52%-იანი მხარდაჭერით რეჯეფ თაიფ ერდოღანი კვლავ თურქეთის პრეზიდენტი იქნება. არჩევნების ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა მნიშვნელოვან ცვლილებებს აღარავინ ელის. ერდოღანმა გამარჯვება იზეიმა, ოპოზიციის კანდიდატებმა კი შედეგები აღიარეს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის საპრეზიდენტო ვადა 2023 წლამდეა განსაზღვრული, მისი და ნაციონალისტური პარტიის კოალიციას კი საპარლამენტო უმრავლესობა გარანტირებული აქვს. რა მოცემულობა დგას ამჟამად და რა შეიცვლება თურქეთში არჩევნების …
Tag Archives: საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში
საქართველოში ერდოღანმა არჩევნები წააგო
თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებსაც ჰქონდათ. აღნიშნულისთვის თბილისსა და ბათუმში ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. 590 ბიულეტენიდან 2 გაბათილდა. თურქეთის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების უმრავლესობამ მხარი “რესპუბლიკურ პარტიასა” და მის საპრეზიდენტო კანდიდატს, მუჰარემ ინჯეს დაუჭირა. შედეგები ასე ნაწილდება: საპრეზიდენტო …
თურქეთის “რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ არჩევნების შედეგები აღიარა
თურქეთის მთავარი ოპოზიციური ძალის, “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ არჩევნების შედეგები აღიარა. პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ინჯემ ცნო ერდოღანის გამარჯვება და აღნიშნა, რომ მხარდაჭერის მოსაპოვებლად მუშაობას გააგრძელებს. “თუ დამარცხდი, ესე იგი დამარცხდი. “მე ამას არ ვეთანხმები და მოდით, ყველანი გავიდეთ ქუჩაში” – ეს არ არის დემოკრატია”, – აღნიშნა მან. პრესკონფერენციაზე მუჰარემ ინჯემ სოციალურ …
თურქეთის საარჩევნო კომისია: ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა ერდოღანმა მიიღო
თურქეთის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ პირველი ოფიციალური განცხადება გაკეთდა. კომისიის თავმჯდომარის, სადი გიუვენის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიიღო. მისი თქმით, დათვლილია ხმათა 97.7%, ჯერ კიდევ დაუთვლელი ხმები კი საბოლოო შედეგს ვეღარ შეცვლიან. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, გიუვენის თქმით, 10%-იანი ბარიერი გადალახეს და პარლამენტში შედიან შემდეგი პარტიები: “სამართლიანობისა …
Continue reading “თურქეთის საარჩევნო კომისია: ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა ერდოღანმა მიიღო”
თურქეთი: ერდოღანი გამარჯვებას ზეიმობს, ოპოზიცია მეორე რაუნდს პროგნოზირებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამარჯვება ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე გაიფორმა. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ამომრჩევლის წინაშე სიტყვით სტამბოლში გამოვიდა. თუმცა, ოპოზიცია აღნიშნულს ნაადრევად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მეორე ტური აუცილებლად იქნება. ერდოღანის თქმით, ამომრჩეველმა საკუთარი ნება ნათლად დააფიქსირა. “ჩვენ ერისთვის მეტს გავაკეთებთ. ვაპირებთ, უკან მოვიტივოთ ის უთანხმოებები, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიისას წარმოიშვა და ვემსახუროთ ერს”. იმ შემთხვევაში, თუ ერდოღანისა …
Continue reading “თურქეთი: ერდოღანი გამარჯვებას ზეიმობს, ოპოზიცია მეორე რაუნდს პროგნოზირებს”
თურქეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, არჩევნებში ერდოღანი და მისი პარტია ლიდერობენ
პირველადი შედეგების მიხედვით, რომელსაც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ” ავრცელებს, თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი პარტია ლიდერობენ. პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, ერდოღანი თითქმის 57%-ით ლიდერობს. მას მოსდევს მუჰარემ ინჯე “რესპუბლიკური პარტიიდან” 28%-ით. მოცემული შედეგებით, “კარგი პარტიის” მერალ აქშენერმა 7.50%, “ხალხთა დემოკრატიული პარტიის” კანდიდატმა სელაჰათინ დემირთაშმა კი 6% მოაგროვა. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს: …
Continue reading “თურქეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, არჩევნებში ერდოღანი და მისი პარტია ლიდერობენ”
თურქეთის არჩევნები: წინასწარი შედეგები სახელმწიფო მედიის მიხედვით [განახლებადი]
თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ თურქეთის სახელმწიფო მედია წინასწარ შედეგებს აქვეყნებს. შედეგები, რომლებიც ქვეყნის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ დადასტურებული არ არის, ასე გამოიყურება: საპრეზიდენტო არჩევნები რეჯეფ თაიფ ერდოღანი(სამართლიანობის და განვითარების პარტია) – 52.88% მუჰარემ ინჯე(რესპუბლიკური პარტია) – 30.65% მერალ აქშენერი(კარგი პარტია) – 7.48% სელაჰათინ დემირთაში(ხალხთა დემოკრატიული პარტია) – 7.87% საპარლამენტო არჩევნები [სახელისუფლებო] სახალხო …
Continue reading “თურქეთის არჩევნები: წინასწარი შედეგები სახელმწიფო მედიის მიხედვით [განახლებადი]”
თურქეთში ერზრუმის საარჩევნო უბანთან ორი ადამიანი მოკლეს
საარჩევნო უბნების დახურვამდე ცოტა ხნით ადრე, ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობისას თურქეთის ქალაქ ერზრუმში სისხლიანი ინციდენტი მოხდა. მოკლულია ორი ადამიანი – მათ შორის, მერალ აქშენერის “კარგი პარტიის” რაიონული ორგანიზაციის მმართველი. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ, თუმცა როგორც მოგვიანებით დაზუსტდა, დაღუპულია ორი და დაშავებულია სამი ადამიანი. ინციდენტი ერზრუმის ერთ-ერთ საშუალო სკოლასთან მოხდა, სადაც საარჩევნო უბანია გახსნილი. …
Continue reading “თურქეთში ერზრუმის საარჩევნო უბანთან ორი ადამიანი მოკლეს”
სროლა, დაჭრილები, ბიულეტენებით სავსე ტომრები – პირველი ინციდენტები თურქეთში
საარჩევნო უბნების გახსნიდან რამდენიმე საათში თურქული მედია პირველი ინციდენტების შესახებ იტყობინება. შანლიურფას პროვინციის ქალაქ სურუჩში ერთმანეთს ორი ჯგუფი დაუპირისპირდა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. ამასთანავე, პოლიციამ ადამიანები დააკავა, რომელთაც საარჩევნო უბნებისკენ ზედმეტი ბიულეტენები მიჰქონდათ. თურქეთის ერთ-ერთ ბოლო დამოუკიდებელ გაზეთ “ჯუმჰურიეთის” ცნონბით, ქალაქის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ადამიანთა ორი ჯგუფი ეერთმანეთს დანებით დაუპირისპირდა, რა დროსაც სამი ადამიანი …
Continue reading “სროლა, დაჭრილები, ბიულეტენებით სავსე ტომრები – პირველი ინციდენტები თურქეთში”
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ტარდება
დღეს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ტარდება. დღეს გაირკვევა აირჩევს თუ არა თურქეთი მეორე ვადით პრეზიდენტად რეჯებ ტაიპ ერდოღანს. თუ ასე მოხდა და ერდოღანმა საპარლამენტო მიიღო, თურქეთი საპრეზიდენტო მოდელზე გადავა, რაც კრიტიკოსების აზრით, ქვეყანას ავტორიტარიზმს უქადის. ისტორიული არჩევნები თურქეთში – მოკლედ ის, რაც უნდა იცოდეთ თურქეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08.00 საათზე გაიხსნა საგანგებო მდგომარეობის …
Continue reading “თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ტარდება”
ისტორიული არჩევნები თურქეთში – მოკლედ ის, რაც უნდა იცოდეთ
თურქეთი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. ხვალ, 24 ივნისს, ერთი მხრივ, ქვეყნის პირველი პირი, მეორე მხრივ კი პარლამენტის ახალი შემადგენლობა უნდა აირჩიონ. საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია ამომრჩეველთან მასშტაბური შეხვედრებით დაგვირგვინდა: როგორც მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ისე მისმა მთავარმა კონკურენტმა მუჰარემ ინჯემ სტამბოლში თანადროულად გამართულ შეხვედრებზე მხარდამჭერებს პროგრამები ბოლოჯერ გააცნეს. როგორც თურქეთის შიგნით, ისე ქვეყნის …
Continue reading “ისტორიული არჩევნები თურქეთში – მოკლედ ის, რაც უნდა იცოდეთ”
არჩევნები თურქეთში და “რკინის ლედის” შანსები ერდოღანის წინააღმდეგ
2018 წლის 24 ივნისს თურქეთში პრეზიდენტი და პარლამენტის ახალი შემადგენლობა უნდა აირჩიონ. როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური პარტიები, წინასაარჩევნო კამპანიაში უკვე აქტიურად არიან ჩართულნი. როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნები თურქეთში 2019 წლის ნოემბერში უნდა გამართულიყო. თუმცა პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მოკავშირე ნაციონალისტურ პარტიასთან კონსულტაციების შემდეგ ძველი თარიღი შეიცვალა და ახალი დაადგინა. მისი თქმით, არჩევნები ქვეყნის საპრეზიდენტო …
Continue reading “არჩევნები თურქეთში და “რკინის ლედის” შანსები ერდოღანის წინააღმდეგ”