კობახიძე იმედოვნებს, რომ ზალბერის განცხადებაზე ევროკავშირს რეაგირება ექნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის განცხადებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. „ვიზიარებ შეშფოთებას ბატონ ზალბერის განცხადებასთან დაკავშირებით და იმედია, რომ ევროკავშირის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება ამ განცხადებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვარშავაში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდამდე ცხინვალში ვიზიტის დროს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების …

რუსეთის საგარეო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოში ჩასვლა სარისკოა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოში ვიზიტი საფრთხეს შეიცავს, რადგანაც საქართველოს კანონით “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, შესაძლოა, ისინი დააჯარიმონ ან დააპატიმრონ. “როგორც ვხედავთ, ოფიციალური თბილისი აგრძელებს სისტემატურ პროვოკაციებს, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების გაჯანსაღების პროცესს შლის. რთულია, რაციონალური ახსნა მოუძებნო ასეთ საქციელს – რუსულ-ქართული  ურთიერთობების ნორმალიზაციას ხომ საქართველოს ეკონომიკისა და მოქალაქეებისთვის ხელშესახები სარგებელი მოაქვს. …

აფხაზური მხარე ტრამპის საკანონმდებლო აქტით უკმაყოფილოა

დღეს, 11 მაისს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საკანონმდებლო აქტს, რომლის შესაბამისად, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიიღებს აშშ–ისგან ფინანსურ დახმარებას, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და დაამყარებს მათთან დიპლომატიურ ურთიერთობას. “სამწუხაროა, რომ ახალი ამერიკული ადმინისტრაცია საქართველოს აბსურდული მოთხოვნების მხარდაჭერის გზით წავიდა. აშშ-ის ლიდერები, რომლებსაც მსოფლიოში თავისუფლებისა …

რუსეთი: დასაფიქრებელია, გაგრძელდეს თუ არა ჟენევის შეხვედრები არსებული ფორმატით

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 3 მაისის გადაწყვეტილებას საქართველოს შესახებ. “დოკუმენტი აღმაშფოთებელია მისი მიკერძოებულობის გამო, რომელიც არსებული რეალობიდან გამომდინარე, აბსურდამდე მიდის. დეკლარირებულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსადმი არარსებული კუთვნილება. არის მცდელობა, რომ რუსეთს დაეკისროს პასუხისმგებლობა საქართველოს კონფლიქტური დამოკიდებულებისადმი ამ ოდესღაც მის შემადგენლობაში მყოფ რესპუბლიკებთან, მათ შორის არსებულ შიდა პრობლემებზე,” – ნათქვამია …

ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის შესახებ

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, ამ აქტის თანახმად, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიიღებს აშშ–ისგან ფინანსურ დახმარებას, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და დაამყარებს მათთან დიპლომატიურ ურთიერთობას. აქტში წერია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის რუსეთის მიერ …

დაურ კოვე: საქართველოში აფხაზეთის სტატუსის საკითხი აქტუალობას კარგავს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაურ კოვემ სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტის შეფასების დროს ქართული მხარის რეაქციებზე და განცხადებებზეც ისაუბრა  ,  რომლებიც აღნიშნული ვიზიტის შესახებ გაკეთდა. დაურ კოვემ ასევე განაცხადა, რომ რეალურად, აფხაზეთის სტატუსის თემის წამოწევით მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაა დაინტერესებული. “თავად ქართულ საზოგადოებაში აფხაზეთის სტატუსის საკითხის აქტუალობა ყოველწლიურად მცირდება, თუმცა ხელისუფლება არ …

კვირიკაშვილი: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არჩევნებით რუსეთი ოკუპაციის ლეგიტიმაციას ცდილობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უნგრეთის პრემიერთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ  ვიქტორ ორბანთან საუბრის დროს “სერიოზული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების განხილვას”. “ხაზი გავუსვით 12 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში და 9 აპრილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებული არჩევნების, ასევე, რეგიონის სახელის შეცვლაზე გამართული რეფერენდუმის უკანონობას, რაც …

ზახაროვა: რუსულ-ქართული დიალოგი აფხაზეთის მხარდაჭერაზე გავლენას არ იქონიებს

“რუსეთი და საქართველო სხვადასხვა სფეროში ავითარებენ ურთიერთობებს, თუმცა დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ჯერჯერობით არ დაწყებულა, სანამ საქართველო მიუღებელ პირობებს აყენებს”, – განუცხადა  რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მინისტრ სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტის პარალელურად, რუსეთის სახელმწიფო გამოცემა სპუტნიკს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობა არავითარ …

ჯერ განვითარება, შემდეგ კონფლიქტები

გიორგი კანაშვილი, „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი   2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში კვლავ “ქართული ოცნება” მოვიდა, ამჯერად უკვე კონსტიტუციური უმრავლესობით. ახალი პარლამენტის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს ეხებოდა; მას მალევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის რვაპუნქტიანი დოკუმენტი მოჰყვა, რომელშიც პრინციპული სიახლეების აღმოჩენა საკმაოდ რთულია, თუმცა კონსოლიდირებული სახით გვთავაზობს …

ოსურ და რუსულ მხარეებს შორის სამხედრო სფეროში შეთანხმებას ხელს დღეს, 30 მარტს მოაწერენ

დღეს, 2017 წლის 30 მარტს მოსკოვში რუსული და ოსური მხარეები სამხედრო სფეროში შეთანხმებას ხელს მოაწერენ. შეთანხმებას, რომელსაც ხელს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი სერგი შოიგუ და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იბრაგიმ გასსეევი მოაწერენ, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეთა რუსეთის ფედერაციის შეირაღებულ ძალებში მიღებას ითვალისწინებს. ოფიციალური ინფორმაციით, შეთანხმების შესაბამისად, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში 150 ოსი სამხედრო …

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე გადასასვლელი პუნქტების დახურვაზე ისაუბრეს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2017 წლის 28-29 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდი შედგა, სადაც ქართულმა მხარემ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის შესახებ ისაუბრა. სამინისტროს განცხადებით, გაიმართა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში – უსაფრთხოებისა და …

გაეროს უშიშროების საბჭოზე უკრაინამ აფხაზეთსა და ოსეთში რუსეთის ქმედებების საკითხი დააყენა

გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე უკრაინამ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის, ასევე, აფხაზეთში გამშვები პუნქტების ჩაკეტვის შესახებ საკითხი დააყენა. კომენტარებს, რომელიც დახურული შეხვედრის შემდეგ გაკეთდა, ამერიკის ხმა ავრცელებს.  უკრაინის ელჩის, ვოლოდიმირ იელჩენკოს განცხადებით: „მანამ, ვიდრე უკრაინა უშიშროების საბჭოს წევრია, ასევე, მას შემდეგაც, ამ თემის ჩაკვლა ვერ მოხდება.“ „ზოგი ფიქრობს, რომ ეს …

პარლამენტმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია დააკომპლექტა

საქართველოს პარლამენტმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა. შესაბამისი დადგენილება დეპუტატებმა 96 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცეს. კომისია 2 წლის ვადით შეიქმნა და მისი თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე იქნება. უმრავლესობიდან კომისიის წევრები ასევე იქნებიან გია ვოლსკი, ირინე ფრუიძე, სვეტლანა კუდბა, გიორგი მოსიძე, ედიშერ თოლორაია და ლერი ხაბელოვი. ოპოზიციიდან კომისიის წევრები იქნებიან სერგი …

ბავშვების და ქალების პრობლემები ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ომბუდსმენის რეკომენდაციები

საქართველოს სახალხო დამცველმა შეიმუშავა რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქალთა და ბავშვთა მდგომარეობა. სახალხო დამცველის რეკომენდაციების მიხედვით: [checklist] ადამიანების უფლებების, განსაკუთრებით, კი  ბავშვების უფლებების საკითხები არ დააკავშირონ პოლიტიკურ  სტატუსთან. სასწრაფო დახმარების მანქანებს საზღვარზე შეუფერხებლად შეეძლოთ გადაადგილება. არასრულწლოვნების დაპატიმრებები და პაციენტების დაყოვნება საზღვარზე უნდა შეწყდეს. ეს საკითხი უნდა განიხილონ მოლაპარაკებებზე. მთავრობა მაქსიმალურად …

Exit mobile version