდევნო წლების საინვესტიციო გეგმებს განიხილავს. კომპანიის ხელმძღვანელები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს პერიოდში საუბარი იყოს სამომხმარებლო ტარიფების გაზრდაზეც. [red_box]გაიზრდება თუ არა სამომხმარებლო ტარიფები[/red_box] სემეკის თავმდჯომარის, ირინა მილორავას თქმით, სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში …

პოლიციამ “ლეიბორისტებს” სემეკის შენობა დაატოვებინა

პოლიციამ “ლეიბორისტული პარტიის” წევრებს სემეკის შენობა დაატოვებინა. პოლიციამ შენობის შესასვლელიც გადაკეტა, რათა პარტიის წევრებმა უკან დაბრუნება ვერ მოახერხონ. სხდომა, რომელიც საქართველოს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიაში დღეს, 18 აგვისტოს მიმდინარეობდა, ხმაურის და დაპირისპირების გამო არაერთხელ შეჩერდა. კომისიის წევრებს სხდომის გაგრძელების საშუალებას “ლეიბორისტული პარტიის” წევრები და მათ მხარდამჭერები არ აძლევდნენ. პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, “ლეიბორისტები” …

“სემეკის” სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების გამო შეჩერდა

საქართველოს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომა სხდომათა დარბაზში ხმაურის გამო შეჩერდა. კომისიის წევრებს სხდომის გაგრძელების საშუალებას “ლეიბორისტული პარტიის” წევრები და მათ მხარდამჭერები არ აძლევდნენ. დარბაზში ხმაურის გამო სემეკის სხდომა ამ დრომდე შეჩერებულია, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც. პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, “ლეიბორისტები” ვარაუდობენ, რომ სემეკი გეგმავს, ელექტროენერგიის ტარიფი გაზარდოს. პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები მოითხოვენ, …

გაზის ტარიფის ერთი კომპონენტი დაახლოებით 0.5 თეთრით გაიზარდა

დღეს, 17 ივლისს, სემეკის გადაწყვეტილებით, გაზის ტრანსპორტირების ტარიფი საშუალოდ 0.5 თეთრით გაიზარდა ერთ კუბურ მეტრზე, რომელიც გავლენას მოახდენს სამომხმარებლო ტარიფის დადგენაზე. სამომხმარებლო ტარიფზე სემეკი ხვალ, 18 ივლისს, იმსჯელებს. სემეკის თავმჯდომარის, ირინა მილორავას განმარტებით, უცნობია, გაიზრდება თუ არა სამომხმარებლო ტარიფი. მილორავას განმარტებით, ტრანსპორტირების ტარიფი სამომხმარებლო ტარიფის ერთ-ერთი კომპონენტია. სემეკი სამომხმარებლო ტარიფის მეორე კომპონენტზე – გაზის განაწილების …

პარლამენტმა სემეკის წევრის პოზიციაზე მაია მელიქიძე აირჩია

პარლამენტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე მაია მელიქიძე აირჩია. დღეს, 30 ივნისს, გამართულ კენჭისყრაზე მის კანდიდატურას 80 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი. მაია მელიქიძე 2000-2005 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ფაკულტეტზე საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის სპეციალობით, ხოლო 2006 – 2007 წლებში – ევროპის მენეჯერთა სკოლაში, ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობით. 2015 წელს სწავლობდა ჰა5რვარდის უნივერსიტეტის …

სემეკი ბუნებრივი აირის ტარიფების გადახედვას იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, გოჩა შონიამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ბუნებრივი აირის კომპანიებმა, “საქორგგაზმა” და “სოკარ ჯორჯია გაზმა” კომისიას სატარიფო განაცხადით 20 თებერვალს საღამოს მიმართეს. ამ დროისთვის კომისია არ საუბრობს, უნდა ველოდოთ თუ არა ტარიფების გაზრდას. კომისიის დეპარტამენტი შეისწავლის, თუ რამდენად არის სატარიფო განაცხადები კანონმდებლობასთან შესაბამისი, რის შემდეგაც დაიწყება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. …

სემეკი: თუ კომპანია ვალდებულებებს არ შეასრულებს, აბონენტი კომპენსაციას მიიღებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2017 წელი “მომხმარებლების იტერესების დაცვის წლად” გამოაცხადა და რამდენიმე ახალი პროექტი დააანონსა. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ კომისიის 2016 წლის საქმიანობის შეჯამებისას ისაუბრა. მილორავას თქმით, 2017 წელს სემეკი რამდენიმე ახალ პროექტს განახორციელებს, მათ შორის, მისტიური მომხმარებლისა და მოსახლეობის კომერციული ხარისხის მონიტორინგის პროგრამებს. სემეკი მონიტორინგს გაუწევს მომხმარებლის მიერ კომპანიაში შეტანილ …

სემეკი გეგმავს, 2017 წელს “სოკარის” არეალში ერთი ტარიფი დაადგინოს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ირინა მილორავას განცხადებით, 2017 წლიდან “სოკარის” არეალში მოქმედი ტარიფები განსხვავებული აღარ იქნება. ეს განცხადება ირინა მილორავამ 28 დეკემბერს, სემეკის 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე გააკეთა. მანვე ისაუბრა მიზეზების შესახებ, თუ რატომ ვერ ხერხდებოდა ამ დრომდე “სოკარის” არეალში, რომელიც თბილისის გარდა საქართველოს ფარავს, ერთი ტარიფის დადგენა: “2015 წელს დავიქირავეთ …

ვისთვის გაძვირდა წყალი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, “ჯორჯიან ვოთერ & ფაუერისთვის” სამომხმარებლო ტარიფი წყალზე არც გამრიცხველიანებული და არც გაუმრიცხველიანებელი მომხმარებლისთვის არ შეიცვლება, ხოლო კომერციულ მომხმარებლების ტარიფი დაახლოებით 1.5 თეთრით გაიზარდა. კომისიამ დღეს ასევე იმსჯელა “რუსთავის წყლისა” და “მცხეთის წყლის” ტარიფების შესახებ. მცხეთის წყლის შემთხვევაში სამომხმარებლო ტარიფი წყალზე არც გამრიცხველიანებული და არც გაუმრიცხველიანებელი მომხმარებლისთვის არ შეცვლილა, …

თელასის კომერციული მომხმარებლებისთვის ტარიფი გაძვირდა

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომპანიის (სემეკი) დღევანდელი გადაწყვეტილებით, თელასის კომერციული მომხმარებლებისთვის ტარიფი გაიზარდა. კერძოდ, 110-35 კვ 0.446 თეთრით გაიზარდა და 12.324 თეთრი შეადგინა. 10-6-3.3 კვ-ს შემთხვევაში 0.035-იანი ზრდა დაფიქსირდა და 12.981 თეთრი შეადგინა. რაც შეეხება 0.4 კვ ელექტროენერგიას, კომერციული მომხმარებლებისთვის ამ სეგმენტში ტარიფი არ იცვლება და კვლავ 16.740 თეთრი იქნება. თელასი არ ცვლის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ელექტრენერგიის ტარიფს. …

ჰიდროელექტროსადგურების უმეტესობისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი შემცირდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის გადაწყვეტილებით, 2017 წელს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი ჰიდროელექტროსადგურების უმეტესობისთვის  შემცირდა. “ენერგო პრო ჯორჯიას” საკუთრებში არსებული  10 ჰესიდან ტარიფი მხოლოდ ერთისთვის, “აწჰესისთვის” გაიზარდა. ტარიფი შემცირდა სს “ზაჰესისთვისაც”. კერძოდ, “აწჰესისთვის” 1 კვსთ ელექტროენერგია 1,789 თეთრით გაიზარდა და 5.865 თეთრი შეადგინა. “ლაჯანურჰესს” ახალ ტარიფად  1.593 თეთრი დაუდგინდა, რაც არსებულ ტარიფზე 0,471 თეთრით ნაკლებია. “ჩითახევჰესის” …

სემეკმა თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები გაზარდა

21 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები გაზარდა, თუმცა, სემეკის განმარტებით, ეს ავტომატურად არ ნიშნავს საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის დადგენას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისათვის სამომხმარებლო ტარიფების დადგენაზე მიმდინარე წლის 26 დეკემბერს იმსჯელებს. დღევანდელ სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილებები შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“, შპს „ჯიფაუერისთვის“, …

სემეკი ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე სამომხმარებლო ტარიფების გაზრდას არ გამორიცხავს.  ირინა მილორავას თქმით, ზუსტი პროგნოზირება, გაიზრდება თუ არა სამომხმარებლო ტარიფები, მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც სემეკი თბოელექტროსადგურების და ჰიდროელექტროსადგურების ტარიფების შესახებ იმსჯელებს. მილორავამ ეს განცხადება დღეს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე შეკითხვის პასუხად გააკეთა. კომიტეტის სხდომაზე ელექტროენერგიაზე ფასის შესაძლო …

Exit mobile version