სამინისტროს ქონების მითვისების ბრალდებით სასჯელაღსულების სამინისტროს თანამშრომლები დააკავეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სასაწყობო სამმართველოს ოთხი თანამშრომელი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სასაწყობო სამმართველოს თანამშრომლებმა – ჯ.ლ-მ, პ.გ-მ, რ.ს-მ და ნ.დ-მ, პირადი მოტივით, წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით – 41 599 ლარის ღირებულების ქონება მიითვისეს. აღნიშნული პირები დაკავებული არიან ბრალდებულის …

ყოფილი პატიმარი სასჯელაღსრულების სამინისტროს სასამართლოში უჩივის

ყოფილი მსჯავრდებული პაატა ფხოველიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასამართლოში უჩივის. ფხოველიშვილის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის თქმით, ყოფილი მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  ყოფნისას არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი იყო, რამაც მის ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი დატოვა. ყოფილი მსჯავრდებული სასჯელაღსრულების სამინისტროსგან მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურებას, 160 000 ლარს ითხოვს. როგორც ფხოველიშვილის ადვოკატი ამბობს, ყოფილ პატიმარი დაზარალებულად ოფიციალურად ცნეს: …

სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში 42 უვადო პატიმარი შიმშილობს

18 მაისს, დილით, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში 42 უვადო პატიმარმა შიმშილობა დაიწყო. მსჯავრდებულები 2012 წლის 28 დეკემბერს გამოცხადებულ “ამნისტიის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას და მათთვის უვადო პატიმრობის მოხსნას ითხოვენ. “შიმშილობა დღეს დილიდან დაიწყეს. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიაში ხარვეზების ჩასწორებას ითხოვენ, რაც რეალურად გულხმობს იმას, რომ სასჯელის 1/4 შეუმცირდეთ,” – განუცხადეს ნეტგაზეთს სასჯელაღსრულების სამინისტროში. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წლის 28 დეკემბრს, ამნისტიის …

N17 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, N17 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ჯ.ზ.-მ ე.წ. ჩაჯდომების ვარჯიშში საკუთარი მსოფლიო რეკორდი უკვე მესამედ გააუმჯობესა და 60 წამში 94,1-კილოგრამიანი შტანგით 38 ჩაჯდომა შეასრულა. სპორტული ღონისძიება საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებითა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა, რომელსაც დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მსაჯები დაესწრნენ. რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ბეგიაშვილის თქმით, ფედერაცია …

პენიტენციურ სისტემაში კადრის უკონკურსოდ მიღების დროებითი წესი შესაძლოა გადავადდეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრსა და დეპარტამენტის დირექტორს შესაძლოა თანამდებობებზე პირის უკონკურსოდ დანიშვნის ვადა გაუხანგრძილვდეთ. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს გედევან ფოფხაძე და პაატა კიკნაველიძე მიმართავენ. “სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, “2017 წლის 1 მარტამდე მინისტრსა და დეპარტამენტის დირექტორს უფლება აქვთ, თანამდებობაზე დანიშნონ პირი არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით.” მოქმედი კანონით კი, მათ ეს …

პატიმრებს ხელნაკეთი ნივთების ონლაინ გაყიდვა შეეძლებათ

მსჯავრდებულს, რომელიც პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ეწევა ინდივიდუალურ საქმიანობას, უფლება ეძლევა პენიტენციური დაწესებულების ხელშეწყობით მოახდინოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია. შესაბამის ცვლილებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღეს, 18 აპრილს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებებში დღემდე არაერთი …

საინფორმაციო მომსახურებისთვის მთავრობამ სამინისტროს 50 ათასი ლარი გამოუყო

საქართველოს მთავრობამ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 50 ათასი ლარის ოდენობით თანხა მედიამონიტორინგისა და საინფორმაციო სააგენტოების მომსახურების გამარტივებული წესით შესაძენად გამოუყო. საქართველოს მთავრობის 1 თებერვლის დადგენილებით, აღნიშნული თანხა 2016 წლის ბიუჯეტის პროგრამიდან „პენიტენციური სისტემის პოლიტიკის შემუშავება, მართვა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფითი პირობების გაუმჯობესება“ გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში უნდა უნდა გამოიყენოს. სამინისტროს უფლება აქვს, მედიამონიტორინგისა და საინფორმაციო სააგენტოების მომსახურება გამარტვიებული შესყიდვის საშუალებით …

დღეიდან ქალი მსჯავრდებულები ხანგრძლივი პაემნით ისარგებლებენ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ქალ მსჯავრდებულებს დღეიდან ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა შეუძლებათ. შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაწესებულების ტერიტორიაზე დღეს გაიხსნა. აშენდა კოტეჯის ტიპის ნაგებობა, რომელშიც ხანგრძლივი პაემნისთვის ოთხი ოთახი განთავსდა. ქალ მსჯავრდებულთათვის ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო. გახსნას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. სამიანისტროს …

Exit mobile version