ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის, დავიდ დერის განცხადებით, ისრაელში დარჩა ტურისტად ჩასული 79000 საქართველოსა და უკრაინის მოქალაქე, რაც ორჯერ აჭარბებს აფრიკიდან შესული თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობას. განცხადება მინისტრმა 22 ივნისს შინაგან საქმეთა კომიტეტზე გააკეთა. მინისტრის ინფორმაციით, ამჟამად ისრაელში 39000 თავშესაფრის მაძიებელი ცხოვრობს აფრიკიდან, რაშიც არ შედიან ბავშვები. 79000 ადამიანი კი- საქართველოდან და უკრაინიდან, რომლებიც ისრაელში ჩავიდნენ და …
Tag Archives: საქართველო-ისრაელი
ისრაელი და საქართველო შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
2017 წლის 10 მაისს თბილისში გაიმართა ორმხრივი საკონსულო კონსულტაციები საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის, სადაც ქვეყნები შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. ისრაელის დელეგაციას ისრაელის სახელმწიფოს საემიგრაციო სამსახურის გენერალური დირექტორი, ამნონ შმუელი ხელმძღვანელობდა. კონსულტაციებზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს ისრაელის სახელმწიფოში არალეგალური მიგრაციის საკითხზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, …
საქართველოს ისრაელთან შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება სურს
საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი ტაბატაძის განცხადებით, საქართველოს ისრაელთან შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება სურს. თუმცა მოლაპარაკება ვერ დაიწყება, ვიდრე არ შემცირდება საქართელოდან ისრაელში არალეგალური მიგრაციის მაჩვენებელი. თუკი შრომითი მიგრაციის ხელშეკრულება გაფორმდება, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ისრაელში ლეგალურად იმუშაონ და ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რასაც კანონიერად მუშაობა აძლევს ადამიანს. ეს განცხადება გიორგი ტაბატაძემ დღეს, …
Continue reading “საქართველოს ისრაელთან შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება სურს”
ქართველი შინდლერები და მათი სახელობის პარკი თბილისში
“ისრაელის სახლის” ინიციატივითა და თბილისის მერიის დახმარებით, თბილისში “ქართველი შინდლერების პარკი” გაიხსნება. პროექტის პრეზენტაცია დღეს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით გაიმართა. როგორც “ისრაელის სახლში” აცხადებენ, ამ ეტაპზე პარკის მოსაწყობად ადგილს არჩევენ და ის, სავარაუდოდ, გმირთა მოედნის მიმდებარედ გაიხსნება. ასევე სავარაუდოა, რომ პარკის მოწყობა 2 თვეში დასრულდება. პროექტის მიხედვით, დაიდგმება ორი ქვა, რომელთაგან ერთზე ამოტვიფრული იქნება …
Continue reading “ქართველი შინდლერები და მათი სახელობის პარკი თბილისში”
ისრაელის ახალი რეგულაცია თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებზე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს არ ეძლევათ უფლება, გადაკვეთონ ისრაელის სახელმწიფოს საზღვრი, რაც განპირობებულია იმით, რომ უმეტეს შემთხვევაში დასტურდება ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს მოქალაქეების არამიზნობრივი მგზავრობის ფაქტები, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეების ისრაელის სახელმწიფოში არალეგალურად დარჩენისა და მუშაობის მიზნით გამგზავრების კუთხით. “ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს, როგორც „უსაფრთხო ქვეყნის“ აღიარებასთან დაკავშირებით, ა.წ. 17 აპრილიდან ამოქმედდება კიდევ …
Continue reading “ისრაელის ახალი რეგულაცია თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებზე”
ისრაელის ელჩის განმარტებები უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე
ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური ამბობს, რომ ისრაელელი მესაზღვრეების თაობაზე საქართველოს თითოეული მოქალაქის მიერ გამოთქმული პრეტენზიები შესწავლილი იქნება. ისრაელის ელჩმა ტელეკომპანია “იბერიას” გადაცემა “პანორამაში” გადაცდომის შესაძლო ფაქტები არ უარყო: “თითოეულ კონკრეტულ საკითხში ჩართულები ვართ როგორც საქართველოს საელჩო ისრაელში, ასევე ჩვენც აქ. ორივე საელჩო კავშირში ვართ, საგარეო საქმეთა სამინისტროებიც სახელმწიფოების დონეზე დღედაღამე ვმუშაობთ ამაზე, რომ ასეთი საკითხები …
Continue reading “ისრაელის ელჩის განმარტებები უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე”
ისრაელი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლებისთვის პროცედურებს ცვლის
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის სახელმწიფომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, საქართველოს მოქალაქეთა მიერ თავშესაფრის მიღების მიზნით წარდგენილი განცხადებები, თუ არ იარსებებს რეალური მიზეზი, არ დაკმაყოფილდება. ისრაელის სახელმწიფოს შეფასებით, საქართველოში არავის ემუქრება რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფუძვლიანი საფრთხე. სამინისტროს ცნობით, შეიცვლება თავშესაფრის მიღების …
Continue reading “ისრაელი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლებისთვის პროცედურებს ცვლის”
ისრაელის ელჩის თქმით, უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი არ დგას
საქართველოში ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურიმ განაცხადა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო რეჟიმის საკითხი არ დგას. “მე ამ საკითხზე ნამდვილად კომენტარს არ ვაკეთებ, ვინაიდან არ არსებობს ასეთი საკითხი”, – განაცხადა ელჩმა 24 თებერვალს “რუსთავი 2”-თან საუბრისას. ელჩმა მხოლოდ კერძო პირის განცხადება უწოდა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს ინიციატივას უვიზო რეჟიმის 100 დღით გაუქმებაზე. “2014 წელს …
Continue reading “ისრაელის ელჩის თქმით, უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი არ დგას”
იციკ მოშე საქართველო–ისრაელის უვიზო რეჟიმის 100 დღით შეჩერების ინიციატივით გამოდის
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი, იციკ მოშე მხარეებს ურთიერთობის 7-პუნქტიან “შოკოთერაპიას” სთავაზობს. “ისრაელის სახლის” დამფუძნებელი ფიქრობს, რომ ეს გეგმა მოაგვარებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს და მოიტანს განახლებულ ნდობას. იციკ მოშეს ურთიერთობების 7-პუნქტიანი შოკოთერაპია შეწყდეს უვიზო რეჟიმი 100 დღით; შეიქმნას ორმხრივი საპარლამენტო/საგარეო კომისია; გაიცეს ლიცენზია ტურისტულ კომპანიებზე; გაიცეს სამუშაო ვიზები და კვოტა საქართველოსთვის; შეწყდეს ანტიქართული, ანტისემიტური, ანტიისრაელური გამოსვლები; ასდღიანი (100) …
ისრაელში უვიზოდ მოგზაურობის წესები
ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გთავაზობთ ისრაელში უვიზოდ მოგზაურობის წესებს საქართველოს მოქალაქეებისთვის [red_box]ისრაელთან უვიზო მიმოსვლის წესები[/red_box] უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე მოკლევადიანი ვიზიტებიგანახორციელონ ისრაელში სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ბიზნესი, მოკლევადიანი სასწავლო გაცვლითი პროგრამები/ტრენინგი, სასწავლო კურსები,კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და ა.შ.; მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, დაჰყონ ისრაელის ტერიტორიაზე 1-დან 90 დღემდე ვადით 6 თვის განმავლობაში. შესაბამისად, ისრაელში …
შეხვედრა ისრაელის ელჩთან საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებისადმი არასათანადო მოპყრობაზე
10 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ისრაელის ელჩს შაბთაი ცურს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში ისრაელის სახელმწიფოს საზღვარზე საქართველოს მოქალაქეთა დაკავებისა და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ცალკეულ შემთხვევებზე. “აღინიშნა, რომ აუცილებელია ყველა ასეთი შემთხვევის გამოკვლევა და შემდგომი პრევენცია”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა …
საქართველოს მოქალაქეები ისრაელის მესაზღვრეებს არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ
“დაკარგულები” – ასე უწოდებენ საკუთარ თავს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ისრაელის მესაზღვრეებს არაადამიანურ მოპყრობაში და დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. მათ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს და ისაუბრეს, თუ როგორ ამცირებდნენ ისრაელის საზღვარზე მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველები არიან. საქართველოს მოქალაქეების უფლებების შესაძლო დარღვევების ფაქტებს ისრაელის მისაზღვრეების მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო იკვლევს. ერთ–ერთი მათგანი, ვინც ისრაელის მესაზღვრეებს უკანონო დაკავებასა და დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს, შშმ …
Haaretz: ისრაელი საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიცემაზე ავტომატურ უარს შემოიღებს
ებრაული გამოცემა Haaretz იუწყება, რომ ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოსა და უკრაინის მოაქალაქეებისთვის თავშესაფრის თხოვნაზე ავტომატური უარის შემოღებას გეგმავს, რის შესახებაც მოთხოვნა ისრაელის იუსტიციის სამინისტროში უკვე შეტანილია. როგორც Haarets.com-ის სტატიაშია ნათქვამი, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების მხრიდან ისრაელში თავშესაფრის მინიჭებაზე მოთხოვნა გაიზარდა. გამოცემა ისრაელის შს სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ასეთი თხოვნების დიდი ნაწილი …
საგარეო უწყება: ისრაელის საზღვრიდან საქართველოს 30-მდე მოქალაქე გამოაბრუნეს
საქართველოს საგარეო სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის სახელმწიფო საზღვრიდან საქართველოს 30-მდე მოქალაქე გამოაბრუნეს. უწყებისათვის უცნობია მოქალაქეების დეპორტის ზუსტი მიზეზი. სავარაუდოდ, ისრაელის საზღვრის გადასაკვეთად საჭირო დოკუმენტაცია არასრული აღმოჩნდა. ისრაელთან მიმოსვლისთვის საქართველოს მოქალაქეების ვიზა არ სჭირდებათ და მხოლოდ სასაზღვრო შემოწმებას გადიან. საგარეო უწყების ცნობით, სავარაუდოდ, სწორედ ამ შემოწმების დროს გადაწყდა, მოქალაქეები არ შეეშვათ ისრაელში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, …
Continue reading “საგარეო უწყება: ისრაელის საზღვრიდან საქართველოს 30-მდე მოქალაქე გამოაბრუნეს”
საქველმოქმედო ვახშამი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ხანუქას დღესასწაულზე
5 დეკემბერს, 20:00 საათზე, ხანუქას დღესასწაულზე, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო ვახშამი გაიმართება საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა და ისრაელის სახლის ორგანიზებით. ვახშმის მხარდამჭერები არიან ისრაელის ქნესეთი (პარლამენტი) და თბილისის მერია, შემოსული თანხა კი დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს ჩაერიცხება. საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრებიან ისრაელისა და ქართული ბიზნესის, აგრეთვე, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები. სპეციალურად ამ დღისთვის ისრაელიდან …