გერმანიის პრეზიდენტი: თუკი ქართველი ხალხი ევროპას ანიჭებს უპირატესობას, ეს ჩვენ პრობლემას არ შეგვიქმნის

“შეიძლება თუ არა, რომ შორეული კავკასიის ქვეყანა [საქართველო] გაერთიანდეს ევროპაში? ეს ევროპისთვის მართლაც შორი ხომ არ არის? ევროკავშირს ძალიან ხომ არ დატვირთავდა, თუკი ის გეოგრაფიულად ასე შორს წავიდოდა”? – გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ამ შეკითხვებს გერმანიის გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა, იოაჰიმ გაუკმა, ასე უპასუხა: “ამ შეკითხვას რომ ვუპასუხოთ, უნდა განვსაზღვროთ ჩარჩო, საიდანაც შეიძლებოდა პასუხი გამეცა. ჩემი …

საქართველოს ივლისის დასაწყისში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

ივლისის დასაწყისში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ეწვევა – ამის ესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინირსტრის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ამ განცხადებაში არის ნათქვამი ვიზიტის დეტალებზე გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 16 ივნისს, პრემიერის გერმანიაში ვიზიტისას გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. მათივე ცნობით, საუბრის დასასრულს ითქვა, რომ საქართველოსა და გერმანიის საგარეო უწყებებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2017 წელი …

კვირიკაშვილი: გერმანიის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში კიდევ უფრო გამოიკვეთა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იგი არ თვლის, რომ გერმანიამ გაუცრუა იმედები საქართველოს ლიბერალური სავიზო რეჟიმის მხარდაჭერის კუთხით. “ჩვენ არ ვთვლით, რომ გერმანიამ გაგვიცრუა იმედები. ვთვლით, რომ ის პროცესი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, კიდევ უფრო გვაახლოებს გერმანიასთან. გერმანიის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციის პროცესში კიდევ უფრო გამოიკვეთა, რაც პრინციპში ბუნებრივიც უნდა იყოს. ამიტომ …

გერმანიამ და საქართველომ განათლების სფეროში თანამშრომლობაზე მემორანდუმს ხელი მოაწერეს

დღეს, 15 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის განათლებისა და კვლევების ფედერალური სამინისტროს შორის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, რაც პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. საქართველოს მთავრობის ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს პროფესიონალების გაცვლას კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით; ორი ქვეყნის საგანმანათლებლო ინსტიტუტების დამეგობრებას საქართველოში დუალური განათლების დანერგვის მხარდასაჭერად; სტუდენტთა და მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას; ერთობლივი სემინარების, კონფერენციების მოწყობას გამოცდილების …

ბუნდესტაგის პრეზიდენტი: გერმანია დაინტერესებულია საქართველოს სტაბილური განვითარებით

“გერმანია დაინტერესებულია საქართველოს სტაბილური განვითარებით და მხარს უჭერს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების კურსს,” – განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ნორბერტ ლამერტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე. პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, მან ხაზი გაუსვა გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის ხანგრძლივ ისტორიას. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითად საკითხებზე, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის და …

გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი გახსნა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი «ვაჭრობა და ბიზნესი საქართველოსთან ერთად» გახსნა. ფორუმის მონაწილე 130-მდე ქართული და გერმანული ბიზნესორგანიზაციის წარმომადგენლებს გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს, როგორც რეგიონის წამყვანი რეფორმატორი ქვეყნის, პოტენციალი გააცნო. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მისი განცხადებით, ივნისის ბოლოს ხელი მოეწერება თავისუფალი …

Exit mobile version