საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს რუსული ოკუპაცია წარმოადგენს — სუს-ის ანგარიში

დღეს თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს. მომხსენებელია სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი. მისი თქმით, სუსი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებთან ბრძოლაში ხელმძღვანელობდა “კანონის უზენაესობის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპების სრული დაცვით”. ანგარიშის თანახმად, 2020 წელს …

მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გადაწყვეტს — ტიკარაძე გალელებისთვის კარანტინის გაუქმებაზე

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინაციის საბჭოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის კარანტინის გაუქმების გადაწყვეტილება არ მიუღია. “ჩვენ გავუწიეთ მომსახურება 1 500-მდე ბენეფიციარს, რომელსაც ჰქონდა სხვადასხვა საჭიროება, ვცდილობთ, რომ მოხდეს ყველანაირი გამარტივება იმ რისკების გათვალისწინებით, რომელიც პანდემიის ფარგლებში არსებობს ქვეყანაში”, — განაცხადა ტიკარაძემ. ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, ოკუპირებული ტერიტორიიდან მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად …

სუსი: უკანონო დაკავებები ოკუპაციის დამყარების დღიდან ხდება და მიზეზი სახელმწიფოს პოლიტიკა არაა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო დაკავებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დადმდგარი ოკუპაციის უშუალო შედეგია. სუს-ის შეფასებით, მცდარია ნარატივი, რომ უკანონო დაკავებები გახშირდა და ის საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ გატარებულ პოლიტიკას უკავშირდება. სუს-ის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი საბედაშვილმა დღეს, 11 თებერვალს, ბრიფინგზე აღნიშნულის არგუმენტად 2009-დან 2013 წლის ჩათვლით უკანონო …

საოკუპაციო რეჟიმმა როკის გვირაბთან საქართველოს მოქალაქე დააკავა – სუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის როკის გვირაბის მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სუს-ის ცნობით, დაკავების ფაქტზე გააქტიურდა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ცხელი ხაზი, მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. “საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აზიანებს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ …

ბლინკენი: “თუ საქართველო კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს”

აშშ-ის მომავალი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიიჩნევს, რომ თუ საქართველო წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს და საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღება რუსეთთან ომს არ გამოიწვევს. სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში მოსმენისას საქართველოს ნატო-ში გაწევრების პერსპექტივაზე ბლინკენს “რესპუბლიკელმა” სენატორმა კენტუკის შტატიდან რენდ პოლმა ჰკითხა, რომელიც ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მოწინააღმდეგეა. სენატორსა და სახელმწიფო მდივნობის …

უნდა მივაღწიოთ ევროკავშირის მისიის მანდატის გავრცელებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოკუპაციის დასრულებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებისთვის ნებისმიერი ფორმატი მისაღებია. “ორმხრივი, მრავალმხრივი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობის სრული ჩართულობით, არის ის ფორმატები, რომლებზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, საბოლოოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის”, – განაცხადა გახარიამ. მისი თქმით, ასევე აუცილებელია რუსეთზე წნეხის გაზრდაც. “იმისთვის, რომ …

გვჭირდება ახალი მიდგომა აფხაზებთან და ოსებთან დასაახლოებლად | ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ აფხაზებთან და ოსებთან დაახლოებისთვის საჭიროაახალი მიდგომების დანერგვა. “ახალი მიდგომა გვჭირდება ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ აფხაზ და ოს მოსახლეობასთან დასაახლოებლად. ოკუპაციაზე მხოლოდ მუდმივად აპელირება არასაკმარისია, თუ, იმავდროულად, არ ვეძებთ გზებს აფხაზებთან და ოსებთან ფიზიკური და ზნეობრივი დისტანციის შემცირებისთვის და ერთობის აღდგენისთვის. თუ, იმავდროულად, ჩვენს …

ჟენევის დისკუსიები — ბებუას იმედი აფხაზეთში 4.5-წლიანი პატიმრობის ასაცილებლად

30 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში 1992-93 წლების ომში გამარჯვების 27 წლისთავს აღნიშნავდნენ, როდესაც საქართველოს მოქალაქემ, 27 წლის ირაკლი ბებუამ, რომელიც გალში მცხოვრებ ბებიას სტუმრობს ხოლმე, გალის კულტურის სახლზე გადმოფენილ აფხაზური დროშის ფერების სიმბოლოს და ბანერს, წარწერით: “გილოცავთ გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღეს” ბენზინი გადაასხა. ბებუა იმავე დღეს დააკავეს, 7 დეკემბერს კი გალის რაიონულმა დე ფაქტო სასამართლომ 9 …

გატაცებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით ერგნეთში აქცია გაიმართა

სოფელ ერგნეთში დღეს აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა აქცია გამართეს და რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქეების – ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის – გატაცება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებს შორის იყო „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარიაც, რომელმაც თქვა, რომ რუსი სამხედროების უკანონო ქმედებებთან ერთად, ქართული ხელისუფლებაც საკმარისს არ აკეთებს მოქალაქეების დასახსნელად. „არ შეიძლება, „ოცნების“ წარმომადგენელი ამბობდეს, რომ ასეთი …

საგარეო: მოვითხოვთ დაჭრილი მოქალაქის ქართული მხარისთვის დაუყოვნებლივ გადმოცემას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და საოკუპაციო ხაზთან დაჭრილი და დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივ ქართული მხარისთვის გადაცემას მოითხოვს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტს, როგორც მორიგ სახიფათო პროვოკაციას, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიის დროს ადგილზე ვითარების დაძაბვასა და დესტაბილიზაციას: “ადგილობრივი მშვიდობიანი …

“საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების მიერ დაჭრილი კაცი ახალგორის კლინიკაშია” – გიგაური

საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების მიერ დაჭრილი და დაკავებული კაცი ახალგორის კლინიკაშია. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. ლია გიგაურის თქმით, უწყება ყველაფერს აკეთებს კაცის გასათავისუფლებლად: “რუსეთის საოკუპაციო ძალების დესტრუქციული პრაქტიკა გრძელდება, მათ თავისი სახე დღეს კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს და პარალელურად იმისა, რომ ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება და მოსახლეობა მუდმივად შიშის ქვეშ იმყოფება, …

ოკუპირებულ რეგიონებში Covid-19-ის სტატისტიკის დადასტურების შესაძლებლობა არ გვაქვს – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკის დადასტურების არანაირი საშუალება არ აქვს. ასე უპასუხა მან ელენე ხოშტარიას კითხვას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე Covid-19-ის აღრიცხვის საკითხს ეხებოდა. “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი გახარიას უთხრა, რომ საქართველოს სტატისტიკაში გაკეთებულიყო მინიშნება, რომ ტერიტორია რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, შესაბამისად, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოს ინფორმაცია არ გვაქვს. “ჯანდაცვის საერთაშორისო …

სად და როგორ უნდა აისახოს აფხაზეთის COVID-19-ის სტატისტიკა

7 აპრილს ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურეს. პაციენტი გაგრაში მცხოვრები 57 წლის კაცია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების თქმით, ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. 8 აპრილს დადასტურდა მეორე შემთხვევაც. ანალიზებს აფხაზეთში ბაქტერიოლოგიურ რესპუბლიკურ ლაბორატორიაში აკეთებენ. ლაბორატორიაში სულ ორი თანამშრომელი იმყოფება, რომლებმაც სპეციალური კურსები სტავროპოლში გაიარეს, როგორც ამბობენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტის დაკვირვების ქვეშ. ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთში …

“შესაძლებელია ახალი პლატფორმების მოსინჯვა” – ციხელაშვილი აფხაზებთან დიალოგზე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ შესაძლებელია ახალი პლტფორმების განხილვა და მოსინჯვა დე ფაქტო აფხაზეთთან დიალოგისთვის. „არაერთხელ გამოგვითქვამს მზადყოფნა აფხაზურ საზოგადოებასთან დიალოგისა და ურთიერთობის გაფართოებისთვის. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯი გადავდგით წარსულშიც, ახლაც და მომავალშიც ვაპირებთ, მათ შორის, სტატუს-ნეიტრალური სამშვიდობო ინციატივებით“, – განაცხადა ციხელაშვილმა. მინისტრის განცხადებით, დიალოგის ფორმატთან დაკავშირებით “საკმაოდ …

47%-დე გაიზარდა აფხაზეთ-საქართველოს საერთო კონფედერაციის მომხრეთა რაოდენობა – CRRC

“CRRC საქართველომ” დღეს, 30 იანვარს, გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. ამ კვლევის მიხედვით, 2013 წელთან შედარებით, 2019 წელს უფრო მეტი ადამიანი ეთანხმება მოსაზრებას, რომ აფხაზეთსა და საქართველოს შორის კონფედერაციის შექმნა მისაღებია, ამასთან, აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ან – რუსეთის შემადგენლობაში არსებობა. გამოკითხვის მონაწილეებს შესთავაზეს აფახეთთან ურთიერთობის რამდენიმე მოდელი და სთხოვეს დაფიქსირება, …

სოხუმში რუსეთი აეროპორტის ასამუშავებლად ემზადება, რა უნდა ქნას თბილისმა?

სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე 1993 წლიდან დაკეტილია, არ არის სერტიფიცირებული და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO), რომელიც აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს, არ აქვს მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი.  შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, აცხადებენ, რომ “ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, …

რა წერია ბრიტანეთის ანგარიშში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე

დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2018 წლის ანგარიშში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზეცაა ყურადღება გამახვილებული. დოკუმენტში საქართველოზე ცალკე თავი არაა გამოყოფილი, თუმცა რუსეთზე საუბრისას ანგარიშის ავტორები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე რუსეთის გავლენასა და ეთნიკური ქართველების მიმართ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე საუბრობენ. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტორში აცხადებენ, ამით ბრიტანული …

სომხეთმა პირველად არ მისცა წინააღმდეგ ხმა დევნილების შესახებ საქართველოს რეზოლუციას

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 73-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ 2008 წლიდან ინიცირებული რეზოლუცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა სტატუსის შესახებ. სომხეთმა, რომელიც ყოველწლიურად რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმას, წელს პირველად არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. რეზოლუციას მხარი სულ 79-მა ქვეყანამ დაუჭირა, 15 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 57-მა თავი შეიკავა. რატომ არ უჭერს მხარს სომხეთი რეზოლუციას? ამ საკითხზე განმარტება თავის დროზე სომეხთა სათვისტომოს …

Airbnb საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სახლების გაქირავებაზე ინფორმაციას აღარ წაშლის

ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სახლების გაქირავების შესახებ ინფორმაცია კომპანია Airbnb-ის საიტზე კვლავ ხელმისაწვდომი რჩება. Airbnb-იმ გაავრცელა განცხადება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსთან დაკავშირებით. კომპანია აღნიშნავს, რომ აღარ წაშლის დასავლეთ სანაპიროს თავისი პლატფორმიდან, თუმცა აცნობიერებს საკითხის კომპლექსურობას და არ მიიღებს სარგებელს ამ რეგიონში სახლების გაქირავებიდან. კერძოდ, დასავლეთ სანაპიროზე სახლების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალს Airbnb არასამთავრობო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს გადაურიცხავს. ამავე …

მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება – სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთს მოუწოდა, უკან გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, ასევე, გაიყვანოს ჯარები ამ ორი რეგიონიდან. “ეს ორივე რეგიონი არის საქართველოს ნაწილი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, და ჩვენ არასოდეს სხვანაირად არ ვაღიარებთ მათ. პოლიტიკური დიალოგის წარმოება რუსეთთან მარტივი არა არის და დიდი პროგრესი არ …

გაეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღეს

“თანამშრომლობა საქართველოსთან” – რეზოლუცია ამ სახელწოდებით გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო. 22 მარტს ჟენევაში გამართულ სხდომაზე მიღებული დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და აქ არსებულ ვითარებას ეხება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დოკუმენტში ადამიანის უფლებათა საბჭო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. უწყების თანახმად, დოკუმენტი აღიარებს  “საქართველოს მთავრობის ძალისხმევას” დემოკრატიის განმტკიცების კუთხით და შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებულ …

რას ამბობს ხურვალეთის ინციდენტი მთავრობის კრიზისულ კომუნიკაციებზე

“SOS ვითხოვთ შველას! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს. მოგვხედეთ, გვიშველეთ! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან. მოსახლეების ეზოებში”, – ეს სტატუსი სოფელ ხურვალეთის მცხოვრებმა ლუდა სალიამ სოციალურ ქსელ Facebook-ში, საკუთარ გვერდზე 15 მარტს დაწერა. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში ძალიან სწრაფად გავრცელდა, პანიკის საფუძველი გახდა და სოფლის შესასვლელისკენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” წევრები დაიძვრნენ. ისინი, …

შემაშფოთებელია ინფორმაცია კვარაცხელიასადმი არასათანადო მოპყრობაზე – ომბუდსმენი

  საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ირაკლი კვარაცხელიას უკანონო პატიმრობაში ყოფნის დროს გარდაცვალების გამო და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო მექანიზმების მაქსიმალური გამოყენებით ძალისხმევა არ დაიშუროს ეფექტური გამოძიებისა და სავარაუდო დამნაშავეების პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად. სახალხო დამცველის თქმით, შემაშფოთებელია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია  გარდაცვლილის მიმართ დაკავების დროს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე, რაც დამატებით შესწავლას …

აშშ-ის კონგრესს სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების დამგმობი რეზოლუცია წარედგინა

დღეს, 8 თებერვლას, აშშ-ის კონგრესს სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია წარედგინა. ამის შესახებ რეზოლუციის სპონსორმა, კონგრესმენმა ფრანცის რუნიმ ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ რეზოლუციის ინიცირება წარმოადგენს საქართველოსადმი აშშ-ის უპირობო და …

Exit mobile version