ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, ღირსების შემლახავი მოპყრობა, მშობლიურ ენაზე განათლების უფლების შეზღუდვა – ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლის წინაშე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, გალის რაიონში მცხოვრები ქართველი ბავშვები დგანან. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სპეციალური მოსმენა 30 ოქტომბერს მიეძღვნა. …
Tag Archives: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები
თალაკვაძე არ აფასებს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აგვისტოს ომის დაწყებაზე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი, არ აფასებს. თუმცა, მისი თქმით, მმართველი გუნდის პოზიცია ცალსახაა – რუსეთი ოკუპანტია და აგრესორიც სწორედ ის არის. “მე დამოუკიდებელი კანდიდატების ხედვაზე, მათ პოზიციაზე განმარტებებს არ გავაკეთებ. ეს არ არის ქართული ოცნების კომენტარების სფერო ამ მომენტში. ჩვენი გუნდის პოზიცია …
Continue reading “თალაკვაძე არ აფასებს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აგვისტოს ომის დაწყებაზე”
ფიფამ ნიგერიის ნაკრების შესაძლო თამაში ოკუპირებულ აფხაზეთში უარყო – GFF
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციიდან მიიღს წერილი, სადაც ხაზგასმულია, რომ ფიფას მონაცემთა ბაზებში არ იძებნება არანაირი ინფორმაცია ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრების შესაძლო თამაშზე საქართველოს აფხაზეთის რეგიონში. “მეტიც, აფრიკის კონტინენტზე ფიფას ოფიციალური წარმომადგენელი ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა, სადაც ოფიციალურად უარყვეს ინფორმაცია ნიგერიის რომელიმე ასაკობრივი ნაკრების სოხუმში ჩასვლის თაობაზე,” – ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის …
Continue reading “ფიფამ ნიგერიის ნაკრების შესაძლო თამაში ოკუპირებულ აფხაზეთში უარყო – GFF”
ევროპარლამენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
ევორპარლამენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და პატივი სცეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. რეზოლუციის ტექსტში წერია, რომ სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგ რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების არალეგალურ ოკუპაციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. აგვისტოს ომს კი აფასებენ რუსეთის პირველ თავდასხმად ევროპულ წესრიგზე, რომელსაც მოჰყვა ყირიმის ანექსია …
Continue reading “ევროპარლამენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო”
ოპოზიცია სირიის საკითხზე ჯანელიძეს პარლამენტში იბარებს
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ სირიის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს საკანონმდებლო ორგანოში დახურულ შეხვედრაზე იბარებენ. “ყველაზე რთულ დროს, როდესაც სირია მართლაც ომში იყო გახვეული და ასადის გადარჩენის საკითხი ეკიდა პირდაპირ მოსკოვზე, მაშინაც კი არ უღიარებია მას აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა. ამიტომ კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. …
Continue reading “ოპოზიცია სირიის საკითხზე ჯანელიძეს პარლამენტში იბარებს”
ფიფამ რუსეთის მეზობელი ქვეყნების რაოდენობა საიტიდან წაშალა
მსოფლიო ფეხბურთის ორგანიზაციამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის, რუსეთის დახასიათებიდან მეზობელი ქვეყნების რაოდენობა საერთოდ წაშალა. აქამდე ფიფას საიტზე ეწერა, რომ რუსეთის ფედერაციას 18 მეზობელი ქვეყანა ჰყავდა, ნაცვლად 16-სა. ზემოხსენებული შეცდომა ფიფას ვებგვერდზე რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტმა რიკარდ იოზვიკმა აღმოაჩინა და ტვიტერზე გამოაქვეყნა. მას შემდეგ, რაც რიკარდმა მსოფლიო ფეხბურთის ორგანიზაციას შეტყობინება გაუგზავნა, …
Continue reading “ფიფამ რუსეთის მეზობელი ქვეყნების რაოდენობა საიტიდან წაშალა”
ფიფას ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით რუსეთს 16-ის ნაცვლად 18 მეზობელი ჰყავს
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდზე მასპინძელი ქვეყნის დახასიათებაში წერია, რომ რუსეთს 18 მეზობელი ქვეყანა ჰყავს. სინამდვილეში რუსეთს 16 მეზობელი ქვეყანა ჰყავს (იაპონიისა და აშშ-ის ჩათვლთ). 18 მეზობელი გამოდის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით, რომელთა დამოუკიდებლობასაც საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს. ზემოხსენებული ინფორმაცია ფიფას ვებგვერდზე რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტმა რიკარდ იოზვიკმა აღმოაჩინა და …
Continue reading “ფიფას ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით რუსეთს 16-ის ნაცვლად 18 მეზობელი ჰყავს”
აშშ-მ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ამღიარებელ ქვეყნებს საქნციები დაუწესა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 ფისკალური წლის აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი შენარჩუნებულია. საქართველოს მხარდამჭერი ტექსტი სათაურით: „საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“ რუსეთის აგრესიის ქვეთავის ქვეშ ექცევა. ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს …
რუსეთმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 33 უბანი გახსნა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 2018 წლის 18 მარტს რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც 33 საარჩევნო უბანი უკანონოდ გაიხსნა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს და მათი ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს. “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე რუსეთის საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო …
ინაშვილი პრემიერს: შემექმნა შთაბეჭდილება, რომ “პატრიოტების” ერთ-ერთი ლიდერი ბრძანდებით
დღეს, 20 დეკემბერს, ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის პარლამენტარების შემდეგ, მთავრობის წევრებმა პატრიოტთა ალიანსის კითხვებს უპასუხეს. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც პრემიერისა და პატრიოტთა ალიანსის პოზიციები ემთხვეოდა. შეხვედრის ბოლოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გიორგი კვირიკაშვილს მიმართა, რომ მას შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს პრემიერი მისი გუნდის ლიდერი ყოფილიყოს, რადგან მან ზუსტად ის პოზიცია დააფიქსირა, რაც აქვთ …
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია – ქართველი მეხანძრეები “საზღვარს” ვერ სცდებიან
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ზემო არცევის ტყის მასივში, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს, ფლავისმანს და ქვეშს ესაზღვრება, ძლიერი ხანძარია. ხანძaრს ამ დროისთვის მხოლოდ ცხინვალიდან გასული მეხანძრეები ებრძვიან, რადგან ე.წ. საზღვარზე ქართველი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები არ შეუშვეს. გორის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ანა ლაფაჩის ცნობით, ხანძარი საკმაოდ ძლიერია და მალე ვრცელდება, თუმცა ჯერჯერობით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიამდე არ მოუღწევია. მისი ცნობით, იმ შემთხვევაში, …
ორჭოსანთან რუსმა სამხედროებმა ხანძარსაწინააღმდეგო ხნული გაავლეს
სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის ცნობით, ოკუპირებული ორჭოსნის მონაკვეთზე რუსმა სამხედროებმა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნული გაავლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, აღნიშნული ქმედება არის ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელება, რომელიც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მიზანმიმართულად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს. სამსახური აცხადებს, რომ ეს საკითხი ერგნეთის IPRM-ის მომავალ შეხვედრაზე განიხილება.
წითელუბანთან ორი მწყემსი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს
რუსმა ჯარისკაცებმა გორის რაიონ სოფელ წითელუბნის მახლობლად საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. თენგიზ კაჯილოვი და ვასილ ბოლოთაევი მაშინ დააკავეს, როდესაც სოფლის მიმდებარე საძოვრებზე საქონელს მწყემსავდნენ. წითელუბნის მკვიდრი ვალოდია მახარაძე ამბობს, რომ დაკავებულთა ოჯახებს ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მწყემსებს ხვალ, ჯარიმის გადახდის შემდეგ, გაათავისუფლებენ. “დღეს კვირაა და არა მგონია, …
Continue reading “წითელუბანთან ორი მწყემსი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს”
“საქართველოს სუვერენიტეტი ირღვევა მეზობლის მიერ” – აშშ-ის ელჩის განცხადებები ყარაფილაში
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი სოფელ ყარაფილაში ჩავიდა, სადაც დღეს მოქალაქეთა ჯგუფი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აპროტესტებენ. ელჩმა განაცხადა, რომ აშშ არასოდეს შეეგუება საქართველოს სუვერენიტეტის შელახვას. კელის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა და პრობლემაზე ხმამაღლა საუბარი. “საქართველოს სუვერენიტეტი ირღვევა მეზობლის მიერ. ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს შეეგეუება საქართველოს საზღვრის ცვლილებას და ჩვენ გაგაგრძელებთ ამაზე …
“არა ოკუპაციას” – ბერშუეთში საპროტესტო აქცია გაიმართა
დღეს, 14 ივლისს, თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან გორის მიმართულებით გაემგზავრა მოქალაქეების ჯგუფი, რომლებმაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტეს. აქცია რამდენიმე კვირის წინ დაგეგმა ჟურნალისტების ჯგუფმა, თუმცა მათ დღეს შეუერთნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და მოქალაქეთა ჯგუფები. “ეს არის აქცია “არა ოკუპაციას”, რომელიც ჟურნალისტების ორგანიზებულია. მიხარია, რომ გვიერთდებიან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების თუ მრწამსის ადამიანებიც. ყველა ერთად …
Continue reading ““არა ოკუპაციას” – ბერშუეთში საპროტესტო აქცია გაიმართა”
საქართველოს მისიამ გაეროს უშიშროების საბჭოს საზღვრის გადმოწევის საკითხზე მიმართა
გაეროში საქართველოს მისიამ გაეროს უშიშროების საბჭოსა და გენერალურ ასამბლეას გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან რუსული ჯარების თვითნებური ქმედების გამო სპეციალური განცხადება წარუდგინა. ინფორმაციას “ამერიკის ხმა” ავრცელებს. ” ეს არის ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოწევის უკანონო პროცესის გაგრძელება, რომელიც არა მხოლოდ ეწინააღმდეგება ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ ღირებულებებს, არამედ ვნებს და ზიანს აყენებს ადგილზე უსაფრთხოების საკითხებს, ასევე უგულებელყოფს საქართველოს ძალისხმევას …
Continue reading “საქართველოს მისიამ გაეროს უშიშროების საბჭოს საზღვრის გადმოწევის საკითხზე მიმართა”
არასამთავრობოები ანტიანექსიური სტრატეგიის შემუშავებას ითხოვენ
“კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შექმნილ ვითარებაში აუცილებელია ანტიანექსიური სტრატეგიის შემუშავება და მისგან გამომდინარე ადეკვატური მოქმედებების დაგეგმვა, რაც მსგავსი კრიზისების დროს მათზე რეაგირების ქმედითი გეგმისა და სტანდარტული ოპერატიული პროცედურების შემუშავებას გულისხმობს”. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით ახალი სასაზღვრო ბანერის დადგმის საკითხზე განცხადებას ავრცელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); მედიის განვითარების ფონდი (MDF); კვლევითი ჟურნალისტიკისა და …
Continue reading “არასამთავრობოები ანტიანექსიური სტრატეგიის შემუშავებას ითხოვენ”
სუს: საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დამონტაჟდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი, 4 ივლისის ინფორმაციით, “გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის გამო რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო-სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა”. სუს-ის განცახდებით, აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს …
Continue reading “სუს: საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დამონტაჟდა”
რატომ იკლებს ქართულ საზოგადოებაში კონფლიქტების მიმართ ინტერესი?
ბოლო წლებია ქართულ საზოგადოებრივ დისკურსში საქართველოს კონფლიქტების მიმართ ინტერესი ეტაპობრივად მცირდება. ამის შემჩნევა მარტივი დაკვირვებითაცაა შესაძლებელი, – ბოლო წლების განმავლობაში ქართულ საინფორმაციო და პოლიტიკურ სივრცეში წამყვან თემად თანდათან შიდა პარტიული პოლიტიკა, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ეკონომიკური განვითარება და სოციალური პრობლემები იქცა. საზოგადოებრივი განწყობის შესახებ NDI-ის ყოველწლიური კვლევები საქართველოში ამ კუთხით საინტერესო სურათს გვთავაზობს: მიუხედავად იმისა, რომ 2009 …
Continue reading “რატომ იკლებს ქართულ საზოგადოებაში კონფლიქტების მიმართ ინტერესი?”
IDFI: 8 წლის მანძილზე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი 363-ჯერ დაირღვა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, 2009-2016 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სულ 363 შემთხვევაში დაირღვა. სტატისტიკა ასევე მიანიშნებს, რომ რეგისტრირებული დარღვევების რაოდენობა მცირდება. მაგალითად, თუ 2009 წელს ასეთი 78 შემთხვევა იქნა აღრიცხული, 2017 წელს ეს მონაცემი 19-ია. სტატისტიკური ინფორმაცია IDFI-ის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. ორგანიზაციის ცნობით, სამინისტრომ არ გასცა ინფორმაცია, თუ რამდენი პირი …
Continue reading “IDFI: 8 წლის მანძილზე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი 363-ჯერ დაირღვა”
მხატვარი აფხაზეთიდან აცხადებს, რომ ქართული მხარის გამო გამოფენაზე ანონიმურად მონაწილეობდა
მხატვარი აფხაზეთიდან, ეკატერინე გუსკოვა აცხადებს, რომ სომხეთში გამართულ გამოფენაზე ARvesT Expo 2017 Yerevan, რომელიც 2017 წლის 23-29 მაისს გაიმართა, აიძულეს, რომ ნამუშევრები ანონიმურად გამოეფინა. როგორც გუსკოვა რუსულ მედიაგამოცემა სპუტნიკთან ამბობს, გამოფენაზე ერთადერთი მონაწილე იყო, ვის ნამუშევრებსაც მინაწერი არ ჰქონია. “გამოფენის კატალოგები და ნახატებზე მინაწერები უკვე დაბეჭდილი იყო. ქართულმა მხარემ ორგანიზატორებს შესთავაზა, აფხაზეთთან საქართველოც მიეწერათ. როდესაც ამის …
ნატოს ასამბლეის დეკლარაციის სამუშაო ვერსიაში რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან
თბილისში გამართულმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ შეიმუშავა რეზოლუციის სამუშაო ვერსია, რომლის მიხედვითაც, რუსეთს მოუწოდებენ, შეწყვიტოს აგრესიული და პროვოკაციული ქმედებები საქართველოს მიმართ. რეზოლუციის ტექსტში ვკითხულობთ, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. “უკან გაიხმოს მის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანო სამხედრო ძალები ამ ტერიტორიებიდან. შეასრულოს ნაკისრი …
ალი: სამიტი თბილისში იმის დემონსტრირებაა, რომ ნატო ძალიან ახლოსაა საქართველოსთან
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილე დელეგაციების წევრებთან ერთად სოფელ ოძისში, ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფებოდა. პაოლო ალის განცხადებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის თბილისში გამართვა იმის დემონსტრირებაა, რომ ნატო ახლოსაა საქართველოსთან. “ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს აქ, ადმინისტრაციულ საზღვართან ყოფნა. ვნახოთ ადმინისტრაციული საზღვარი ჩვენი თვალით, ვნახოთ, რა ხდება აქ – …
Continue reading “ალი: სამიტი თბილისში იმის დემონსტრირებაა, რომ ნატო ძალიან ახლოსაა საქართველოსთან”
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხედარი იპოვეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ჩიკვაიძის თქმით, 19 მაისს რუსეთის სამხედროებმა გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მცხოვრები ოთარ ფაცურიას ცხედარი იპოვეს. ჩიკვაიძის თქმით, ოთარ ფაცურია ზუგდიდიდან სახლში შემოვლითი გზით ბრუნდებოდა. მისი ცხედარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მავთულხლართებთან ახლოს იპოვეს. ოთარ ფაცურიას გარდაცვალებას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.