გაერთიანებული სამეფო აცხადებს, რომ საუდის არაბეთისგან ელოდებიან დაუყოვნებლივ პასუხებს არაბი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის “გაუჩინარებასთან” დაკავშირებით. ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი ბოლოს სტაბმოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ნახეს 2 ოქტომბერს; იგი Washington Post-ის მესვეტეა და, BBC-ის თანახმად, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახთან დაახლოებელი პირი იყო, თუმცა ბოლო წლებში საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანს აკრიტიკებდა. თურქეთი გამოთქვამს ეჭვს, რომ შესაძლოა …
Tag Archives: საუდის არაბეთი
საუდის არაბეთში ქალებმა ავტომანქანის ტარების უფლება მოიპოვეს
საუდის არაბეთში ქალებს ახლა უკვე ავტომანქანის ტარების უფლება. საუდის არაბეთი აქამდე ერთადერთი ქვეყანა იყო მსოფლიოში, სადაც ქალებს ამის უფლება არ ჰქონდათ. ცვლილებების შესახებ სექტემბერში გახდა ცნობილი, თუმცა ქალებზე საუდის არაბეთში მართვის მოწმობები პირველად ივლისის დასაწყისში გასცეს. დღეს სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ასახული არიან პირველი ქალი მძღოლები საუდის არაბეთში. თუმცა ქალები საჭესთან დაკავშირებით კვლავ არაერთი …
Continue reading “საუდის არაბეთში ქალებმა ავტომანქანის ტარების უფლება მოიპოვეს”
საქართველოში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდის
მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარულ ავიამიმოსვლას საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas იწყებს. ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რიადიდან, დამამიდან და ჯედადან შემდეგი განრიგით შესრულდება: დამამი-თბილისი-დამამი – 1 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით (სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი); ჯედა-თბილისი-ჯედა – 2 ივნისიდან, კვირაში 4 სიხშირით (სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი …
Continue reading “საქართველოში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდის”
ქმრის ან ცოლის ტელეფონის უნებართვოდ შემოწმება საუდის არაბეთში დაისჯება
ქმრის ან ცოლის ტელეფონის უნებართვოდ შემოწმება ამიერიდან საუდის არაბეთში დაისჯება . საუდის არაბეთის ინფორმაციის სამინისტროს თანახმად, დაქორწინებულ წყვილებს, რომლებსაც ქმრის ან ცოლის თვალთვალი აქვთ განზრახული, იდეის განხორციელების შემთხვევაში, დაახლოებით 133 ათას დოლარს გადახდიიან და ერთი წელი ციხეში გატარება მოუწევთ. თურქული გამოცემა Daily Sabah წერს, რომ ეს კანონი კიბერდანაშაულის ახალი კანონმდებლობის ნაწილია, რომელიც გასულ კვირას ამოქმედდა. საერთაშორისო უფლებადამცველი …
Continue reading “ქმრის ან ცოლის ტელეფონის უნებართვოდ შემოწმება საუდის არაბეთში დაისჯება”
საუდის არაბეთის პრინცი: ისრაელელებსა და პალესტინელებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ საკუთარი მიწა
საუდის არაბეთის გვირგვინოსანი პრინცის, მუჰამად ბინ სალმანის თქმით, ისრაელისა და პალესტინის მოქალაქეები იმსახურებენ, საკუთარ მიწაზე მშვიდობიანად იცხოვრონ. The Atlantic-თან ინტერვიუში, ახლო აღმოსავლეთის დღის წესრიგში არსებულ სხვა პრობლემებთან ერთად, პრინცმა ისრაელ-პალესტინის მრავალწლიან კონფლიქტზეც ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, აქვთ თუ არა პალესტინელებსა და ისრაელელებს უფლება, ჰქონდეთ საკუთარი სახელმწიფო წინაპართა მიწის ერთ ნაწილზე მაინც, პრინცმა უპასუხა: “ვფიქრობ, ისრაელელებსაც და …
საუდის არაბეთში ქალები საფეხბურთო მატჩს პირველად დაესწრნენ [ფოტო]
საუდის არაბეთში საყვარელ საფეხბურთო კლუბებს სტადიონების ტრიბუნებიდან მხოლოდ მამაკაცები აღარ უგულშემატკივრებენ -13 იანვარს, პირველად ქვეყნის ისტორიაში, ქალებს მატჩებზე დასწრების უფლება მიეცათ. რეფორმის ფარგლებში მათთვის ე.წ. საოჯახო სექტორები გამოიყო. საუდის არაბეთის ახალი გვირგვინოსანი პრინცისა და მისი გუნდის მიერ განხორციელებული ცვლილებით უკვე ისარგებლა არაერთმა ქალმა, რომლებიც კლუბების დროშებითა და მხარდამჭერი პლაკატებით ქვეყნის დედაქალაქ არ-რიადსა და ქალაქ ჯიდაში …
Continue reading “საუდის არაბეთში ქალები საფეხბურთო მატჩს პირველად დაესწრნენ [ფოტო]”
ლიბანის პრემიერმა გადადგომა გადაიფიქრა: კრიზისის აღმოფხვრის პერსპექტივა
თითქმის სამკვირიანი “დევნილობის” შემდეგ, ლიბანის პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი სამშობლოშია, მისი გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ კი დროებით შეჩერებულია. ჰარირი, რომელმაც 4 ნოემბრს საზოგადოებას საუდის არაბეთის დედაქალაქ არ-რიადიდან პოსტის დატოვების შესახებ აცნობა, სამშობლოში მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, ღამით დაბრუნდა. ბეირუთის აეროპორტში მას სამხედროები დახვდნენ, ლიბანის საზოგადოებრივი მაუწყებელი კი პროცესებს პირდაპირ ეთერში გადასცემდა. მისმა ქმედებამ, შეიძლება ითქვას, გაანეიტრალა მორიგი კრიზისი …
Continue reading “ლიბანის პრემიერმა გადადგომა გადაიფიქრა: კრიზისის აღმოფხვრის პერსპექტივა”
აფეთქება ბაჰრეინში: ურთიერთბრალდებები და დაძაბულობის ახალი კერა
ხუთშაბათს, ბაჰრეინის უმსხვილეს ნავთობსადენზე მომხდარ აფეთქებას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ტერორისტულ აქტად აფასებს და მომხდარში ირანს ადანაშაულებს. Reuters-ის ინფორმაციით, მინისტრმა განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა, რომელშიც ოფიციალური თეირანი პირდაპირ დაადანაშაულა “ტერორიზმთან და საბოტაჟთან” კავშირში. “ინციდენტი იყო საბოტაჟი და საშიში ტერორისტული აქტი, რომელიც სახელმწიფოს უმაღლესი ღირებულებებისა და ხალხის უსაფრთხოების წინააღმდეგ იყო მიმართული. …ტერორისტული აქტები, რომლის მომსწრეც ქვეყანა[ბაჰრეინი] …
Continue reading “აფეთქება ბაჰრეინში: ურთიერთბრალდებები და დაძაბულობის ახალი კერა”
ლიბანის საკითხებზე საფრანგეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთის პრინცს შეხვდება
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საუდის არაბეთში ვიზიტს იწყებს. საფრანგეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთის პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდება. მაკრონის განცხადებით, ვიზიტისას ლიბანში სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. ლიბანი საფრანგეთის ყოფილი კოლონიაა. ორ ქვეყანას დღემდე მჭიდრო ურთიერთობები აქვთ. საფრანგეთის პრეზიდენტის საუდის არაბეთში ჩასვლა ლიბანსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობის დაძაბვას უკავშირდება. ურთიერთობა საუდის არაბეთსა და ლიბანს შორის გასული კვირის …
Continue reading “ლიბანის საკითხებზე საფრანგეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთის პრინცს შეხვდება”
საუდის არაბეთი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, სწრაფად დატოვონ ლიბანი
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სწრაფად დატოვონ ლიბანი – ამის შესახებ საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო სამინისტროს ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ცნობით, უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად დროულად გამოვიდნენ ქვეყნიდან, საუდის არაბეთის სხვა სახელმწიფოებში მყოფმა მოქალაქეებმა კი თავი შეიკავონ ლიბანში გამგზავრებისგან. ურთიერთობა საუდის არაბეთსა და ლიბანს შორის გასული კვირის …
Continue reading “საუდის არაბეთი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, სწრაფად დატოვონ ლიბანი”
რას ცვლის საუდის არაბეთის ახალი გვირგვინოსანი პრინცის პოლიტიკა
გასული კვირა საუდის არაბეთისთვის მნიშვნელოვანი საშინაო და საგარეო პოლიტიკური ძვრებით აღინიშნა. ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი და კონსერვატიული ქვეყანა, აბსოლუტური მონარქიით, ერთ დღეში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრე გახდა: დააკავეს 11 პრინცი და რამდენიმე ათეული ყოფილი მინისტრი, კიდევ ერთი პრინცი ავიაკატასტროფაში დაიღუპა, მეზობელი ლიბანის პრემიერ-მინისტრი კი საუდის არაბეთის დედაქალაქ არ-რიადში ჩავიდა და იქ გააკეთა განცხადება პოსტიდან …
Continue reading “რას ცვლის საუდის არაბეთის ახალი გვირგვინოსანი პრინცის პოლიტიკა”
საუდის არაბეთში 11 პრინცი და 4 მოქმედი მინისტრი დააკავეს
საუდის არაბეთში ახალმა ანტიკორუფციულმა ორგანომ, რომელსაც ტახტის მემკვიდრე, პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ხელმძღვანელობს, 11 პრინცი, 4 მოქმედი მინისტრი და ათეულობით ექსმინისტრი დააკავა. BBC-ის ცნობით, დაკავებულებს შორის არის ალვალიდ ბინ ტალალი, მილიარდერი პრინცი, რომელსაც ინვესტიციები აქვს განხორციელებული კომპანია ეფლსა და ტვიტერში. ახალ ანტიკორუფციულ კომიტეტს დაკავების ბრძანების გაცემისა და მოგზაურობაზე შეზღუდვის დაწესების უფლება აქვს. BBC-ის ცნობით, ტახტის …
Continue reading “საუდის არაბეთში 11 პრინცი და 4 მოქმედი მინისტრი დააკავეს”