„ჰქონდა დადებითი და უარყოფითი მხარე“ – კობახიძე შარლ მიშელის განცხადებაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შარლ მიშელის განცხადებას ევროკავშირის გაფართოების თაობაზე დადებითი და უარყოფითი მხარე ჰქონდა. კობახიძე „მნიშვნელოვანს“ უწოდებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ბლოკის გაფართოების კონკრეტული თარიღის დასახელებას, თუმცა ინტერესდება, კონკრეტულად ვის ეხება ეს თარიღი – 2030 წელი. „არიან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი მიღებული აქვთ მაგალითად 18, 12 წლის წინ [იგულისხმება ბალკანეთის …

როგორ ჩამოიშალა სასამართლო კლანი მოლდოვაში და გაძლიერდა საქართველოში

როგორ მოახერხა მოლდოვამ დამაჯერებელი ცვლილებების დაწყება სასამართლო სისტემაში, რამაც ევროკომისიას წლის ბოლოს მისაღებ საბოლოო შეფასებამდე გაუჩინა აღქმა: „კარგი პროგრესი“? მართლმსაჯულების სისტემა იცვლება საქართველოშიც, თუმცა სამოქალაქო ორგანიზაციების დაკვირვებით, ძირეულად არაფერი იცვლება. მარტივად რომ ვთქვათ, სასამართლო კლანს და დამოკიდებულებას პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ არავინ ცვლის. ევროკომისიის წინასწარი შეფასებაც საქართველოზე ესაა: „მეტი ძალისხმევაა საჭირო“. ის, რაც ახლა მოლდოვაში ხდება, …

კობახიძე: 3 ევრორეკომენდაცია კონკრეტიკის არარსებობის გამო ვერ შესრულდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, 3 ევრორეკომენდაცია ვერ შესრულდა იმიტომ, რომ მმართველ გუნდს ევროკავშირიდან კონკრეტიკა არ მიუღია. კონკრეტიკის არარსებობას უკავშირებს კობახიძე, მათ შორის, სასამართლოს რეფორმის რეკომენდაციის არშესრულებასაც. „მე წარვადგინე დეტალური ანგარიში თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, საიდანაც ჩანს შემდეგი: ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც შესაძლებელია, ყველაფერი გაკეთდა. რჩება კანონმდებლობასთან დაკავშირებით 3 რეკომენდაცია. ერთი მათგანი ეხება სასამართლო რეფორმას, …

საზოგადოებისთვის ამის ახსნა იქნება ძალიან რთული — კობახიძე კანდიდატის სტატუსის შესაძლო არმიღებაზე

“მმართველი პარტიის” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, საზოგადოებისთვის ამ ფაქტის ახსნა რთული იქნება. აღნიშნულის შესახებ მან დღეს, 4 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “დავუშვათ და ვერ მივიღეთ ეს სტატუსი… როგორ უნდა აუხსნათ ეს საზოგადოებას და როგორ უნდა გაიგოს ეს ხალხმა, არმიღების შემთხვევაში?” — ჰკითხა კობახიძეს ჟურნალისტმა, რაზეც მმართველი პარტიის …

12 რეკომენდაცია: რა და როგორ (არ) შეასრულა საქართველომ

ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გაასაჯაროვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისთვის წარდგენილი ზეპირი მოხსენება, რომელშიც ევროკომისია ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიერ ბრიუსელის მიერ მიცემული რეკომენდაციის შესრულებას აფასებს. ოლივერ ვარჰეის განცხადებით, შეფასებისას გამოიყენეს შემდეგი სისტემა: არ არის პროგრესი – ანუ არ დაწყებულა რეკომდენაციის შესრულება; შეზღუდული პროგრესი – რეკომენდაციის შესრულება დაიწყო, მაგრამ ადრეულ ეტაპზეა; …

“მონა!”; “რუსო!” — ბრიუსელში ღარიბაშვილს აქციით დახვდნენ

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ვიზიტით მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ქართველი აქტივისტები საპროტესტო აქციითა და შეძახილებით დახვდნენ. მოხდა ინციდენტიც, რომელშიც ადგილობრივი პოლიცია ჩაერია და ერთი აქტივისტი დააკავა. პროტესტის ორგანიზატორი იყო ბრიუსელში მოქმედი ორგანიზაცია Promote Georgia, რომელშიც იქ მყოფი ქართველები ერთიანდებიან. ორგანიზაციის წევრი კრისტინა პიტალსკაია “ნეტგაზეთს” უყვება, რომ თავდაპირველად, ღარიბაშვილის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროკომისიის ოფისთან იყვნენ შეკრებილნი. შეკრების მონაწილეებს …

12 პრიორიტეტის შესრულების დაჩქარებისკენ მოვუწოდე — ვარჰეი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს 12 რეკომენდაციის შესრულების დაჩქარებისკენ მოუწოდა. აღნიშნულის შესახებ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, “ტვიტერზე” დაწერა. ვარჰეის სიტყვებით, ღარიბაშვილთან საუბრისას ცენტრალური საკითხი იყო ევროკავშირის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს მხრიდან რეფორმების გატარების მცდელობებს ეხება. “[პრემიერ-მინისტრს] მოვუწოდე, დააჩქაროს საბჭოს მიერ დასახული 12 პრიორიტეტის განხორციელება, რათა საქართველომ შეძლოს წინსვლა ევროკავშირის …

“უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში” — რა წერია საქართველოს ევროინტეგრაციაზე გერმანულ დოკუმენტში

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია წარმოადგინა. სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტში ნახსენებია ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა და ამ კონტექსტში — საქართველო. “ჩვენს მიზნად რჩება მშვიდობისა და თავისუფლების კუთხით გაერთიანებული ევროპა. ჩვენ გვინდა, უზრუნველვყოთ, რომ ევროკავშირს შეუძლია გეოპოლიტიკურად იმოქმედოს და დაიცვას თავისი უსაფრთხოება და სუვერენიტეტი მომავალი თაობებისთვის. ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის შემდგომ გაფართოებას დასავლეთ …

“საქართველო ირჩევს ევროპას” — მსვლელობა რუსთაველის გამზირზე

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რუსთაველის გამზირზე გაიმართა მსვლელობა, სახელწოდებით “საქართველო ირჩევს ევროპას”. მოქალაქეებმა, რომელთაც ევროკავშირისა და საქართველოს დროშები ეკავათ ხელში, მსვლელობა შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს და პარლამენტთან შეჩერდნენ. ისინი სკანდირებდნენ: “საქართველო!”; “ევროპა!” მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი  მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი  მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი  მსვლელობა რუსთაველის …

უნდა განვასხვავოთ თუ არა საქართველოს მთავრობა და მოქალაქეები? – ინტერვიუ ნიკოლას ტენზერთან

„საქართველოზე საუბრისას მკაფიო განსხვავება უნდა გავაკეთოთ მთავრობასა და მოქალაქეებს შორის“, – მიიჩნევს ნიკოლას ტენზერი, ფრანგი პოლიტოლოგი, „ასპენის ინსტიტუტის“ ყოფილი დირექტორი და პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ლექტორი. ის ფიქრობს, რომ ერთდროულად ევროკავშირში გაწევრიანება და დღევანდელ რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავება შეუძლებელია. „ნეტგაზეთი“ ტენზერს თბილისში, „რონდელის ფონდის“ უსაფრთხოების კონფერენციაზე ესაუბრა. პოლიტოლოგმა უპასუხა ჩვენს კითხვებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, რუსეთ-უკრაინის ომზე …

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო EU-ს საპირისპიროდ შეაბრუნოს“ – იან ბონდი

იან ბონდი, რომელიც ყოფილი ბრიტანელი დიპლომატი და ამჟამად მკვლევარია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა „ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა [ევროკავშირის] საპირისპირო მიმართულებით შემოაბრუნოს“. „რონდელის ფონდის“ მიერ გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე „ევროპული რეფორმის ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის დირექტორმა იან ბონდმა აგრეთვე თქვა, რომ მოსკოვის მიერ პირდაპირ ფრენებზე შეზღუდვის მოხსნა არის „ქრთამი“ და რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გახსნილი „მეორე ფრონტის“ ნაწილი. …

სტანოს თქმით, მცირდება საქართველოს თანხვედრა EU-ს საგარეო პოლიტიკისთან

საქართველოს მიერ ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების თუ დეკლარაციების მხარდაჭერა წინა წელთან შედარებით შემცირდა, აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერი პიტერ სტანო. მისი თქმით, „შეშფოთებას იწვევს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება [ფრენების აღდგენაზე]“, ქვეყნის „ევროკავშირში [გაწევრიანების] გზისა და ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილებებისადმი ერთგულების“ თვალსაზრისით. „სამწუხაროდ, საქართველოს თანხვედრა ჩვენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში მიღებულ გადაწყვეტილებებთან და დეკლარაციებთან, …

რატომ უნდა მოითხოვო ევროკავშირთან ინტეგრაცია ახლა

საქართველოს დღეს აქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს და წლის ბოლოს მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. „ახლა“ – ეს არის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი კამპანია, რომელიც დაიწყო კოალიციამ – „ინფორმაციის სანდოობისთვის“. ამ კამპანიის მიზანია, დამატებითი სტიმული მისცეს საზოგადოების ძალისხმევას, მოითხოვოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო ქმედითი ნაბიჯები და რეფორმები ახლა. კოალიციამ შეისწავლა, თუ რა გავლენა იქონია ევროკავშირში გაწევრიანებამ …

სოციოლოგი IRI-ის კვლევის საფუძველზე ხსნის, იმუშავა თუ არა “ოცნების” პროპაგანდამ

“მიუხედავად შეტევებისა, საქართველოს მოსახლეობა არ ცვლის თავის პროდასავლურ ღირებულებებს” — ესაა მთავარი დასკვნა, რომელიც  “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის”(CRRC) დირექტორმა, კობა თურმანიძემ, IRI-ს ახალი კვლევიდან გამოიტანა. საუბარია კვლევაზე, რომლის თანახმადაც მოსახლეობის 89% სრულად ან ნაწილობრივ ემხრობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, 80% კი — ნატოში გაწევრიანებას. წინა კვლევებთან შედარებით, გაზრდილია როგორც EU-ში, ისე ნატოში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი. “მთავარი …

EU და ევროსაბჭო საქართველოში ოთხი პროექტისთვის €3 მილიონს გამოყოფენ

ევროკავშირი და ევროპის საბჭო სამ მილიონ ევროს გამოყოფენ საქართველოში ოთხი პროექტის განსახორციელებლად. პროექტები ხორციელდება პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ფარგლებში. როგორც ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისში ამბობენ, პროექტების მიზანია: დაეხმაროს ხელისუფლებას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზაციაში; მხარი დაუჭიროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას; ხელი შეუწყოს ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების გაძლიერებას; ხელი შეუწყოს ბრძოლას კორუფციის, ფულის გათეთრებისა …

ახლა – ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად ახალი კამპანია დაიწყო

კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის იწყებს ახალ კამპანიას „ახლა“. ახლა, როდესაც საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს და მიმდინარე წლის ბოლოს მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, კამპანია მიზნად ისახავს, რომ დამატებითი სტიმული მისცეს საზოგადოების ძალისხმევას მოითხოვოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო ქმედითი ნაბიჯები და რეფორმები ახლა. საქართველო იყო და არის ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახის ნაწილი. ევროკავშირის წევრობისკენ …

ჰერჩინსკი: არის დრო იმის დასამტკიცებლად, რომ 12 პუნქტი სრულდება

საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი პაველ ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ სტატუსი მიღება „მხოლოდ ერთი ნაბიჯია ევროკავშირის წევრობისკენ და კიდევ ბევრი იქნება“. ასევე, ხაზი გაუსვა პოლიტიკური ძალების თანამშრომლობის მნიშვნელობას: „ეს მოითხოვს ეროვნულ კონსენსუსს და ყველა პოლიტიკური ძალის ერთად მუშაობას ინკლუზიურობის, კომპრომისისა და კონსტრუქციულობის სულისკვეთებით. საბოლოო ჯამში, …

ვხედავთ პროევროპული კურსიდან საქართველოს გადახვევის მცდელობებს — ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა საქართველოში ვიზიტამდე განაცხადა, რომ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს ხედავს. „საქართველოს მოსახლეობას აქვს ევროკავშირის მკაფიო მიზანი. ბოლო კვირებში ისინი თბილისის ქუჩებში აფრიალებდნენ ევროკავშირის დროშას პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. ჩემი ვიზიტისას მინდა ნათლად განვაცხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ ვხედავთ ქვეყნის გადახვევის მცდელობებს პროევროპული კურსიდან, …

მაკრონი პოსტს აქვეყნებს “ევროპისკენ შებრუნებულ” საქართველოზე

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს შესახებ “ტვიტერზე” წერს: “ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესის თავისუფლებისა და გაერთიანების თავისუფლებისადმი შესმენილია. ევროპისკენ შებრუნებულმა საქართველომ იცის, რომ მას შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს”. რა ხდება საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი …

როდესაც სასამართლო ასეთი პოლიტიზებულია, კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ფიქრიც კი შეუძლებელია — იუკნევიჩიანე

ევროპარლამენტის წევრის, რასა იუკნევიჩიანეს განცხადებით, ფიქრიც შეუძლებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, როდესაც ქვეყნის სასამართლო სისტემა ასეთ მდგომარეობაშია. ამ და სხვა საკითხებზე მან “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციის” ეთერში ისაუბრა. ინტერვიუს თარგმანიც “ტვ პირველს” ეკუთვნის. ევროპარლამენტარის სიტყვებით, “ქართული ოცნება” დროსა და ფულს ფლანგავს ინდივიდებზე შეტევისთვის, იმის მაგივრად, რომ ზემოხსენებული სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ  მიწოდებული 12-პუნქტიანი …

ევროპარლამენტარი შეცდომად მიიჩნევს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი შეცდომას უწოდებს ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველომ, უკრაინის და მოლდოვისაგან განსხვავებით, ამ ეტაპზე ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამორის თანახმად, ზემოხსენებული 3 ქვეყნის ერთმანეთთან დაკავშირება უკრაინაში ომის შედეგია და რომ არა ეს ომი, არცერთ მათგანზე ისაუბრებდნენ, როგორც კანდიდატზე, ვინაიდან არცერთი აკმაყოფილებდა დადგენილ მოთხოვნებს. “ამას საერთო არაფერი აქვს ქვეყნის შიგნით არსებულ …

ივანიშვილი ოლიგარქი არაა, პოლიტპატიმრები არ გვყავს — ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, პოლიტპატიმრები კი საქართველოში არ არსებობენ. აღნიშნულის შესახებ მან ევროკომისიის მოთხოვნებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ დღეს, 24 ივნისს ისაუბრა. დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას, რომელიც ზემოხსენებულ მოთხოვნებში მე-5 პუნქტადაა მითითებული, ღარიბაშვილმა დასძინა, რომ აღნიშნულზე თბილისს ბრიუსელთან ექნება კომუნიკაცია. “ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაციები ბრიუსელთან, უფრო მეტი კონკრეტიკის და …

“ერთად ევროპისკენ” — აქცია თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, იმართევბა აქცია სახელწოდებით “ერთად ევროპისკენ”. სოციალური ქსელით დაგეგმილი შეკრების ორგანიზატორებმა მოედანზე მიიწვიეს ყველა, “ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია ფასეულია”. “[ვიწვევთ] პოლიტიკოსებს და პარტიებს გაცხადებული ევროპული კურსით, საზოგადოებრივ სექტორს, საჯარო პირებს, მის უდიდებულესობა ხალხს… ყველა იმ მოქალაქეს, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა მას ეკუთვნის! რათა გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნება – შევუერთდეთ ევროპულ მძლავრ …

საზოგადოების წარმომადგენლები ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართავენ

საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ერთიანდებიან სამოქალაქო ინიციატივაში “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ”, მოუწოდებენ ევროკომისიის პრეზიდენტს, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატობის განაცხადს. წერილში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის მისიის პრეზიდენტს, კარლ ჰარცელს გადასცეს ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელზე, ნათქვამია: “ახლა, როდესაც ევროკომისია საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის კანდიდატობის სტატუსს განიხილავს, საქართველოში ყველა თაობის ადამიანი – ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩათვლით – …

Exit mobile version