ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან საბრძოლველად 100 ათას ლარს გამოყოფს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, კორონავირუსთან საბრძოლველად 100 ათას ლარს გამოყოფებს. ფედერაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანხმად, ისინი მზად არიან, ფედერაციის ბალანსზე არსებულ სასტუმროში საკარანტინო ზონები მოეწყოს. “საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მზადყოფნას გამოთქვამს გაიღოს ფინანსური მხარდაჭერა 100 ათასი ლარის ოდენობით, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში COVID 19-ის სახელით ცნობილ, ახალ კორონავირუსთან ბრძოლას. ასევე, მზად ვართ ფეხბურთის ფედერაციის ბალანსზე არსებულ …

ჩაწყობილ მატჩებში ბრალდებულებს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალათ

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მატჩის შედეგსა და მსვლელობაზე მანიპულირებაში ბრალდებულ “ვიტ ჯორჯიას” ხუთივე მოთამაშეს, გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს სანქციით სამუდამოდ აეკრძალათ საფეხბურთო საქმიანობა, ხოლო თავად კლუბს დააკლდა 6 ქულა და დაჯარიმდა 50 ათასი ლარით. ჩაწყობილი მატჩების სკანდალთან დაკავშირებით კომიტეტმა ასევე იმსჯელა ლანჩხუთის “გურიის” ორი მოთამაშის (რობერტ იმერლიშვილისა …

კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციას პრეზიდენტად II ვადით აირჩიეს

15 თებერვალს სასტუმრო ჰუალინგში გამართულ სფფ-ის რიგით 29-ე საარჩევნო ყრილობაზე დელეგატებმა ხმათა უმრავლესობით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით ლევან კობიაშვილი აირჩიეს, რომელიც არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში 29 დელეგეტიდან 28-მ მიიღო მონაწილეობა და მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ერთადერთ წარდგენილ კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ლევან კობიაშვილი ქართულ საფეხბურთო სამყაროს მომავალი 4 წლის განმავლობაშიც უხელმძღვანელებს. უზომოდ …

ჩაკვეტაძე 2018 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ჩაკვეტაძე დაასახელა. შესაბამისი ჯილდო ფეხბურთელს დაჯილდოების ცერემონიაზე ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადასცა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ახლად დაფუძნებული ტურნირის – ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა. შესაბამისი მატჩი 6 სექტემბერს საქართველოსა და ყაზახეთს შორის შედგა და საქართველოს გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. მედიაში არაერთგზის გავრცელდა ინფორმაცია, რომ …

თბილისი 2021 წლის ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობის კანდიდატია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, თბილისი 2021 წლის უეფას ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობის ერთ-ერთი კანდიდატია. უეფას ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობის ერთ-ერთი კანდიდატი არის თბილისში მდებარე “ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა”. თბილისის კონკურენტი ვენის “ერნსტ ჰაპელის” სტადიონი და ესპანეთის ქალაქი სევილიაა, რომელიც კანდიდატ სტადიონს მოგვიანებით დაასახელებს. უეფას წევრმა 1-მა1 ფედერაციამ ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის, სუპერ თასისა და ქალთა …

რატომ შეუზღუდეს მოქალაქეებს სტადიონზე ლგბტ სიმბოლიკის შეტანა- პოლიცია კითხვებს არ პასუხობს

საქართველო-ლატვიის მატჩზე დამსწრეთა ნაწილს რიგი აქსესუარების სტადიონზე შეტანასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.  არაერთი მათგანი აცხადებს, რომ დინამო არენაზე შესვლამდე პოლიციელებმა მოახსნევინეს ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკლაურები. ადამიანები ყვებიან შემთხვევებზეც, როცა პრობლემა კონკრეტული აქსესუარის, მაგალითად, სტიკერის გამო შეექმნათ. თუმცა ფეხბურთის ფედერაციაში ამბობენ, რომ მსგავსი შეზღუდვა მათ არ დაუწესებიათ. “თანასწორობის მოძრაობის” წარმომადგენელი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ მატჩზე მისულ აქტივისტებს …

კობიაშვილის თქმით, არეულობის შემთხვევაში UEFA-ს შეუძლია თამაში ჩაშალოს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილის თქმით, დღეს, 9 სექტემბერს საქარტველოსა და ლატვიის ნაკრებებს შორის დაგეგმილ შეხვედრას საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. კობიაშვილი გულშემატკივარს სტადიონზე წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს, რადგან მისი თქმით, არეულობის შემთხვევაში UEFA-ს თამაშის ჩაშლა შეუძლია, რაც ნაკრებისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება. “ჩვენთვის პირორიტეტია ნებისმიერი ადამიანის უსაფრთხოება რომელიც სტადიონზე იმყოფება. გმაომდინარე იქიდან, რომ ეს …

კაშიას მიმართ სოლიდარობას დინამო არენაზე ლატვიასთან თამაშისას გამოხატავენ

ჰომოფობიის წინააღმდეგ და გურამ კაშიას მხარდასაჭერად 9 სექტემბერს დინამო არენაზე აქცია გაიმართება. “საქართველო-ლატვიის თამაშზე გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ გურამ კაშიას, რომლის წინააღმდეგაც აგორდა საშინელი კამპანია. ინიციატივით გამოვდივართ, რომ თამაშზე ყველას თეთრ ქაღალდზე დაბეჭდილი #გურამშენთანვართ გვეჭიროს”, – წერენ აქციის ორგანიზატორები, რომლებმაც აქცია ფეისბუკზე დაგეგმეს. #გურამშენთანვართ – ამ ჰეშთეგით სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს …

ლევან კობიაშვილი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი , ლევან კობიაშვილი გურამ კაშიას მხადაჭერას უცხადებს. თავისი პოზიციის შესახებ კობიაშვილი ფეისბუკ გვერდზე წერს. See more კაშიას მხარდაჭერა ასევე გამოუცხადეს ნიკა კვეკვესკირმა, გიორგი ქვილითაიამ, გიორგი მერებაშვილმა და გიორგი ლორიამ. #გურამშენთანვართ – ამ ჰეშთეგით სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ფეისბუკის ოფიციალური გვერდი შეურაცხმყოფელი შეტყობინებების/კომენტარების გამო …

GFF-ს ვიცეპრეზიდენტი: ჩვენ ყველანაირ მხარდაჭერას ვუცხადებთ გურამ კაშიას [ვიდეო]

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი, ნიკა ჯღარკავა აცხადებს, რომ გურამ კაშიას ყველანაირ მხარდაჭერას უცხადებენ და გვერდში უდგანან. მისი თქმით, ფედერაცია გმობს ყველანაირ დისკრიმინაციასა და ძალადობას. როგორც ნიკა ჯღარკავა აცხადებს, უეფას მიერ გურამ კაშიასთვის გადაცემული თანასწორობის ჯილდო ძალაინ მნიშვნელოვანია როგორც ფეხბურთელისთვის, ასევე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და მთელი ქვეყნისთვის. “რაც შეეხება ამ ამბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ფეხბურთის ფედერაციის …

ფიფამ ნიგერიის ნაკრების შესაძლო თამაში ოკუპირებულ აფხაზეთში უარყო – GFF

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციიდან მიიღს წერილი, სადაც ხაზგასმულია, რომ ფიფას მონაცემთა ბაზებში არ იძებნება არანაირი ინფორმაცია ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრების შესაძლო თამაშზე საქართველოს აფხაზეთის რეგიონში. “მეტიც, აფრიკის კონტინენტზე ფიფას ოფიციალური წარმომადგენელი ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა, სადაც ოფიციალურად უარყვეს ინფორმაცია ნიგერიის რომელიმე ასაკობრივი ნაკრების სოხუმში ჩასვლის თაობაზე,” – ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის …

დაპირისპირების შემდეგ, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე ამხანაგური მატჩი დღეს გაიმართება

საფეხბურთო მოედანზე, სადაც რამდენიმე დღის წინ ნიგერიელ სტუდენტებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა, ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ამხანაგური მატჩი გაიმართება. მატჩშში მონაწილეობას თბილისის მერი, კახა კალაძეც მიიღებს, რომელსაც შეხვედრის მოწყობის ინიციატივა ეკუთვნის. კალაძის თქმით, ფეხბურთელებს, რომლებმაც შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიიღონ, აშანტაჟებენ და მოუწოდებენ უარი თქვან ამ ინიციატივაზე. თუმცა, დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ეს თამაში შედგება. …

სფფ-ის ვიცეპრეზიდენტისა და “ჩიხურას” დირექტორის ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

კვირას, საქართველოს სუპერთასის მატჩის დასრულების შემდეგ, ტრიბუნაზე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-რეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ საჩხერის ჩიხურის გენერალურ დირექტორს, ბერიკა შუკაკიძეს სცემა. შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. გამოცემა “აიპრესის” ინფორმაციით, ინციდენტი სუპერთასის მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა, სადაც საჩხერლები ქუთაისის ტორპედოსთან დამარცხდნენ. როგორც გამოცემა წერს, საჩხერელთა მსაჯობით უკმაყოფილო დირექტორმა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს უთხრა, რომ მსაჯობა უღირსი …

ფეხბურთის ფედერაციამ პრეზიდენტის ახალდაბადებულ შვილს ეროვნული ნაკრების მაისური აჩუქა

ფეხბურთის ფედერაციამ და ვეტერანმა ფეხბურთელებმა პრეზიდენტის ახალშეძენილ შვილს, თომა მარგველაშვილს ნაკრების მაისური აჩუქეს, თავად პრეზიდენტს კი ვეტერანი ფეხბურთელების ავტოგრაფებიანი ბურთი უსახსოვრეს. საჩუქრები პრეზიდენტს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდნტმა ლევან კობიაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გადასცა. დღეს, 17 იანვარს, გიორგი მარგველაშვილმა ფეხბურთელი და მწვრთნელი, ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით …

თანასწორობა – ფეხბურთის ფედერაციის მილოცვის მთავარი მესიჯი 2018 წელს

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, დეპუტატი ლევან კობიაშვილი ამბობს, რომ ფეხბურთი არის ის, რაც უამრავ განსხვავებულ ადამიანს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, კობიაშვილმა 2018 წლის მილოცვის მთავარ მესიჯად თანასწორობა აირჩია. “გილოცავთ ახალ 2018 წელს და გისურვებთ ჯანსაღ ცხოვრებასა და გამარჯვების სიხარულს! ჩვენ ფეხბურთის ფედრაციაში გვჯერა, რომ ფეხბურთი არის ის, რაც უამრავ განსხვავებულ ადამიანს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, წელს ჩვენი მილოცვის მთავარი …

თორნიკე ოქრიაშვილი და გულნარა გაბელია – 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2016 წლის საუკეთესო კაც ფეხბურთელად თორნიკე ოქრიაშვილი, ხოლო ქალ ფეხბურთელად გულნარა გაბელია დაასახელა. დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართა. თორნიკე ოქრიაშვილი 2016 წელს “კრასნოდარში” გადავიდა, სადაც ცხრა თამაში ჩაატარა და რუსეთის ჩემპიონატში ერთი გოლი გაიტანა. სწორედ ოქრიაშვილი გახდა ამ წელს სენსაციური გოლის ავტორიც, როცა საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ესპანეთი საკუთარ მოედანზე დაამარცხა. ძალიან გახარებული ვარ და …

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

საქართველო ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ირლანდიის ნაკრებთან მინიმალური ანგარითის 1:0 დამარცხდა. მატჩის პირველი ტაიმი, ქართველი ფეხბურთელების მცდელობების მიუხედავად, უგოლოდ დამთავრდა. მეორე ნახევრის 56-ე წუთზე კი ირლანდიელმა სიმუს ქოულმენმა საქართველოს კარში გოლის გატანა შეძლო. UEFA-ს მსოფლი თასის საკვალიფიკაციო რაუნდის თამაშები გრძელდება. საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხევდრას კარდიფში, უელსის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს.

GFF 14 მარტს ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს

14 მარტს, 13:00 სთ-ზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აღმასკომის შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც სფფ-ს პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომისიამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კახა ცხადაძე იანვარში გაათავისუფლა. ცხადაძის გათავისუფლებას წინ უძღოდა დაპირისპირება მასა და ლევან კობიაშვილს შორის. ყოფილ მწვრთნელთან …

ვითიბი ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა

ვითიბი ბანკსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბანკი საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა. მიღწეული შეთანხმების შესახებ საზოგადოებას ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დღეს აცნობეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, დადებული ხელშეკრულება ორწლიან სპონსორულ ურთიერთობას ითვალისწინებს. შეთანხმების თანახმად, ფიქსირებული თანხის გარდა, კონტრაქტში გათვალისწინებულია შედეგზე …

კობიაშვილი: მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს, რათა კახა ცადაძემ თანამდებობა დატოვოს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი აცხადებს, რომ კახა ცხადაძე ფეხბურთის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ წვრთნელად ვერ დარჩება. კობიაშვილის განმარტებით, იგი აპირებს, რომ აღმასკომის უახლოეს სხდომაზე კომიტეტს მიმართოს წინადადებით, ცხადაძემ დატოვოს დაკავებული თანამდებობა. “ჩემთვის წარმოუდგენელია, დღვანდელი მოცემულობით, კახა ცხადაძემ შეინარჩუნოს ეს პოსტი. ჩემთვის ეს თემა ამოწურულია. მე დავიცავ ყველანაირ იურიდიულ ფორმას და მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს, სადაც …

GFF-სა და “სოკარს” შორის კონტრაქტის განახლება იგეგმება

კომპანია “სოკარი” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობას გააგრძელებს. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, “სოკარსა” და საქართველოს სპორტულ ფედერაციას შორის არსებული შეთანხმება დაფინანსების შესახებ უახლოეს მომავალში კიდევ გაფორმდება. არსებულ ხელშეკრულებებს ვადა 2016 წლის 1 იანვარს გაუვიდა, ამიტომ განახლებული ვერსიების შესამუშავებლად ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს კომპანიასა და ფეხბურთის ფედერაციას შორის. დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული კომპანია …

Exit mobile version