ზუგდიდში იუსტიციის სახლი გაიხსნება

7 ივნისს სამეგრელოში იუსტიციის სახლი გაიხსნება. ზუგდიდის იუსტიციის სახლი თეატრის ქუჩაზე დაიდებს ბინას.

ოზურგეთში ქარიშხალმა 120-ზე მეტ საცხოვრებელ სახლსა და კორპუსს სახურავი გადახადა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიისგან მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გუშინვე ჩაერთო.

ადვოკატი: იეჰოვას მოწმის სახლის აშენების წინააღმდეგ თერჯოლაში აქცია გაიმართა

იეჰოვას მოწმეების ადვოკატი მანუჩარ ციმინტიას ინფორმაციით, თერჯოლაში იეჰოვას მოწმის მიერ სახლის აშენებას მართლმადიდებელების მხრიდან პროტესტი და აქცია მოჰყვა.

ენერგოომბუდსმენი ახალქალაქის მოსახლეობას შეხვდება და მათ საჩივრებს განიხილავს

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი სალომე ვარდიაშვილი ახალქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრას და მათი საჩივრების განხილვას აპირებს. 

27 მაისს გარდაბანში კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიმართება

27 მაისს გარდაბანში კლასიკური მუსიკის დღე გაიმართება, რომელშიც ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კლასიკური მუსიკის ნაწარმოებებს შეასრულებენ. 

BBC-მ მესტიის აეროპორტი საუკეთესო არქიტექტურის მქონე აეროპორტებს შორის დაასახელა

BBC-მ  მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი მსოფლიოში არსებული ორიგინალური არქიტექტურის მქონე აეროპორტების სიაში შეიყვანა.   

ოცნება: წყალტუბოში მომხდარი ინციდენტის გამო რამდენიმე წევრი ჩვენს რიგებს დატოვებს

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ წყალტუბოში მომხდარი ინციდენტის გამო მისი რამდნიემე წევრი კოალიციიდან გაირიცხება, რადგან ისინი რაიონულ შტაბში შეიჭრნენ.

საია: ყვარლის საკრებულომ გამგებლის გადაყენებით უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაცია დაარღვია

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მიიჩნევს, რომ ყვარლის საკრებულომ გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადებით უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია დაარღვია. 

მოქალაქეებმა ახალქალაქში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მოქალაქეებმა იარაღი და საბრძოლო ტექნიკა ჩააბარეს. 

ღარიბაშვილი: ნაპირსამაგრი სამუშაოები სარფში სეზონის დაწყებამდე დასრულდება

სარფის სანაპირო ზოლის აღდგენითი სამუშაოები ზაფხულის სეზონის დაწყებამდე დასრულდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა სტიქიისგან დაზიანებული სარფის სანაპირო ზოლის აღდგენითი სამუშაოების დათვალიერების დროს.

წელს 5 სოფლის ელექტრიფიკაცია იგეგმება

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ქვეყნის მასშტაბით 5 სოფლის ელექტრიფიკაციის გეგმა და ხარჯთაღრიცხვა დაამტკიცა.

ოქროთი მდიდარი კაზრეთი ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე [ფოტო/ვიდეო]

საგანგაშო მდგომარეობა” – ასე შეაფასა სახალხო დამცველმა კაზრეთში შექმნილი ვითარება. თავად კაზრეთელები კი აცხადებენ, რომ დაბა ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა.

კახეთის 8 ქალაქში წყალმომარაგების რეაბილიტაცია იგეგმება

თელავში, წნორში, ლაგოდეხში, სიღნაღში, გურჯაანში, საგარეჯოში,  ყვარელსა და ახმეტაში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.

თვითმმართველობის კოდექსის პროექტის განხილვა რეგიონებში გაგრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თვითმმართველობის კოდექსის რეგიონებში განხილვას იწყებს.

არასამთავრობოები მთავრობას მოუწოდებენ, არ შეფერხდეს თვითმმართველობის რეფორმა

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილე 25 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, არ შეფერხდეს თვითმმართველობის რეფორმა.

თელავის გამგებელი: თუ გაიცემა ნებართვა, შესაძლოა სტალინის ძეგლი დარჩეს

თელავის გამგებლის, გივი მეტრეველის განცხადებით, თუკი ნებართვა გაიცემა, სტალინის ძეგლის დემონტაჟი არ მოხდება.

“რიკოთის უღელტეხილთან” საავტომობილო მოძრაობა განახლდა

რიკოთის უღელტეხილთან შეფერხებული მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია. შსს-ს ცნობით, სარემონტო სამუშაოების გამო შეფერხებული მოძრაობა სრულყოფილად ერთ საათში აღდგება. 

სეტყვამ და წყალდიდობამ საგარეჯოს, მარტვილისა და ხონის მუნიციპალიტეტები დააზარალა

“რუსთავი2”-ის ინფორმაციით, ჭარბი ნალექისა და სეტყვის გამო მარტვილის, ხონის და საგარეჯოს რაიონებში 700-მდე ოჯახი დაზარალდა

კულტურული მემკვიდრეობის მართვის კონცეფცია დაუცველი მემკვიდრეობისთვის

იკომოს–საქართველომ კულტურის სამინისტროში კულტურული მემკვიდრეობის მართვის კონცეფციის პრეზენტაცია მოაწყო. კონცეფციის მიხედვით, კულტურის ძეგლების მოვლაზე მუნიციპალიტეტები იზრუნებენ, რაც ძეგლების უკეთ დაცვას უზრუნველყოფს.

 

 

უმრავლესობის წევრები პოლონეთის სენატის დელეგაციას ხვდებიან

პოლონეთის სენატის თვითმმართველობის დელეგაცია სასტუმრო “თბილისი–მარიოტში” საქართველოს პარლამენტის წევრებს ხვდება. პოლონურ დელეგაციას იანუშ სეპიოტი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე იმყოფებიან საპარალმენტო უმრავლესობის წარმომადეგნლები ზვიად ძიძიგური და ვხატანგ ხმალაძე. 

ქუთაისის მერობისთვის 69 კონკურსანტი იბრძვის

ქუთაისის მერის ვაკანტური პოსტის დასაკავებლად საკონკურსო საატესტაციო კომისიაში განცხადებების მიღება დასრულდა. ქუთაისის მერობის სურვილი 69 კონკურსანტს აქვს, აქედან 26 ქალია.

ბათუმში საზღვაო სეზონი უკვე გახსნეს [Video]

ბათუმში საზღვაო სეზონი, შეიძლება ითქვას, რომ უკვე გაიხსნა. დღეს დილიდან ე.წ. პიშევიკებზე ბავშვები საბანაოდ არიან გასული.

vakansia

ასპინძის გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცხადებული ღია კონკურსის მონაწილეები სასურველია, რომ 30–დან 60 წლამდე ასაკის მქონე კანდიდატები იყვნენ. ამის შესახებ ნათქვამია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ვაკანსიის აღმწერ დოკუმენტში.  

 

ვინ უხელმძღვანელებს სოფელს

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის მიერ სოფლის საზოგადოებრივი თვითმართველობების შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობენ, რომელიც, მისი ავტორების მტკიცებით, სოფლის მოსახლეობის საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულობის ხარისხს გაზრდის.

Exit mobile version