პატრიოტთა ალიანსმა – გაერთიანებულმა ოპოზიციამ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

საარჩევნო ბლოკმა, “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი — გაერთიანებული ოპოზიცია”, მაჟორიტარი დეპუტატობის ახალი კანდიდატები წარადგინა დღეს, 19 აგვისტოს. გორში [41 ოლქი]-  მამუკა ნოზაძე, ადვოკატი. გორში  [42 ოლქი] – გიორგი მჭედლიძე. რუსთავში –  [30 ოლქი] – დათო კაპანაძე, სკოლის დირექტორი, პარტიის რუსთავის ოფისის ხელმძღანელი. რუსთავი [31 ოლქი] – თორნიკე არევაძე, ყოფილი პოლიტპატიმარი. საბურთალო  [4 …

როგორ აპირებენ პარტიები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ (NDI) ივნისში გამოქვეყნებული ბოლო კვლევის თანახმად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ჩამონათვალში მესამე ადგილზეა. “ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, თუ როგორ აპირებენ პოლიტიკური პარტიები არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ პრობლემის მოგვარებას მაშინ, როცა დღეს 8 წელიწადი შესრულდა, რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20%–ის ოკუპაცია განახორციელა: “ქართული ოცნების” გეგმები გიორგი ვოლსკიმ გაგვაცნო: “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი …

რ2-ის დაკვეთილი კვლევით “ოცნებას” და ენმ-ს თითქმის თანაბარი რეიტინგი აქვთ

კვლევა, რომელიც რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარდა, აჩვენებს, რომ ქართულ ოცნებას და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თითქმის თანაბარი რეიტინგი აქვთ. კერძოდ, მმართველ ძალას მხარს უჭერს გამოკითხულთა 30.5%, ხოლო ყოფილ მმართველ პარტია ენმ-ს 28.2%. ამასთან, კვლევის ცდომილება +/-2.1%-ია. რუსთავი 2-ის ცნობით, კვლევის ფარგლებში, 2016 წლის 7 ივნისიდან 22 ივნისამდე პერიოდში, შემთხვევითი შერჩევით, პირდაპირი გამოკითხვის გზით გამოიკითხა საქართველოს 2,200 …

გოჩა თევდორაძე: მაჩაიძემ წინასწარ ივარაუდა, რომ საარჩევნო სიაში არ იქნებოდა

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” პოლიტიკურმა მდივანმა და პოლიტსაბჭოს წევრმა, მანუჩარ მაჩაიძემ დღეს ბრიფინგზე პარტის დატოვების მიზეზად ნიკოლოზ რამიშვილის პარტიულ (საარჩევნო) სიაში მოხვედრა დაასახელა. პარტიაში ამ ინფორმაციას უარყოფენ.  პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, გოჩა თევდორაძის თქმით, საარჩევნო სია ჩამოყალიბებული არ არის.  “საარჩევნო სიები ფორმირებული არ არის, ამიტომ ვერ ვისაუბრებთ, იყო თუ არა ვინმე სიაში. ბატონი მანუჩარისთავის უკმაყოფილების საგანი გახდა ის, …

რატომ დატოვა მანუჩარ მაჩაიძემ “პატრიოტთა ალიანსი”

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა და პოლიტსაბჭოს წევრმა, მანუჩარ მაჩაიძემ „საქართველოს პატიოტთა ალიანსი“ დატოვა. მისი თქმით, პარტიის დატოვების მიზეზი ნიკოლოზ რამიშვილის პარტიულ (საარჩევნო) სიაში მოხვედრა გახდა. მაჩაიძე საკრებულოში საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს. “ჩემთვის ძალიან საჩოთირო საკითხი იყო შემდეგი:  როგორც მოგეხსენებათ, ასეთ დროს უთანხმოებები ხდება საარჩევნო სიებთან დაკავშირებით. საქართველოს პატრიოტთა ალიანსის პოლიტსაბჭომ მხარი …

რატომ შეწირა ფული კიტოვანის შვილმა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს”

საქართველოს პატრიოტთა ალიანსს მიმდინარე წლის აპრილის თვეში ნათია კიტოვანმა 45 ათასი ლარი შეწირა. ნათია კიტოვანი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის (1992-1993), თენგიზ კიტოვანის შვილია. თენგიზ კიტოვანი მონაწილეობდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილ გადატრიალებაში და 1991-92 წლების სამოქალაო ომში. კიტოვანი წლების მანძილზე მოსკოვში ცხოვრობდა და საქართველოში 2012 წლის დეკემბერში ჩამოვიდა. “მე თენგიზ კიტოვანის ქალიშვილი ვარ. …

Exit mobile version