ლუკა სირაძის საქმე: სადამდე მივიდა გამოძიება და სისტემა

15 წლის ლუკა სირაძის დაღუპვიდან 7 თვისთავზე პასუხისგებაში ერთი გამომძიებელია მიცემული, ბავშვთა უფლებებზე მომუშავე სპეციალისტები კი ისევ სისტემური ცვლილებების გატარების აუცილებლობაზე საუბრობენ. მომხდარზე კითხვები ხელახლა ამოტივტივდა მას შემდეგ, რაც მოზარდის დედამ ტელეეთერში სხვა პოლიციელების დასჯაც მოითხოვა და საქმეში მათ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა. იმის შესახებ, რომ მოზარდის სუიციდი მხოლოდ ერთი ადამიანის ბრალეულობა არ არის, მომხდარის შემდეგ თავად …

ინსპექტორის თქმით, რამდენიმე სკოლაში ვიდეოთვალთვალი საპირფარეშოებშიც მიმდინარეობდა

სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, რამდენიმე საჯარო და კერძო სკოლაში, რომელიც ინსპექტორის აპარატმა შეისწავლა, ვიდეოთვალთვალის წესები ირღვეოდა. კერძოდ, ლონდა თოლორაიას თქმით, ვიდეოთვალთვალი ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებშიც ხორციელდებოდა. ამასთან, თოლორაია აღნიშნავს, რომ რამდენიმე სკოლაში ბავშვების მონაცემები იმაზე მეტი მოცულობით გროვდება, ვიდრე ეს კანონით არის გათვალისწინებული. ზოგ შემთხვევაში კი ამ დოკუმენტაციაზე ხელი არა მხოლოდ უფლებამოსილ პირებს, არამედ სკოლის ადმინისტრაციის სხვა …

ინსპექტორმა მარიამ კუბლაშვილი 1000 ლარით დააჯარიმა

სახელმწიფო ისნპექტორის აპარატმა სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებული საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი მომჩივან თამთა თოდაძესთან დაკავშირებული “სენსიტიური ინფორმაციის გავრცელების გამო 1000 ლარით დააჯარიმა”. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს თამთა თოდაძემ მასთან დაკავშირებული სხვა სისხლის სამართლის დეტალების, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ტელევიზიით გახმაურების გამო მიმართა. “სახელმწიფო ინსპექტორმა მოქალაქის მომართვის საფუძველზე, შეისწავლა განმცხადებლის სისხლის სამართლის …

საგამოძიებო მექანიზმის ამუშავებისთვის სახელმწიფო ინსპექტორს დამატებით 1.6 მლნ ლარი გამოეყოფა

სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაფინანსება 1.6 მილიონი ლარით იზრდება და 4.4 მილიონ ლარს შეადგენს. 2019 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, სამსახურის დაემატა მთელი რიგი ახალი ფუნქციები, მათ შორის საგამოძიებო ნაწილი, და უწყების შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით ხდება საჭირო რესურსების დამატება, …

ინსპექტორის საგამოძიებო უფლებამოსილების მეოთხედ გადავადება საგანგაშოა – NGO-ები

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმაურება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედების კიდევ ერთხელ, მეოთხედ გადავადებას და საგანგაშოდ აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობას. როგორც კოალიციის განცხადებაში არის ნაათქვამი, გადავადების მიზეზია იმ ფინანსური სახსრების არარსებობა, რომელიც თითქმის 1 წლის მანძილზე საქართველოს მთავრობამ არ გახადა ხელმისაწვდომი სამსახურის ლოჯისტიკური და კადრებით უზრუნველყოფისთვის. კოალიციაში …

სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედება კიდევ ერთხელ გადავადდა

საქართველოს პარლამენტმა “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” კანონის სრულად ამოქმედება კიდევ ერთხელ, ამჯერად პირველ ნოემბრამდე გადაავადა. პარლამენტმა დაჩაქარებული წესით განიხლა და 81 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორი საგამოძიებო უფლებამოსილების შესრულებას პირველი ნოემბრიდან შეძლებს. ამასთან, კანონპროექტის ავტორი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, მეორე მოსმენაზე ეს ვადა კიდევ დაკორექტირდეს და …

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე ლონდა თოლორაია დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით 21-ის წინააღმდეგ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია. რაც შეეხება მეორე კანდიდატს, ვალერი ლომუაშვილს, მას 7-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. საკონკურსო კომისიამ სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე წარსადგენად პრემიერ-მინისტრს ორი კანდიდატი – ლონდა თოლორაია და ვალერი ლომუაშვილი წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ კონკურსი დარღვევებით ჩატარდა, რადგან საკვალიფიკაციო მოთხოვნებს …

ფარული საგამოძიებო მოქმედებების ზრდა არ ნიშნავს, რომ პირად ცხოვრებაში ჩარევა გაიზარდა – თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორობის კანდიდატის, ლონდა თოლორაიას შეფასებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების სტატისტიკის მატება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პირად ცხოვრებაში ჩარევის შემთხვევები გაიზარდა. თოლორაია სტატისტიკის ზრდას ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გააქტიურებას უკავშირებს. “მხოლოდ ის, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების რაოდენობამ მოიმატა, ცალსახად და ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით გაიზარდა პირის პირად ცხოვრებაში ჩარევის პრეცედენტები. გაზრდა დაკავშირებულია სასამართლო კონტროლთან და …

არ ვარ პოლიტიკოსი და რეჟიმების შეფასებისგან თავს შევიკავებ – თოლორაია წარსულზე კითხვებს პასუხობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატებს უსმენენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ  ლონდა თოლორაიას, რომელიც 2007-18 წლებში პროკურატურის სისტემაში მუშაობდა, ზურაბ ადეიშვილის დროინდელი სისტემის შეფასება სთხოვა, ხოლო დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი დაინტერესდა, “როგორ მოახერხა მან, ყველა ხელისუფლებისთვის მისაღები კადრი ყოფილიყო”. ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ 2007 წელს სტაჟირების პროგრამით …

NGO-ები პარლამენტს მოუწოდებენ, სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროს

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” აცხადებს, რომ ეხმიანება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსს და ინსპექტორის სამსახურის ფინანსური გარანტიებით უზრუნველყოფის ვალდებულების შეუსრულებლობას. როგორც კოალიციის განცხადებაში არის ნათქვამი, შესარჩევი კომისიის მიერ გასაუბრებაზე დაბარებული 7 განმცხადებლიდან მხოლოდ 1 აკმაყოფილებს კომისიის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს – მხოლოდ ამ უკანასკნელმა წარმოადგინა სავალდებულო სამოტივაციო წერილი სრულად, თუმცა გასაუბრების შედეგად შეირჩა და პრემიერს …

საია პარლამენტს მოუწოდებს, სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატს მხარი არ დაუჭიროს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატები დარღვევით შეარჩიეს. სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ინსპექტორობის ორი კანდიდატი – ვალერი ლომუაშვილი და ლონდა თოლორია – წარუდგინა. საიას მიაჩნია, რომ ინსპექტორობის კანდიდატების შერჩევის დროს კომისიამ დებულებით განსაზღვრული წესი დაარღვია. კერძოდ, კომისიის დებულება განსაზღვრავდა კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხას, მათ შორის, სამოტივაციო წერილის …

კომისიამ პრემიერს სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე 2 კანდიდატურა წარუდგინა

სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად ორი კანდიდატი – ვალერი ლომუაშვილი და ლონდა თოლორაია წარუდგინა. აქედან ერთი კანდიდატი – ვალერი ლომუაშვილი 2012-16 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო, ლონდა თოლორაია კი დღემდე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორია. სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატის შესარჩევად ღია კონკურსი 2019 …

სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატის შესარჩევი კონკურსი შესაძლოა ფორმალური იყოს

ავტორი: სულხან სალაძე, საიას თავმჯდომარე 2019 წლის პირველ ივნისს, შაბათს, 09:00 საათზე, სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი კომისიის სხდომაა დანიშნული, სადაც კომისიამ სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატი/კანდიდატები უნდა შეარჩიოს. შერჩეულ კანდიდატს შემდეგ წარუდგენენ პრემიერ-მინისტრს. მე, როგორც კომისიის წევრმა, გადავწყვიტე, რომ მონაწილეობა არ მივიღო ხვალინდელ სხდომაში. შევეცდები ქვემოთ დეტალურად აღვწერო, თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება: სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევმა კომისიამ კონკურსი …

სახელმწიფო ინსპექტორი საგამოძიებო ფუნქციას, სავარაუდოდ, ვერც ივლისიდან შეასრულებს

სამართალდამცველების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების მიზნით დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას სახალხო დამცველი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები წლების განმავლობაში ითხოვდნენ. 2018 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” კანონი, რომლითაც შეიქმნა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო − სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. სწორედ აღნიშნული სამსახურის უფლებამოსილების სფეროში მოექცა სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და …

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის კონკურსში თამარ ქალდანი არ მონაწილეობს

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურში სამსახურის ამჟამინდელი ხელმძღვანელი თამარ ქალდანი მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განუცხადეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც  2019 წლის 10 მაისიდან ამოქმედდა როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე. მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებია: პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი; ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა …

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედება შესაძლოა გადავადდეს — ომბუდსმენი

პარლამენტში შესულია კანონპროექტი, რომლითაც უმრავლესობის პარლამენტარები ითხოვენ, გადავადდეს სპეციალური საგამოძიებო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა — იუწყება სახალხო დამცველი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელმაც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოიძიოს, 2019 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა უმრავლესობის პარლამენტარების- გედევან ფოფხაძის, დავით მათიკაშვილის და სხვების ინიციატივით, პარლამენტის კომიტეტი 19 დეკემბერს განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ამ ვადის გადაწევას …

Exit mobile version