ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე პოზიციების შეჯერებისთვის მუშაობა. ამ საკითხზე კალასმა 31 მაისს, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. “ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ივნისის სამიტისთვის მივაღწიოთ შეთანხმებას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ მიიღოს მკაფიო პირობები, თუ როგორ უნდა მიაღწიოს კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა, მოლდოვასა …
Tag Archives: საქართველო-ევროკავშირი
რას წარმოადგენს კამპანია „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“
“ჩვენი სამშობლოსთვის ისტორიული ეტაპი დგება. რამდენიმე კვირაში გადაწყდება, როგორი იქნება ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი”, — ასე იწყება საზოგადოების წარმომადგენელთა მანიფესტი, რომელიც ახალი კამპანიის, “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” პრეზენტაციაზე წაიკითხეს. სანამ ევროკომისია წარმოადგენს მოსაზრებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, კამპანიის ინიციატორები აპირებენ, მოქალაქეებს შეხვდნენ და ესაუბრონ, რა სჭირდება ქვეყანას ევროგაერთიანებისკენ მრავალწლიანი სწრაფვის წარმატებით დასაგვირგვინებლად. …
Continue reading “რას წარმოადგენს კამპანია „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“”
“საქართველოს საეჭვო განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე” — CEPS-ის მოსაზრება
ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა კვლევითი ორგანიზაციამ, “ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრმა”(CEPS) გამოაქვეყნა თავისი მოსაზრება, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ეხება. ორგანიზაციის წარმომადგენლები, მაიკლ ემერსონი და სტივენ ბლოკმენსი კრიტიკულად აფასებენ “ქართული ოცნების” პირობებში გატარებულ პრაქტიკებს პოლიტიკურ ცხოვრებასა და სასამართლოში და ამ ფონზე, საქართველოს ზემოხსენებული განაცხადის პერსპექტივაზე მსჯელობენ. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ CEPS-ის მოსაზრების თარგმანს: რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ერთი …
Continue reading ““საქართველოს საეჭვო განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე” — CEPS-ის მოსაზრება”
NGO-ები ევროკავშირის კითხვარზე პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ
არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს მიმართავენ და ევროკავშირის კითხვარზე მომზადებული პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ. ხელმომწერი ორგანიზაციების განცხადებით, 2022 წლის 29 აპრილს საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა ევროკავშირის კითხვარზე, ქვეყნის სახელით, მომზადებული პასუხების გასაჯაროებაზე. NGO-ები აცხადებენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პასუხები შეიცავს საკითხებს, რომელთა გასაჯაროება არ არის მიზანშეწონილი. არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია შეიძლება …
Continue reading “NGO-ები ევროკავშირის კითხვარზე პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ”
“კომპრომისი სისუსტე არაა” — მიკსერი პოლარიზაციის დაძლევის მნიშვნელობაზე
ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ქვეყანაში პოლიტიკური ანტაგონიზმისა და პოლარიზაციის დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიკსერის თქმით, მისი ქართველი კოლეგები დათმობას სისუსტედ განიხილავენ, როდესაც ეს ზრდასრულობის და სიძლიერის ნიშანია. „ევროპარლამენტი კომპრომისზე ორიენტირებული ინსტიტუტია. მე იქ ვხედავ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მზაობას, იპოვონ კომპრომისი, ააგონ ხიდები. ეს არის სიძლიერის და ზრდასრულობის ნიშანი. როცა ქართველებს ვესაუბრები სხვადასხვა …
Continue reading ““კომპრომისი სისუსტე არაა” — მიკსერი პოლარიზაციის დაძლევის მნიშვნელობაზე”
საქართველო EU-ში თავშესაფრის მაძიებელთა ათეულში — EUAA
2021 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 2016 წლის მიგრაციის კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალია. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტომ (EUAA) გამოაქვეყნა ბოლო მონაცემები 2021 წლის ნოემბერის მდგომარეობით. ანგარიშის თანახმად, 2021 წლის ნოემბერში EU+ (ნორვეგია, შვეიცარია)-ში საერთაშორისო დაცვის შესახებ დაახლოებით 71 400 განაცხადი შევიდა, რაც ოქტომბრის მონაცემებზე 9%-ით მეტია და თითქმის იმდენივეა, რამდენიც 2021 წლის სექტემბერის პიკური მონაცემები, როდესაც …
Continue reading “საქართველო EU-ში თავშესაფრის მაძიებელთა ათეულში — EUAA”
EU-ს დახმარებას თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი — მერედიტი
ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი ლორენს მერედიტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან და ევროპის საინვესტიციო ბანკის გუნდთან ერთად, საქართველოს სტუმრობს. მერედიტი, ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ერთად, იმერეთსა და აჭარას ეწვევა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარებს შეხვდება. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირი წამოიწყებს სხვადასხვა პროექტებს, რომლებიც შეეხება ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდაჭერას, …
Continue reading “EU-ს დახმარებას თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი — მერედიტი”
მთავრობა თითქოს ცდილობს გააქროს ნატოსა და EU-ში გაწევრიანების შანსები – ილვესი
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ტომას ჰენდრიკ ილვესის თქმით, “საქართველოს მთავრობა თითქოს სტაბილურად ცდილობს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკუთარი შანსები გააქროს”. ამის შესახებ მან “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, სადაც “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა შეაფასა. მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების გაუქმება ცუდია და თავის მოტყუებაა, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ყველაფერი კარგად მიდის. …
Continue reading “მთავრობა თითქოს ცდილობს გააქროს ნატოსა და EU-ში გაწევრიანების შანსები – ილვესი”
ჩვენ არ დავუტოვებთ რეგიონს სხვა აქტორებს — შალენბერგი სამხრეთ კავკასიის ტურნეს შეჯამებისას
სამხრეთ კავკასიის 3 ქვეყანაში ტურნეს შეჯამებისას ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამ რეგიონს სხვა აქტორებს არ დაუტოვებს. ამჟამად თბილისში მყოფმა ია წარმატებულად შეაფასა ვიზიტები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ის ამ ქვეყნებს რუმინელ და ლიეტუველ კოლეგებთან ერთად ეწვია. “ევროკავშირის სამი წარმომადგენლის ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის წერს 3 ქვეყანაში იყო პირველი ასეთი ტიპის ვიზიტი: პირველი ევროკავშირისთვისაც …
რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ჩამოვიდნენ
ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, ალექსაბნდერ შალენბერგი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ბოგდან აურესკუ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდებიან. ამ უკანასკნელის პრესსამსახურის თანახმად, მინისტრები საოკუპაციო ხაზთანაც ჩავლენ, შემდეგ კი მედიისთვის გააკეთებენ განცხადებებს. “საქართველოში ევროკავშირის …
ევროპარლამენტარები საქართველოს აფრთხილებენ — რას უნდა ველოდოთ
“საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან ძველებურად საქმის გაგრძელებას”, — ვკითხულობთ ევროპარლამენტარების განცხადებაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კვლავ უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ. ხელმომწერნი არა მხოლოდ პოლიტიკოსთა პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, არამედ პირდაპირ მოუწოდებენ ევროკავშირს, გადაიხედოს საქართველოს ფინანსური დახმარების პოლიტიკა. აღნიშნულის შემდეგ ოპოზიცია ევროატლანტიკური მომავლის საფრთხესა და “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაზე საუბრობს, მმართველ გუნდში კი — შესაძლო მიკერძოებასა …
Continue reading “ევროპარლამენტარები საქართველოს აფრთხილებენ — რას უნდა ველოდოთ”
EU საქართველოთვის 100 მილიონი ევროს დახმარებას გამოყოფს
ევროკავშირი მარკოფინანსური დახამრების პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოყოფს, მისი უმეტესი ნაწილი კი მიმართულია კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა თანხა საქართველოს საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების შესამსუბუქებლად დღეს გადმოურიცხა. “მაკროფინანსური დახმარების პროგრამა მიზნად ისახავს მდგრადი საგარეო საფინანსო მდგომარეობის …
Continue reading “EU საქართველოთვის 100 მილიონი ევროს დახმარებას გამოყოფს”
უმრავლესობას ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად აშშ მიაჩნია, ყველაზე დიდ საფრთხედ – რუსეთი: IRI
IRI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობას საქართველოს ყველაზე დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორად ამერიკის შეერთებული შტატები მიაჩნია, ყველაზე დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფრთხედ კი – რუსეთი. ამასთან, უმრავლესობა კვლავ უჭერს მხარს ქვეყნის დასავლურ კურსს. გამოკითხულთა 65%-ის აზრით, აშშ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორია, 51%-ის აზრით – ევროკავშირი, 22%-ის აზრით კი – უკრაინა. 51% აშშ-ს ყველაზე მნიშვნელოვან …
ნატოსა და ევროკავშირის მხარდაჭერა 5-6%-ით შემცირდა – NDI
NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობაში ნატოსა და ევროკავშირის მხარდაჭერა მცირედით შემცირებულია. 2020 წლის ივნისის კვლევაში გამოკითხულთა 76% აცხადებს, რომ მისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მაშინ როდესაც 2019 წლის კვლევაში ეს რიცხვი 82% იყო. ამასთან, 8% (2019 წელს – 10%) ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრების მიზანი მიუღებელია. 15%-ს კი კითხვაზე პასუხი არ …
Continue reading “ნატოსა და ევროკავშირის მხარდაჭერა 5-6%-ით შემცირდა – NDI”
რას ნიშნავს EU-ს არჩევნები ევროპისა და საქართველოს მომავლისთვის?
დღეს, 23 მაისს, ევროპარლამენტის ოთხდღიანი არჩევნები დაიწყო. საარჩევნო უბნები, თავდაპირველად, დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში გაიხსნა, მომდევნო დღეებში კი სასურველ პარტიებს ხმას ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებში მისცემენ. ტრადიციულად, ევროპარლამენტის არჩევნებზე აქტივობა მაღალი არ არის ხოლმე. თუმცა წელს სხვაგვარი ვითარებაა, ვინაიდან პროცესმა ახალი მნიშვნელობა შეიძინა კონტინენტის მასშტაბით მზარდი ნაციონალისტური განწყობების ფონზე. როგორ მუშაობს ევროპარლამენტის არჩევნები და რა …
Continue reading “რას ნიშნავს EU-ს არჩევნები ევროპისა და საქართველოს მომავლისთვის?”
EU-ში გაწევრების მომხრეთა 66% ფიქრობს, რომ ამით საქართველოს ეკონომიკა გაუმჯობესდება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვილევის მიხედვით, იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას უჭერენ მხარს, ამბობს, რომ გაერთიანებაში შესვლით საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობა გაუმჯობესდება. 46%-ის აზრით კი, ევროკავშირი საქართველოს მეტ უსაფრთხოებას მოუტანს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს, 20 მაისს გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა მყარია. მოსახლეობის 77%-თვის მისაღებია ევროკავშირში გაწევრება. იმ …
ქართველი მეცნიერები, ევროპელ კოლეგებთან ერთად, ასთმის მკურნალობის ახალ გზებს ეძებენ
ქართველი მეცნიერები, ევროპელ კოლეგებთან ერთად, ასთმის მკურნალობის ინოვაციურ მეთოდზე მუშაობენ. თუ კვლევა წარმატებით დასრულდა, ანტიბიოტიკების ნაცვლად, შესაძლოა, ასთმას ფაგებით უმკურნალონ. პროექტი ევროკავშირმა 3 მილიონი ევროთი დააფინანსა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ასთმით, დაახლოებით, 235 მილიონი ადამიანია დაავადებული და ბავშვებში ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. იმის მიუხედავად, რომ ქრონიკული ასთმა სრულად არ ინკურნება, დაავადების მართვა და ეფექტური კონტროლი …
საფრანგეთი და სხვა ქვეყნები საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ მისცემენ – ელჩი
საქართველოში საფრანგეთის ელჩის, პასკალ მენიეს განცხადებით, საქართველო შეყვანილია უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რაც ნიშნავს, რომ საფრანგეთი, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნები, საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ თავშესაფარს არ მისცემენ. “ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ გაითავისა ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებიც ითხოვენ თავშესაფარს და არიან დევნილები, ამან შესაძლოა საქართველოს იმიჯი დააზიანოს და მისი ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. როგორც …
ევროკავშირი იმედოვნებს, რომ მოსამართლეთა არჩევის პროცესი გამჭვირვალე იქნება
ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს, დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის, ასევე, სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობა – ეს ის საკითხებია, რომლებზეც ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანის თქმით, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომაზე. “ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ამ მიმართულებებით, განსაკუთრებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისა და დანიშვნის პროცესში. იმედია, ეს იქნება ინკულუზიური და გამჭვირვალე და საქართველოს სასამართლოს …
Continue reading “ევროკავშირი იმედოვნებს, რომ მოსამართლეთა არჩევის პროცესი გამჭვირვალე იქნება”
საქართველოს პოზიციები ევროკავშირთან დაახლოების კუთხით გაუარესდა – EaP-ის ინდექსი
აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის მიხედვით, საქართველოს პოზიციები გაუარესდა. აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის ინდექსი, რომელიც 25 თებერვალს გამოქვეყნდა, აფასებს პროგრესს ევროინტეგრაციის, დემოკრატიული რეფორმებისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში (საქართველო, უკრაინა მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელარუსი). ინდექსი ორ განზომილებას მოიცავს: “დაახლოება” და “ურთიერთკავშირი”. დაახლოების განზომილება, თავის მხრივ, დაყოფილია სამ სექციად: დემოკრატია, ევროინტეგრაცია და მდგრადი განვითარება. ურთიერთკავშირის …
Continue reading “საქართველოს პოზიციები ევროკავშირთან დაახლოების კუთხით გაუარესდა – EaP-ის ინდექსი”
NGO-ები ბრიუსელში ასოცირების დღის წესრიგის შესრულების ალტერნატიულ ანგარიშს წარადგენენ
“ღია საზოგადოების ფონდი”, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის შედეგებს ბრიუსელში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში წარადგენს. მონიტორინგის ანგარიში, რომელიც საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას ეხება, თბილისში 13 თებერვალს გამოქვეყნდა. ანგარიშში შეფასებულია 2017 წლიდან დღემდე დღის წესრიგში განსაზღვრული მოკლევადიანი პრიორიტეტების შესრულება და მათი ხარისხი. ასახულია მიღწევები და ხარვეზები ბავშვთა და …
საქართველომ EIB-ისგან 250 მლნ ევრო ისესხა
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის გაფორმდა შეთანხმება საქართველოსთვის სესხის სახით 250 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ. ხელშეკრულებას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტმა ვაზილ ჰუდოკმა მოაწერეს ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, ფინანსურის რესურსი მიმართული იქნება კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, კერძოდ, რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე. “ფორმდება შეთანხმება საქართველოსა და ევროპის …
Continue reading “საქართველომ EIB-ისგან 250 მლნ ევრო ისესხა”
როდის ექნება საქართველოს ნოემბრისთვის დაანონსებული ევროინტეგრაციის საგზაო რუკა
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკას, სავარაუდოდ, 2019 წლის დასაწყისში მიიღებენ. როგორც “ნეტგაზეთს” საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა არჩილ ყარაულაშვილმა განუცხადა, შემუშავებულია დაახლოებით 170-გვერდიანი დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ არასამთავრობო სექტორს გააცნო და ახლა მათ რეკომენდაციებს ელოდება. ყარაულაშვილი ვარაუდობს, რომ საგზაო რუკა მომავალი წლის იანვარში იქნება მზად მთავრობის მიერ დასამტკიცებლად. “ამ ეტაპზე …
Continue reading “როდის ექნება საქართველოს ნოემბრისთვის დაანონსებული ევროინტეგრაციის საგზაო რუკა”